ევროკრატიის მბრძანებლური ხელწერა ყველგან იდენტურია - ქვეყნების სუვერენიტეტის დამცველი ლიდერები შერაცხონ ე.წ. პრორუსებად და მაქსიმალურად დაასანქცირონ, რეპუტაციულად დაააზიანონ. ბრიუსელში ჩაბუდებული გლობალისტი ჩინოსნების გამრუდებული ხედვით, დასასჯელნი არიან ის ხალხებიც, რომლებიც პატრიოტ პოლიტიკურ ძალებს ირჩევენ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, "დიფ სთეითის" ევროპის ფილიალის მზაკვრული მცდელობები ერთია, მაგრამ თვითმყოფადობის მოსურნე საზოგადოებების ნება-სურვილებს ვერაფერი შეაჩერებს.
„ევროკრატიის მბრძანებლური ხელწერა ყველგან იდენტურია - ქვეყნების სუვერენიტეტის დამცველი ლიდერები შერაცხონ ე.წ. პრორუსებად და მაქსიმალურად დაასანქცირონ, რეპუტაციულად დაააზიანონ. ბრიუსელში ჩაბუდებული გლობალისტი ჩინოსნების გამრუდებული ხედვით, დასასჯელნი არიან ის ხალხებიც, რომლებიც პატრიოტ პოლიტიკურ ძალებს ირჩევენ.
"დიფ სთეითის" ევროპის ფილიალის მზაკვრული მცდელობები ერთია, მაგრამ თვითმყოფადობის მოსურნე საზოგადოებების ნება-სურვილებს ვერაფერი შეაჩერებს.
არაერთ ევროპულ ქვეყანაში მზარდია ტენდენცია, როდესაც ბრიუსელის ჩამყაყებული, ნეოსოვიეტიკური ბიუროკრატიის თავხედურ ჩარევებს ელექტორალურად ეტყვიან - კმარა!“ - წერს აბაშიძე.