ვინ არის ქართულ პოლიტიკაში „სასარგებლო იდიოტი“, არის თუ არა უკრაინა დაინტერესებული, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რამდენად რეალობასთან ახლოა, რომ პოლონეთის საზღვარზე რუსეთმა ანტისარაკეტო და სარაკეტო სისტემები განათავსოს და ვისთან მიდის ე.წ. „ატკატები“ უკრაინიდან დასავლეთში? - ამ თემებზე for.ge-ს ყოფილი დეპუტატი, „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ესაუბრა.
თქვენი აზრით, რა შედეგებს ელის „ნაციონალური მოძრაობა“ დაანონსებული ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან, რეგიონებში მიმდინარე აქციებიდან და რევოლუციური სცენარიდან, რაზეც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საუბრობს? ესეც მკვდარი პროცესია თუ მცირედი სარგებელი მაინც ექნებათ?
- ასეთი ტერმინი არსებობს „სასარგებლო იდიოტი“.
ხაბეიშვილია სასარგებლო იდიოტი?
- ივანიშვილისთვის ხაბეიშვილი ნამდვილად სასარგებლო იდიოტია. მართლა არ გამიკვირდება, ხააბეიშვილი პარტიულ არჩევნებში ხელისუფლების გაყვანილი იყოს. არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, თუმცა, თუ ხელისუფლებას შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა ამ პროცესზე და თუ ეს არ გამოიყენა, შეცდომა იქნება. მაგრამ, ყველაფერს ისე აკეთებს როგორც ხელისუფლება სჭირდება, ყველა მისი განცხადება, საზოგადოებაში გულისამრევი და ზიზღის გამომწვევია, რაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომ, თუ გავიგებთ, რომ ხელისუფლება დაეხმარა, არ გამიკვირდება. თუმცა, არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო. „სასარგებლო იდიოტი“ ნიშნავს ადამიანს, რომელიც თავისი უცოდინრობის გამო, უნებლიედ აკეთებს იმ საქმეს, რომელიც შენ გჭირდება. ეს არის „სასარგებლო იდიოტის“ განმარტება. ამაზე უფრო სასარგებლო იდიოტს, ვერც ივანიშვილი და ვერც „ქართული ოცნება“, აშკარად ვერ იშოვიდა.
დაშლილ-გაშლილი „ნაციონალური მოძრაობიდან“, პოლიტსაბჭოს წევრებიც კი განზე გადგნენ. რა შედეგს მიიღებს ყოფილი სახელისუფლო პარტია ბრძოლის არჩეული მეთოდით, რომლის ახალ თავმჯდომარეს, პოზიციაზე ყოფნის ვადაც კი 2 წლამდე შეუმცირეს?
- აქ დასასრულია. წერტილი უკვე დასმულია. ხაბეიშვილი თვითონაა წერტილი. ეს კინო მორჩა. აქ ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსია, მაგრამ ვერ ვხედავ ქარიზმატულ ლიდერს. ესენი უფრო ინტრიგის, კულუარების და არჩევნების ტექნოლოგიების სპეციალისტები არიან. მე ვერ ვხედავ ისეთ ფიგურას, რომელმაც შეიძლება ხმების შეგროვება შეძლოს და საზოგადოებაში ნდობა გამოიწვიოს. მიშას ფანები - პოლიტიკური სექტა, რამდენიმე პროცენტია. ყველა განცხადებას სააკაშვილით იმიტომ იწყებენ და ამთავრებენ, რომ საბაზისო ეს ხმებია - 3%-4%, შეიძლება მეტიც არ იყოს. უნდათ, სააკაშვილის ეს ელექტორატი შეინარჩუნონ. დანარჩენი ხმები, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ იღებდა, ეს იყო საპროტესტო ელექტორატი, ანუ მათი მომხრეები კი არ აძლევდნენ ხმას, არამედ ივანიშვილის მოწინააღმდეგეები. ვგულისხმობ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ივანიშვილზე და „ნაცმოძრაობაზე“ განაწყენდა. სხვათა შორის, დიდი ნაწილი ხელისუფლებზე სწორედ იმიტომ განაწყენდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გაანადგურეს. ეს ხალხი რევანშისტულად განეწყო ხელისუფლების მიმართ, დაიწყო რევანშისტული ფიგურის და პილიტიკური ძალის ძებნა და ეძებდა არა კარგს, ვინც მას მოსწონდა, არამედ ძლიერს, რომელშიც შურისძიების საშუალებას ხედავდა. ეს იყო „ნაცმოძრაობა“. ეხლა ესეც დაკარგეს. „ნაცმოძრაობა“ უკვე არა მარტო საზიზღარია, არამედ სერიოზულიც აღარ არის. ეს პარტია უკვე გაშარჟებულია. ამიტომ, როცა პოლიტიკური ფიგურა ან პოლიტიკური პარტია ამ კომპონენტს კარგავს, შენ შიძლება უყვარდე ან სძულდე, მაგრამ არ უნდა იცინოდნენ, არასერიოზულად არ უნდა გიყურებდნენ.
