„თუ დავემორჩილებით სააკაშვილის გათავისუფლების ამ აბსურდულ მოთხოვნას, რა გამოდის? - ჩვენ სუვერენული გადაწყვეტილების უფლება არ გვაქვს“

„თუ დავემორჩილებით სააკაშვილის გათავისუფლების ამ აბსურდულ მოთხოვნას, რა გამოდის? - ჩვენ სუვერენული გადაწყვეტილების უფლება არ გვაქვს“

საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს მუხლი, ან ნორმა, რომელიც ითვალისწინებს პენიტენციურ სისტემაში არსებული მსჯავრდებულის უცხოეთში გადაყვანას. ამის მიუხედავად, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე და ოჯახი იუსტიციის სამინისტროსგან ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ ქვეყნიდან გაყვანას. მეტიც, მსჯავრდებული სააკაშვილის დედა ამტკიცებს, რომ საქართველოში ჩამოსული იყო პოლონეთის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლებიც ითხოვდნენ სააკაშვილის სამკურნალოდ წაყვანას, მაგრამ ხელისუფლებისგან უარი მიიღეს.

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, საქართველოში ევროკავშირისა და შვედეთის ელჩებმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს დემარში გადასცეს. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, იუსტიციის მინისტრმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები უზრუნველყოს.

„მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ძალიან შეშფოთებული ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დემარში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერაა შეთანხმებული. წევრმა ქვეყნებმა ეს დემარში ბრიუსელში, ევროკავშირის 27-ვე წევრის მონაწილეობით შეათანხმეს. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი იუსტიციის მინისტრთან, რომელმაც გვაცნობა, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, როგორც ბრალდებულის და პატიმრის უფლებები უზრუნველყოს. სინამდვილეში, ეს არ იყო პირველი მსგავსი შეხვედრა. ეს არის დიალოგი, რომელიც გრძელდება. ამჯერად განსხვავება ის იყო, რომ მთხოვეს, იუსტიციის მინისტრისთვის ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ევროკავშირის პოზიცია წარმედგინა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

შვედეთის ელჩის განცხადებით, იუსტიციის მინისტრს დემარში ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობებისგან გამოწვეული შეშფოთების გამო წარუდგინეს.

„ჩვენ ეს გავაკეთეთ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობებისგან გამოწვეული შეშფოთების გამო. დემარშის გადაცემის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა გააკეთა კომენტარი მედიასთან და ამას ვერაფერს დავამატებ“, - აღნიშნა ულრიკ თიდესტრომმა.

დიპლომატების განცხადებებიდან ირკვევა, რომ რატი ბრეგაძესთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი სააკაშვილის საზღვარგარეთ, მით უმეტეს, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში გადაყვანაზე, რასაც თავად საქართველოს იუსტიციის მინისტრიც ადასტურებს.

„გუშინ მაქსიმალურად კორექტული ფორმით დავწერე, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა. სიტყვა ტყუილი შეგნებულად არ გამოვიყენე, იმ იმედით. რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მაინც მოერიდებოდათ და იზრუნებდნენ „ხარვეზის აღმოფხვრაზე“. სხვა მედიის მიერ კი პასუხად უფრო მკვეთრი და მძიმე ტყუილი დაიწერა. დეზინფორმაციის გავრცელება არ არის დასავლური სტანდარტი. ასეთი ქმედება, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საგანგაშოდ უხერხულია დემოკრატიული მედიისთვის. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ელჩებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მით უმეტეს, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში გადაყვანაზე“, - წერს რატი ბრეგაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. დემარშში საუბარი არ არის მსჯავრდებული სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანაზე, გიული ალასანიას განცხადებით, წერილში წერია, რომ არის მძიმე მდგომარეობა და სასწრაფოდ საჭიროა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე.

„ეს არ არის დამალული ინფორმაცია. იმედია, გამოქვეყნდება და ასეთ მხარდაჭერას შედეგი ექნება. ხელისუფლების მხრიდან მზაობა არის, რომ მოკლან. თითქმის წელიწადნახევარი ამას ვხედავ პირადად. რაც შეეხება პოლონური მხარის მზაობას, ვიცი, რომ ჩამოსული იყო პოლონეთის პრეზიდენტი, რომელიც ითხოვდა წაყვანას, მაგრამ უარი მიიღო. იმავე წინადადებით ჩამოსული იყო პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ყველა უარს იღებდა. უკვე 38,3 აქვს სიცხე და წნევაც მაღალი. წონა 66 კილოგრამი და 700 გრ. ვითხოვე, იქნებ სიცხე გაუზომოთ -მეთქი და მითხრეს, როცა ვიღაც უზის, მისი თანდასწრებით სიცხეს აღარ ვზომავთო. ადამიანი გაილია“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

