„მეორე მსოფლიო ომში გერმანელებს 5 კილომეტრი აშორებდათ მოსკოვიდან, კრემლის ქონგურებზე ვარსკვლავებს ითვლიდნენ, მაგრამ მოიგო გერმანიამ ის ომი?!“

„მეორე მსოფლიო ომში გერმანელებს 5 კილომეტრი აშორებდათ მოსკოვიდან, კრემლის ქონგურებზე ვარსკვლავებს ითვლიდნენ, მაგრამ მოიგო გერმანიამ ის ომი?!“

„რუსეთის წინსვლა უკრაინაში არაფერს ნიშნავს, დასავლეთი ვერ მისცემს საკუთარ თავს დამარცხების უფლებას, რადგან პუტინმა ახლა თუ გაიმარჯვა, 100%-ით გეუბნებით, მაქსიმუმ 1-2 კვირაში მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ვინაიდან პუტინი არ გაჩერდება. ევროპის პოლიტიკურმა სიმძიმემ უკვე აღმოსავლეთით გადმოინაცვლა, ამიტომაც ჩადის ბაიდენი პოლონეთში, რადგან დღეს უკვე ამინდს ქმნის არა ძველი ევროპა, არამედ ახალი ევროპა, პირველ რიგში, პოლონეთი და ბალტიისპირეთი, რომლებიც ომში ჩაერთვებიან, მათ ისტორიული ანგარიში აქვთ რუსეთთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

საქართველოში პროგნოზირებენ, რომ ზელენსკიმ შეიძლება საკუთარი მოღვაწეობა ფატალურად დაასრულოს, რადგან მან ვერ შეძლო რუსეთის აგრესიის თავიდან აცილება და გარკვეული ძალების მარიონეტად იქცა. ფაქტობრივად, უკრაინის 20% ოკუპირებულია, 10 ათასობით დაღუპული, ტრილიონი დოლარის ოდენობის ზარალი, ცალკეულ ადამიანებს იმდენად აღიზიანებთ ზელენსკის არაპროუკრაინული პოლიტიკა, რომ არც მალავენ, „კაიფში მყოფი ზელენსკი საკუთარ დამკვეთებს ეკეკლუცება“. ამასობაში რუსეთი უკრაინის უფრო მეტ ტერიტორიას იკავებს. ხომ არ მოხდება ზელენსკის ფაქტორის გადაფასება მსოფლიოში, რომლის დროსაც ამ ომში თითქმის მთელი მსოფლიო ჩაერთო?

- ზელენსკის მიმართ ასეთი კატეგორიული განცხადებები ადასტურებს, რა დონეზეა საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობათა ანატომიის შესწავლა. ფაქტი ერთია, მხოლოდ ზელენსკის უკანასკნელი ევროპული ტურნე რომ შევაფასოთ, ამ ხნის ადამიანი ვარ, მაგრამ მე არ მახსოვს არც ერთი სახელმწიფო მოღვაწის, დაწყებული ამერიკის პრეზიდენტებიდან, დამთავრებული ევროპის პირველი პირებით, ასეთი ტრიუმფალური საერთაშორისო ტურნე, თუნდაც იმავე ლონდონში ვესტმინსტერის ჰოლში მოწყობილი შეხვედრა. ეს არის ადგილი, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებებისთვის, ელისაბედ მეორის გასვენება იქიდან მოხდა, იქ ხდება კორონაციები, სახელმწიფო მნიშვნელობის მიღებები. ინგლისელები არ არიან ქართველი პარლამენტარები, არც ემოციური იტალიელები და ფრანგები, თავშეკავებული, დინჯი და მშვიდი ინგლისელი პარლამენტარი რომ მიიყვანო იქამდე, 15 წუთი ფეხზე ამდგარი ტაშს გიკრავდეს, ხოლო დიდი ბრიტანეთის, ანუ პარლამენტის სამშობლოს, სპიკერი ფეხზე ამდგარი უკრაინულ ენაზე მოგესალმოს და გითხრას უკვე ტრადიციად ქცეული ფრაზა - „დიდება უკრაინას, დიდება გმირებს“, ეს უბრალო ამბავი არ არის. ეს სიტყვები უკვე ისტორიაში შევიდა. რაც შეეხება თვითონ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, მართალია, დღეისათვის ინიციატივა რუსეთის მხარეზეა და რუსეთი გარკვეულ წარმატებებს აღწევს, მაგრამ ეს, პირველ რიგში, გამოწვეულია იმით, რომ უკრაინამ, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა გაზაფხულისთვის კონტრშეტევა, ამერიკის რჩევით, ეს კონტრშეტევა გადადო გაზაფხულის ბოლოსთვის-ზაფხულისთვის, როდესაც მიიღებს დაპირებულ შეიარაღებას. საუბარია 200-მდე ტანკის, 200-მდე ქვემეხის, საბრძოლო მანქანების - „ბრედლის“ მიღებაზე, ეს არის ქვეითთა საბრძოლო მანქანები. რუსეთს კი დღეს რა რესურსი აქვს?!

