ხმაური იყო უკრაინის უმაღლეს რადაში. კონფლიქტი უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის დამტკიცების დროს მოხდა.
პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვიერად დაუპირისპირდა. გონჩარენკომ პრეზიდენტს ჰკითხა, მოხდებოდა თუ არა სამხედროების დემობილიზაცია, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა: „სამხედროები სახლში დაბრუნდებიან, როდესაც მტრებს დავამარცხებთ“ და რომ ისინი შეძლებენ როტაციას, „როდესაც თქვენნაირი ადამიანები ფრონტზე დაეხმარებიან და არა მხოლოდ აქ“.
ამის შემდეგ გონჩარენკომ დაიყვირა: „სინდისი უნდა გქონდეთ“.