„ავიღებდი თემურ ალასანიას ბიოგრაფიას, შემდეგ მიშას ბიოგრაფიას და ვნახავდით სააკაშვილი თავისი მოღვაწეობის პერიოდში ვის წისქვილზე ასხამდა წყალს“

„ავიღებდი თემურ ალასანიას ბიოგრაფიას, შემდეგ მიშას ბიოგრაფიას და ვნახავდით სააკაშვილი თავისი მოღვაწეობის პერიოდში ვის წისქვილზე ასხამდა წყალს“

მიხეილ სააკაშვილი თითქმის 8 თვეა კერძო კლინიკაში გადის მკურნალობას, სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რაც არ გააჩნია სხვა პატიმარს. უმძიმეს დანაშაულებში მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს საქართველოს მთავრობამ შესთავაზა ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან ექიმის ჩამოყვანა, თუკი სჭირდება რეალურად მკურნალობა, თუმცა მსჯავრდებულმა უარი განაცხადა საქართველოში მკურნალობაზე.

სააკაშვილზე და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა მთავრობის ხელმძღვანელმა ბრიუსელში. ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ აგრესიულ კამპანიაზე, რომელიც ლობისტური კომპანიის მიერ შედგა - „მიშა კვდება“ და რომელსაც სააკაშვილის ოჯახი, ადვოკატი და მედია ავრცელებს.

„მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე. მინდა, ხალხმა იცოდეს, რომ საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა პირველ ოქტომბერს, იდეა მისი დაბრუნებისა იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სააკაშვილის და საქართველოს ხელისუფლების სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. პატიმარი ცდილობს, რომ ჯანმრთელობის ხელოვნურად დაზიანებით პენიტენციური დაწესებულება დატოვოს, რაშიც მას ოჯახი და დაცვის მხარე ეხმარება. თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკული ლობისტური კომპანია „აკერმანსის“ მიერ დადგმული სპექტაკლი - „მიშა კვდება“ დასასრულს უახლოვდება. იუსტიციის სამინისტრო პატიმარის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადასაყვანად ემზადება.

აგრესიული კამპანიის - „მიშა კვდებას“ მთავარი მოქმედი პირი, გიული ალასანია უკვე რამდენიმე თვეა ამტკიცებს, რომ სააკაშვილი იმდენად ცუდად არის, რომ თუ არ გაიყვანეს ქვეყნის გარეთ, აუცილებლად მოკვდება.

„დღეს აწონეს და თქვა, რომ 1 კილო კიდევ დავიკელიო. საშინელი სისუსტე აქვს და სახსრების ტკივილი. წონის კლების გამო შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაჩერდეს გული. რომელ მსახიობს შეუძლია მუდმივად სიცხე ჰქონდეს, გეგულებათ ასეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ თვეები სიცხე ჰქონდეს, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს?! ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია! ბოლოს რომ მოკვდეს და კუბოში ჩაწვეს, იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო?! სისხლისღვრისთვის ჩამოვიდაო, უკაცრავად, ვის უნახავს მისი სისხლის ღვრა?“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

რა მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში და ვის ინტერესებს ატარებს რეალურად ბრალდებული? ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც 2013 წელს საკუთარი სურვილით უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, 9 წლის შემდეგ საქართველოში წინასაარჩევნოდ დაბრუნდა და დააკავეს. სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. ასევე, მას ბარალი წაუყენეს საზღვრის უკანანოდ გადალახვის ფაქტზე.

მესამე პრეზიდენტის შეწყალებაზე უარი თქვა მოქმედმა პრეზიდენტმა, რაც ამ დრომდე სააკაშვილის მიერ ციხის დატოვების ყველაზე სწრაფ გზად განიხილებოდა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ზურაბიშვილი არ შეიწყალებდა, დაიწყო აგრესიული კამპანია - „მიშა კვდება“.

თავისთავად ჩნდება კითხვა, ვისი დაკვეთით შემოიპარა საქართველოში კონტეინერით სააკაშვილი, რომელმაც იცოდა, რომ მას აუცილებლად დააკავებდნენ? - ამ კითხვას პასუხი გასცა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ, არმიის გენერალმა ნიკოლაი მალომუჟმა, რომელმაც თქო-შოუ „სტუმრად დმიტრი გორდონთან“ განაცხადა, რომ სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ, როგორც დაზვერვის მომავალი თანამშრომლები, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომელიც შედიოდა კგბ-ში.