გასაგებია, რომ დასავლეთი თანამედროვე შეიარაღებას მიაწვდის უკრაინას, მაგრამ ცალკეული ქვეყნები ისევ მერყეობენ, მაგალითად, შვეიცარიამ ესპანეთს შვეიცარიული წარმოების იარაღის უკრაინისთვის გადაცემა აუკრძალა, საეჭვოა ისიც, რომ ზელენსკის მიერ მოთხოვნილი შეიარაღების სია გერმანიის კანცლერამდე არ მისულა... როგორც ჩანს, ევროპელები სიფრთხილეს მაინც იჩენენ რუსეთის წინაშე.

- 800 წელია, შვეიცარია ნეიტრალურია, გერმანიაც ასევე ამბობდა, არავითარ შემთხვევაში არ გადავცემთ უკრაინას „ლეოპარდებსო“, შოლციც ამას იმეორებდა, ინგლისელებიც ამბობდნენ და ფრანგებიც, უკრაინას არ გადავცემთ შეიარაღებასო, მაგრამ ნელ-ნელა ყველანი პოზიციას იცვლიან. რატომ ხდება ასე? რა არის ეს ომი? მხოლოდ უკრაინას შეეხება? მთელი აბსურდი ისაა, რომ საქართველოში ზოგიერთები ამას რუსეთ-უკრაინის ომად აღიქვამენ, პრაქტიკულად, ეს მსოფლიო ომია, ოღონდ კონვენციური იარაღით. მეორე მსოფლიო ომში 50 ქვეყანა იბრძოდა. ახლაც ზუსტად 50 ქვეყანა ეხმარება უკრაინას და იარაღს აწვდის, რამშტაინში 50 ქვეყანაა, ანუ ზუსტად იმდენი ქვეყანა მონაწილეობს დღეს ამ ომში, რამდენიც მეორე მსოფლიო ომში, ზოგი პირდაპირ მონაწილეობს, ზოგი იარაღის მიწოდებით.

50 ქვეყნის მონაწილეობა ამ ომის ბედს უკვე განსაზღვრავს? ანუ რუსეთის დამარცხება გარდაუვლად მიგაჩნიათ?

- ელემენტარულად, მიმაჩნია, რომ დღეს დასავლეთი ვერ დაუშვებს, ცივი ომი წააგოს. თავის დროზე ცივი ომი მოიგო დასავლეთმა. როგორ გგონიათ, ვინმე ფიქრობს, რომ დღეს პუტინი გაჩერდება? პუტინმა ახლა თუ გაიმარჯვა, 100%-ით გეუბნებით, მაქსიმუმ 1-2 კვირაში დაიწყება მესამე მსოფლიო ომი, ვინაიდან პუტინი არ გაჩერდება, პუტინი მაშინვე ჩამოიღებს თაროდან 2021 წლის დეკემბრის ულტიმატუმს და ნატოს მოსთხოვს 1957 წლის საზღვრებზე უკან დახევას. გარდა ამისა, პოლონეთი და ბალტიისპირეთი იომებენ უკვე. რატომ ჩადის ბაიდენი პოლონეთში ერთ კვირაში? ეს არ არის მისი პირველი ვიზიტი არც პარიზში, არც ლონდონში, არც ბრიუსელში, არამედ ჩადის პოლონეთში, რადგან ევროპის პოლიტიკურმა სიმძიმემ უკვე აღმოსავლეთით გადმოინაცვლა. დღეს უკვე ამინდს ქმნის არა ძველი ევროპა, არამედ ახალი ევროპა, ანუ აღმოსავლეთ ევროპა, პირველ რიგში, პოლონეთი და ბალტიისპირეთი. ეს ტერმინი „ძველი ევროპაც“ ამერიკის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა რამსფელდმა გამოიყენა თავის დროზე. პოლონეთსა და ბალტიისპირეთს ისტორიული ანგარიში აქვს რუსეთთან, რადგან რუსეთმა დაშალა რეჩ პოსპოლიტა, როდესაც ლუბლინის უნიით გაერთიანებული იყო პოლონეთი და ლიტვა, პრაქტიკულად, ერთი სახელმწიფო იყო. ამიტომ პოლონეთიც ჩაერთვება ომში და ბალტიისპირეთიც. როგორ გგონიათ, ნატოც უკან დაიხევს? საერთო აზრით, ეს ომი უნდა დამთავრდეს ან ერთის, ან მეორის გამარჯვებით, ან ზავით სადღაც 2023 წლის ბოლოს, ან 2024 წლის გაზაფხულზე, ეს ნიშნავს, როდესაც ფინიშზე იქნება გასული ამერიკაში არჩევნები. ბაიდენი დაუშვებს იმას, რომ 2024 წლის ნოემბერში არჩევნებში დამარცხებული მივიდეს? ეს ხომ გამორიცხულია. უბრალოდ, დასავლეთმა დრო დაკარგა და ეს უკრაინის უბედურებაა, თითო ჯაველინებს უთვლიდნენ უკრაინას, ყველაზე დიდი იარაღი რაც იყო, ეს ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინები იყო, მერე დასავლეთმა დაიწყო ქვემეხების მიცემა, მერე შოლცმა თქვა, ტანკის მიცემა როგორ შეიძლება, რუსებს გაახსენდებათ მეორე მსოფლიო ომიო, მაგრამ ახლა შოლცი 200 „ლეოპარდს“ აძლევს უკრაინას.

