ვისთვის აღმოჩნდება 7 მარტი „შავი დღე“ და შესაძლოა თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყოს? „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს ე.წ. აგენტების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობამ საბოლოოდ 7 მარტს 76 - მომხრე - 13 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი სესიაზე 7 მარტს დაჩქარებული წესით გაიტანა, იმის მიუხედავად, რომ ბიუროს სხდომაზე თარიღად ხუთშაბათი, 9 მარტი განისაზღვრა. კანონის მიღებამდე დარბაზში დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენჯერმე მოხდა. რამდენიმესაათიანი განხილვის შემდგე კი „ოცნებამ“ კანონპროქტებს მხარი დაუჭირა. ამის შემდგე აქციაზე მყოფ ხალხს და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის წინ მდგარ პოლიციას ე.წ. კოკტეილის მოლოტოვებს ესროდნენ. დაზიანდნენ როგორც სამართალდამცველები, ასევე აქციის მონაწილეები. პოლიციამ აქციაზე 6-მდე ადამიანი დააკავა.
ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიცია პროცესის გამოყენებას ცდილობს, ხალხი შეცდომაში შეჰყავს და სიტუაციის რადიკალიზებით რევოლუციურ სცენარს მიჰყვება.
ამერიკის საელჩოს მხრიდან „ოცნების“ ეს გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიისთვის „შავ დღედ“ შეფასადა. ხელისუფლების განცხადებით კი ეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის. ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა კი თბილისში პარლამენტთან მიმდინარე აქცია მაიდანის მოვლენებთან შეადარა.
„უკრაინაში მაიდანის დროს მახსენებს 2013-2014 წლებში“, - წერს ფონ კრამონი.
რუსი უფლებადამცველი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ე.წ. შტაბის ხელმძღვანელი მარკ ფეიგინი თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმაურება.
„მშვენიერი ღამე თბილისში! ქართველ ხალხს შეუძლია, დღესვე დაასრულოს მოსკოვის პროტექტორატი! წინ, ძმებო!“ - წერს ფეიგინი Twitter-ზე.
ამასთან, ფეიგინი უკვე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აქციის მონაწილეებს სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„თბილისში მომიტინგეებს მოვუწოდებთ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან. მომიტინგეთა ნაწილმა ციხის საავადმყოფოსთან უნდა გადაინაცვლოს, რათა მიშა გამოუშვან! იმოქმედეთ!“ - წერს ფეიგინი.
მოვლენების განვითარებას ამერიკაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა, რომელიც ხელისუფლებას კანონის პარლამენტიდან გამოწვევა მოსთხოვა და ამბობს, რომ მას ვეტოს დაადებს.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში ჟოზეფ ბორელი კი ამბობს, რომ „აგენტებზე“ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს გაცხადებულ მიზანს
„ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს. ის ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს გაცხადებულ მიზანს, რასაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მისი საბოლოო მიღება სერიოზულ გავლენას მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს შეასრულოს თავისი პირობა და ხელი შეუწყოს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების დაცვას და ახსენებს მას მშვიდობიანი პროტესტის მიმართ ადამიანების უფლებას“, - წერს ბორელი.
„არავინ ინტერესდებოდა რეალურად კანონპროექტების შინაარსით, თავიდან ბოლომდე წარიმართებოდა ზედაპირული, სიცრუეზე აგებული კამპანია იარლიყების მიკერებით, სტიგმატიზაციით, რასაც არაფერი საერთო არ ჰქონდა სინამდვილესთან“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ქართული, ისე კანონპროექტის ამერიკული ანალოგის მიმართ რადიკალური ოპოზიცია სიცრუეზე აგებულ კამპანიას აწარმოებდა.
კობახიძე ამბობს, რომ სინამდვილეში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – ეს არის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების საქმიანობის გამჭირვალობა.
კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭირვალობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება შეიძლება, ჰქონდეს მხოლოდ მას, ვისაც რაღაც მნიშვნელოვანი აქვს დასამალი.
მისივე თქმით, ქვეყნის ევროპულ კურსთან კანონპროექტის დაკავშირება არის ყველაზე მძიმე დეზინფორმაცია, რაც კი ამ დღეებში გაჟღერდა.
„ევროპა ნიშნავს სწორედ რომ გამჭვირვალობას და დერადიკალიზაციას, რასაც ჩვენ მიერ მიღებული კანონპროექტი ემსახურება. ჩვენ აუცილებლად ვივლით წინ, ევროპისკენ და ამას გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით.
როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი დაუყოვნებლივ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, საიდანაც სამართლებრივ დასკვნას სავარაუდოდ ივნისის პირველ ნახევარში მივიღებთ.
დღეს ვრცელდებოდა ამაზეც დეზინფორმაცია, თითქოს საბოლოოდ იყო მიღებული ეს კანონპროექტი ჩვენ მიერ. სინამდვილეში მინიმუმ სამი თვე დასჭირდება ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღებას. ამის შემდეგ გაგრძელდება დისკუსია და საბოლოო ჯამში, ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მივიღებთ ამ კანონპროექტს“, – განაცხადა კობახიძემ.
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ თუ პროცესები ქვეყანაში ამ რეჟიმში გაგრძელდა, არ არის გამორიცხული ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყოს. საყვარელიძე ამბობს, რომ არის თუ არა ეს ე.წ. აგენტების კანონი რუსული, ეს სხვა საკითხი და თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებაზე უკეთესად ხალხის ამაში დარწმუნებას ოპოზიცია ახერხებს. ამიტომ საყვარელიძე ფიქრობს, რომ სიტუაციის რადიკალიზებისკენ თავის ასარიდებლად, სჯობს ხელისუფლებამ გამოსავალი ეძებოს.
„ასეთ პირობებში, კანონი სულ რომ იდიალური იყოს, სჯობს უკან დაიხიონ, რადგან ოპოზიცია ამას გამოიყენებს იმდაგვარად, როგორც ახლა პროცესები ვითარდება. ეს მოსალოდნელიც იყო და ამ რისკების შეფასება უნდა მომხდარიყო. იმედი მაქვს, რომ ვენეციის კომისია მაინც იყოს ის საშუალება, რომელიც ხელისუფლებას გამოსავალს აპოვნინებს. იქნებ ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ გაგზავნონ და ამის შემდეგ თქვან, რომ ამ კანონს არ ვიღებთ იმიტომ, რომ ვენეციის კომისიამ დაგვიწუნა. ბევრი რამ არა რეალობაზეა დამოკიდებული, არამედ იმაზე, როგორ წარმოუდგენია ადამიანებს ეს რეალობა.
თუკი ამ კანონის მიღება საზოგადოების მიერ კატასტორფად შეფასდება და ფაქტია ხელისუფლებამ მათი დარწმუნება ვერ შეძლო, შესაძლოა გაჭირდეს პროცესების კონტროლი. გამოსვლები და პროტესტი იქნება. წინ რა მხარეც წამოწიეს, რომ უარი გვითხრეს ევროპულ პერსპექტივაზე და შესაძლოა ევროკავშირში აღარ მიგვიღონ, ხალხი ამაზე ძალიან მძიმედ რეაგირებს. ფაქტია ოპოზიცია ამის შეფუთვას ახერხებს, ისე, როგორც მას სურს. ხალხმა ამ კანონის მიღება, უკვე წმინდა ცხოვრებისეულ პრაქტიკას და საკუთარ კეთილდღეობას დაუკავშირა. ამიტომაც აქვთ ის რეაქცია, რასაც ვხედავთ. ახლა ბევრი რამ ჩვენს პარტნიორებზე და მათ შეფასებებზეც იქნება დამოკიდებული. თუმცა ტენდენცია არის, რომ რადგან ამ საპროტესტო აქციებში დირიჟორობა იმ პოლიტიკოსებს აქვთ აღებული, რომელთა მიმართაც ხალხს ნდობა არა აქვს, შესაძლოა შემდეგ დღეებში პროცსი ამის გამო ჩაცხრეს. თუმცა თუკი გამოჩნდება ვინმე, რომელიც საზოგადოების მიერ დადებითად არიან შეფასებულები, მაშინ საპროტესტო აქციები მასშტაბურ სახეს მიიღებს“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, დასავლეთის ჩართულობა ამ პროცესებში ძალიან დიდია და მას არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ დოზით ჩაერთვებოდნენ. საყვარელიძე ამბობს, რომ ეს არის უპრეცედენტო ჩართვა და მათი მხრიდნ ისეთი პროგნოზები კეთდება, რომ ფაქტია, რაღაცა უფრო სხვა ხდება, ვიდრე ჩვენ გვგონია.
