პიტერ სიიარტო: გუშინ უკრაინაში უნგრული ეკლესია დაწვეს. ეს არ არის ერთეული შემთხვევა. კმარა!

პიტერ სიიარტო: გუშინ უკრაინაში უნგრული ეკლესია დაწვეს. ეს არ არის ერთეული შემთხვევა. კმარა!

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გუშინ უკრაინაში უნგრული ეკლესია დაწვეს.

„გუშინ ღამე უკრაინაში უნგრული ეკლესია დაწვეს. კედლებზე ანტიუნგრული გრაფიტი ეწერა: „უნგრელებო წადით!“, „სიკვდილი უნგრელებს!“. ეს არ არის ერთეული შემთხვევა. 10 წლის განმავლობაში უნგრული თემი უკრაინაში სისტემატური თავდასხმების მსხვერპლია: ჯერ მიიღეს კანონები, რომლითაც მათ ენისა და განათლების უფლება წაართვეს, შემდეგ ჯარში იძულებითი გაწვევა, ფიზიკური ძალადობა დაიწყეს, ხოლო ახლა - ხანძრების გაჩენა“, - დაწერა სიიარტომ.

მისი თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი უკრაინის სახელმწიფოა. როგორც სიიარტო წერს, ბრიუსელი ამ ყველაფრის საპასუხოდ დუმს და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას აჩქარებს.

„ეს მიუღებელია. დღეს ჩვენ ბუდაპეშტში უკრაინის ელჩი დავიბარეთ. კმარა!“, - დასძინა სიიარტომ.