თუ მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება. რატი ბრეგაძე ითხოვს, რომ შეწყდეს საკითხის პოლიტიზირება, რადგან ეს არის სასჯელის მოხდა დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში, როგორიც არის საქართველო. სააკაშვილი 8 თვეა ექიმებს არ ემორჩილება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ფორმით მოახდინოს სახელმწიფოზე ზეწოლა და თავი აარიდოს სასჯელს, რომელიც პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, სიმბოლურია. მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება გაუძლოს ზეწოლას და არ დაუშვას დამნაშავის ქვეყნიდან გაყვანა იმ მოტივით, რომ მკურნალობას საჭიროებს.
for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით ევროკავშირის და შვედეთის ელჩებმა იუსტიციის მინისტრს დემარში გადასცეს. რატომ აძლევენ თავს უფლებას მოითხოვონ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დამნაშავე ადამიანი გათავისუფლებული იყოს სასჯელისგან მხოლოდ იმიტომ რომ, ის ვერ ეგუება პატიმრობას?
სოსო მანჯავიძე: ეს არის ტესტი მორჩილებაზე, როდესაც ევროკავშირი გვეუბნება, რომ უარი ვთქვათ სახელმწიფო სუვერენიტეტზე. სააკაშვილი სწორედ ამ მიზნით არის გამოყენებული. იმ შემთხვევაში, თუ დავემორჩილებით სააკაშვილის გათავისუფლების ამ აბსურდულ მოთხოვნას, რა გამოდის? - სინამიდვილეში, ჩვენ არანაირი სუვერენული გადაწყვეტილების უფლება არ გვაქვს და ამას აკეთებს ევროკავშირი. ანუ, წვრთვნის საქართველოს მთავრობას. ჩვენს ისტორიაში ბევრჯერ გვქონია ასეთ შემთხვევა. საქართველო ბევრჯერ იყო დაპყრობილი და ნახევრადამოკიდებული, ან დამოკიდებული ქვეყანა ირანზე, თურქეთზე და რუსეთზე, გამოცდილება გვაქვს, დამპყრობლები სწორედ ასე იქცევიან.
ეს სუპერგაერთიანება - ევროკავშირი არ ითმენთს არც ერთი თავისი წევრი ქვეყნის სუვერენულ ქცევას და სააკაშვილის ამისთვის იყენებს. ასევე, გასაგებია ისიც, რომ სააკაშვილის ფიგურა გამოყენებულია იმისთვის, რომ ის იყოს ერთგვარი დამოკლეს მახვილი საქართველოსთვის და საქართველოს ხელისუფლების რყევის ინსტუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება დაყაბულდება იმას, რასაც ითხოვს ევროკავშირი, ის დაკარგავს თავის ელექტორალურ მხარდაჭერას.
ესენი არიან მოქალაქეები, რომლებსაც ახსოვთ რა დესტუქციული იყო სააკაშვილი თავისი რეჟიმით და რა ჩაიდინა. გვახსოვს ის ზეწოლები, რაც დაკავშირებული იყო „გამომცემელ“ რურუასთან, „პოლიტპატიმრებად“ გამოცხადებულ უგულავა, ოქრუაშვილსა და მელიასთან დაკავშირებით! გვახსოვს ის მასკარადი, რომელიც პარლამენტის შტურმთან იყო დაკავშირებული, პირდაპირ ღია ეთერში ვუყურებდით პარლამენტის შტურმს და სახელმწიფო იქნა დადანაშაულებული იმაში, რომ შტურმი მოიგერია... რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ! გვახსოვს, შარლ მიშელის ეპოპეა და ის რევოლუციური რყევები, რომელიც დაკავშირებულიყო აბსურდულ მოთხოვნებთან, ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტთაგანია სააკაშვილი.
ამ შემთხვევაში რა გზა რჩება სახელმწიფოს? მკურნალი ექიმების განმარტებით, სააკაშვილი მიზანმიმართულად ამბობს უარს კვებაზე და ულტიმატუმს აყენებს: შეჭამს, თუ სახელმწიფო მისცემს გარანტიას, რომ გაათავისუფლებენ...
