ზელენსკი ისევ დახმარებას ითხოვს, ამერიკა კი ჩინეთს მორიგ მუქარანარევ გაფრთხილებას აძლევს

ზელენსკი ისევ დახმარებას ითხოვს, ამერიკა კი ჩინეთს მორიგ მუქარანარევ გაფრთხილებას აძლევს

აშშ-ის პრეზიდენტის და გერმანიის კანცლერის განხილვის თემა უკრაინის დახმარების საკითხია. ასევე, თეთრ სახლში ჯო ბაიდენის და ოლაფ შოლცის განხილვის თემა გახდა ჩინეთის მიერ რუსეთისთვის ლეტალური დახმარების შესაძლო გაწევა. გერმანიის კანცლერი პეკინს მოუწოდებს, რუსეთს უკრაინის ომში დახმარების გაწევის მიზნით იარაღი არ გაუგზავნოს და ამის ნაცვლად ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე, რომ უკრაინის ტერიტორიიდან საკუთარი ძალები გაიყვანოს.

ამასთან ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია და მისი დასავლელი მოკავშირეები უსაფრთხოების სამომავლო გარანტიების შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. უსაფრთხოების ასეთი გარანტიები გამომდინარეობს იმ ვარაუდიდან, რომ უკრაინა წარმატებით დაიცავს თავს ამ ომში. აქვე შოლცი ადასტურებს, რომ გერმანია გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას იარაღის მიწოდებით. გერმანიის კანცლერის თქმით, ვლადიმირ პუტინი ამჟამად არ არის ღია მოლაპარაკებებისთვის უკრაინაში ომის დასასრულებლად.

შეგახსენებთ აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჩინეთი რუსეთისთვის, უკრაინის ომში გამოსაყენებლად, იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მტკიცებით, ჩინური კომპანიები რუსეთს უკვე უწევენ არალეტალურ მხარდაჭერას და არსებული ინფორმაციით, პეკინმა მოსკოვს, შესაძლოა, ლეტალური მხარდაჭერაც აღმოუჩინოს.

მიუხედავად მოწოდებებისა ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი აცხადებს, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინაში კრიზისთან დაკავშირებით თანმიმდევრული და მკაფიოა, ეს არის მშვიდობისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობა.

„ჩვენ უნდა მივყვეთ პოლიტიკური მოგვარების მიმართულებას, დავივიწყოთ ცივი ომის მენტალიტეტი, პატივი ვცეთ უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ შეშფოთებას და ავაშენოთ ევროპული უსაფრთხოების დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი არქიტექტურა“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა, რომელსაც უახლოეს მომავალში მოსკოვში ელოდებიან.

სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტამდე ცნობილი ხდება, რომ აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას HIMARS-ის სარაკეტო სისტემისა და სხვადასხვა საარტილერიო სისტემისთვის. იგი ასევე მოიცავს ჯავშანტექნიკისთვის გასაშვებ ხიდებს, პირველ სისტემას, რომელიც გამოიყენება თხრილებისა და ვიწრო წყლის დაბრკოლებების გადაკვეთისთვის. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის დახმარების კიდევ ერთი, 2-მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა.

პარალელურად, უკრაინამ კუპიანსკიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმდებარე ტერიტორიიდან ოჯახებისა და მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება გასცა. უკრაინის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება რუსული ძალების მიერ ქალაქის ხელახლა აღების საფრთხის ფონზე მიიღო. შეგახსენებთ, უკრაინამ კუპიანსკი ოკუპაციიდან გასული წლის სექტემბერში გაათავისუფლა.

რუსული აგრესიის შესაჩერებლად უკრაინის პრეზიდენტი არტილერიას და დიდი რაოდენობით ჭურვებს ითხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჭიროა როგორც სისტემები, ამუნიცია და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, რათა რუსეთი გააჩერონ.

„მათ ტერიტორიას კი არ ვესროლოთ, არამედ ჩვენიდან გავაგდოთ. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის გადაცემის დასაჩქარებლად საჭიროა საჯაროდ საუბარი იმაზე, რა არ გვყოფნის. სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, შეუძლიათ სრულიად საჯაროდ მხარი დაუჭირონ ამა თუ იმ იარაღის გადაცემას.