როგორ გგონიათ, დასავლეთმა რატომ დაკარგა ამდენი დრო - არ იცნობდნენ რუსეთის ბუნებას, თუ რუსეთს სახეს უნარჩუნებდნენ?

- ელემენტარულად, რატომ ხდება, რომ მთელი მორალური უპირატესობა აქვთ პოლონელებსა და ბალტიისპირელებს? რადგან მთელი 20 წელი პოლონელები და ბალტიისპირელები ცხარე დისკუსიაში იყვნენ გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან, რადგან ისინი ამბობდნენ, რა გინდათ ამ პუტინისგან, გაზს იაფად გვაძლევს, მუქთი გაზია, კარგად ვცხოვრობთ, შეიარაღებაზე თანხებს ვზოგავთ, პუტინს არაფერი არ უნდა, მაგრამ რომ ნახეს პუტინის უკრაინაში შეჭრა, ახლა შეიცვალნენ. რატომაა გერმანიის კანცლერი შოლცი ასე ყურებჩამოყრილი? სად არის მერკელი, ხმას რატომ არ იღებს? ერთი ინტერვიუ მისცა და აღიარა, უი, როგორ ვცდებოდი პუტინის შეფასებაშიო.

სხვათა შორის, სოროსმაც ზუსტად ანგელა მერკელი დაადანაშაულა რუსეთისთვის მადის გაღვივებაში, რაც მერკელის მერკანტილური პოლიტიკით ახსნა.

- რასაკვირველია, მარტო სოროსი კი არა, მთელი მსოფლიო მერკელს ადანაშაულებს, მერკელი უკვე ქუჩაშიც ვეღარ გამოდის გერმანიაში. მთელი გერმანია უკრაინის მომხრეა, მერკელი, ეს აღმოსავლეთ გერმანელი კომკავშირელი გოგო ტრაბახობდა იმით, რომ რუსული კარგად იცოდა. მე მაინტერესებს, ხალხს რატომ ავიწყდება, რომ მეორე მსოფლიო ომში გერმანელებს 5 კილომეტრი აშორებდათ მოსკოვიდან, ვოლოკოლამსკის შოსეზე იყვნენ მისულნი და კარგ, უღრუბლო ამინდში გერმანელი ოფიცრები დურბინდებით კრემლის ქონგურებზე ვარსკვლავებს ითვლიდნენ. ისინი მოსკოვთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მოიგო გერმანიამ ომი? ომი საერთოდ ასეა, მართალია, რუსეთმა ახლა უკვე დაიწყო გენერალური შეტევა, მაგრამ ტემპი არ აქვთ. ბახმუტი არ აქვთ აღებული, სოლედარი არ აქვთ აღებული, ლიმანთან ახლოს არ მისულან, აღებული აქვთ რამდენიმე სოფელი, ანუ საკვანძო ტერიტორიები რუსებს აღებული არ აქვთ. კი, ბახმუტში რუსეთი წინ მიიწევს, მაგრამ ქალაქის ორი მესამედი უკრაინელების ხელშია. 13-14-ში რამშტაინზე ახალ იარაღს მისცემენ უკრაინას, მათ შორის, თვითმფრინავებს, რაკეტებს, რომლებიც 300 კილომეტრზე ისვრის, რომ ყირიმი დაბომბოს უკრაინამ. ასე რომ, ზაფხულის ბოლოს სრულიად სხვა სიტუაცია იქნება. უბრალოდ, დასავლეთი ვერ მისცემს საკუთარ თავს დამარცხების უფლებას. ეს არ არის მხოლოდ პუტინის გამარჯვება უკრაინაზე, ეს იქნება პუტინის გამარჯვება ნატოზე, ამერიკაზე, მთელ კოლექტიურ დასავლეთზე. საქართველოსი არ იყოს, რუსეთი მაინც შეიჭრებოდა უკრაინაში, 2014 წელსაც შეიჭრა რუსეთი უკრაინაში.