- ნუ ჭამს! შეჭამს თუ არ შეჭამს, ეს მისი ნებაა. ჩვენ არ გვაქვს იმის იურიდიული უფლება, რომ სააკაშვილს ვუკარნახოთ დიეტა. სააკაშვილის ბედისწერა არის გიულის დიეტა. გიული რასაც მიუტანს ის არის მისი საკვები და ახლა ჩვენ რა ვქნათ? იმიტომ რომ, სააკაშვილი ვერ იმატებს წონაში და არ მოსწონს ის ორი ოთახი, რომელიც გამოყოფილია, რომ კომფორტულად მოიხადოს სიმბოლური სასჯელი, ჩვენ რა ვქნათ?! თავი გამოვაცხადოთ მონებად და ეს ელგბტქ+აგენდა, რომელსაც თავს გვახვევს ევროკავშირი ფიზიკურ დონეზე, სულიერ დონეზეც იგივე გავაკეთოთ? ხომ ამას ამბობს?
გასაგებია, მაგრამ სახელმწიფოს რა გზა რჩება ამ შემთხვევაში, ვხედავთ როგორი ზეწოლაა...
- არაფერი. გასაგებია, რომ ზეწოლა ძლიერდება, მაგრამ უნდა გაუძლოს. ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს და უთხრას - არა! და მორჩა. სახელმწიფოს სისტემური შეცდომების ბრალია ეს ყველაფერი. სააკაშვილის საქმენი საგმირონია რომ ჩამოვთვალოთ, ამ ფრომატში ვერ ჩავეტევით. მის მიერ მოყენებული ზარალის ნუსხა საკმაოდ დიდია. შეგახსენებთ ცნობილ საპრეზიდენტო სასახლეს - 800 მილიონია გაწერილი, რატომღაც სახელმწიფო ორგანოებმა არ გამოიძიეს სად წავიდა ეს თანხა და რატომ გაიხარჯა, როცა 800 მილიონი მთელი საქართველოს სოფლის მეურნეობას არ ხმარდება და ამან დურთა იქ და რა? - უფუნქციოდ დგას ის შენობა. როგორც მოგეხსენებათ, ახალი პრეზიდენტი ორბელიანის სასახლეში ბრძანდება.
გავიხსენოთ ქუთაისის პარლამენტის ეპოპეა და ის აურაცხელი ხარჯები. თბილისში დაანგრიეს პარლამენტის შენობა, მათ შორის ისტორიული დაბრაზები და 34 მილიონი დოლარი დაჯდა იმის აღდგენა, მაშინ, როდესაც პარლამენტის შენობა იყო თბილისში, ამან ქუთაისში ააშენა და დარიკინობდნენ ეს პარლამენტარები ქუთაისში და ძირითად დროს გზაში ატარებდნენ, იხარჯებოდა უამრავი საბიუჯეტო სახსრები. ის შენობაც არის უფუნქციო და რა დაჯდა მისი მშენებლობა? - გაურკვეველი რაოდენობის თანხები დაჯდა და ამაზეც არავითარი გამოძიება არ არსებობს.
2008 წლის ომი, რომელიც კატასტროფა იყო. გვახსოვს, იარაღის სკანდალი და სად გაქრა ის იარაღი, რომელიც სინამდვილეში შესყიდული არ იყო და გადაყიდული იყო პატივცემული კეზერაშვილის მიერ? შემდეგ, ის 4-მილიარდნახევარი დოლარი, რომელიც შემოვიდა, რაში გაიწერა, ვერ გამოიძიეს. ავიღოთ ის ცნობილი საფორთეფიკაციო ნაგებობები რომ ააშენეს მცხეთასთან, ვითომ ჰაერსაწინააღმდეგო უზარმაზარი საოცრებები, რომელიც 400 მილიონი ლარი დაჯდა და აბსოლუტურად უფუქციოდ დგას. რისთვის იყო ის გაკეთებული, ამაზეც პასუხი არ მოუთხოვიათ.
პასუხი არ იქნა მოხოვნილი მეციერების, განათლების და მიწათმოწყობის ინსტიტუტის განადგურებაზე, სადაც 55 მილიონი მარკა იქნა გამოყოფილი, რომ მიწათმოწყობა მოსულიყო წესრიგში. გერმანიის მთავრობამ მოგვცა ეს გრანტი, შედეგად რა მივიღეთ? - ყველაფერი დაკარგეს იმისთვის, რომ მერე მერაბიშვილს შეექმნა ბიზნესი. ასეთი რომელი ერთი ჩამოვთვალო? აი, ეს ყველაფერი ამ კაცს აქვს ჩადენილი.
