უნდა დაედოს თუ არა ტაბუ „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტს? არასამთავრობოები სწორედ ამას ითხოვენ, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალე არ იყოს, თუმცა მმართველი გუნდი სხვაგვარად ფიქრობს.
„უკაცრავად, მაგრამ წმინდანების საქმიანობას განიხილავენ და სხვადასხვა რაკურსით აფასებენ“, - ასეთნაირად ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აგენტების რეგისტრაციის თაობაზე პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ, სამწუხაროდ, 2003 წლის შემდეგ ქვეყანაში გაქრა ის, რასაც ჩვენ დამოუკიდებელ, არაპოლიტიზირებულ უფლებადაცვით საქმიანობას ვეძახდით, ის ჩანაცვლდა ენჯეოს სახელით მოქმედი ნაცების პარტიული უჯრედებით.
პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის უკვირს, როგორ შეიძლება, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ იყოს გამჭვირვალობის წინააღმდეგი.
ამ კანონპროექტის ინიციატორ დიმიტრი ხუნდაძისთვისაც გაუგებარია, უცხოური გავლენის გამჭვირვალობა რატომ არის აუცილებელი დასავლეთში, საქართველოში კი მიუღებელი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება არ უნდა დავიცვათ?!
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი „გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე სასაუბროდ პარლამენტის სპიკერს შეხვდა და არ დამალა, რომ შალვა პაპუაშვილთან საუბარი არ იყო მარტივი, რადგან მათ მოუწიათ იმის ახსნა, რომ გავლენის აგენტის შესახებ ინიციატივა ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებს, სულ მცირე, 12 პუნქტიდან 2 პუნქტს ეწინააღმდეგებოდა, რომლებიც საქართველოს გასული წლის ივნისში გადაეცა.
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ვერსიას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, სჭირდება თუ არა ქვეყანას ეს კანონი, რადგან ეს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის. დეგნანის თქმით, ეს ინიციატივა შეაფერხებს ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობას, ვინც ქართველების დახმარებას ცდილობს. „ეს საქართველოს არ სჭირდება“, -ასკვნის კელი დეგნანი.
ის ფაქტი, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობა დასავლეთში აუცილებელია და საქართველოში ჯერ კიდევ მიუღებელი, ორმაგ სტანდარტად არ მიაჩნია ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და დიმიტრი ხუნდაძემ, როგორც ექიმმა, უკეთესად უნდა იცოდეს, რომ თუკი ადამიანი ბევრ წამალს უდროო დროს მიიღებს, ის საწამლავად იქცევა.
„დღეს საკითხი დგას ასე, ლობისტების წყალობით მსოფლიო პოლიტიკის გარკვეული ჯგუფები ისედაც ეჭვის თვალით გვიყურებენ და აინტერესებთ, ხომ არ ვართ რუსეთთან კავშირში? ან ხომ არ გადავუხვიეთ ევროპულ გზას? ასეთი ეჭვების ფონზე ამ კანონის მიღება უადგილოა, როგორც უზმოზე ისეთი წამლის მიღება, რომელიც ორგანიზმისთვის სახიფათოა“, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე და, ზოგადად, ამ კანონპროექტის მიღების დიდ საჭიროებას ვერ ხედავს.
ანალიტიკოსის თქმით, 30 წელი გამოიარა საქართველომ ისე, რომ ეს კანონი არ გვქონია. უამრავ განსაცდელში გვივლია, აგენტების სიუხვეც არ გვაკლდა და არ გვაკლდა არც ტენდენციური მასმედია, ამ ყველაფრის შემდეგ კი საქართველო ისევ აგრძელებს ცხოვრებას. ამდენად, ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება კვლავაც გააგრძელოს ცხოვრება ისე, რომ სალაპარაკო არავის მისცეს.
ანალიტიკოსი იგორ კვესელავა მიიჩნევს, რომ გავლენის აგენტის კანონპროექტზე საუბარი ხელისუფლებამ დაიწყო იმიტომ, რომ ოპოზიცია ძირითადად საზრდოობს იმ თანხებით, რომლებიც ევროპიდან და ამერიკიდან შემოდის.
„დიდი ხანია, საქართველოში შემოდის ეს თანხები, განსაკუთრებით, შევარდნაძის ხელისუფლების შემდეგ განვითარდა თანხების შემოდინება. გვახსოვს სოროსი როგორ აფინანსებდა ქართველ მეცნიერებს, აკადემიკოსებს, აძლევდა მათ ას დოლარს, ას ორმოცდაათ დოლარს, მაგრამ ამ თანხას „უფასოდ“ არ აძლევდა, სოროსი მათგან ითხოვდა მეცნიერულ იდეებს, ჩვენი მეცნიერებიც იძულებულნი იყვნენ, გაეყიდათ საკუთარი იდეები, ამ იდეებს სოროსი მერე იყენებდა პრაქტიკული განხორციელებისთვის. გარდა ამისა, სოროსი ბევრ რევოლუციაში იღებდა მონაწილეობას, სხვადასხვა ქვეყანაში სოროსს ხელისუფლებები მოჰყავდა, ასე იყო შევარდნაძის მოყვანა, შემდეგ შევარდნაძის „წაყვანა“, ასე იყო სააკაშვილთან დაკავშირებითაც, სოროსი წყვეტდა მოყვანასაც და წაყვანასაც“, - აღნიშნა იგორ კვესელავამ და შემთხვევითობად არ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ამდენი ხნის შემდეგ სწორედ ახლა წამოიჭრა ეს საკითხი.
