„წამებულ“ ყოფილ პრეზიდენტს სტრასბურგმა კიდევ ერთხელ განუმარტა წამების ანატომია: „2012 წლამდე პატიმართა წამება იყო მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი...“

„წამებულ“ ყოფილ პრეზიდენტს სტრასბურგმა კიდევ ერთხელ განუმარტა წამების ანატომია: „2012 წლამდე პატიმართა წამება იყო მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი...“

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება სისტემური ხასიათის იყო. 2023 წლის 16 თებერვალს სასამართლომ გამოაქვეყნა საქმის გადაწყვეტილება, სადაც „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა.

პატიმრების მორჩილებისა და ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მიზნით: ახლად მოთავსებულ პატიმართა აუცილებლად ცემის პრაქტიკა – ე.წ. საკარანტინო პროცედურა; პატიმრების სისტემატური ცემა კვირაში რამდენიმეჯერ; ე.წ. კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით ხანგრძლივი ვადით მოთავსება, სადაც მეტალის საწოლის გარდა არაფერი იყო და დღის განმავლობაში პატიმრებს უწევდათ ცემენტის იატაკზე ჯდომა. საწოლი აკეცილი და მიმაგრებული იყო კედელზე საკეტით. დაწესებულების თანამშრომლები საწოლს ხსნიდნენ და მომჩივანს ნებას რთავდნენ, გამოეყენებინა მხოლოდ საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე; პატიმრებს, ასევე, უწევდათ საკანში ერთდროულად რამდენიმე პატიმრის მოთავსების შემთხვევაში მთელი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა; პატიმრებისთვის საკვების მიღებისა და საპირფარეშოს გამოყენების შეზღუდვა; ოჯახის წევრებთან შეხვედრის გამუდმებით შეზღუდვა; პატიმრებისთვის სპეციალური სახის ჩაფხუტის ჩამოფარება და პირში ბურთის ჩაჩრა, რათა მათ არ ესაუბრათ; პატიმრებს შორის საუბარი მხოლოდ ჩურჩულით.

მმართველი გუნდის თქმით, ერთი მხრივ გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პირადად მიხეილ სააკაშვილს ამხელს გირგვლიანის საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში და მის დანაშაულს, რისთვისაც ახლა იხდის სასჯელს და ამავე დროს, გადაწყვეტილებით „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ ამხელს სააკაშვილის სისტემას, როგორც გულაგების სისტემას, სადაც იყო წამების სისტემა და ის იყო შემქმნელი ამ წამების სისტემისა და მეორე მხრივ, გვყავს ევროპარლამენტში პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებიც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის, ვინც დღეს ევროპული დემოკრატია უნდა გადაარჩინოს. მათი აზრით, ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა, რომელიც მოსახლეობაში ევროპის მიმართ სკეპტიციზმს აღვივებს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებაა კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, თუ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს პატიმრების წამების როგორი „გამართული“ და კონკრეტული სქემა არსებობდა, ხოლო პენიტენციურ სისტემაში არსებული მაშინდელი სიტუაცია იყო იმის ნათელი მაგალითი, სახელმწიფოს ინსტიტუტებში რა სიტუაცია იყო.

„სასაცილო ისაა, როდესაც ამჟამინდელ ხელისუფლებას დღეს ბრალს სდებენ იმაში, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის სისტემატიური წამება და არასათანადო მოპყრობა მიმდინარეობდა. ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან თვალნათლივ ჩანს, რეალურად საქმე რასთან გვაქვს. 2012 წლის მერე ხელისუფლების ცვლილებამ რა მოიტანა და რადიკალურად როგორი განსხვავებაა მაშინდელ რეჟიმთან, ამას ყველა ხედავს. ამის შემდეგ ამერიკელი თუ ევროპელი პოლიტიკოსები და სხვა ცნობადი სახეები მიხეილ სააკაშვილს ქართული დემოკარტიის მამას და შუქურას უწოდებენ. ეს უკვე ქართული საზოგადოების თვალში მწვავედ ჩანს და მოსახლეობაში ევროპულ სკეპტიციზმს და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს. დრამატული კონტრასტი სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და ევროპარლამენტის რეზოლუციას შორის ძალიან დიდია. ხალხი კარგად ხედავს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, რამაც, შესაძლოა, დასაბამი ისეთ პროცესებს მისცეს, რომელიც ჩვენი ევროინტეგრაციისთვის არასასურველი აღმოჩნდეს. ჩვენს საზოგადოებაში ეს ყველაფერი ურაყოფით განწყობას ევროკავშირის მიმართ ნამდვილად შექმნის, რაც ქვყნისთვის სასარგებლო არ იქნება. ეს საჭიროებს რეაგირებას და გარკვეული ზომების მიღებას“, - ამბობს ანჯაფარიძე.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს  ევროპარლამენტარების დუმილს, ანჯაფარიძე ამბობს, რომ რიგით ჩვენს მოქალაქეებს ეს კითხვები სწორედ ამიტომ უჩნდებათ და სწორედ ამის გამო არის, რომ შესაძლოა, მოსახლეობაში ევროკავშირის მიმართ სკეპტიციზმი გაიზარდოს.

