ემსგავსება თუ არა ევროკავშირის ახლანდელი ელჩი წინამორბედს?!

ემსგავსება თუ არა ევროკავშირის ახლანდელი ელჩი წინამორბედს?!

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სახელით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იუსტიციის მინისტრს დემარში გადასცა, გაჩნდა კითხვა, რაღაცით ხომ არ ემსგავსება პაველ ჰერჩინსკი თავის წინამორბედ ელჩს, კარლ ჰარცელს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ქომაგად იყო ქცეული და მის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებდა?!

მართალია, დემარშის გადაცემაში მონაწილე შვედეთის ელჩმა მოგვიანებით განმარტა, რომ ასეთი პოლიტიკური პოზიცია მხოლოდ იმის გამო გამოხატეს, რომ დაეყრდნენ ცნობებს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ანალიტიკოსებს ეჭვი უჩნდებათ, რომ, ამ შემთხვევაში, სააკაშვილის ლობისტებმა კარგად „იმუშავეს“.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს უჭირს ევროკავშირის ძველი და ახალი ელჩების ერთმანეთთან გაიგივება, რადგან ჯერ არ არის დასრულებული პროცესები. მისი აზრით, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მოხერხდა კარლ ჰარცელის პოლიტიკური ორიენტაციის დანახვა. ასევე მოხდება პაველ ჰერჩინსკისთან მიმართებითაც, გარკვეული დროის შემდეგ უფრო ნათლად დავინახავთ ჰერჩინსკის პოზიციას.

„პაველ ჰერჩინსკიმ დემარში გადასცა იუსტიციის მინისტრს, ოღონდ ეს მისი ინიციატივა არ ყოფილა, მას დაავალა ევროკავშირმა და მანაც გადასცა, აქ მთავარია, რომ სააკაშვილის ლობისტებმა იმუშავეს, მაგრამ ლობისტებმა იმუშავეს არა ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან, არამედ ევროკავშირთან, რადგან ფაქტია, ლობისტების გამოჩენის შემდეგ დაიწყო სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერა. ლობისტების ანკესზე ძალიან ადვილად ეგება ევროპული პოლიტიკა, ევროპაში ყოველ მეორე დღეს ვიღაცას აპატიმრებენ ქრთამის აღების ბრალდებით, ლობიზმი კი ქრთამის მიცემის ერთ-ერთი ოფიციალური ფორმაა“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ კარლ ჰარცელიც და პაველ ჰერჩინსკიც გამოცდილი დიპლომატები და სწორი პოლიტიკური აზროვნების პიროვნებები არიან, მაისაია ორივე მათგანს იცნობს, პატივს სცემს და ევროპული დემოკრატიის სიმბოლოებად მიაჩნია.

„ევროკავშირის ახლანდელი და ყოფილი ელჩები განათლებული და ევროპული გაგების ადამიანები არიან, მე კარგად მესმის მათი პოზიცია თუნდაც იმიტომ, რომ ევროპაში სხვა დამოკიდებულება აქვთ პატიმრობაში მყოფ ყოფილ ხელისუფალთა მიმართ. მაგალითად, პინოჩეტს, რომელიც ყველაზე დიდი ჯალათი იყო და 3 ათასი ესპანელი მოქალაქე ცოცხლად დაწვა, უფლება მისცეს, სამკურნალოდ წასულიყო. ევროპაში სხვა მიდგომა, სხვა კანონები აქვთ, ჩვენ ევროპას ცოტა აცდენილნი ვართ და ჯერჯერობით გამოსულნი არ ვართ პოსტსაბჭოთა სინდრომიდან, ჩვენ მოვლენებს ვუყურებთ მხოლოდ ორ ფერში - შავად და თეთრად, ევროპა სხვანაირად უყურებს ამას. კი, სააკაშვილი იყო ავტოკრატი, საშინელი პოლიტიკური ურჩხული, მაგრამ თუ მისი უფლებები ირღვევა და ავად არის, მაშინ ევროპელები აბსოლუტურად სხვანაირად აღიქვამენ ამას“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ for.ge-სთან საუბრისას.