ნიკოლაი მალომუჟი სააკაშვილის უკრაინაში სწავლის პერიოდს იხსენებს და აღნიშნავს, რომ დაზვერვისთვის და კონტრდაზვერვისთვის კონტინგენტს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებიდან არჩევდნენ. ძირითადი ბაზა კიევის შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი იყო. ეს კონტინგენტი სააკაშვილის და პოროშენკოს ჩათვლით, განიხილებოდნენ, როგორც მომავალი შესაძლო დაზვერვის თანამშრომლები.

„ისინი სწავლობდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდში. სააკაშვილმა რეკომენდაცია მიიღო საქართველოზე და წავიდა, იმიტომ, რომ სსრკ დაიშალა. საქართველოში ომი იყო, გამსახურდიამ ამბოხება მოაწყო, სააკაშვილს ვისთვის უნდა ეჩვენებინა რეკომენდაცია? უკრაინული მხრიდან ყველამ მიიღო რეკომენდაციები იმ ვარაუდით, რომ იქ დახვდებოდნენ კოლეგები, მაგრამ არავინ იყო ვინც მათ მიიღებდა. ამიტომ სააკაშვილი პოლიტიკაში წავიდა, საზღვარგარეთ ისწავლა და პრეზიდენტი გახდა“, - აცხადებს ნიკოლაი მალომუჟი.

სააკაშვილი რომ რუსეთის გავლენით მოქმედებდა, ამის შესახებ წლებია ქართველი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ. მათივე შეფასებით რუსეთთან იყო დაკავშირებული 2003 წელს ვარდების რევოლუცია და 2004 წლის აჭარის რევოლუცია. ორივე შემთხვევაში საქართველოში იმყოფებოდა რუსეთის საგარეო საქამეთა მინისტრი იგორ ივანოვი, რომელმაც ჯერ ედუარდ შევარდნაძე დაარწმუნა, რომ გადამდგარიყო და შემდეგ ასლან აბაშიძე.

შემდეგ იყო პირველი შეტაკება ცხინვლაში, ამას მოჰყვა კახა ბენდუქიძის ჩამოყვანა რუსეთიდან და ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა, შემდეგ საკმაოდ უცნაურ ვითარებაში კლავენ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რუსებისთვის რკინიგზის და პორტის გადაცემას, შემდეგ იყო 2008 წელი და 5-დღიანი ომი, რასაც ასევე მოჰყვა დარჩენილი სტრატეგიული ობიექტების რუსებისთვის გადაცემა.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, შედეგობრივად თუ ვიმსჯელებთ, სააკაშვილის პოლიტიკა ყოველთვის მოსკოვის სასარგებლო იყო, მათ შორის საკადრო პოლიტიკა, როდესაც ქვეყნის მთავარ დიპლომატად რუსეთის მოქალაქე, გრიგოლ ვაშაძე ჰყავდა, ხოლო ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულება МГИМО-ს კურსდამთავრებულს, ელენე ხოშტარიას ჩააბარა.

ცხადია, რომ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის განცხადება საყურადღებოა, თუმცა თავად სააკაშვილს და მის გარემოცვას ამ დრომე განმარტება არ გაუკეთებია.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას განცხადებით, უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა პირდაპირ განაცხადა, რომ სააკაშვილი მათ მიერ იყო გადმობირებული და „კაგებეს“ სკოლა გაიარა მოსამზადებლად, როგორც აგენტმა.

„ის რევოლუცია, თუ გადატრიალება რომ მოაწყვეს, შევარდნაძე რატომ გადადგა? - კი, დასავლეთი მხარს უჭერდა სააკაშვილს, მაგრამ სულ ბოლო მომენტში ივანოვი რომ ჩამოვიდა, დაინახა, რომ რუსეთიც სააკაშვილს ლობირებდა და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. როდესაც ორივე ზესახელმწიფო შეთანხმებული იყო, შევარდნაძე ვერაფერს გააკეთებდა.

უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, ბატონი მალომუჟი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს „კაგებეს“ გენერალი იყო და უკრაინაში მუშაობდა, პირდაპირ განაცხადა, სააკაშვილი ჩვენს მიერ იყო გადმობირებული და „კაგებეს“ ოთხი-ხუთწლიანი სკოლა გაიარა, როგორც აგენტმა, მოსამზადებლადო. ამას ამბობს მალომუჟი და, ჩემი აზრით, ის სანდო ადამიანია, რადგან ვიქტორ იუშენკოს დროს მუშაობდა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელად“, - განაცხადა ირაკლი გოგავამ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დიპლომატებისა და საგარეო ფრონტზე მომუშავე ადამიანების სამჭედლო ორ ქალაქში, კიევსა და მოსკოვში იყო განთავსებული. მისი თქმით, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებაში რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ არის.

