საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის ექსპერტის თემურ ბასილიას განცხადებით, სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნა ორგანიზებული იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ საქართველოს ჩართვით საომარ მოქმედებებში. მისი თქმით, რატომღაც ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ სააკაშვილის გამოჩენა საქართველოში გამოიწვევდა ხელისუფლების ცვლილებას და შესაბამისად, საქართველოს პირდაპირ ჩართვას ომში.
for.ge თემურ ბასილიას ესაუბრა.
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, 24 თებერვალს იქნება მზად. როგორც ირკვევა, დაწესებული სანქციების მიუხედავად, დასავლური კომპანიების უმრავლესობა რუსეთში ბიზნესს ჩვეულებრივ აწარმოებს. კერძოდ, რუსული ბაზარი ევროკავშირის და G7-ის ქვეყნების კომპანიების მხოლოდ 8.5%-მა დატოვა. მათ შორის უმეტესობა - 18% ამერიკული კომპანიაა. ევროკავშირში ბაზირებული კომპანიების დონე 8.3%-ს შეადგენს, იაპონურებისა კი 15%-ს. ბატონო თემურ, რით ხსნით იმას, რომ სანქციების მიუხედავად, რუსულ ბაზარაზე ისევ რჩებიან დასავლური ფირმები?
თემურ ბასილია: ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის დაკისრებული იმ კომპანიებზე, რომლების დაარღვევენ სანქციებს. ამიტომაც, ამ კომპანიებს არ უღირთ სანქციების დარღვევა, რადგან ეს არა მხოლოდ ფინანსურ ზიანს გამოიწვევს, არამედ ამ კომპანიებისა და მათი ხელმძღვანელების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმეგლობას გამოიწვევს. ამიტომაც, რუსულ ბაზარზე რჩებიან მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც ისეთ სფეროებზე საქმიანობენ, რომლებზეც არ არის სანქციები გამოცხადებული.
საქართველოს ხელისუფლებამ ღიად თქვა, რომ საერთაშორისო სანქციებს საქართველო არის მიერთებული და როგორც სახელმწიფო, იგი ამას იცავს, მაგრამ, ცალმხრივად, სანქციებს არ აწესებს. ბატონო თემურ, როგორ ფიქრობთ, შეეძლო კი საქართველოს ცალმხრივად სანქციების დაწესება და თუ შეეძლო, მაშინ როგორ ფიქრობთ, რატომ არ გააკეთა?
- საქართველო ნამდვილად არის მიერთებული ყველა საერთაშორისო სანქციას და საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს და აფასებს ამას. რაც შეეხება ცალმხრივად სანქციების დაწესებას, ასეთი რამ საქართველოსთვის არც აშშ-ს და არც ევროგაერთიანებას მოუთხოვია. ვინც საქართველოს მიმართ ასეთ მოთხოვნას აყენებს, ეს უკრაინის ხელისუფლება და მათთან დაკავშირებული პირები არიან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ მიმართულებით საქართველო მაქსიმუმს აკეთებს. ხოლო, ცალმხრივი სანქციების დაწესებით ზიანი უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მიადგებოდა.
უკრაინის ხელისუფლება ბრალს სდებს საქართველოს იმაში, რომ ქვეყანა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და მეტიც, საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიიდან რუსეთში შედის სანქცირებული ტვირთი. ბარალდების მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლებას მტკიცებულება ამ დრომდე არ წარმოუდგენია. თქვენთვის რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია და როგორ ხსნით უკრაინის ხელისუფლების ამ ბრალდებას?
- იმის მიუხედავად, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და მათთან ასოცირებული პირები ბრალს სდებენ საქართველოს სანქციების თავიდან აცილების საქმეში, რეალური მტკიცებულება ამის თაობაზე არავის წარმოუდგენია. როგორც აშშ-ის ელჩმაც არაერთხელ აღნიშნა, ეს ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საზღვრის დაცვის და საბაჟო სამსახურებთან. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მართლაც რომ ხდებოდეს საქართველოს მხრიდან რაიმე დარღვევა, ეს აშშ-ის ხელისუფლებას ეცოდინებოდა.
ამ კონფლიქტში საქართველო გულშემატკივრობს უკრაინას, მაგრამ ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და არ შედის ამ კონფლიქტში. თუმცა, როგორც პრემიერი აცახდებს, ქვეყანამ აირიდა ომი. მისი თქმით, მცდელობა, რომ რამენაირად გადმოსულიყო ეს კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში, არ ჩერდება. მოგეხსენებათ, რომ „ხალხის ძალა“ ღიად ადანაშაულებს საქართველოში აშშ-ის ელჩს იმაში, რომ ამერიკის ხელისუფლების სახელით მოითხოვა და ითხოვს მეორე ფრონტის გახსნას. ბატონო თემურ, აშშ-ის პოზიცია არის რეალურად ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა? ითხოვენ ამას საქართველოს ხელისუფლებისგან?