ავიღოთ ქალბატონი „ღარიბი“ გიული ალასანია - დეკლარირებული კორუფციაა, ღიად ჩანს, რომ ასეულ მილიონობით დოლარის ქონება აქვს მითვისებული მხოლოდ საქართველოში, ბინები, შენობები, მიწის ნაკვეთები. ასევე საზღვარგარეთ ბინები და ა.შ. არაფერს ვამბობ არადეკლარირებულ ფულზე, რომლითაც ყველამ იცის, რომ ფინანსდება ეს აქციები, ის უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები, რომლებიც ასევე ფინანსდებიან. ეს ყველაფერი შავი ფულია.
საიდან არის ეს შავი ფული?
- ნაძარცვი ფულია. ელემენტარულად, ვინ გადაიხადა მილიონი დოლარი იმ ლობისტებში? დასაბუთდა ეს ფული? უბრალო ადამიანმა რომ ვერ დაასაბუთოს თანხის წარმოავლობა, მის წინააღმდეგ კანონი რას იმოქმედებს ეს ხომ გასაგებია? აქ პირიდაპირ ჩანს კორუფცია, დოკუმენტირებულად ჩანს კორუფცია, მაგრამ...
როგორ ფიქროთ, რატომ არ არის თუნდაც ამ ფაქტზე რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან?
- რეაგირება რომ არ არის, იმიტომაც აქვთ ასეთი მოთხოვნები და ვისგან არის ეს მოთხოვნები? - მთლიანად კორუმპირებული ევროკავშირისგან. მსგავსი კორუმპირებული ევროპა და ევროკავშირი როგორიც დღეს არის, ასეთი კორუფციული სისტემა კაცობრიობას არ ახსოვს. კრემლიც კი არ იყო ასეთი კორუმპირებული. დღეს, ევროკავშირი არის კორუფციის ბუდე. დარწმუნებული იყავით, რაც ვნახეთ კადრებში ეს მხოლოდ ეპიზოდებია.
ლამის ყოველდღიურობა გახდა კორუფცია ამ უწყებაში. მაგალითად, კუბილიუსი რომ საკუთარი სურვილით არ ზრუნავს სააკაშვილზე და მის მომავალზე ეს ხომ ცხადია...
- კუბილიუსს ერთ მხარს ევრო ახატია, მეორე მხარეს დოლარი. კუბილიუსი, ფოტიგა და ეს გაურკვეველი გარეგნობისა და განათლების კომიკური ტიპაჟები რომ ჩამოდიოდნენ და აღფრთოვანებული ხვდებოდნენ თავის დროზე, ახლა ხომ მიხვდა ქართველი ხალხი, რომ ესენი ჩვეულებრივი გაუნათლებელი კორუფციონერები არიან.
თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილის დედამ არ დაასაბუთა 1 700 000 დოლარის ქონება, ისევე როგორც არ დაასაბუთა ლობისტური კომპანია „აკერმანისთვის“ გადახდილი მილიონი, მაგრამ ის ამბობს, რომ ამისთვის გაყიდა მიწის ნაკვეთი. თქვენ ჩამოთვალეთ ფაქტები, სადაც აშკარად იკვეთება სააკაშვილის და მისი ოჯახის კორუფციული კავშირები, ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს და პროკურატურას, მაგრამ ბრალდება 9 მილიონის გაფლანგვას ედავება. ცხადია, რომ კოლოსალურ თანხებთან გვაქვს საქმე, მაგრამ რატომ არ ინტერესდება ამ მიმართულებით გამოძიება? ვინ, ან რა უშლის პროკურატურას ხელს?
- მაგაშია საქმე, რომ სახელმწიფომ ვერ იმოქმედა შესაბამისად. რატომ? - იმიტომ, რომ დაყვა ამერიკელების და ევროპელების ზეგავლენას. გასაგებია რატომაც - ის ფული ტყდებოდა და მიდიოდა საერთაშორისო კორუფციულ ქსელში. პირდაპირ უნდა ვილაპარაკოთ ამის შესახებ, რომ ეს არის საერთაშორისო კორუფციული ქსელი, რომელიც იყენებს ლოკალურ კორუფციას და, რომელსაც აქ ჰყავს მყეფარე ძაღლებივით ეს ე.წ. ენჯეოები, თავიანთი აგენტები. ადგილზე კორუფციის ქეისებს იყენებენ იმისთვის, რომ ზეგავლენა იქონიონ და მეტი ფული ამოიღონ, ჩვეულებრივი სქემაა. აი, ამასთან გვაქვს საქმე და სააკაშვილს სწორედ ამისთვის იყენებენ.
