ხშირად რუსების კლასიფიკაციისას ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს არსებობს ორი რუსეთი - კეთილი და ბოროტი. ამ საკითხს განსაკუთრებით მწერლები უღრმავდებიან. ქართული წარმომავლობის რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) დარწმუნებულია, რომ რუსეთი დაპყრობილია ბანდიტების ერთი დაჯგუფების მიერ და ტყვეობაშია, დატყვევებული რუსეთის გარდა კი არსებობს მეორე, ნამდვილი რუსეთი, რომელიც ცოცხალია, იბრძვის და ერთხელაც გადააგდებს ამ დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელიც ტყუილსა და შიშზე დგას.
ბორის აკუნინი თვლის, რომ პუტინმა რუსეთი დააბულინგა. ამდენად, პუტინი რუსეთის „მთავარი ბულერია“, რომლისთვისაც უკრაინაში შეჭრა უკანასკნელი თამაში იქნება.
ასეთი თამამი შეხედულებების გამო ბორის აკუნინი უმალვე მოხვდა „ხალხის მტრების“ სიაში, „ხალხის მტრების“ სიის ავტორი კი, როგორც წესი, ანონიმურია. აღნიშნულ სიაში მოხვედრა გრიგორი ჩხარტიშვილს არ ადარდებს, მისი ლიტერატურული ფსევდონიმი ხომ „აკუნინია“, რომელიც იაპონურად „ცუდ კაცს“ ნიშნავს, არა იმიტომ, რომ ბორის აკუნინი თავს ცუდ კაცად მიიჩნევს, არამედ იმიტომ, რომ ცუდ ტიპებზე წერს, რომელთა გარეშეც ცხოვრება უინტერესო იქნებოდა.
დღეს ბორის აკუნინი თვლის, რომ რუსები და რუსეთი ტოქსიკური გახდა მთელი მსოფლიოსთვის, იმდენად, რომ ლამის რუსებს სახეში ფურთხება დაუწყონ.
როგორ დააღწევენ რუსები თავს ტოქსიკურობას? პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ, საერთოდ, რუსეთი განსაკუთრებული თემაა, რუსეთს ჰყავდა გენიოსები, ჯერ კიდევ 1945 წელს ცნობილმა ამერიკელმა დიპლომატმა და პოლიტოლოგმა ჯორჯ კენანმა თავის „გრძელ დეპეშაში“ დაწერა, „საოცარია, რომ რუსეთი, რომელსაც ჰყავდა გენიალური მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები, პოეტები, მაინც ვერ გახდა ვინმესთვის მისაბაძი, რომ ვინმეს უნდოდეს, რუსი გახდეს. არ არსებობს ასეთი ადამიანი“.
„მარტო ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“ უდრის ნახევარი ევროპის ლიტერატურას, მაგრამ მე თვითონაც გამომიცდია რუსების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. ნახევარი ცხოვრება მოსკოვში მაქვს გატარებული, ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად მიწევდა აფრიკის ქვეყნებში საელჩოებში მიღებებზე ყოფნა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ინგლისის ყოფილ კოლონიებში (კენია, უგანდა) იქაურებისთვის ინგლისელი იყო ღმერთი, ყველაფერში ბაძავდნენ ინგლისელს. ჩემი ერთი რუსი მეგობარი მეუბნებოდა კენიის ელჩთან საუბრის დროს, კენიის ელჩს მიმართე „სერ“ და ნახე, როგორი ნასიამოვნები დაგრჩებაო. მართლაც, „სერ“ რომ მივმართე, კენიის ელჩს სახე გაებადრა. მაგრამ მსოფლიოში არავის უნდა, რუსს მიბაძოს და რუსი იყოს. ნახევარი მსოფლიო მაქვს შემოვლილი, უბრალოდ, ამერიკაში არ ვარ ნამყოფი, ინგლისში ვყოფილვარ, ყველგან ერთნაირად სძულდათ რუსები და ერთნაირად უყვარდათ ინგლისელები, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ მსოფლიოში ინგლისელებს კოლონიები ჰქონდათ“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
მანვე განმარტა, რომ დღეს ინგლისის პრემიერ-მინისტრი ყოფილი კოლონიის წარმომადგენელია და ეს ბევრ რამეს ნიშნავს. ინგლისელები გაცილებით კულტურულები, თავაზიანები არიან, ინგლისში თანასწორობაა.