მანვე გაიხსენა, რომ თავის დროზე ერიკ ჰონეკერიც დაიჭირეს, გაასამართლეს, ასევე, პოლონეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი, გენერალი იარუზელსკიც, მაგრამ მოგვიანებით მიუტევეს და გაუშვეს. ცხადია, ჰონეკერი, იარუზელსკი და სააკაშვილი ერთ დონეზე არ დგანან ხისტი პოლიტიკით, ავტოკრატიული მმართველობის სტილით. უბრალოდ, ევროპელებს სხვანაირი გაგება აქვთ, ჩვენ სხვანაირი გაგება. ამის მაგალითია ბრეივიკიც, მან 80 კაცი დახოცა, მაგრამ როგორი პირობები აქვს შექმნილი ციხეში, სააკაშვილი კი ციხეშიც არ არის, ის კლინიკაში მკურნალობს.

ანალიტიკოსი იგორ კვესელავა მიიჩნევს, რომ პაველ ჰერჩინსკი აგრძელებს იმ სცენარს, რაც მისი წინამორბედის - კარლ ჰარცელის დროს იყო. კერძოდ, სააკაშვილთან დაკავშირებით აშკარაა ამერიკის, ევროპის პოზიცია, ამიტომაც 27 ქვეყანა დემარშს გამოხატავს სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ მიშა სააკაშვილი თავის ტკივილი გახდა ჩვენი ხელისუფლებისთვის, ამ თავის ტკივილს ვეღარ იშორებენ, რადგან მისი მოშორება ქართული საზოგადოების ერთ ნაწილში დაბადებს განცდას, რომ ხელისუფლება სუსტია და სააკაშვილს ვერ მოერია, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს, რათა არჩევნებზე ქულები არ დააკლდეს.

„წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებებს ხელისუფლებებს შორის. სააკაშვილის შემთხვევაში, მართალია, პიროვნებამ დააშავა, მაგრამ საქმე ეხება ყოფილ პრეზიდენტს. ამდენად, ზოგჯერ ხელისუფლება იძულებულია, სხვანაირად მოიქცეს. ე.წ. ლევი ფული ყველა ხელისუფალს აქვს, ხელისუფლებაში რომ ხარ, ვერ დათვლი, საჩუქარს რომ მიართმევ სხვა ქვეყნის წარმომადგენელს, რამდენი დაიხარჯა. სხვა საკითხია გირგვლიანის და სხვა ადამიანების ტრაგედიები, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება, ამის დამამტკიცებელი პირდაპირი საბუთები, სამართლებრივი დოკუმენტები არ არის. შევარდნაძის დროს ციხეებში საშინელება ხდებოდა, გავიხსენოთ, ცირეკიძის დროს რა ხდებოდა. პოლიტიკაში არსებობს დათმობა. ახლა კი გამოდის, რომ ამერიკას და ევროპას, რომელმაც ფეხზე წამოგვაყენა და ფინანსურად დაგვეხმარა, უარს ვეუბნებით სააკაშვილთან დაკავშირებით. აქ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზეა საუბარი, მაგრამ საქართველოში სახელმწიფოებრივი კი არა, პოლიტიკური აზროვნებაა“, - აცხადებს იგორ კვესელავა ჩვენთან საუბრისას.

ცუგო- შენც ვახტანგ? :)))
1 წლის უკან
merab ამდენი ტყუილი, ამდენი უსირცხვილობა ნამეტანი ხომ არაა ერთი გვერდი სტატიისთვის?
ერთმანეთის მიყოლებით უსირცხვილო ტყუილები! პასუხის გაცემას აზრი არ აქვს.
1 წლის უკან
trampi ამ მაისაიას ნეტავ საერთოდ რა ალაპარაკებს.....მაგ კალტენბრუნელის აგენტს??