პარალამენტის თავჯდომარისთვის აუხსნელია, რატომ იფარებდა ევროპის ესა თუ ის ქვეყანა სააკაშვილს, რატომ იფარებენ დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ქვეყნები არ უწყობენ ხელს მართლმსაჯულების აღსრულებას და აღნიშნა, რომ ვერ ხვდება, დამნაშავისთვის ხელის დაფარება რომელ ევროპულ ღირებულებაში წერია.

„პოლიტიკური დევნის ობიექტი როგორ შეიძლება, იყოს ან ზურაბ ადეიშვილი, ან დავით კეზერაშვილი. არ ვიცით მათი დანაშაულები? ვინმეს ეჭვი ეპარება? მიხეილ სააკაშვილის დანაშაულში, არათუ არავის, სტრასბურგსაც კი ნათქვამი აქვს, რომ მას დანაშაული აქვს ჩადენილი. რატომ იყო, რომ ის თავისუფლად გადაადგილდებოდა ევროპის ქალაქებში, რატომ ართმევდნენ ხელს სისხლის სამართლის დამნაშავეს, რატომ არ გადასცემდნენ საქართველოს, ხომ ნახეს, რომ ამან ჩვენ კინაღამ მიგვიყვანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ჩემთვის აუხსნელია, რატომ იფარებდა ევროპის ესა თუ ის ქვეყანა მიხეილ სააკაშვილს. აუხსნელია, რადგან ეს არ არის სწორი და მეგობრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ.

ასევე ჩემთვის აუხსნელია, დღემდე რატომ გვიფარავენ ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყნები, ევროპული ქვეყნები დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს. ჰკითხეთ ამ ქვეყნების წარმომადგენლებს, რატომ არ გადასცემენ საქართველოს კეზერაშვილს და ადეიშვილს, რატომ არ უწყობენ ხელს მართლმსაჯულების აღსრულებას. სამწუხაროდ, ამაზე ახსნა არ მაქვს. ვერ ვხვდები, დამნაშავისთვის ხელის დაფარება რომელ ევროპულ ღირებულებაში წერია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეშფოთება სააკაშვილის მდგომარეობაზე, დაფუძნებულია ფეიკზე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, თუ სააკაშვილი გააგრძელებს თვითდაზიანებას, პასუხისმგებლობა იქნება მასზე.

„შეხვედრას ჰყავს ორი მხარე - ელჩები, რომლებმაც განახორციელეს დემარში და დაინტერესდნენ სააკაშვილის მდგომარეობთ, გამოთქვეს შეშფოთება და ამ დემარშის მიმღები, იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი. ერთიც და მეორეც საუბრობს ერთსა და იმავე რამეს და მედიასაშუალებები საუბრობენ სხვა რამეს. მინისტრიც ადასტურებს იმას, რაც თქვა ელჩმა, ტელევიზიები სხვა რამეს საუბრობენ. არც გადაყვანაზე და არც მსგავს საკითხებზე ამ დემარშის დროს საუბარი არ ყოფილა. ჩვენ თუ მივეჩვიეთ, რომ ერთი მხარე და მეორე მხარე შეხვედრაზე რასაც ამბობდნენ, ის კი არ დავიჯერეთ, მესამე რასაც იტყუება, ის დავიჯერეთ, მაშინ საზოგადოებას მოვატყუებთ. მე არ ვაპირებ საზოგადოების მოტყუებას.

სააკაშვილი, უბრალოდ, იტყუება და თუკი ვინმეს მართლა უნდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იზრუნოს, მოუწოდოს ორმაგი კალორია მიიღოს, მას აქვს ამის შესაძლებლობა, რაც დასტურდება ექიმების დასკვნით და ნუ დადებს ჯანმრთელობას რისკზე, ნუ იყენებს თვითდაზიანებას და იქნება ყველაფერი კარგად“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თავად ფაქტი, რომ დემარში პატიმარ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით იყო, ეს არასწორია და არ არის დასავლური სტანდარტი. როგორც დეპუტატი ამბობს, აქამდე ეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები ბრიუსელში იყო და თურმე „ვივამედში“ ყოფილა, რადგან მისი თქმით, სწორედ ამას ნიშნავს ევროკავშირის ელჩის განცხადება.

„ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია ახლა უფრო მეტს ბრიუსელში უნდა დადიოდეს, თუ „ვივამედში“ ეს საკითხავია. როგორ შეიძლება, ევროკავშირის ელჩმა ასეთი რამ განაცხადოს! ჩვენი ამდენსაუკუნოვანი ევროინტეგრაციის ლტოლვა, რასაც თვითონაც აღიარებენ და ჩვენც ვამბობთ, დაიყვანო კრიმინალ სააკაშვილის უკანონოდ გათავისუფლებაზე, რასაც, სხვათა შორის, ევროპული საერთაშორისო სასამართლოც კი ეთანხმება.

არ შეიძლება, პატიმრის, რომლის დანაშაულში ეჭვი არ ეპარება თავად ევროპულ სასამართლოსაც კი, მის უკანონო გათავისუფლებამდე დაიყვანო ქვეყნის ევროინტეგრაცია. ბოლო პერიოდში, პატიმარი სააკაშვილი საკმაოდ კარგად აცხობს პოლიტიკურ პოსტებს. მას ისეთი არაფერი სჭირს. ადრე თუ ამბობდა, პოლიტიკა არ მაინტერესებსო, ახლა ის და მისი ოჯახის წევრებიც მშვენივრად ამბობენ, რომ რევოლუციონერია და ა.შ.

ანუ რა გამოდის. ევროპარლამენტიდან ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანი საქართველოს ხელისუფლებამ ჰუმანიტარული მისიით გაუშვას, რომ შემდეგ იქიდან რევოლუციონერი დაგვიბრუნონ. ამას რომ აკადრებ ქართულ საზოგადოებას, ამის შემდეგ როგორ შეიძლება, საუბარი იყოს იმაზე, რომ ასეთი ტიპის განცხადებები დასავლური სტანდარტია“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ე.წ. დემარში მიუღებელია პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძისთვის, რომელის განცხადებით, ამ შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირის წევრობა სააკაშვილის პატიმრობა-არპატიმრობაზე გადის. მისი თქმით, ეს არის ტესტი მორჩილებაზე, როდესაც ევროკავშირი გვეუბნება, რომ უარი ვთქვათ სახელმწიფო სუვერენიტეტზე.

„სააკაშვილი სწორედ ამ მიზნით არის გამოყენებული. იმ შემთხვევაში, თუ დავემორჩილებით სააკაშვილის გათავისუფლების ამ აბსურდულ მოთხოვნას, რა გამოდის? სინამდვილეში ჩვენ არანაირი სუვერენული გადაწყვეტილების უფლება არ გვაქვს და ამას აკეთებს ევროკავშირი, ანუ წვრთნის საქართველოს მთავრობას. ჩვენს ისტორიაში ბევრჯერ გვქონია ასეთ შემთხვევა. საქართველო ბევრჯერ იყო დაპყრობილი და ნახევრადამოკიდებული, ან დამოკიდებული ქვეყანა ირანზე, თურქეთზე და რუსეთზე, გამოცდილება გვაქვს, დამპყრობლები სწორედ ასე იქცევიან.

ეს სუპერგაერთიანება - ევროკავშირი არ ითმენთს არც ერთი თავისი წევრი ქვეყნის სუვერენულ ქცევას და სააკაშვილის ამისთვის იყენებს. ასევე, გასაგებია ისიც, რომ სააკაშვილის ფიგურა გამოყენებულია იმისთვის, რომ ის იყოს ერთგვარი დამოკლეს მახვილი საქართველოსთვის და საქართველოს ხელისუფლების რყევის ინსტუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება დაყაბულდება იმას, რასაც ითხოვს ევროკავშირი, ის დაკარგავს თავის ელექტორალურ მხარდაჭერას.

ესენი არიან ის მოქალაქეები, რომლებსაც ახსოვთ რა დესტუქცია იყო სააკაშვილი თავისი რეჟიმით და რაც ჩაიდინა.

გვახსოვს ის ზეწოლები, რაც დაკავშირებული იყო „გამომცემელ“ რურუასთან, „პოლიტპატიმრებად“ გამოცხადებულ უგულავა, ოქრუაშვილსა და მელიასთან დაკავშირებით! გვახსოვს ის მასკარადი, რომელიც პარლამენტის შტურმთან იყო დაკავშირებული, პირდაპირ ღია ეთერში ვუყურებდით პარლამენტის შტურმს და სახელმწიფო იქნა დადანაშაულებული იმაში, რომ შტურმი მოიგერია... რაზე ვლაპარაკობთ, საერთოდ! გვახსოვს, შარლ მიშელის ეპოპეა და ის რევოლუციური რყევები, რომელიც დაკავშირებული იყო აბსურდულ მოთხოვნებთან, ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტთაგანია სააკაშვილი“, - აცხადებს მანჯავიძე.

მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა გაუძლოს ზეწოლას და ადეკვატური პასუხი გასცეს - არა და მორჩა!

„გასაგებია, რომ ზეწოლა ძლიერდება, მაგრამ უნდა გავუძლოთ. ნუ ჭამს! შეჭამს, თუ არ შეჭამს, ესეც მისი ნებაა. ჩვენ არ გვაქვს იმის იურიდიული უფლება, რომ სააკაშვილს ვუკარნახოთ დიეტა. სააკაშვილის ბედისწერა არის გიულის დიეტა, გიული რასაც მიუტანს, ის არის მისი საკვები და ახლა ჩვენ რა ვქნათ? იმიტომ რომ, სააკაშვილი ვერ იმატებს წონაში და არ მოსწონს ის ორი ოთახი, რომელიც გამოყოფილია, რომ კომფორტულად მოიხადოს სიმბოლური სასჯელი, ჩვენ რა ვქნათ?! თავი გამოვაცხადოთ მონებად და ეს ელგბტქ+ აგენდა, რომელსაც თავს გვახვევს ევროკავშირი ფიზიკურ დონეზე, სულიერ დონეზეც იგივე გავაკეთოთ?“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

ლევკოთეა ანუ, საქართველოს ევროინტეგრაციის გადაღები სააკაშვილის კუჭშია და თანდათან სწორნაწლავისკენ მიიწევს.
1 წლის უკან
ლევკოთეა გასაღები
1 წლის უკან
trampi დიმპიტაური .......................... დამპიტაური .................
..დიმპიტაური.................... დამპიტაური
ტაური .................. ტაური ................ ტაური.....ტაური