„მე უკრაინის დაზვრების ყოფილ შეფზე დაყრდნობით არ ვიმსჯელებდი, არამედ ავიღებდი ჯერ თემურ ალასანიას ბიოგრაფიას - ვინ იყო, სად მუშაობდა და შემდეგ მიშას ბიოგრაფიას და ამის მიხედვით ვიმსჯელებდი და ვნახავდით სააკაშვილი მთელი თავისი მოღვაწეობის პერიოდში ვის წისქვილზე ასხამდა წყალს. როგორც კი აიღო ხელისუფლების სადავეები, საკვანძო ეკონომიკურ ფიგურად მოსკოვიდან ჩამოიყვანა ბენდუქიძე, ეს ძალიან ბევრის მეტყველი ფაქტი იყო. ბენდუქიძე ძლიერი ფიგურა იყო და იცოდა, რომ დასახულ გეგმას მაღალ დონზე შეასრულებდა და მაგიტომ ჩამოიყვანა. თან ვიცით, რომ ბენდუქიძე რუსულ ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი პირი გახლდათ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე დასძენს, რომ ბენდუქიძის მონაწილეობით სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა და 2008 წლის ომის წარმოებაც ამ მხრივ თვალსაჩინო იყო, რადგან მაშინ რუსეთს სჭირდებოდა მხოლოდ ომის ფაქტი, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ეღიარებინა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები.

„ომი დიდად საჭირო არ იყო და ამიტომ დამთავრდა 5 დღეში. ომის შემდეგ რაც მოხდა და ომამდე, ეს იყო ქვეყნის ღალატის ერთ-ერთი გამოვლინება. თუკი სააკაშვილის საქართველოში მოღვაწეობის ამ ტიპის ჩამონათვალს გავაკეთებთ, ცხადი გახდება, ვის ინტერესებს ემსახურებოდა სააკაშვილი. საყრდენი ვერსია უნდა იყოს მოღვაწეობა და არა მხოლოდ ყოფილი სპეცსამსახურების მიერ დასახელებული ფაქტი, რამაც შეიძლება განამტკიცოს ვერსია, მაგრამ საფუძველი უნდა იყოს მოღვაწეობა. ცხადია, რომ სააკაშვილმა თავისი მოღვაწეობის წლებში ამ რეგიონში რუსული ინტერესების გამყარებას შეუწყო ხელი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, სააკაშვილის გამზრდელი ბიძა, თემურ ალასანია სპეცსამსახურებთან დაკავშირებული და მათი ღვაწლმოსილი მუშაკია, რომელმაც სააკაშვილი მოაწყო საბჭოთა ჯარში და არა რომელიმე უწყინარ სატანკო-სადესანტო-საარტილერიო ნაწილებში, არამედ „კაგებეს“ დაქვემდებარებაში არსებულ ნაწილებში.

„სააკაშვილს დამთავრებული აქვს კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, რომლის ცენტრალური სათაო ოფისო იყო მოსკოვში - МГИМО, რომელიც იყო, არის და იქნება, ძირითადად, საგარეო დაზვერვის ხაზით კადრების აღმზრდელი. სააკაშვილი და პოროშენკო, რომლებიც ბმაში ახსენა პატივცემულმა მალომუჟიმ, ორივე იყვნენ ჯგუფელები, ორივე სწავლობდა იმ ინსტიტუტში, რომლის ძირითადი დანიშნულებაა საგარეო სადაზვერვო საქმიანობაში ჩასაბმელი კადრების აღზრდა. იგივე გზა გაიარა ჩვენმა ელენე ხოშტარიამ, ოღონდ მოსკოვში და იგივე გზა გამოიარა სააკაშვილმა და პოროშენკომ. აგენტს შეუძლია გააფართოვოს თავისი მოქმედების არეალი და ერთდროულად იყოს რამდენიმე ქვეყანაზე მომუშავე აგენტი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.

ლაზი გთხოვთ, აიღეთ ეს სტატია. გულის ამრევია ნათქვამიც და წაკითხვაც. ამ სათაურით როგორ შეიძლება სტატიის გამოქვეყნება. ისეც, ყველამ ყველაფერი იცის. ვინც ამის შესახებ აქამდე არ იცოდა, ის ამას არც ახლა წაიკითხავს.
1 წლის უკან
ლაზი წინა კომენტარი სტატის სათაური წაკითხვისტანევე დავწერე. სტატია არ ყოფილა ასაღები. გთხოვთ სატაური გამოუცვალოთ.
1 წლის უკან
არაგველი641 ეს სტატია ზელენსკის უნდა მიაწოდოთ!
1 წლის უკან