რამდენად შეუშლის ხელს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში დასავლეთის პოლიტიკოსების მხრიდან სააკაშვილთან დაკავშირებული განცხადებები და შეკვეთილი სტატიები, თითქოს აქ ყოფილ პრეზიდენტს აწამებენ და გამიზნულად კლავენ?
- უკიდურესად არასერიოზული იქნება თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე შეიძლება ზემოქმედება იქონიოს ქართული მართლმსაჯულების პოზიციამ სააკაშვილის მიმართ. სააკაშვილი დღეს ფიგურა არ არის. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებებს სააკაშვილის წამებაზე და იმაზე, რომ მას კლავენ, ეს არის დაფინანსებული მასალები. ეს არის ლობისტური განცხადებები. დაადონ ყადაღა ალასანიას ანგარიშებს, სხვათა შორის, ჩემ მიერ პროკურატურისთვის გადაგზავნილ მასალებში დევს ამის სამართლებრივი საფუძველი. დაადონ ყადაღა და დავინახავთ, რამდენ განცხადებას გააკეთებენ მერე ეს კოლექტიური კუბილიუსები. ნახავთ, გამარჯობასაც არ ეტყვიან სააკაშვილს. ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო, ხომ გაგიგიათ, ეგ არის. სააკაშვილს ვინც ახსენებს, ეგრევე უნდა გაიფიქრო, რომ ფული აქვს აღებული. იმიტომ, რომ იქ ასეთი იდიოტები არ არიან, იქ თანამდებობებზე ვერც სასარგებლო იდიოტებს იპოვი. მიშა გაათავისუფლეთ იმის გამო, რომ წონაში დაიკლო ამდენი კილოგრამიო, - ასეთ სისულელეს როცა პოლიტიკოსი ამბობს საერთაშორისო მოხმარებისთვის, პრესისთვის, ე.ი. ფული აქვს აღებული. ამაში სავსებით დარწმუნებული ვარ და ეს თქვა, გიული ალასანიამ. მან თქვა, რომ დაიქირავა იურიდიული კომპანია კი არა, ლობისტური კომპანია. მორჩა კინო. ეს არის ლობიზმი.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე ბევრი ითქვა. რამდენად აშკარაა, ამ პროცესის ხელშეშლით უკრაინის ხელისუფლების დაინტერესება?
- უკრაინის ხელისუფლებამ, რატომღაც, ერთ-ერთ პრიორიტეტად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედება აირჩია. ეს რომ ნამდვილად ასე იყოს, არ გამიკვირდება. მაგრამ უკრაინის ხელისუფლებას რა, თვითონ მას, ვინმე იღებს ევროკავშირში?! ახლა გაიმართა ევროკავშირ-უკრაინის სამიტი და არც ერთი განცხადება არ იძლეოდა მსგავსი დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ უკრაინას ახლო მომავალში ევროკავშირში მიიღებენ. ცოტა ხანში, როცა რუსები კიევს აიღებენ, მერე თუ რუსეთს მიიღებენ, ეგ არ ვიცი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ახლო პერსპექტივაში ეს არ ჩანს. ასევე, არ ჩანს ეს საქართველოსთვის. თუმცა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ და ხალხის ინფორმირებაც უნდა მოხდეს ასე, რომ იმ მომენტში, როცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ ევროკავშირისთვის ეს საჭირო იქნება, სააკაშვილი ფეხებით რომ დაკიდო ნაძვის კენწეროზე, მაინც მიგიღებენ. ხოლო თუ ევროკავშირისთვის ეს ხეირიანი არ იქნება, მაშინ სააკაშვილი კი არა, სულ რომ ყირაზე დავდგეთ, მაინც არ მიგვიღებენ. ამიტომ არ შეიძლება ქვეყანამ იცხოვროს ასეთი იაფფასიანი შანტაჟისტების განცხადებებით და იმ დღის წესრიგით - 12 პუნქტი დაგვავალეს, საშინაო დავალება მოგვცეს. ეს ევროკავშირის მხრიდან უსამართლო საქციელი იყო. ეს იყო მცდელობა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის, როცა იმ ორ ქვეყანას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ვითომ საქართველოს ოლიგარქიასთან დაკავშირებული მიზეზით უთხრეს უარი. უკრაინაზე უფრო ოლიგარქიული სახელმწიფო რომელია?! ანდა შეერთებული შტატების დღვანდელი პრეზიდენტის ქონებას გადახედეთ. ჯერ რა გარემოცვა ყავს და რა ამბავია მედიაში ატეხილი, ვინ ჭამს მილიარდებს.
ზემოთ თქვით, კიევს რუსეთი აიღებსო, ამაში დარწმუნებული ხართ?