გვჭირდება ასევე თვითმფრინავები, თვითმფრინავების დეფიციტია. ამაზე ვისაუბრეთ და თანხმობა გვაქვს დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის მხრიდან. დღეს ვესაუბრეთ ჩვენს პარტნიორებს ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან სად შეუძლიათ მოსამზადებელ მისიებში დაგვეხმარონ. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა თავის სატანკო არმიას მალე მიიღებს“, - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

ვითარება რთულია. უკრაინა ისევ შეიარაღებას ითხოვს, ჩინეთი კი რუსეთის მთავარი მოკავშირე აღმოჩნდა, რომელიც ოკუპანტებს ეხმარება. ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, უკრაინასთან მიმართებაში სტრატეგიული გადაწყევილებების მიღება შეუძლია რამდენიმე ადამიანს და ეს ადამიანები არიან აშშ-ში, ინგლისში და რუსეთში. მისი თქმით, ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს გავლენის მოხდენა შეუძლიათ, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით, არაფერი არ შეუძლიათ. ანალიტიკოსის განცხადებით, უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პოზიციას, რომელსაც იკავებს ჩინეთი.

„სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში იქნება გარდამტეხი მნიშვნელობის. გარდამტეხი მნიშვნელობა ექნება სწორედ იმას, რამდენად ჩათვლის ჩინეთი რუსეთს იმის შესაძლებლობის მქონედ, რომ მან გააგრძელოს ეფექტურად დაპირისპირება დასავლეთთან. ჩინეთის ინტერესებშია დასავლეთის რაც შეიძლება დიდი რესურსის დახარჯვა აღმოსავლეთ ევროპაში.

ფაქტობრივად, თუ დასავლეთი იყენებს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ, ჩინეთი ანალოგიურად და უფრო დიდ მასშტაბში შეეცდება რუსეთი მყარი გახადოს დასავლეთის წინააღმდეგ. არავისთვის დამალული არაა, რომ ანგლოსაქსების სტრატეგიაში მთავარი სამიზნე არის ჩინეთი, რომელიც 2027 წლისთვის უკვე მიაღწევს და, ფაქტობრივად, გათანაბრდება აშშ-თან სამხედრო სიძლიერის კუთხით. შესაბამისად, დასავლეთის ინტერესებშია, რომ ტაივანი არ შეუერთდეს ჩინეთს“, - აცხადებს მანჯავიძე.

ამავე დროს, მისი თქმით, ამ შემთხვევაში ტრიგერი არის ის, რომ მოსალოდნელია ტაივანში არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვიდეს გომინდანი, პარტია, რომელიც მომხრეა ჩინეთთან ინტეგრაციის და გამოკითხვები აჩვენებს, რომ გაიმარჯვებს.

„შესაბამისად, აშშ-ს შეზღუდული აქვს დრო იმისათვის, რომ ეს არ დაუშვას. დრო შეზღუდული აქვს ასევე ჩინეთის ხელისუფლებას, რომელსაც არანაირად არ აწყობს ტაივანში სამხედრო ესკალაცია, ვინაიდან სამხედრო ესკალაცია შეიცავს დიდ რისკებს, რეგიონში აშშ-ის საზღვაო სამხედრო ფლოტისა და ზოგადად შეიარაღებული ძალების უპირატესობის გამო.

ანუ, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი იერიშს მიიტანს ტაივანზე, ძალიან დიდია დამარცხების რისკი, რადგან გაცილებით უფრო ძლიერია აშშ-ის საზღვაო ფლოტი და ტაივანიც მომზადებულია, იმის მიუხედავად, რომ იქ დიდია ჩინეთთან მომხრეთა ინტეგრაციის რიცხვი. ანუ, მიმდინარეობს პროცესი, რომ ჩინეთი გახადონ იძულებული შეიჭრას ტაივანში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, შოლცის ამერიკაში ვიზიტი ცხადყოფს, რომ მაღალ დონეზე კონტაქტების დიდი წრე ლაგდება. მისი თქმით, სავარაუდოა, კოლექტიურ დასავლეთს ექნება ასეთი პოზიცია, რომ შემოდგომამდე მაქსიმალურად დაეხმარება უკრაინას, რომ მან დასახულ მიზნებს მიაღწიოს. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მაინც ვერ მოახერხა ეს უკრაინამ, მერე უკვე დასავლეთი მოითხოვს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და ფაქტობრივად ომის შეწყვეტას.

„ასეთი განწყობილება ჩანს ანალიზებში, რომ არ არის გამორიცხული, ამ განწყობილებების შემაჯამებელი ეტაპი იყოს ის შეხვედრები, რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობს. რაც შეეხება ჩინეთის პოზიციას, მას საკმაოდ რთული პოზიცია უკავია. თან ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც რუსეთის კრიტიკას გულისხმობს და თან, ამავე დროს, რუსეთის დახმარებაზეც მიანიშნებს. ჩინეთის ეს პოზიცია, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური და თავისი ხაზი უნდა გაატაროს, რა სურათს მოგვცემს, ამჟამად რთული სათქმელია.