მისი თქმით, ეს ფინანსები შემთხვევით არ იგზავნება საქართველოში, აქ ორმაგ მოგებაზეა საუბარი. როცა ამერიკულ და ევროპულ დაფინანსებას აგზავნიან და საქართველოთი ინტერესდებიან, უნდა იყოს ეს ხალხი გაცნობილი ჩვენს რეალობას, მათ უნდა იცოდნენ, ვის აძლევენ ფულს, რაც არ უნდა გახმაურდეს.
იგორ კვესელავა აკონკრეტებს, რომ, ვთქვათ, საუბარია 100-მილიონიან დაფინანსებაზე, მიღებული ამბავია, რომ ეს თანხა იყოფა შუაში, იწერება, რომ ჩვენ მივიღეთ 100 მილიონი, მაგრამ თანხის ნახევარი მიდის ისევ გამომგზავნთან, ეს არის ცნობილი გარიგება, ე.წ. ატკატი, რომლითაც ორივე მხარე სარგებლობს. არადა, წესით, ეს არავის ჯიბის თანხა არ უნდა იყოს, ეს არის ევროკავშირის თანხა, ამერიკის თანხა.
„ომი მიმდინარეობს ხისტი ძალით, ანუ შეიარაღებით, მაგრამ, ასევე, ომი მიმდინარეობს რბილი ძალითაც, სწორედ რბილი ძალის ნაწილია უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებაც. ამდენად, მე ვემხრობი ფინანსურ გამჭვირვალობას არა მარტო ოპოზიციისთვის, არამედ აქ ლაპარაკი უნდა იყოს სახელმწიფო გამჭვირვალობაზეც. გამჭვირვალობა ყველას უნდა მოეთხოვებოდეს - როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ისე სახელმწიფოს, რადგან აგენტი არც სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს და არც ოპოზიციას. ახლა მორიგი მცდელობაა, ამერიკიდან და ევროპიდან შემოსული თანხები არ მოხმარდეს ოპოზიციის გაძლიერებას. მით უმეტეს, არჩევნები ახლოვდება, სიტუაცია მწვავდება, ამერიკის დეპარტამენტიც ამ კანონპროექტის გამო უკვე უპირისპირდება ჩვენს ხელისუფლებას. აქ საინტერესოა პრეზიდენტის პოზიცია, ფაქტობრივად, საქართველოში ჩამოყალიბდა, ერთი მხრივ, პრეზიდენტის პოზიცია, მეორე მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის პოზიცია და ყველაფერ ამისგან ცალკე მდგომი „ქართული ოცნების“ პოზიცია. ეს ნიშნავს, რომ ამ კანონპროექტის გამო ურთულესი მდგომარეობაა შექმნილი“, - აღნიშნა იგორ კვესელავამ ჩვენთან საუბრისას.
აყვედრიან: ქუჩაში რატომ არ გამოდიხართ, თავს რატომ არ უშვერთ დუბინკებს, ხელისუფლების გადატრიალებაში რატომ არ გვეხმარებითო!
ამას ყველაფერს , სამშობლოს სიყვარულს არქმევენ, გეი პიდარ "აღლუმთან" ერთად.
გარყვნილების პროპაგანდა თუ სამშობლოს სიყვარულია, მაშინ სიდომ- გომორული ცხოვრება სათნოების უმაღლესი გამოვლინება ყოფილა.
ამას გვიქადაგებს დასავლეთი. რა არის ჩვენთვის კარგი, დეგნანმა იცის.
სომხეთში რუსეთი არ აჯეჯილებთ. აზერბაიჯანი დამოუკიდებელად იცავს თავის სახელმწიფოებრიობას. დარჩა ერთი საქართველო, საიდანაც უნდა აკონტროლონ მთელი რეგიონი. ამიტომაც მოედინება ამდენი გრანტები, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ და ჩვენვე გვამადლიან. ეს წურბელა მეგრანტეები კიდევ, კბილებითა ბრჭყალებით იცავენ მუქთი ფულის წყაროს. ოღონდ ფული მისცენ და რასაც დაავალებენ, უარს არაფერზე იტყვიან.
ნამდვილად არ მეგონა, ამ ხელისუფლებას ამდენი ბრძოლის უნარი თუ ექნებოდა, გარე თუ შიდა მუხანათურ ძალებთან გასამკლავებლად. გამსახურდიას დამხობის შემდეგ პირველად გამოჩნდა სახელმწიფოებრიობის ნიშნები და ეგრევე ჩაუსისხლიანდათ თვალები, ესენი რას ბედავენო. დიდი სიფრთხილეა საჭირო. გამსახურდია სწორედ ამიტომ მოიშორეს. თქვეს კიდეც, "დინების წინააღმდეგ მიცურავსო".