„სწორედ სალომე სამადაშვილის იდეოლოგიურმა წინაპრებმა გაატარეს საშინელ პრესში პატრიარქი ამბროსი ხელაია!“

„სწორედ სალომე სამადაშვილის იდეოლოგიურმა წინაპრებმა გაატარეს საშინელ პრესში პატრიარქი ამბროსი ხელაია!“

სალომე სამადაშვილი 1937 წელს დახვრეტილი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ამბორის ხელაიას გამოსახულებიანი მაისურით დადის საქართველოს პარლამენტში ნიშნად იმისა, რომ გარეთ, მისი შეფასებით, 1937 წელია. როგორც „ლელოს“ დეპუტატი აცხადებს, რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა პარლამენტში არ შეატანინა ილია ჭავჭავაძის, ამბროსი ხელაიას, მიხეილ ჯავახიშვილის სურათებიანი მაისურები და იმისათვის, რომ მაისურები ჩაეცვათ, ფარულად შეპარება გახდა საჭირო.

თუმცა, დეპუტატ სამადაშვილს „დაავიწყდა“ რომ 1937 წლის უმძიმესი რეპრესიების შემდეგ, საქართველოში იყო 2003-2012 წლები, როდესაც ქუჩაში, თუ ციხეში ხვრეტდნენ, კლავდნენ და აწამებდნენ უდანაშაულო ადამიანებს, მხოლოდ იმიტომ იმ ხელისუფლებას, რომლის ლოდერიც და ელჩიც სამადაშვილი იყო, ასე უნდოდა. ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, სწორედ იმ ტროცკისტულ, ბოლშევიკურ პრესში გაატარეს პატრიარქი ამბროსი ხელაია, რომლის ღირსეული შთამოვალი არის ნეოტროცკისტი სალომე სამადაშვილი და მისი დღევანდელი იდეოლოგიური დები და ძმები.

for.ge დავით ქართველიშვილს ესაუბრა.

ოპოზიციის სტრატეგია ასეთია - „ხალის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არის რუსული, თუმცა არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ არც ერთს ეს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს და მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის სახე იყო, პატრიარქ ამბროსი ხელაიას გამოსახულებიანი მაისურით დადის პარლამენტში ნიშნად იმისა, რომ ქვეყანაში დაბრუნდა 1937 წელი. ის, რაც მოხდა 1937 წელს, ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ეს კანონპროექტი რა კავშირიშია იმ წლებთან, ანუ გასაბჭოებასთან?

დავით ქართველიშვილი: როგორ შეიძლება რამე კავშირში იყოს და მით უმეტეს, რომ თავის დროზე, სწორედ სალომე სამადაშვილის იდეოლოგიურმა წინაპრებმა გაატარეს საშინელ პრესში პატრიარქი ამბროსი ხელაია! იმ ტროცკისტულ, ბოლშევიკურ პრესში, რომლის ღირსეული შთამოვალი არის დღეს ნეოტროცკისტი სალომე სამადაშვილი და მისი დღევანდელი იდეოლოგიური დები და ძმები. როგორ შეიძლება დღევანდელ ხელისუფლებას და იმ საშინელ ეპოქას შორის რაღაცა ტოლობის ნიშანი გაავლო, მით უმეტეს სარწმუნეობრივ, თუ იდეოლოგიურ ველზე? როგორ შეიძლება საერთოდ შეხებაში შეხვიდე შენ თვითონ იმასთან, რის წინააღმდეგ დაუფარავად იბრძვი?!