მაგათ არ იყოო რო ჩაუშვეს მიშასთან(ნატოს ხალხმა) და კინაღამ სული რო არ გაააფრთხობინეეეს??
პირდაპირ საოცარი ხალხია

ახალმა ელჩმა ძველ ელჩს უკვე გადაუჯოკრა --დაჟე ორ თვეში
1 წლის უკან
მიშა მაქვს ზოგადი კითხვა და იქნებ ვინმე აქაურ იუზერს ჰქონდეს პასუხი.
კი ვთვლი, რომ რასაც ოცნება ბოლო პერიოდში აკეთებს (ყველა დირექტივას რომ ყურმოჭრილი მონასავით აღარ ასრულებს) ქართველი ხალხისთვის ნამდვილად უკეთესია.
მაგრამ თვითონ ოცნების (თუნდაც მისი ვერხუშკის) ინტერესი რაა?
კი განვიხილავ პატრიოტულ მოტივებს, მაგრამ მხოლოდ ყველაზე ბოლო ვაგონში.
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სადაც კაცი ქორწინდება კაცზე, ქალი ქორწინდება ქალზე და თანაც ითხოვენ ეკლესიაში ჯვრისწერის უფლებას, სადაც 50-60 წლის ასაკის მათი გენერლები და ადმირალები საკუთარ სქესში ვერ გარკვეულან, ჰორმონებს ღებულობენ, რომ ქალად გადაიქცნენ, ... და ა.შ. ასეთისგან რა უნდა გაგიკვირდეს?! მათი დედის რძე ტყუილი და მანიპულიაციაა! ეს არის მთელი აშშ და ბრიტანეთი და ევროკავშირი. ევროკავშირის ელჩი რაღა უნდა იყოს, ისიც პოლონელი, რას ელოდით?
1 წლის უკან
ცუგო- მიშა - ჩემი, როგორც მართლმადიდებელი ქართველის მოკრძალებული აზრით ჩვენი ქვეყანა რაღაც ოქროს შუალედს ეძებს, ზომიერებაა მთავარი პრინციპი და თუ შიგნიდან ამ მანქურთებმა და გარედან დემოკრატიის ქურქში გახვეულმა ეშმაკებმა, ასევე ყველასთვის ცნობილმა დამპყრობლებმა გვაცალეს, საქართველო გახდება დემოკრატიული და ზომიერად განვითარებული, ცოტა ეგზოტიკური ქვეყანა.
მე ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს და უფლის იმედი მაქვს!
1 წლის უკან
მიშა ცუგო, მადლობა პასუხისთვის.
მესმის თქვენი პოზიციის და ჩვენი, უმეტესობის სურვილია ეგ.
ეგაა, იმდენი ,,თუ"-ა თქვენს კომენტარში (და ასეცაა რეალობა), რომ დაგვაცდიან ერთმანეთს დაპირისპირებული გველეშაპები დამოუკიდებლად განვითარებას?
მაგათ ხომ თავის წილხვედრ გავლენის ტერიტორიად მიაჩნიათ საქართველო.
თუმცა, ეს მაინც არ პასუხობს ჩემი კითხვის მთავარ აზრს - ოცნებას რა უნდა?
იციან რა მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულება დასავლეთის და რუსეთის მიმართ (ერთი შეწვი, მეორე მოხარშე). ცდილობენ, საარჩევნო რეიტინგი აიმაღლონ?
თუ დასავლეთთან სავაჭრო თემებს წევენ, რომ სარფიანად ევაჭრონ ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნისთვის?
რაც ეს 30 წელი ვუყურე ქართველ პოლიტიკისებს, მომკალი და არავის პატრიოტობის არ მჯერა.
1 წლის უკან
ცუგო- მიშა, ოცნების ძირითადი კურსი რაც არის, ჩემი აზრით, მეც ის მოგახსენეთ, ინდივიდებს არ ვგულისხმობ, იქ უმეტესობა ალბათ ასე ფიქრობს, თუმცა ზოგს მხოლოდ პირადი კეთილდღეობა აინტერესებს და ძალაუფლების დიდხანს შენარჩუნება უნდა, ასეთი ხალხი იყო, არის და სულ იქნება სამწუხაროდ.
