„რუსეთი ამ ომის გამო შეიძლება დაიშალოს, მაგრამ არსებობს მეორე შესაძლებლობაც, რუსეთი გადარჩეს და კიდევ უფრო ანტიდემოკრატიული ქვეყანა გახდეს“

„რუსეთი ამ ომის გამო შეიძლება დაიშალოს, მაგრამ არსებობს მეორე შესაძლებლობაც, რუსეთი გადარჩეს და კიდევ უფრო ანტიდემოკრატიული ქვეყანა გახდეს“

„არ გამოვრიცხავ, კაპიტულაციის შემთხვევაში პუტინი მაინც დარჩეს რუსეთის ხელისუფლებაში, ძალიან ძნელია ამის წარმოდგენა, მაგრამ ეს შეიძლება მაინც მოხდეს. მაგალითად, სადამ ჰუსეინი, როდესაც ქუვეითში შეიჭრა და შემდეგ ის ამერიკამ განდევნა ქუვეითიდან, ამის მერე კიდევ 13 წელი იყო ხელისუფლებაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი.

1945 წლის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ასეთი მასშტაბის ომი არ ყოფილა, როგორიც უკრაინაში მიმდინარეობს. თითქმის 50 ქვეყანაა ამ ომში ჩართული უკრაინის დასახმარებლად და მეორე მსოფლიო ომის პრეცედენტი მეორდება, რადგან მაშინაც ასე მასობრივად დაირაზმნენ ფაშისტების წინააღმდეგ. ასეთი ძალთა თანაფარდობა როგორ აისახება რუსეთ-უკრაინის ომზე და რა პლუსები და მინუსები გამოკვეთა ამ ომმა, რამდენადაც უადგილო არ უნდა იყოს ომის დროს პლუსებზე საუბარი? აჩვენა თუ არა ევროპამ ერთიანობა, რაშიც პუტინს ყოველთვის ეჭვი ეპარებოდა?

- მართლაც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი მასშტაბური კონფლიქტი არ ყოფილა საერთოდ დედამიწაზე, თუ არ ჩავთვლით ერაყ-ირანის კონფლიქტს, რომელშიც მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. ყოველ შემთხვევაში, ევროპის კონტინენტს ასეთი მასშტაბური და გრძელვადიანი კონფლიქტი არ ახსოვს. რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომი არ არის კლასიკური გაგებით მსოფლიო ომი, რადგან ოფიციალურად ჩართული მხოლოდ ორი მხარეა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ თავისი მასშტაბებით თითქმის უტოლდება მსოფლიო ომს. აქ ვგულისხმობ არა სამხედრო მოქმედებებში ჩართულობას, არამედ სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერაში ჩართულობას.

ამდენი ხნის განმავლობაში კონფლიქტი ლოკალიზებული იყო რუსეთსა და უკრაინას შორის, მთავარი მოთამაშეები დელიკატურად უვლიდნენ გვერდს ერთმანეთს, მაგრამ ასე სადამდე შეიძლება გაგრძელდეს? ხომ არ არსებობს რისკი, უფრო ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს ეს ომი?

- რისკები ყოველდღიურად იზრდება, რომ ეს კონფლიქტი უფრო ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს, მათ შორის, შეიძლება ჩაერთოს ბელარუსი, შეიძლება ჩაერთოს რომელიმე ევროპული სახელმწიფო, რასაც შეიძლება მოჰყვეს უფრო მეტი აქტორების ჩართულობა, უფრო კონკრეტულად, ნატოს წევრი ქვეყნებისგან. მაგალითად, თუ ამ კონფლიქტში აღმოჩნდება პოლონეთი, ადრე თუ გვიან, ნატოს ქვეყნები აუცილებლად ჩაერთვებიან. ამიტომ რისკები არსებობს, რომ მსოფლიო ომის მაგვარ კონფლიქტში გადაიზარდოს. ამ ომმა გამოკვეთა, რომ, პრინციპში, ევროპისთვის და, მთლიანობაში, დასავლეთისთვის ფასეულობებისა და ღირებულებებისთვის ბრძოლა არა მარტო ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობას წარმოადგენს, არამედ რეალურად საომარი საშუალებებითაც კი ისინი მზად არიან დაიცვან დემოკრატია ევროპაში. ამ შემთხვევაში, უკრაინის დაცვა ეს არ არის მარტო ტერიტორიული პრინციპების დაცვა, შეიძლება ითქვას, რომ ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვაა, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის დემოკრატიის დაცვაც, რომელიც უკრაინაში უკვე არსებობს და რომელსაც უტევს არალიბერალური ძალა, რაც არის რუსეთი. ამ ომმა მოახდინა დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია მთელ მსოფლიოში, იაპონიამდე, აღარ დარჩა დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც არ გამოთქვამს უკრაინის დახმარების მზადყოფნას. ცივილიზებულ სამყაროში მიხვდნენ, რამდენად საჭიროა დემოკრატიის მხარდაჭერა ყველა მეთოდით და ხელთ არსებული ყველა რესურსით. ასევე, გაქარწყლდა ის შიშები, რომელიც ევროპაში არსებობდა რუსებთან კონფრონტაციის კონტექსტში და ეს შიში გამომდინარეობდა რუსეთზე ეკონომიკურ, ენერგოდამოკიდებულებაში. ასევე, არსებობდა შიში რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების კონტექსტში, ბირთვულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მაგრამ ევროპაში არსებული ეს შიშიც, ასე თუ ისე, გაქარწყლდა და ამ შიშებზე მაღლა დადგა მთლიანად ევროპა.