წესით, სამომავლოდ ჩინეთი უნდა დათანხმდეს მოლაპარაკებებს. მისი წინადადებაც ეგ იყო, რომ მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს ყველა კონფლიქტი, მაგრამ მოლაპარაკებებზე მსჯელობა ნაადრევია, ჯერ მთელი ნახევარი წელია წინ და ამ ნახევარწლიან პერიოდში რა პოზიციას დაიკავებს ჩინეთი, ძნელი სათქმელია. ანუ, გაუწევს თუ არა ამერიკულ მუქარას ანგარიშს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

 

DDDzia მარტო სათაური რად ღირს?

" ამერიკა ჩინეთს მორიგ მუქარანარევ გაფრთხილებას აძლევს".

მსოფლიო ჰაგემონი და მოსამართლე ყველას აძლევს მითითებებს და გაფრთხილებას.
1 წლის უკან
trampi ძია
ნეტავ ................ ნეტავ........კაი ჩიტს დაიჭერს ამერიკა
ჩინელები ყოველდღე რომ დაჟე მილიონი ხოცო 5 წელი უნდა მაგათ რო მოერიო........ხუმრობა ხო არააა
ხოოდა ......კაი ჩიტს დაიჭერს კაი ჩიტს
რუსეთისთვის ვერ უქნია ვერაფერი და ჩინეთს ტემ ბოლეეე....
1 წლის უკან
DDDzia პაპა
ასე არაა მარტივად საქმე.
ჩინეთი დიდია, მოსახლეობაც უშტი და უშქარი, მაგრამ....მაგრამ.
ვერაა ჩინეთი აშშ-სთან მეომარი.
არ ვარგა მეომრად. სუსტია. ბევრი რამ აკლია.
არაა საკმარისი სხვისი ტექნოლოგიების მოპარვა. საკუთარიც უნდა ქონდეს.
აშშ-ს ყველაზე კოშმარული სიზმარი რუსეთ-ჩინეთის გაერთიანებაა.
რუსული ტვინი, ტექნოლოგიები და ჩინური კოლექტიური აზრივნება, იაფი, უპრეტენზიო და უსასრულო მუშახელი.
რუსეთი მარტოხელა ვერ გაუმკლავდება ერთიან ნატოს ატომური იარაღის გარეშე.
არათანაბარია ადამიანური რესურსები და წარმოების საშუალებები.
აი ჩინეთთან ერთად კი, მთელი ნატო ერთ ლუკმად არ ეყოფა.
1 წლის უკან
trampi ძია
ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობებზე რასაც ამბობ გეთანხმები, მაგრამ ვერც ეგ ნატოა დიდი ვინმე
აგე ევროპაში უკვე პანიკა ააქვთ ატეხილი ტყვია-წამალი გვითავდება, გვითავდებაო ....... არიჰა შენ გაუგზავნე უკრაინას, არიქა შეენო..
და კიდევ ეგეთი რაღაცეები და კიდევ ამდაგვარები
რა თქმა უნდა არც ესეა მთლად იმათი საქმე, რომ ყველაფერი გამოელიათ, მაგრამ რუსის სამყოფი თოფ იარაღი რომ არა ააქვთ ეგ ნაღდია..
აგე ის ინგლისის ინდოელი პრემიერი ევროპის ხალხს ეუბნება და აქეზებს -----მთელი ცხოვრება მაგ ტყვია--წამალს ხო რუსეთთან საომრად აგროვებდით, აგე უკრაინა თქვენ საქმეს აკეთებს, რაღას უჟოშკავთ, მიეცითო..
ხედაავ ის ე.წ. ხელშეკრულებები რუსეთთან, ძმობა, მეგობრობა, მაგ ევროპისთვის მხოლოდ შირმა იყო, გულში კი ყოველთვის რუსეთის განადგურება უნდოდათ და ყოველთვის მომენტს ეძებდნენ რო რუსეთისთვის დედა ეტირებინათ. ეგრე იყო ყოველთვის
მით უმეტეს ოლბრაიტის ნათქვამებიც იცი...
....თავიაანთ ჭკვაში მაგათ ეხლა მომენტი იპოვეს და ჰგონიათ რო არიქა, რუსეთს დედას ვუტირებთო
ქაჯები ............რუსი სუ უტრუსიკოდ დარჩება, ტყვია წამალიც არ გამოელევა და ამ ომს მაინც არ წააგებს...
კი აერევათ რუსებს ბევრი რაღაცეეები მაგრამ ..... ომს არ წააგებს
ამბობ ჩინეთთან თუ გაერთიანდებაო..........ეჭვი არ შეგეპაროს გაერთიანდება. როცა რუსმა იცის რო ეს ევროპა ხვალე ისევ შემოუტრიალდება გაერთიანდება აბა რას იზამს......ულაპარაკოდ გაერთიანდება