- არა, დარწმუნებული არაფერში უნდა იყო, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, კიევს აიღებს და პოლონეთის საზღვარზეც განათავსებს ანტისარაკეტო და სარაკეტო სისტემებს. წინააღმდეგეობა ყოველდღიურად ნაკლები აქვთ.
ფაქტია, ამერიკამ უკვე დაიწყო უკრაინის ომის მანძილზე გაწეული დახმარებების მიზნობრივად გამოყენების შესწავლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბევრი უკრაინელი მარალჩინოსანი ჩემოდნებს ალაგებს და თანამდებობებს ტოვებს.
- რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის მსხვერპლშეწირვის რიტუალი. ოღონდ ეს არის უკრაინელი საზოგადოების და თუნდაც, იგივე ამერიკელი საზოგადოების. მოდი ასე ვთქვათ - ზელენსკის ინტელექტზე მაღალი წარმოდგენის არ ვარ, მაგრამ მაგდენი ჭკუა კი ექნებოდა ზელენსკის, რომ სანამ რაიმეს ჭამას დაიწყებდა, იქ შეთანხმებული უნდა ჰქონოდა - ე.წ. ატკატის სისტემა, რომ შენთან ფული ჩამოვა, რაღაც პროცენტი უკან უნდა დააბრუნო. ეს სისტემა, თავის დროზე, საქართველოში ვნახე. როცა ჩვენ დახმარება 4,5 მლრდ მივიღთ, ნაწილობრივ გრანტის და ნაწილობრივ კრედიტის სახით. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მივიღთ ეს თანხა და ეს სისტემა მუშაობს დღეს ყველგან, კოლექტიურ დასავლეთში. ჭაობს დავაშრობო ტრამპი რომ იძახდა, ამ კორუმპირებული ჭაობის ამოშრობაზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ხომ ხედავთ, ის კორუმპირებული ჭაობი აუჯანყდა, თავისიანიც და სხვისიანიც და, ყველამ ერთად, კვანტი დაუდო მის პრეზიდენტობას. ის, რაც ახლა ხდება, ეს არის საჩვენებელი და ამის მიღმა იქ, რა თქმა უნდა, ძარცვა მიმდინარეობს. შეიძლება ვიღაცამ წვრილი ფული მოიპარა, მაგრამ ამათ ბევრი შეეჭამოთ ისე, რომ უფროსობასთან - კურატორებთნ არ შეეთანხმებინოთ და რაღაც წილი არ მიეცათ, მე ასე არ ვფიქრობ. არა მგონია, ასე იყოს. განტევების ვაცი ხომ უნდა ვიპოვოთ, მარცხი ვიღაცას ხომ უნდა დაბრალდეს. მარცხისთვის ემზადებიან, ჩანს, ხომ?! შესაძლოა ზელენსკი ამას შეეწიროს. მაშინ წავა ის, როგორც კორუმპირებული. იცი რა, ძალიან ტრაგიკული მომავალი უჩანს ზელენსკის. წარმოიდგინეთ, ზელენსკი პრეზიდენტობიდან გადაყენებული და ცოცხალი, ამხელა ინფორმაციის მატარებელი. ნახევარი დედამიწისთვის, კოლექტიური დასავლეთის მთლიანი მმართველი ელიტისთვის საფრთხის მატარებელია. აქ მარტო ფინანსური ამბები კი არ გასკდება, ისეთი ამბებია... ანუ ასეთი ინფორმაციის მატარებელი ზელენსკი ან პრეზიდენტად უნდა იყოს და სულ გამოკიდებული, ან ხომ გესმით, ამის გამორიცხვა, რომ ახლა ამან პირი არ გააღოს, რომ არ განაწყენდეს, რთულია. სხვათა შორის, ზელენსკიმაც ისე წაიყვანა ოლიტიკა, როგორც მიშამ. ახლა ზელენსკის მსხვერპლის როლი აქვს და ამ კინოს დასასრული ხომ იცით. ტიპმა დაიწყო, როგორც მსხვერპლმა. აგერ, უსმინეთ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, რა თქვა. პირდაპირ ილაპარაკა, ზელენსკი ელოდა, რომ მას მოკლავდა რუსეთის პრეზიდენტი და როგორც კი აიღო იქედან პირობა, რომ ეს არ იქნებოდა, ზუსტად 2 საათში, ვციტირებ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, „გამოვიდა და დაიწყო ლაპარაკი, მე არ მეშინიაო, მანამდე კი დამალული იყო ბუნკერში“, - თან სიცილით, დამცინავად თქვა. ნამდვილად ნეგატიურად ვარ ზელენსკის მიმართ განწყობილი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სისხლი დაღვარა, მაგრამ მაინც მეცოდება. ცუდი არაა, როცა შეცოდების გრძნობას არ კარგავ ადამიანი. ასეთი ნაძირალაც კი, როცა ხედავ რომ განწირულია, გეცოდება.