სახელმწიფო რომელიც წავიდა ამ ნაბიჯზე, რომ საერთაშორისო კორუფციული სქემა არ გამოაშკარავებულიყო, უარი თქვა სააკაშვილის წინააღმდეგ კონკრეტული ქეისების გამოძიებაზე? მაშინ რა განარტიაა, რომ სახელმწიფო გაუძლებს ზეწოლას და არ მიიღებს გადაწყვეტილებას დამნაშავე სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის შესახებ?
- რა თქმა უნდა, არანაირი გარანტია არ არის. უბრალოდ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკა არის ასეთი - იმ, ქვეყნებს, რომელიც რუსეთის სარტყელია, დესტაბილიზაციისთვის უნდა ჰქონდეს მზად ყველა ინსტრუმენტი. დესტაბილიზაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი გახლავთ მაგალითად, სახალხო დამცველის ინსტიტუტი თავისი ნინო ლომჯარიათი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელესაც ისინი, ფაქტობრივად, თვითონ ნიშნავენ და ასევე სახელმწიფო აპარატში ბევრი სხვა თანამდებობა ე.წ. სუროგატული სახელწიფოს კონცეფციას ახორცილებენ და მზად უნდა იყვნენ იმითვის, რომ როცა დასჭირდებათ, სუიციდურ ნაბიჯებზეც კი წავიდნენ.
ახლა მიმდინარეობს ზეწოლა სანდუზე და მას აკავებს მოლდავეთის შიდა ოპოზიცია, რომელსაც ესმის, რომ ეს უბრალოდ, თვითმკვლელობა იქნება. როგორც ჩვენ, ასევე მოლდავეთსაც უბიძგებენ თვითმკვლელობისკენ. სთხოვენ, რომ დნესტრისპირეთში შეიყვანოს ჯარები, ანუ, სანდუმ ლეგიტიმური უნდა გახადოს უკრაინის მიერ დნესტრისპირეთის ოპერაცია. ეს იქნება ტრიგერი ომის ინტერნაციონალიზაციისთვის. ამ შემთხვევაში უკვე ერთვება ომში ბელორუსია, აბსოლუტურად სხვა პოზიციას დაიკავებს ჩინეთი და მოლდოვა დადგება ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. გარკვეულ წინააღმდეგობას ხვდება მოლდოვაც, როგორც ჩვენ, როდესაც ინსტუმენტად იყენებდნენ პროპორციულ არჩევნებს, ნულოვან ბარიერს და ა.შ. ახლაც იგივე ხდება ამ აგენტურულ კანონთან დაკავშირებით.
შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენს პირობებში რამდენად აუცილებელია მსგავსი კანონის არსებობა?
- კანონი სახელმწიფოს ხელში არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ არასასურველი გავლენები აღკვეთოს და დესტაბილიზაციის საფრთხეები მოიხნას. სწორედ ამის წინააღმდეგ არის მიმართული მთელი ეს კამპანია ამ ჯგუფების მხრიდან, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდეს ამ სიგიჟეების აღკვეთის უფლება, რომელსაც ისიც აფინანსებენ. ქრესთომატიული მაგალითია შტურმი პარლამენტზე და ამ დროს სახელმწიფო გახადეს დამნაშავე. ეს მაშინ, როდესაც კაპიტოლიუმის შტურმის გამო 24 წელს უსჯიან.
Qvod licent iovis, non licent bovis - ასეთი ლოგიკა აქვთ, რაც მიეტევება იუპიტერს, არ მიეტევება ხარს. სტალინმა თქვა: „მეგონა დემოკრატია ყველა ხალხისთვის იყო, მაგრამ ამხანაგმა რუზველტმა გარკვევით ამიხსნა, რომ დემოკრატია მხოლოდ ამერიკელი ხალხისთვის არისო“. ანუ, ამერიკული კანონი თუ ამერიკაში მუშაობს, ეს კარგია, მაგრამ თუ ამერიკული კანონი საქართველოში მუშაობს, ეს ცუდია. „კოპი-ფეისტით“ გადაწერილ კანონზე ამერიკის ელჩი ამბობს, რომ რუსული კანონია, ეს ხომ ცინიზმიც არაა.
- ახსოვს კი არა, სულ ასეთი იყო ეს ევროპა, რაც იუდამ 30 ვერცხლი აიღო, ევროპული ცივილიზაციის საფუძვლებში დევს კორუფცია, ტყუილი, მამაძაღლობა და ა.შ. ჩემი თუ არ გჯერავთ გადაიკითხეთ , მაგალითად ალექსანდრე დიუმას ნაწარმოებები, თუნდაც გრაფი მონტე-კრისტო!