დასავლეთთან ვაჭრობაც შეიძლება და ზომიერების ფარგლებში არც ამას გამოვრიცხავ, ქვეყანა ხომ შავ-თეთრი არ არის, ჭრელია :)
1 წლის უკან
მიშა ღმერთმა ქნას, უფრო ფერადი იყოს ქართული პოლიტიკური სპექტრი, ვიდრე მე ვხედავ. :)
1 წლის უკან
trampi ცუგო
მთავარი მიზეზი ამათ გაპატრიოტებისა არის ის რო .ამერიკელები ძაან უნამოსოდ დააწვნენ ამათ --- გინდათ არა თუ არა იომეთო...
.. პლიუს ბიძო რომ დააყადაღეს...................აი ამ სიტუაციამ გამოაპატრიოტა ესენი 50/50
ისე რამდენიმე კაცი მანდ მართლა მომწონს.....ქართულად იქცევიან
მაგალითად ღარიბაშვილი......კობახიძე
ისე კობახიძის მამას ოდესღაც(ძველ დროში) ვიცნობდი ...კაი კაცია, ვთვლიდი რომ ჩესნი იყო
ოღონდ ოოოოო.................მდინარაძე ძაან არ მომწონს--- ვიტალი ხაზარაძე მგონია
მოკლედ სიტუაციამ გამოაპატრიოტა ესენი, სიტუაციამ, ანუ ამერიკელების ნამეტანმა ფანდარასტობებმა..ესენი დებილებად გამოჰყავდათ და ფინია ძაღლებად.
რა ფულიც გინდა აძლიონ კაცს, თუ კაცს ცოტა პატივმოვარეობა და ღირსება ააქვს, ყველა ესე მოიქცეოდა ...
ესე ვთვლი მე
ისე კოლუმბი რომ რუსზე არა ნაკლები დებილია და ჩათლახი ამას მე აქ 11--12 წელია ვწერ
რაღა შორს წავიდე... მე რომ ახალგაზრდობიდან მათზე მზე და მთვარე ამომდიოდა,(და არა მარტო მე) ის გამაგიჟეს მაგ ჩათლახებმა, ჩვენს მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულებით და მასხრად აგდებით, რო გამაგიჟე კაცი, ლამის პუტინის სურათის გულის ჯიბით ტარება დამაწყებინონ.......კაცს რწმენა შემირყიეს და აბა მათზე რა აზრის ვიქნები................დიდმა სიყვარულმა დიდი სიძულვილი იცისო
ესე დამემართა მეც
ისე მე ამათ ადგილზე უკვე იქით დაუწყებდი შანტაჟს ამერიკელებს... ვეტყოდი თუ ბევრს გამიტრაკებთ რუსეთს შევეკვრები მეთქი
ჩვენი დაკვარგვა კი მაგათ ნა მილიონ არ უნდათ....
ისე კი რატომღაც მგონია,, რომ თუ ამერიკელები ამათ კიდევ ბევრს გაუტრაკებენ, ესენი უკვე ნამიკობის მიცემას დაუწყებენ ამერიკელებს, ანუ ეტყვიან--- ცოტა დაუწიეთ ტოონსო........ ყოველდღე რო ახალ--ახალ პადნოშკებს გვიდებენ და ახალ ახალ ნახალკას გვადებენ
ფანდარასტები
კოკითი ფანდარასტ
1 წლის უკან
trampi შემეშალა
ჩემი პოსტის ადრესატი მიშაა მიშა.................აქაური ჩვენი მიშა
1 წლის უკან
trampi შემეშალა
ჩემი პოსტის ადრესატი მიშაა მიშა.................აქაური ჩვენი მიშა
1 წლის უკან
მიშა მადლობა პაპა კომენტარისთვის.
ჰო, ეგ ფაქტორებიცაა ალბათ. იმედია, გამოჩნდება არც-თუ შორეულ მომავალში, თუ ვინ რა (ვის) თამაშს თამაშობს.
ანუ, მაგათ გაპატრიოტებას უფრო შემოგვეპატრიოტნენ ჰქვია. :)) რაღაცის გაკეთება რომ არ უნდა ადამიანს და გარემოება იძულებით გააკეთებინებს.
1 წლის უკან