ხო გამოჩნდა უკვე ყველაფერი?/მიხარია ყველაფერი რო კარგად ჩანს მტერიც და მოყვარეც
ხო გამოაჩინა ეშმაკმა უკვე ბოლომდე სახეც??...*(რქებს კაი ხანია ვხედავდით)
მეგობრები.......
მეგობრები კი არა ესენი დაუძინებელი მტრები არიან, დაუძინებელი მტრები....
თავიანთი პირადი ინტერესებისთვის მთელი ქვეყანა უნდათ რომ რუსეთს შეგვაზილონ
და ეგ არის მეგობარიი??
მეგობარი კი არა ..........მთელი საქართველო მაგათ სუ კიტრზე ვკიდივართ
მთელი 12 წლი ,,ქუნემ კოლუმბი,, მეთქი რომ გავიძახოდი---უკვე ხო ძალიან კარგად გამოჩნდა, თუ ვინც ყოფილა სინამდვილეში კოლუმბი??
არადა ეს თორმეტი წელი რაც აქა ვარ სუ მაგათ ,,კაი კაცობებზე,, ვწერდი ( მინიმუმ კიდევ 5-6 კაცი)
რაც მიშას დროს ხდებოდა------------ ციხეებში, სასამართლოებში, ქუჩაში ხალხის ხოცვა და სხვა მრავალი უბედურება, (მათ შორის განათლების სისტემის მიზანმიმართული მოშლა) ამ ჩათლახების ინსტრუქციების შესაბამისად ხდებოდა --ქართველების სწორედ ,,დარეფორმირებისთვის,,
ანუ მათი გეგმით ტერორისა და ხალხის დაშინების გზით, მორჩილ საზოგადოებად უნდა გარდავქმნილიყავით, რომ მათი ნებისმიერი ბრძანება უსიტყვოდ შეგვესრულებინა და .............. დიახ ბატონო, დიახ ბატონოს ძახილით, სუ კუდი გვექიცინებინა მათთვის
რუსეთს მასკა ჩამოსძვრაო..... ვისა,...... რუსეეთს??
როდის ეკეთა რომ რუსეთს მასკა, რო ჩამოსძრობოდა??? არ ვიცით ვინაა რუსეთი თუ რა??
სინამდვილეში ვისაც ჩამოსძვრა ნიღაბი კი ჩააანს კარგად------ ,,მტერი მოყვრულად მოსული მტერზედაც ბევრჯერ მტერიაო,,
არადა მინიმუმ 40 წელი ამერიკა მეც მეგობარი მეგონა, მაგრამ გლდანის ეკლესიის დანგრევის მერე და ნამნეტნავად 7 ნოემბრების მერე, კარგად დავინახე ეგენი ვინც არიან . ამერიკა მე მართლა კაი ქვეყანა მეგონა, მართლა ვფიქრობდი რომ სიკეთის მომტანი იქნებოდა.....მაგრაააამ.....
მაგრაააამ .......... მტრისას ეგენი ისეთი ,,მოკეთეები,, ყოფილან....
ამდენი მილიარდი დაგახარჯეთ ........... იმდენი მილიარდი დაგახარჯეთ....
ვისა საქართველოოოოს? საქართველოს კი არა თავიააანთ ხალხს (ასოებს) დააახარჯეს, რომ იმათ შიგნიდან კარგად ეტირათ დედა საქართველოსთვის... აი გამჭირვალე გიგაური როა იმნაირ ჩათლახ ხალხს.....................
.კიდევ შეიარაღებაში ჩადეს ფული და 2008 რაც უყვეს იმ ფულს იმაზე აღარ ვიტყვი არაფერს, ისედაც ყველამ კარგად იცის იმ ფულების მოტეხვის ამბები ......ბიძამისი ..... კეზერა, ატკატები და ა.შ.....თან ის თანხები საქართველოს დაააწერეს და ვალად გვითვლიან
...პლიუს იმ ფულით შეძენილი იარაღით ავღანეთში ჩახოცეს ჩვენი ბიჭები
სწორედ იმ ვალად დაწერილი ფულით შეძენილი იარაღით უნდათ რომ შეგვახოცონ დღეს რუსეთს და იმიტომაც გვაიარაღებდნენ ამ წლების მანძილზე...................სინამდვილეში მაგათ რუსეთის წინააღმდეგ საომრად უნდოდათ ჩვენი გამოყენება უკრაინელებივით და რომ არ გამოვადექით, იმიტომ არიან ამ დღეში---------------- ამდენი ფული ჩავდეთ თქვენს შეიარაღებაში და თქვენ კიდევ არ გვადგებითო
და აღარ იციან რა გვიყონ.....
მალადეც ამ ბიჭებს ღარიბაშვილი---კობახიძეს თამადობით, მაგათ რომ მაგრად უდგანან და არ ეპუებიან...
ამდენი ფული დაგახარჯეთ, იმდენი ფული დახარჯეთ,...... სუ თქვენ სიკეთეზე და ვფიქრობთ და ვნერვიულობთო
ისემც იმათი კეთილებიც ქუნემ...............მაგათ რომ ჩვენი ხალხისთვის სიკეთე სდომებოდათ, იმდენ ფულს ჩვენ სამტროდ კი არ დახარჯავდნენ, ცოტა სიკეთესაც გააკეთებდნენ ქართველი ხალხისთვის..
მაგათ რომ მართლა სიკეთე სდომებოდათ ქართველი ხალხისთვის, ერთი მილიონით რამდენიმე პატარა საკონსერვო ქარხნებს ჩასდგამდნენ რაიონებში, ერთი მილიონით რამდენიმე აშენდებოდა..........ხალხს გაუხარდებოდა, ქვეყნის ხილია საქართველოში, ჩააბარებდნენ, ხალხი ცოტა სულს მოითქვამდა....
მაგრამ არა .... თქვენც არ მომიკვდეთ..... ხალხმა რომ სული მოითქვას, მაგათ ზუსტად ეგ არ უნდათ. მაგათ უნდათ რომ ხალხი მშივრები, გაჭირვებულები, დაგლახავებულები და დაზაფრულები ვიყოთ, რომ ადვილად სამართავები ვიყოთ...იშვიიათი გამონაკლისის გარდა მშიერი კაცი ძალიან ადვილი სამართავია
მოკლედ ,მაგ ჩათლახებზე წერით დავიღალე.....თანაც წლებია თითქმის სუ ერთ წრეზე ვტრიალებ...ვუხსნი და ვუხსნი კოლუმბს სიყვარულს
ისინიც კიდევ.... არ გვეშვებიან და არ გვეშვებიან
მოკლედ უნდა ვაჯობოთ
1 წლის უკან
trampi ვერა ვძღები ამათი სიყვარულით ამათი კეთილებიც კი ქუნემ
არადა 2003 პარადი მქონდა, ისე მიხაროდა ამათი ოფიციალური შემობრძანება საქართველოში
ეხლა კიდევ....
ჰოოდა ტვინი რომ ასე შემიტრიალეს პირველ რიგში იმიტომ არიან ესენი მისაქინძები
ორი წელი... ორი წელიც და ჩაივლის ამათი მატარებელიც
და საქართველო კიდევ იქნება და იქნება..... ამათ კი ისტორია წაიღებს
1 წლის უკან
trampi კურდღლის სიზმარი