- მაქვს გარკვეული კონტაქტები, ვინც ვაშინგტონში დაკავებულია უკრაინის საკითხებით და გარწმუნებთ, აშშ-ის ხელისუფლებას არასოდეს მოუთხოვია საქართველოსგან მეორე ფრონტის გახსნა. რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას, დიახ, მათი ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები ნამდვილად ითხოვდნენ საქართველოს ჩართვას ომში და ამას აკეთბდნენ ღიად და საჯაროდ. ამიტომ, ყველას ვურჩევ, ნუ ავურევთ უკრაინის ხელისუფლებას აშშ-ის ხელისუფლებაში.
თუ არ ითხოვენ, მაშინ გვითხარით რას ეფუძნება ხელისუფლების და „ხალხის ძალას“ პოზიცია და თუ ითხოვენ, მაშინ რატომ, რას შეცვლის მეორე ფრონტი უკრაინისთვის?
- მე არ მაქვს ამ ადამიანებთან კონტაქტი და ამიტომაც არ ვიცი რა პოზიცია აქვთ მათ, არც ის ვიცი, რას ითხოვენ და რატომ. რაც ზუსტად ვიცი და ეს ვიცი, უშუალოდ იმ პირებისგან, ვინც ვაშინგტონში დაკავშირებულნი არიან უკრაინასთან, აშშ-ს არ უთხოვია საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში. ერთადერთი, რასაც სთხოვენ საქართველოს, გახლავთ საერთაშორისო სანქციების დაცვა და უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარება. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ორგანიციების ამ თხოვნასთან.
მეორე ფრონტის გახსნაზე პირდაპირ მოვისმინეთ განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და როგორც საქართველოს ხელისუფლება ამბობს, ამ მიზანს ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილის შემოგზავნა საქართველოში და ძალიან ბევრი პროვოკაცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“და თვითონ უკრაინის ხელისუფლებისგან მოდის. ფიქრობთ, რომ სწორედ ამ მოტივით შემოიყვანეს სააკაშვილი?
- მქონდა ამის თაობაზე ინფორმაცია და სწორედ, ამ ინფორმაციის საფუძველზე ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში ვწერდი, რომ სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნა ორგანიზებული იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ საქართველოს ჩართვით საომარ მოქმედებებში. რატომღაც ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ სააკაშვილის გამოჩენა საქართველოში გამოიწვევდა ხელისუფლების ცვლილებას და შესაბამისად საქართველოს პირდაპირ ჩართვას ომში.
რამდენიმე დღის წინ გორდონთან გახლდათ უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი, არმიის გენერალ ნიკოლაი მალომუჟის ძალიან საინტერესო ინტერვიუ. გასული საუკუნის 80-იან წლებში ეს პიროვნება გახლდათ საბჭოთა უშიშროების წარმომადგენელი კიევის უნივერსიტეტში, სადაც სააკაშვილი და პოროშენკო სწავლობდნენ. ამ ინტერვიუში იგი საუბრობს როგორ „მუშაობდნენ“ როგორც სტუდენტებთან, ასევე, მასწავლებლებთან, მათ შორის, სააკაშვილთან და პოროშენკოსთან. როგორც იგი აცხადებს, საბჭოთა უშიშროების მიერ მოხდა სააკაშვილის „დავერბოვკება“ მისი კიევის უნივერსიტეტში სწავლის დროს. ასევე, საუბრობს, როგორ გამოაგზავნეს სააკაშვილი საქართველოში სამოქალაქო ომის დროს, როგორ დააბრუნეს უკან კიევში და გააგზავნეს სასწავლებლად ამერიკაში. ასევე, როგორ ამზადებდნენ ასეთ „დავერბოვკებულ“ პირებს სახელმწიფოების მეთაურებად, პრეზიდენტებად, პრემიერ მინისტრებად და ა.შ.
ყველას გირჩევთ, მოუსმინეთ ამ ინტერვიუს, ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ იმავე პერიოდში, 1988-89 წლებში სააკაშვილის ჰოლანდიელი მეუღლე, სანდრა სწავლობდა მოსკოვში, საბჭოთა უშიშროების მიერ კონტროლირებად პატრის ლუმუმბას უნივერსიტეტში. ასე რომ, დასკვნები თავად შეიძლება გააკეთოთ.