„ქვეყნის შიდა საქმეში დასავლეთიდან და ამერიკიდან ასეთი უპრეცედნეტო ჩარევა 2003 წელსაც არ ყოფილა. ამერიკის ელჩი კაბინეტებში მინისტრებს რომ ხვდებოდა, პოზიციას ჩუმად აფიქსირებდა. ასე საჯარო განცხადებები, როგორც ახლა კეთდება, არ ყოფილა. ამერიკა პირდაპირ ამბობს, რომ თუ ამას გააკეთებთ, რაღაცა ცუდი მოხდება. ასეთი რამ შევარდნაძის დროსაც არ ყოფილა. პრაქტიკულად, უპრეცედენტო მოვლენებს ვადევნებთ თვალს, ამიტომაც წინასწარ რაიმეს პროგნოზირება ძალიან რთულია“, - ამბობს საყვარელიძე.
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე კი ამბობს, რომ ერთმანეთისგან აღქმა და ფაქტები უნდა გავმიჯნოთ, რათა ნათელი სურათის დანახვა შევძლოთ. ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რადგან სადღაცას, ვიღაცას ამ კანონის მიღება არ სურს და პროცესების რადიკალიზებას ხელს უწყობს, ამის საზოგადოებისთვის სრულად მიწოდება უნდა მოხდეს.
„საზოგადოებამ უნდა დაინახოს და შეაფასოს. ეს ყველაფერი ხომ საზოგადოების დონეზე დადის. ეს მასკარადი, რასაც რადიკალური ოპოზიცია დგამს, არის იმის მცდელობა, რომ რამენაირად საზოგადოება დესტრუქციულ პროცესში ჩაითრიონ. რამენაირად საკუთარი ინტერესები გაატარონ და ხალხი ამისთვის გამოიყენონ. როდესაც სახალხო დამცველის მოადგილე გამოდის და ამბობს, რომ ევროპამ თუ მოგვთხოვა ცალფეხზეც კი უნდა დავდგეთო, მთლიანად შეკრებილ ოპოზიციას პოტენციური შანსიც კი არა აქვს, რომ არჩევნების შედეგად მმართველი ხელისუფლება ჩაანაცვლოს. ამ რადიაკლურმა ძალებმა პოლიტიკური სპექტრი იმდენად გააბითურეს, არავინ აღარ ენდობა.
ორი გვამის მაძიებელი და მოძალადე სისტემის შემქნელი ვანო მერაბიშვილი და მოროდიორი დავით კეზერშვილი ამ ხალხს აორგანიზებს. ამიტომ ხალხი სწორად მიხვდება საით უნდა დადგეს. ჩვენი პარტნიორები შეცდომაში არიან შეყვანილები თუ მათ ინტერესში ასე შედის, ნახავს, რომ ჩვენი საზოგადოების დაკვეთა რადიკალიზმი, დაპირისპირება და მაიდანი არ არის. ეს დღის წესრიგი არ გამოვა და საერთაშორისო პარტნიორებიც კარგად დაინახავენ. საზოგადოება ინფორმაციით უნდა შევაიარაღოთ, რათა რეალური და ადეკვატური დასკვნა გამოიტანონ. ოპოზიცია ამ კანონის სხვაგვარად გაყიდვას ცდილობს, რაც საბოლოო ჯამში არ გამოუვა“, - ამბობს ქადაგიძე.
ნაცები მათთვის ნაცადები იყვნენ, აწყოდათ და ყოველ შემთხვევისთვის შეინახეს ისინი
აი ამისთანა შემთხვევებისთვის.....თუ ვინცობააა და ოცნება იმათ ჭკვაზე არ გაივლიდა.....როგორც ეხლა
ფუუუუუ...........................მეგობარი........
,,მტერი მოყვრულად მოსული მტერზედაც ბევრჯერ მტერია,,--ო.
ეგრეა
რატო აღარ მიეთრევა ეგ ვადაგასული ............... დახატული ტარტაროზი
და კიდევ ..... აუცილებლად ვეტყოდი ---თუ ბევრს გავიტრაკებთ რუსეთს აფხაზეთსა და ოსეთზე პირდაპირ დაველაპარაკებით--თქო
ეგენი აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნებაზე გვეუბნებოდნენ---- აი რუსეთი დაიშლება (დავშლითო) და ორივე ეგრევე თავისით დაგიბრუნდებათო
აბა დაშალეეს რუსეთი??
განადგურდება და იარსებებს თუ არა, არ აინტერესებს.