იმ დახურული ჯგუფების სახელწოდების გამეორებაც კი მრცხვენია, რომლითაც გავსებულია სოციალური ქსელი და რომელიც სალომე სამადაშვილის უფროსი, თუ მცროსი და-ძმების მიერ არის შექმნილი, სადაც არა მხოლოდ პატრიარქზე (დამიჯერეთ, პატრიარქი გაუძლებს ყველაფერს), ჩვენს ეკლესიაზე, სარწმუნოებაზე, ტრადიციაზე და ამბროსი ხელაიას ნეშტზე აწყობენ სატანისტურ ცეკვებს ეს ნეოტროცკისტები და ეს ლუციფერის ნაშიერნი. ამიტომ, ყველაზე უსუსური მცდელობაა მოიძრონ ჯალათის, ღმერთმებრძოლის და ხატმებრძოლის სახელი და, ალბათ, ხელში ხატი უნდა დაიჭირონ და აბროსი ხელაიას გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვან, მაგრამ ეს გაჭრის ბრმაზე, განსულიერებულ არსებაზე და გენმოდიფიცირებულ ქართველზე, მაგრამ ჩვენთან ეს არ გაჭრის. ეს ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანულ სინანულს გამოიწვევს, მით უმეტეს დიდ მარხვაში, მაგრამ არანაირი ზემოქმედების მოხდენის გავლენა, აი, ამ იაფფასიან პერფორმანსებს, რომელიც ჩვენთვის მკრეხელობასთან არის გაიგივებული, აზრი არ აქვს.

ზოგადად, ეს ჯგუფი და მათ შორის სამადაშვილი, სამნიძე და ნაცვლიშვილი საზოგადოებაში ცნობილი არიან სწორედ პატრიარქის, სიწმინდეების, ეკლესიის წინააღმდეგ განცხადებებით, ძნელია გწამდეს იმ ადამიანების გულწრფელობის, რომლებიც წლებია უწმინდესს და ეკლესიის შეურაცხყოფით არიან დაკავებული და ამისთვის გრანტებს იღებენ, მაგრამ ამავე დროს უწმინდესის, ამბროსი ხელაიას ღვაწლს აფასებდნენ. როგორ ფიქრობთ, ამ ახალი პერფორმანსით ეუბნებიან მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან გათვითცობიერებული ამ კანონის არსში, რომ 1937 წელი ბრუნდება და როგორც პატრიარქი ამბროსი ხელაია დახვრიტეს, ზუსტად იგივე მოელის ყველას, ვინც ამ კანონს დაუპირისპირდება?

- რა თქმა უნდა. უამრავი იმ არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციიდან, რომელთა უდიდესი ნაწილი ჩუმად ძალიან დიდ საქმეს აკეთებს საქართველოსთვის, ეს იქნება სამედიცინო სფერო, ძეგლთა დაცვის სფერო, როდესაც პერიოდულად ჩამოდიან იტალიელი სპეციალისტები, რომლებიც იუნესკოში შემავალი ჩვენი კულტურული და სასულერო ძეგლების, ფრესკების რესტავრაციით არიან დაკავებული, თქვენ ამ პროფილის ქველმოქმედების, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების კუთხით, პროტესტი თუ გაგიგიათ ამ კუთხით?

არა, რა თქმა უნდა, საინტერესოა ამ ნაწილისთვის რატომ არაა საფრთხე ეს კანონი...

- იმიტომ, რომ მათ არც არაფერი აქვთ დასამალი. პირიქით, ეს კანონი თითოეული აი, ასეთი კეთილშობილურ ზრახვას საჯაროს გახდის საზოგადოების ფართო ფენებისთვის, რომლებსაც შეეძლებათ ერთი ღილაკის დაჭერით შესაბამის რეესტრში შევიდნენ, დატკბნენ საზღვარგარეთიდან შემოსული დაფინანსებით, გრანტების, პროგრამების მრავალფეროვნებით, რომლებიც მართლაც ამშვენებენ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ბუნებას, ტურისტულ ინფრასტურქტურას და ყველა იმ ჰუმანიტარულ პროექტს, რომლებსაც მართლა ვერ უმკლავდება სახელმწიფო, რომელსაც შეიძლება შესაბამისი სპეციალისტების ნაკლებობაც კი ჰყავდეს ამა თუ იმ სფეროში, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ საზღვარგარეთის დონორები, არსებობენ უცხოეთის სპეციალისტები, რომლებიც აი, ამ უდიდეს საქმეს უკეთებენ საქართველოს.

ასევე, თქვენ გაგიგიათ ამ დღეებში არადასავლეთის, არამედ აღმოსავლეთის, სამხრეთის ქვეყნების სამთავრობო და არასამთავრობო წარმომადგენლების მხრიდან პროტესტი, რომლებიც ასევე თავის დიასპორალურ მხარდაჭერას უწევენ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ამა თუ იმ ჯგუფებს, კულტურული და სასულიერო კუთხით? გსმენიათ რაიმე პროტესტი აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან?