მით უმეტეს ევროპას ეგ ვაააფშე აღარ ენდობა და არც მიენდობა
ის კი არადა ჩინეთს იქით მიაწვდის იარაღს....
მოკლედ ამერიკას ეგრეც და იგრეც, ჟამი აქვს უკვე მოსული ჟამი...წერასააა უკვე აყოლი, წერას....
ჰააა ჰააა 2--2.5 წელი და......... დამკაშიც გავლენ
1 წლის უკან
DDDzia პაპა!
ძირითადად გეთანხმები, მაგრამ არა მთლიანად.
კერძოდ:
ტყვია-წამლის დეფიციტი შექმნილია არა იმიტომ, რომ წარმოება არ შეუძლიათ, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ფართო წარმოებისთვის მიზეზს ვერ ხედავენ. დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინას დიდი დღე არ უწერია და რისთვის დახარჯობ დიიდი ფული, რომ წარმოება სამხედრო ყაიდაზე გადააწყონ? ეს ომი რომ დამთავრდება, მერე იმ წარმოებას რა უნდა უყონ? ამიტომ არ არის წარმება დაწყებული და ყოველდღიური შეტყობინებიდან ჩანს, რომ ფულის დახარჯვას აზრი არ აქვს. თავადაც არ არიან ომში წამსვლელები, ხოლო უკრიანისნაირ რეგვენებს დარწმუნებულები არიან, რომ უცბად ვეღარ ნახავენ. აგერ ჩვენც კი ვუგანეთ, როგორც კი სისხლის მოტკბო-მომლაშო სუნი დადგა.
მეორე - აშშ ყველა შემთხვევაში გამარჯვებულია. რუსეთისთვის მთავარია, რომ არ დამარცხდეს და ნებისმიერი სხვა გამოსავალი უკვე გამარჯვებაა. რაც შეეხება ამერიკას - კაპიტალიზმის კანონის თანახმად მთელი აშშ წარმოება სიიაფის თუ სიძვირის გამო ჩინეთშია გატანილი. ამ წარმოების საკუთარი სახსრებით ხელახლა ღორძინება ძალიან დიდი ფული ღირს. და რატომ დახარჯოს ამერიკელმა ეს ფული, თუ აგერ ევროპელებს თავისი ნებით გადააქვთ წარმოება ამერიკაში? ხოლო გადააქვთ იმიტომ, რომ თავისივე ნებით დაანგრიეს თავისი ეკონომიკა იმით, რომ გაებნენ ამ ავანტურაში, უარი თქვეს რუსულ იაგ გაზზე და წარმოება გაიჭედა. აშშ-მ უფასოდ მიიღო ყველაფერი. უნიჭიერესი სვლაა. ჯერ ერთი, რომ ევროპაში კონკურენტები მოიცილა, მეორე თავისი ააღორძინა, მესამე - ავროპის სახით დამატებითი გასაღების ბაზარი იშოვა, მეოთხე - ჩინეთს წყალი შეუყენა და ა.შ.
არაა ახლა ეს გენიალური სვლა?
მრავალსვლიანი კომბინაცია?
რაც შეეხება რუსეთს, ის გამოძვრება. მას დიდიგამოცდილება აქვს ამისი და წლების წინ ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და გვიკამათია ამის შესახებ.
ომის შემდეგ დარჩება ორი ცენტრი - აშშ და რუსეთი.
ჩინეთი, ინდოეთი და სხვა პაჭა-პუჭა რეგიონალური მოთამაშეების ადგილი დიდ პოლიტიკაში არ არის. ის რომ ისინი მსოფლიოს ნახევარნი არიან რაოდენობრივად, არაფერს არ ნიშნავს.
ჩვენ ადგილზე და როლზე არ დავწერ.
შემდეგისთვის შევინახავ ამ თემას.
1 წლის უკან
DDDzia და დავამეტებ ორიოდე სიტყვას კიდევ.
ევროპის გაღატაკება, რაც რეალურია და ამას ვეღარავის შეცვლის, გამოიწვევს ფაშისტური იდეების აღორძინებას, რომელიც ისედაც ევროპის პროდუქტია და არც დღეს ამბობებენ ამაზე ევროპელები უარს.
ხოლო 15-20 წლის შემდეგ შეიძლება იმის გამეორება, რაც 1933-ში მოხდა და ისევ რუსეთის წინააღმდეგ.
ისტორია მეორდება.
ზოგადად, ისტორიას ჩვევია მრაველჯერადი გამეორება.
ამიტომაა საჭირო მისი სწორედ გადმოცამა და კარგად სწავლა.
1 წლის უკან