თვითონ რუსების შესახებაც მინდა გკითხოთ. რუსი მწერალი ვლადიმერ სოროკინი მიიჩნევს, რომ თავისებურად მართლები არიან უკრაინელები, რომლებიც პუშკინის პორტრეტს ნაგავსაყრელზე ისვრიან, რადგან პუშკინმაც საკუთარი დერჟავული პოლიტიკა გამოხატა ლექსით „Клеветникам России“ („რუსეთის ცილისმწამებლებს“). სოროკინის აზრით, თავის დროზე, ასევე, მართლები იყვნენ ფრანგები და ჰოლანდიელები, რომლებიც გერმანულ წიგნებს ნაგავში ყრიდნენ და ამბობდნენ, ჰიტლერის ენას არ ვასწავლით ჩვენს შვილებსო, მაგრამ ომი დამთავრდა და დღეს გოეთეს საფრანგეთშიც კითხულობენ და ჰოლანდიაშიც.

- მწერლები მაინც ემოციური ხალხია, პირადად მე პუშკინის დიდი მოყვარული ვარ, ჩემთვის პუშკინი გენიოსი პოეტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პუშკინს საქართველოზეც აქვს არცთუ სასიამოვნო სიტყვები ნათქვამი.

დიახ, ამავე ლექსში „რუსეთის ცილისმწამებლებს“ პირდაპირ წერია, რომ რუსული მიწა პერმიდან თავრიდამდე და ფინური ცივი კლდეებიდან ცეცხლოვან კოლხიდამდეა... ანუ კოლხიდამდე ტერიტორია რუსებმა მიითვალეს.

- ამის მიუხედავად, პუშკინს ბრწყინვალე ლექსები აქვს, თუნდაც პეტრე პირველზე „Полтава“: „Пирует Петр, И горд и ясен. И славы полон взор его. И царский пир его прекрасен“, -ნახეთ, როგორი სტილია, ეს მარგალიტებივით ჩამოსხმული სიტყვებია.

პუშკინი პირდაპირ მიმართავს ევროპელებს, ნუ ერევიან სლავი ძმების შიდა დაპირისპირებაში, ნუ დარდობენ ლიტვის აღშფოთებაზე, რადგან სლავური მდინარეები საბოლოოდ მაინც ერთ მთლიან რუსულ ზღვაში შეერთდებიან.

- კი მაგრამ, მაშინ მარტო პუშკინს რას ერჩიან, დოსტოევსკი საშინელი ულტრანაციონალისტი, შოვინისტი იყო. დოსტოევსკი მოითხოვდა ომებს, რუსეთმა რომ ბალყარეთი დაიპყრო, მაშინ დოსტოევსკი აღფრთოვანებულ სტატიებს წერდა: „спросите солдат, за что они воюют, за царя, за отечество“, - ეს დოსტოევსკის სიტყვებია. თუმცა ჩემთვის საინტერესოა დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“, „იდიოტი“, ეს გენიალური ნაწარმოებები. რაც შეეხება დღევანდელობას, ჯერ კიდევ ჰყოფნის პუტინს ფული და ყუმბარებს ამზადებს, მაგრამ როდემდე? რუსეთის ბიუჯეტს ახლა გარღვევა აქვს ტრილიონ 300 მილიარდი რუბლი. 5 თებერვლის შემდეგ, როდესაც ნავთობსადენსა და ნავთობპროდუქტებზე (მაზუთზე, სალიარკაზე) მთლიანად ემბარგო დაწესდა, რუსეთი დღეში კარგავს მილიარდ დოლარს. ეტყობა, ზოგიერთები ჩვენში რუსულ „ფეიკებს“ კითხულობენ, თითქოს რუსეთის ეკონომიკა ძალიან ძლიერია, ამერიკა გაკოტრდა, სინამდვილეში, უკანასკნელი 50 წლის მანძილზე დღეს ამერიკაში ყველაზე ნაკლები უმუშევრობაა, უბრალოდ, ინფლაციაა დიდი, რაც მემკვიდრეობით მიიღო ბაიდენმა.