მე თქვენ გარწმუნებთ, რომ იქიდანაც ყოველწლიურად სერიოზული თანხები შემოდის, რომ დიასპორალურად გაუწიონ კულტურულ და სასულიერო მემკვიდრეობას მხარდაჭერა, იმ თავის თანამემამულეებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ კომპაქტურად, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და სიმდიდრეს წარმოადგნენ. ანუ, ყველაზე მაგრად ბღავის, ჭყავის, ყვირის ის რამოდენიმე და ყველაზე მსხვილად დაფინანსებული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ზუსტად ისინი, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ 2022 წლის ივნისში იმ აქციაზე, სადაც გაისმა მოწოდება ხელისუფლების ჩანაცველბის და სადაც ხელისუფლებას მიეცა ულტიმატუმი, რათა ის ჩანაცვლებულიყო ე.წ. ტექნიკური მთავრობით.

ა-ო ეს ნაწილი იმ წამსვე გადაიქცა ანტისამთავრობო სექტორად და თქვენ წარმოიდგინეთ, სახელმწიფოს, საზოგადოებას იმის უფლებაც არა აქვს გაიგოს, რომ აი, იმ დეკლარირებული მიზნისთვის აფინანსებენ მათ საზღვარგარეთიდან? ჩემთვის უკვე იმ ე.წ. არასამთავრობო სექტორის იმ ე.წ. ნაწილს უწერიათ კონკრეტულ გრანტში, თუ პროგრამაში, რომ თქვენ უნდა მიიღოთ აქტიური მონაწილეობა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში?

ძალიან საინტერესო კითხვაა და, როგორც ჩანს, ამისი ეშინიათ...

- აი, ეს თუ უწერიათ, მაშინ დამერწმუნეთ, რომ ასეთი ორგანიზაციებით როგორც ცივილიზებულ დასავლურ სამყაროში ხდება, შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან და ასეთ საქმიანობას აღკვეთენ საქართველოში. თუ მათ ამისი ეშინიათ, ე.ი. ძალიან სწორ გზას დაადგა „ხალხის ძალა“ როდესაც ეს პასუხგაუცემელი კითხვები კანონის სადარაჯოზე დააყენა.

როგორ ფიქრობთ, სწორედ ამის შიში აქვთ როგორც ოპოზიციას, ასევე არასამთავრობო სექტორს, რომლებიც დაკავშირებული არიან ოპოზიციასთან?

- მხოლოდ და მხოლოდ ორი შიში არსებობს. პირველი - იმის შიში, რომ გამოაშკარავდება მათი რეალური მიზნები და მეორე - გამოაშკარავდება არამიზნობრივი ხარჯვითი ნაწილი, როდესაც შეგვეძლება იმის ნახვა, რომ რაღაცა უწყინარი სახელწოდების პროექტი ექნებათ გამოფენილი - მაგალითად, „ქართული ფუტკრის მიგრაციის მარშრუტი“, რომელშიც წლის განამავლობაში გადარიცხული იქნება 10 მილიონი ლარი,

მაგრამ რა შედეგი დაიდო, რა გამოიკვლიეს და რაზე მუშაობდნენ ამის ანაგარიშად გაწერილ შედეგს თუ ჩვენ ვერ დავინახავთ, აბსოლუტური შესაძლებლობა გვექნება ვივარაუდოთ, რომ ამ მიზნით გადმორიცხული და დახარჯული ფული სულ სხვა მიზნებს და ამოცანებს მოხმარდა. აი, ამის ეშინიათ და გასაგებია ეს შიში მათი მხრიდან. მაგრამ ჩვენ არანაირი შიში არ გვაქვს, საზოგადოებას, „ხალხის ძალას“ და მმართველ გუნდს, რომ ვერ გავუძლოთ იმ არნახულ ზეწოლას საერთაშორისო თანამეგობრობის, თუ დიპლომატიური კორპუსის მხრიდან, რომელსაც ყველა ვხედავთ.