„ეს რეზოლუციები და შემოძახებები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ იმიტომ არ იყო, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება დასავლეთის მარიონეტად მიიჩნეოდა და მაშინ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საჩხვლეტ ინსტრუმენტად გამოიყენებოდა. როდესაც „ოცნებამ“ ამ ფუნქციის შესურლებაზე უარი განაცხადა და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი დაიწყო, ეს, როგორც ჩანს, დასავლეთში ყველას არ მოეწონა. ის, რომ „ოცნებამ“ იმ ფუნქციის შესრულება არ მოინდომა რუსეთთან მიმართებაში, რა ფუნქციასაც სააკაშვილის ხელისუფლება ასრულებდა, დასაველთის გარკეული წრეების განაწყენება გამოიწვია. ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ განეწყვნენ და ჩათვალეს, რომ „ოცნება“ შესაძლოა პრორუსული ძალა იყოს, მით უმეტეს მათ წარმოდგენაში ბიძინა ივანიშვლი რუსეთში გამდიდრებული ადამიანია. მთელი ამ წლებს განმავლობაში მწარე ნარატივი არსებობს, რომ „ოცნება“ კრემლის წინააღმდეგ ისეთივე შემტევი არ არის, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება იყო“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ 577 დეპუტატი, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს და სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ, პოტენციური მეგის ქარდავები არიან. მისი აზრით, ამ ხალხმა ხმა მიხეილ სააკაშვილის იმ სისტემის გამართლებას მისცა, რომელმაც ქვეყანაში არაერთი ოჯახი და ახალგაზრდა გააუბედურა. ეს კი სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა. გამოდის, რომ ქართველ ხალხს ეს ევროპარლამენტარები ამ წამებაზე, შეურაცხყოფაზე, დამცირებაზე, ძარცვაზე თვალის დახუჭვას სთხოვენ. ამდენად, გვენეტაძე სვამს კითხვას, რატომ იცავენ ეს ადამიანები სააკაშვილს, როცა ქართველი ხალხი მას დამნაშავედ მიიჩნევს?

„გონივრული ეჭვი უჩნდება ქართველ ხალხს, რომ აღნიშნული ევროპარლამენტარები ამ რეზოლუციებს კონკრეტული ქრთამის და ანგარების მიზნით იღებენ, ან ამ ხალხის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს რაღაცით მასთან არის დაკავშირებული. ამიტომაც მათ ინტერესში შედის, რომ სააკაშვილი ციხიდან რაც შეიძლება მალე დაიხსნან. თავად მათმა უზენაესმა სასამართლომ, რომელიც სტრასბურგშივე მდებარეობს, თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს მწამებელი სისტემა იყო, ხოლო სააკაშვილი ამ სადისტური სისტემის შემქმნელი იყო. მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ უნდა წავიდეს „ოცნების“ ხელისუფლება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ არ დავობს იმაზე, ის ციხეში უნდა იჯდეს თუ არა? პირიქით, სააკაშვილის ამომრჩეველი ქუჩაში მის გამოც კი არ გამოდის. ამის მიუხედავად, ქართველ ხალხს თვალში ნაცარს აყრიან და ისევ ბრიუსელიდან, მენტორული ტონით, თითის ქნევით, გვიბრძანებენ, რომ ეს მწამებელი სისტემის შემქნელი კაცი გავათავისუფლოთ. თურმე არც სასამართლო გვაქვს, არც სააკააშვილისგან დაზარალებული ხალხი არსებობს და როგორც მაგათ ესიამოვნებათ ისე უნდა ვიმოქმედოთ“, - ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, უკვე ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოგზავნაში ევროპული პოლიტიკური ელიტაა გარეული და ახლა, ჩავარდნილი გეგმის შემდეგ, მისი ქვეყნიდან გაყვანა უნდათ. ამიტომაც ფიქრობენ, რომ მსგავსი რეზოლუციებით საქრათველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას მოახდენენ. ის არ გამორიცხავს, რომ ევროპარლამენტარებს სააკაშვილი აშანტაჟებდეს კიდეც, რადგან მათზე ბევრი რამ იცის. მათ პირის მოღებით აშინებს და ისინიც იძულებულები არიან, რომ ამ ფორმით მისი ციხიდან დახსნა შეძლონ.

merab 10 წელი დასჭირდა სტრასბურგის სასამართლოს, რომ ყველასათვის ცნობილი სისტემური დანაშაული ეღიარებინა.
ნაცისტების ჩადენილი დანაშაული, 1955 წელს რომ ეღიარებინა სასამართლოს.
ყველანაირად უტრიალეს, დრო წელეს და იძულებული გახდნენ ეღიარებინათ .
1 წლის უკან