კურდღელმა სთქვა: ჩირგვში ვზივარ
ვერვინ მოვა ჩემზედაო
გავიხედე სერზედაო,
ბატონი ზის ცხენზედაო.
წინ მეძებრები მოუდის,
დაგეშილი ჩემზედაო.
დამისიეს, გამომიდგნენ,
გავექეცი განზედაო,
აღმართშია მე ვაჯობე,
თავდაღმართში იმათაო
ერთმა წუწკმა მეძებარმა
კბილი გამკრა გვერდზედაო;
გამწიეს და გამომწიეს,
ჩამომკიდეს ცხენზედაო.
მზარეულებს მიმაბარეს,
კარგად შესწვდით ცეცხლზედაო;
ცალი გვერდი ცეცხლზედ იწვის,
ცალი ერბოს ალზედაო;
უყურეთ ამ მამაძაღლებს
რა ყოფა აქვთ ჩემზედაო?
ამარიგეს, ჩამარიგეს,
წვრილ-წვრილ ლამბაქებზედაო;
ხორცი ხორცად შემიჭამეს,
ძვლებს იმტვრევდნენ ცერზედაო.


XVII საუკუნე

საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:
_ დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს! _
თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.
_ ლექსი იციო?! _ ჰკითხეს საქართველოს,
პატარა საქართველოს, პატარას, _ თვალცრემლიანს...
_ ვიციო! _ უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;
პატარა საქართველოს პალე-როიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.
_ ყოჩაღ! _ მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა, _
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..
ბოლოს, როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო, ობოლი საქართველო,
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაეპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო.


ნეტავ ისევ ესე არ განმეორდეს ....თუ არად ეს 30 წელი სუ წყალში იყრება....
მაშ რისთვის ეს ამდენი სისხლი უბედურება და განახევრებული საქართველო??


ჯერ მარტო ამ 30 წელში რამდენი ტანჯვა უბედურება გადაიტანა ამ პატარა საქართველომ და თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი ....... (შესაბამის სიტყვებს
ვერ ვპოულობ).........აქვს გადატანილი ამ 30 საუკუნის მანძილზე??????????????????????
და ამ ყველაფრის ფონზე კიდევ რა დღეში არიან დღეს საქართველ;ოს შინაური და გარეული მტრები.....



ჰოი, კუზიანო დედამიწავ,

ჰბრუნავ და გვაბრუნებ ყველას.

ჰოი, კუზიანო დედამიწავ,

მე შენგან მოველი შველას.

ჰოი, კუზიანო დედამიწავ,

ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო,

არაგველების მოზარე ვარ,

სათხოვარს უნდა ჩაგეტირო.

ოღონდ ნუ იქნება:

მთიულეთი - ნამთიულარი,

ხევსურეთი - ნახევსურალი,

ფხოვი - ნაფხოვარი,

ხევი - ნახევარი...

კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და

ნუ გახდება საქართველო

ნახევრის - ნახევარი.

და შენ, კუზიანო დედამიწავ,

რამდენიც გენებოს, იტრიალე!


გოდერძი ჩოხელი
1 წლის უკან
არაგველი641 "სააკაშვილის დედა ამტკიცებს, რომ საქართველოში ჩამოსული იყო პოლონეთის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლებიც ითხოვდნენ სააკაშვილის სამკურნალოდ წაყვანას, მაგრამ ხელისუფლებისგან უარი მიიღეს."---- აი თურმე რაში ყოფილა საქმე, საკუთარ დუქნად რომ ქონდათ გადაქცეული საქართველო, ახლა უკვირთ რატომ არ გაატანა მთავრობამ
კი მაგრამ რატომ უნდა გაატანოს? ვინ აგებს პასუხს ჩადენილ მკვლელობებზე?
ამ ქალბატონს შვეკითხები, -შუა ქუჩაში რომ მოკლეს შარაძე, არ გეცოდება?
აი მაგ დანაშაულზეც მოსახდელი აქვს სასჯელი და მაგიტომ უნდა გაქცევა შენს მკვლელ შვილს!
1 წლის უკან