რაც შეეხება სააკაშვილს, სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს. ლობისტური საქმიანობა მოიცავდა აშშ-ის და საერთაშორისო მედია საშუალებებისთვის სააკაშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სტატიების გამოქვეყნების უზრუნველყოფას კლიენტის მძიმე მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. ბატონო თემურ, რა შეგიძიათ „აკერმანის“ შესახებ გვითხრათ, რამდენად გავლენიანია ეს კომპანია და როგორია თვითონ ამერიკული მხარის დამოკიდებულება სააკაშვილთან დაკავშირებით?
- საკმაოდ სერიოზული კომპანიაა და სწორედ ამიტომაც შეარჩია სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა ეს კომპანია. ლობისტური საქმიანობა აშშ-ში ფართოდ არის გავრცელებული და ბევრი კომპანია თუ პიროვნება იყენებს მათ. ამასთან, აშშ-ში ლობისტური საქმიანობა საჯაროა და ისინი ვალდებულნი არიან აშშ-ის სახელმწოფის წარუდგინონ ოფიციალური ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ. „აკერმანმა“ დაიცვა კანონი და საჯარო გახადა სააკაშვილთან დაკავშირებული ინფორმაცია.
ჩვენ არ უნდა ავურიოთ „აკერმანი“ აშშ-ის სახელმწიფოსთან. „აკერმანი“ არ წარმოადგენს აშშ-ის ხელისუფლებას, ის გახლავთ კერძო კომპანია, რომელსაც აქვს ფინანსური ინტერესი სააკაშვილისგან. რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფოს, მათი თხოვნა გახლავთ, რომ ყველა ადამიანის და, მათ შორის სააკაშვილის მიმართ, დაცული იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები იყოს დაცული.
თქვენ ხართ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დევნილი პირი, თავი შეაფარეთ აშშ-ს. როგორ ფიქრობთ, უნდა გადაუვადდეს სააკაშვილს სასჯელი მკურნალობის მოტივით? და თქვენი შეფასებით, იკვეთება სიმულანტობის ნიშნები?
- ზოგადად, ადამიანი თუ მართლაც არის მძიმე ავადმყოფი, მას უნდა უმკურნალონ. ასევე, მძიმე მდგომარეობაში მყოფ პატიმარს შეიძლება გადაუვადდეს სასჯელის მოხდა ან მას შეეცვალოს სასჯელის ფორმა. მაგრამ მე ექიმი არა ვარ და ვერ ვილაპარაკებ რამდენად მძიმე ავადმყოფია იგი. თუმცა, ძალიან კარგად, 1993 წლიდან ვიცნობ სააკაშვილს და აქედან გამომდინარე, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მიმართავს ყველა საშულებას, რომ თავიდან აიცილოს სამართლიანი სასჯელი, რაც მის მიმართ არის გამოტანილი საქართველოს სასამართლოს მიერ.
მას შემდეგ რაც რუსეთიდან შეწყდა გაზის მიწოდება, საქართველოზე უნდა გაიაროს გაზის ტრანზიტმა, რომელიც აზერბაიჯანიდან მიდის ევროპისკენ. ასეთ შემთხვევაში, ევროპას არ აწყობს საქართველოში ომი, ან თუნდაც დესტაბილიზაცია, რადგან საქართველოზე უნდა გაიაროს იმ სატრანზიტო მარშრუტებმა, რომელიც რუსეთიდან უკვე სხვა მიმართულებით გადამისამართდნენ. როდესაც გვესმის დესტაბილიზაციისკენ მოწოდებები, რა ძალას აწყობს ეს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობას“ ლობირებს?
- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არც აშშ და არც ევროგაერთიანება არ არიან დაინტერესებულნი, რომ საქართველოში სიტუაცია აირიოს. რაც მათ აინტერესებთ, გახლავთ, რომ საქართველომ დროულად შეასრულოს ევროგაერთიანების 12 რეკომენდაცია და, რომ საქართველომ მიიღოს ევროგაერთიანების წევრობის კანდიდატის სტატუსი.
დევნილია, იდიოტი კი არა.
რასაც ევროპარლამენტარები, ყოფილი ელჩები და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, უკრაინის ხელისუფლება ითხოვს, მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია.
რისი მეორე ფრონტის გახსნის თავი გვაქვს. არა. ითხოვენ ხისტ განცხადებებს რუსეთის მიმართ. ისეთს, რაც აიძულებს რუსეთს თავისი რაკეტების სამიზნე გახადოს თბილისი მოკლედ რომ ვთქვათ: თავი მოიკალით, ქვეყანა გაანადგურეთ, თორე ევროკავშირის წევრობის სტატუსზე აღარ დაგელაპარაკებითო.
მეორე ფრონტი, აბსურდულობის გამო აიტაცეს ნაც საპიდარასტეთმა და ვინ თქვა მეორე ფრონტი, აბა, გაიძახიან.