merab ტაში, კუკური!
1 წლის უკან
merab არ დაუშვებს წაგებას, ისე ამბობს, თითქოს, დაშვება-არა დაშვებაზე იყოს ომი.
ომია, ბიძია, ომი.
ხალხი იხოცება. ძალა მორევაზეა და არა - დაშვება არდაშვებაზე.
1 წლის უკან
merab რუსული საინფორმაციო ფეიკია დადასავლეთის გრანტებზე მიმჯდარი სოსო ცინცაძე და ნიკა ჩიტაძე სიმართლის მფრქვეველი.
კიიი! დაგიჯერეთ!
ლიბერ-პედარასტები მედიის ერთი სიტყვის არ დაიჯერება და მითუმეტეს, მათი, ექსპერტად წოდებულების.
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს პატივცემული ადამიანი არის ან მატყუარა ან უბრალოდ ახალი ავადმყოფობა ალაგ-ალაგ დემენცია მასაც შეეყარა! აი ახლა რასაც ბრჭყალებში ჩავსვამ ეს არის ძალიან სამარცხვინო ტყუილი, მიმართული საქართველოს მოსახლეოიბის დეზონტირებისათვის! რა ღირს ნეტავ ეს მორიგი მტკნარი სიცრუე?!
ცინცაძე - " ჯერ კიდევ ჰყოფნის პუტინს ფული და ყუმბარებს ამზადებს, მაგრამ როდემდე? რუსეთის ბიუჯეტს ახლა გარღვევა აქვს ტრილიონ 300 მილიარდი რუბლი. 5 თებერვლის შემდეგ, როდესაც ნავთობსადენსა და ნავთობპროდუქტებზე (მაზუთზე, სალიარკაზე) მთლიანად ემბარგო დაწესდა, რუსეთი დღეში კარგავს მილიარდ დოლარს. ეტყობა, ზოგიერთები ჩვენში რუსულ „ფეიკებს“ კითხულობენ, თითქოს რუსეთის ეკონომიკა ძალიან ძლიერია, ამერიკა გაკოტრდა, სინამდვილეში, უკანასკნელი 50 წლის მანძილზე დღეს ამერიკაში ყველაზე ნაკლები უმუშევრობაა, უბრალოდ, ინფლაციაა დიდი, რაც მემკვიდრეობით მიიღო ბაიდენმა." ამხელა პროფესორი კაცი ასე როგორ დაეცა?
1 წლის უკან
merab მაგისთანა ტყუილში იძლევიან გრანტებს და თან კონკურსია, ვინ უფრო კარგად მოიტყუება.
არადა, რა მსუყედ იხდიან ამერიკელები ტყუილში? არა, სოსო?
რას არ გააკეთებუნებს ფული პრაფესორსაც კი! ეჰ!
ჩვენ კიდე, კიკუსი გვიკვირდა.
1 წლის უკან
არაგველი641 იქნებ ვინმემ გააგებინოს ბატონ ცინცაძეს, რომ მოსკოვთან მიახლოებული გერმანელები პირველ რიგში ამერიკის დახმარებამ გააბრუნა უკან და შემდეგ საბჭოთა ჯარისკაცმა. მაგ ომის გარდა სხვა დროსაც დიდი დახმარებები აქვს გაწეული ამერიკას საბჭოთა კავშირისათვის.
როგორც ჩანს მართლა დემენციასთან გვაქვს საქმე!
1 წლის უკან
DDDzia არაგველი641 კიი, აბა არაა???
ჩემი პაპები, ორივე, ამერიკის დახმარებამ წაიყვანა ომში.
მათ შორის ერთი თავისი ნებით, ანუ მოხალისედ.
მეორე 1940-ში იყო გაწვეული და ომმა ჯარში სამსახურისას მიუსწრო.
ამერიკია, აბა სხვა როგორ?
1 წლის უკან
merab ამერიკამ, როცა დაინახა, რომ წითელ არმიას გერმანელები ვეღარ აჩერებდნენ, სასწრაფოდ გადასცა ნორმანდიაში დესანტი და ათი ათასობით ჯარისკაცი შეაწყვიტა. იცოდა, რომ ევროპას ბოლომდე ამოიღლიავებდა სტალინი.
სინამდვილეში, კი არ მიეხმარა, არამედ დაასწრო ევროპის დარჩენილი ნაწილის დაკავება.
1 წლის უკან
merab გადასხა უნდა იყოს
1 წლის უკან