პოლიტოლოგი ეგვიპტელი მეგობრის ნათქვამსაც იხსენებს, რომელიც იმ პერიოდში ლუმუმბას უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, მოგვიანებით უკვე ეგვიპტეში ყველაზე დიდი გაზეთის - „ალ აჰლამის“ მთავარ რედაქტორად მუშაობდა და მის მიმართ რუსების არაკორექტულ დამოკიდებულებას განიცდიდა, ის ამბობდა, რუსი სტუდენტები ხელს რომ მართმევენ, მერე ჩუმად ვხედავ, ხელსახოცს იღებენ და ხელს იწმენდენო. აფრიკელების მიმართ რუსებს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ. ამას ინგლისელი არასოდეს არ გააკეთებდა.
„პირადად მეც რამდენჯერ დამინახავს, რუსები აფრიკელს ხელს რომ ჩამოართმევდნენ, შარვალზე გაისმევდნენ, რადგან აფრიკელებს ხელი სულ სველი აქვთ, ინგლისელი კი ამას არ აგრძნობინებს აფრიკელს, რასიზმი მის ბუნებაში არ არის“, -მიიჩნევს სოსო ცინცაძე.
პოლიტოლოგ თამარ კიკნაძის შეფასებით, არიან ლიბერალი რუსები, რომლებიც ვერ ეგუებიან პუტინის რეჟიმს და ქვეყნის გარეთ არიან გასულნი. რუსეთის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა კი დერჟავიკული, იმპერიული რუსეთის მომხრეა. პოლიტოლოგის აზრით, გადასარევი სტატია აქვს ტომ გრემს, რომელიც არის „Kissinger Associates“ აღმასრულებელი დირექტორი, ის კარგად აანალიზებს პუტინის ფენომენს და ამბობს, რომ პუტინი გამოხატავს თავისი ხალხის ინტერესს და ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ პუტინი თუ არ იქნება, მოვა ისეთი პიროვნება, რომელიც სხვა სახის ლიდერი, ანუ ლიბერალური ლიდერი იქნება.
„რუსეთშიც არსებობენ განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანები, ეს ისტორიულად რუსეთს ყოველთვის ახასიათებდა, მაგრამ ამას თქვენ ვერ ნახავთ დასავლეთში, დასავლეთს აქვს ასეთი ფორმულირება: „My Country is always right country“, ანუ „ჩემი ქვეყანა ყოველთვის სწორია“, რაც არ უნდა გააკეთოს მან. თუმცა ახლა დასავლეთშიც ღირებულებები შეცვლილია და არეულია ყველაფერი“, - აცხადებს თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბარში.
მონღოლებში არეულ ყოფილ რუსულ გენს არ აქვს მოთხოვნილება კაცთმოყვარეობაზე. წარმოიდგინეთ, ჩინგისხანთან რომ ადამიანის უფლებებზე გესაუბრათ. :))
აღარ მახსოვს ვისი გამონათქვამია: ,,ჩვენ მხოლოდ ერთი ენა ვიცი - ხელები მაღლა, თორემ გესვრი." აი, ეგაა რუსი.
სიძულვილი ჩნდება ჩადენილი ბოროტებით და მაგ ორ ნაციას ვერავინ აჯობებს ბოროტებაში.
შეკვეთილ სტატიებში ტყუილების წერა ბოროტებაა, და საძულველი, სოსო ცინცაძეს გადაეცით.
ნაციზმი, ყველა ერის მიმართ საძულველია, კიდო!
მონღოლების და ცოტნე დადიანის ,,ურთიერთობაზე" სერიოზული სახით კომენტარს ვერ გავაკეთებ. :)
ბრიტანელების, ესპანელების და გერმანელების ჩემთან ხსენება რა შუაშია? ან ინკვიზიტორების? სადმე მათი გამამარლებელი სიტყვები დავწერე?
სულ რომ ისტორიის გაგებაში არ ვიყო და არ ვიცოდე, რამდენი ზიანი მიაყენეს საქართველოს, მიცხოვრია რუსეთში და ვიცი მათი ზნე.
ბევრი არც უკლიათ.
და კიდევ - არაადეკვატურობა გაგდევთ ხაზად, მთელი არსებობის მანძილზე .
ნაციზმი სიბრიყვეა, ამაზრზენობასთან ერთად.
დიდება საბჭოთა კავშირს!
დიდება საბჭოთა ხალხს! დიდება ქართველ ერს!
დიდება საბჭოთა საქართველოს!
დიდება სტალინს!
დიდება ლავრენტი პავლესძე ბერიას!
საინტერესოა კია, რამდენს აქვს საქართველოში გადანახული რუსული დროშა და პუტინის სურათი.
ან, საერთოდ, რატომ არ მიდიხართ უკრაინაში ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი! გინდათ ომი? წადით და იომეთ!