თუმცა პუტინი დღესაც იმეორებს, მზად იყავით ატომური იარაღის ტესტირებისთვისო, ამით პუტინი რას მიანიშნებს?

- რა თქმა უნდა, პუტინი ამას ამბობს, მაგრამ ყოველდღიურად სულ უფრო მეტად ჩანს, რომ რუსეთი არ არის მზად ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად, რადგან, პირველ რიგში, თვითონ დაიღუპება ასეთ შემთხვევაში.

ავღანეთში მარცხის შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ახლაც დაახლოებით ასეთივე პროცესები მიმდინარეობს. ფაქტია, ამ ომის შემდეგ ნატო აღმოსავლეთის ფრონტზე ბევრად უფრო გაძლიერდა, ფინეთი, შვედეთი ნატოში შედის, რასაც პუტინი ვერც კი წარმოიდგენდა, ასევე, თურქეთი აჩვენებს თავის ძალას და არა მარტო კავკასიის, არამედ უკრაინის პროცესებშიც აქტიურად ერევა. ეს ნიშნავს, რომ პუტინის ირგვლივ სამყარო იცვლება. პუტინისთვის ეს ომი ავღანური მარცხის განმეორება ხომ არ იქნება, მთელი შემდგომი დაღმასვლის პროცესებით?

- ამაზე პასუხის გაცემა ძალიან ძნელია. რა თქმა უნდა, არსებობს შესაძლებლობა, რომ, საბოლოო ჯამში, რუსეთი ამ ომის გამო დაიშალოს, მაგრამ არსებობს მეორე შესაძლებლობაც, რუსეთი გადარჩეს და კიდევ უფრო ანტიდემოკრატიული ქვეყანა გახდეს ჩრდილო კორეასავით. შეიძლება პუტინი შეცვალოს ისევ რომელიმე ანტიდემოკრატიულმა ძალამ. შესაძლოა, რუსეთში სამხედრო დიქტატურაც კი დამყარდეს. არ გამოვრიცხავ, თავად პუტინიც დარჩეს ხელისუფლებაში, თუკი დაკარგავს ოკუპირებულ ტერიტორიებს და კაპიტულაციას მოაწერს ხელს შემდეგი პირობებით, რომ არ შეეხებიან რუსეთს და რუსეთი ტერიტორიებს დააბრუნებს ყირიმის ჩათვლით.

კაპიტულაციის შემთხვევაში, რუსი ხალხი დატოვებს პუტინს ხელისუფლებაში?

- ძალიან ძნელია, ვიფიქროთ, რომ პუტინი გადარჩება და ხელისუფლებაში მაინც დარჩება ამის შემდეგ, მაგრამ ესეც შეიძლება მოხდეს. მაგალითად, სადამ ჰუსეინი, როდესაც ქუვეითში შეიჭრა, შემდეგ ამერიკამ განდევნა ქუვეითიდან და, პრაქტიკულად, ამერიკამ სამხედრო მონიტორინგი და კონტროლი დააწესა ერაყის ნახევარ ტერიტორიაზე, სადამ ჰუსეინი ამის შემდეგ კიდევ 13 წელი იყო ხელისუფლებაში.

სამხედრო დიქტატურა ახსენეთ, ეს ნიშნავს, რომ სამხედრო დიქტატურა ბოლოს მოუღებს პუტინს?

- აუცილებლად. ეს იქნება იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება სამხედრო გადატრიალება, მაგრამ სამხედრო გადატრიალებამ შეიძლება რუსეთი დაშლას გადაარჩინოს. ეს იქნება დიქტატურა, რომელიც, ადრე თუ გვიან, დაიშლება, მაგრამ ამ დიქტატურას არანაირი კეთილმეზობლური ურთიერთობა არ ექნება არც ერთ მეზობელ სახელმწიფოსთან. აქ რისკები შეიძლება ჩვენთვისაც იზრდებოდეს, უკრაინას ვერაფერი რომ ვერ დააკლოს, რუსეთმა შეიძლება ჩვენ შემოგვიტიოს, შეიერთოს აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, მერე შეიძლება სხვა ტერიტორიებზეც შემოიყვანოს ჯარი.

 

Aburjga Tasmanieli არც ამ მიმდინარე ომს ვუყურებ, მგონი რუსეთი უკვე დაშლილია!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli არც ამ მიმდინარე ომს ვუყურებ, მგონი რუსეთი უკვე დაშლილია!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რაც ამ მიმდინარე ომს ვუყურებ, მგონი რუსეთი უკვე დაშლილია!
1 წლის უკან
merab Bullshit, merde de taureau , ანუ ხარის ნეხვი -დასავლური დემოკრატია!
განსაკუთრებით ბოლო პრეზიდენტის არჩევნებში გამოჩნდა, როგორი დემოკრატიაა ამერიკაში.
არ დაიღალეთ, ამ დასავლურ ლიბერალური ტყუილებით?
ვერ ხედავთ ხალხს რომ აღარ სჯერა?
განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნავენ თეთრ სახლში უპრეცედენტო რაოდენობის პიდარასტს.
ბრავო ბაიდენი!
1 წლის უკან
trampi ცოტაცა............... ცოტაცა და ...............მაგათ პიზდეცი მოუვათ
მაგას თქვენც შეესწრებით და მეც
კიდევ .....2 წელი................. 2 წელი მოითმინეთ და ეგენი დამკაშიც გავლეეეენ.....
1 წლის უკან
Maverick "1945 წლის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ასეთი მასშტაბის ომი არ ყოფილა", აცხადებს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი.

ბატონო "მკვლევარო" იუგოსლავიის დაშლა- მიშლა-მოშლა სხვა პლანეტაზე მოხდა?!
1 წლის უკან