ვინ მამაძაღლი გიშლით?!
ტუფტაა ეგ თქვენი პატრიოტიზმი და იმიტომ არ მიდიხართ.
ვისაც სჯერა, რომ რუსეთს უნდა ეომოს, ომობს.
დაანებეთ ქვეყანას თავი!
უკვე მეორედ ახსენებთ აქ კომენტარებში ნაცებს და ვის გულისხმობთ პატივცემულო? შემთხვევით, მე ხომ არა? D)))
და ნაციონალი რატომ უნდა ვიყო ვითომ თქვენი ღრმად მოაზროვნე ვარაუდით? რუსეთი რომ არ მიყვარს იმიტომ, თუ მიშა რომ მქვია? :))
არც სახელით და არც გვარით.
ნაცობა პარტიულობა კი არ არის.
ზედაპირული აზროვნება, არაადეკვატურობა, რუსეთის ვითომ სიძულვილი ამერიკიდან ჯოხის აქნევით, რიჟა პატრიოტიზმი ნაცობაა.
ვინ მოხვდება ამ სიაში, თვითონ გადაწყვიტოს.
აღარ მომმართო
ცოტათი ღრმად დაფიქრდებით და ნაც ჯოგური ისტერიკა ისე გაგივლით, ვითომც არასდროს გქონიათ.
ლატენტური მამათმავლებისა არ იყოს, ყველზე მეტად რომ ესხმიან თავს შინაგანად თავის მსგავს არსებებს, ემანდ არავინ მიგვიხვდეს სულის ბნელი კუნჭულების საიდუმლოებებსო. :))
დამშვიდდით მეგობარო. ნაცებიც მკიდია, ოცნებაც და მთელი პოლიტიკური სპექტრი. ნუ, თქვენ რას ფიქრობთ ჩემზე, ეგეც არ მადარდებს. :))
გეი მემორანდუმზე ხელისმომწერი პარტიის მოწოდებას არ უნდა აჰყვე წესიერი კაცი.
გამორთე ნაც ტელევიზია და დამშვიდდები.
ლატენტური გეი ხართ თქო, არ მიკადრებია ნამდვილად. ეგ, ლიტერატურული ხერხი იყო აზრის უკეთ გადმოსაცემად. :)
აშკარად არასწორი აზრი გამოგაქვთ ჩემი კომენტარებიდან და არ ვფიქრობ ნართებულად შემდგომ კომენტირებას. :)
არც ის მინდა, რომ ნერვიულობის გამო წნევამ აგიწიოთ. არადა, აშკარად აფორიაქებული ხართ.
ღმერთმა არ დაგაჭირვოთ და კაპტოპრილს გირჩევთ, სლოვენიის გამოშვებას. ბლოკორდილის სამედიცინო დასახლეებითაა ცნობილი. ნუ, ამას მართლა გულშემატკივრის პოზიციიდან გწერთ. და არა მარტო თქვენ. ყველას საყურადღებოდ, მართლა კარგი პრეპარატია. <3
ყველამ ჩვენს გულში ჩავიხედოთ და ვეცადოთ, რომ პირნათელი ვიყოთ, როცა მაღალ სამსჯავროზე წარვდგებით. :) წარმატებებს გისურვებთ საქართველოს სიყვარულში.
აღარ მომმართო. კიდევ ვიმეორებ.
სხვა მაინც არაფერი გიშველის აზრი რომ შეიცვალო.
ღმერთის სწამთ და თავად აცრილები, გავეშებული სხვას დასჩხავიან - აიცერი , თორე დავიღუპე!
ქრისტიანია ვითომ და გეი პიდარ აღლუმის სათავეში თუ არა, შინაურ წრეში მაინც დორბლმორეული იცავს გარყვნილების "სწავლებას უფლებებს" სკოლებში და საბავშვო ბაღებში.
მართლმადიდებლობს თავის ჭკუაში და როგორც მიუთეთებენ ევრო ამერიკელები, ისე შეიძულება ერს და ნაციას.
კერპთაყვანისცემელია, ოღონდ ვერ ხვდება. მიშა ჰგონია ღვთის წყალობა.
უკრაინის დროშის ტარება გულზე სავალდებულო უნდა რომ გახადოს.
შემწყნარებლობელია ვითომ და გულში და სულში ერთი აზრი უტრიალებს: ნაცები თუ დაბრუნდნენ, რა სიამოვნებით გაიგებს ახალ ამბებში ნულოვან ტოლერანტობის ამბებს.
ეს ლაითია, ძალად მაღალფარდოვანი რეჩებით მოლაპარაკე მონსტრების უნარ-ჩვევების.