„დროში გაწელილი პროცესი და ახალი ავღანეთი ევროპაში“

„დროში გაწელილი პროცესი და ახალი ავღანეთი ევროპაში“

მოკავშირეებმა იციან, რომ მოსკოვი ახალი შეტევისთვის ემზადება. ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ქმედებები იმაზე მიანიშნებს, რომ კრემლს მშვიდობის დამყარების ნაცვლად კონფლიქტის ესკალაცია სურს. სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა.

დამატებით საჭირო შეიარაღებას და მათ შორის უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან Leopard 2-ის ტანკებს უკრაინა მომავალი კვირიდან მიიღებს. ასევე გაერთიანებული სამეფო უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ იარაღს მიაწვდის. რაც შეეხება უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას, იგი შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება მიღებული.

უკრაინას რომ მოკავშირეები რუსეთის პირისპირ არ დატოვებენ, ცხადია და ამასვე ადასტურებს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება, რომ პუტინს ერთი შანსიც არ აქვს და, რომ მან უკრაინა უკვე დაკარგა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ნატო კოორდინაციას უწევს უკრაინის მხარდაჭერას, მიუხედავად პუტინის რწმენისა, რომ ეს ასე არ არის.

„პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინაში თუ შეიჭრებოდა, მაშინ, პირველ რიგში, ყველა რუსულენოვანი ადამიანი კეთილგანწყობილი მიესალმებოდა და ეტყოდა, „შემობრძანდით“. მეორე - ეგონა, რომ ნატო დაიშლებოდა, არაფერს გააკეთებდა, მოქმედების შეეშინდებოდა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს სთხოვა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი იარაღი და თანამედროვე თვითმფრინავები მიაწოდონ. როგორც ზელენსკიმ ემანუელ მაკრონთან და ოლაფ შოლცთან შეხვედრისას აღნიშნა, ძალიან ცოტა დროა და რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა შორ მანძილზე მოქმედ იარაღსა და თანამედროვე თვითმფრინავებს, მით უფრო მალე დასრულდება რუსული აგრესია. საპასუხოდ კი, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი უნდა წააგოს.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, თან ვახლდეთ უკრაინას გამარჯვებამდე და მისი კანონიერი და ლეგიტიმური უფლებების აღდგენაში. უკრაინაში არსებული ვითარება გავლენას ახდენს ევროპის მომავალზე. ჩვენ ეს კარგად ვიცით. უკრაინელები დღეს იბრძვიან მშვიდობისთვის, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო სამართლისთვის. ეს არის ის, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა და აქვე დასძინა, რომ სანამ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას და წინსვლას, უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა გაგრძელდება. მაკრონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინაში თავდაცვისთვის განკუთვნილი სამხედრო ტექნიკის გაგზავნა მისი გადაუდებელი საჭიროებების შესაბამისად გაგრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტის ევროპული ვიზიტის საპასუხოდ, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში დიდი შეტევა უკვე დაიწყეს. რუსული ძალების ოპერაციის ტემპები სვატოვო-კრემენაიას ხაზის გასწვრივ მნიშვნელოვნად გაიზარდა. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო მეთაურობამ იქ, სავარაუდოდ, დამატებითი ძალები გადაისროლა.

„ამ რეგიონში რუსულმა ძალებმა დაახლოებით სამი დივიზიის მობილიზება მოახერხეს და ეს მიუთითებს იმაზე, რომ შეტევა დაწყებულია, თუმცა უკრაინულმა ძალებმა ამ დრომდე რუსულ ქვედანაყოფებს წინსვლის შესაძლებლობა არ მისცეს“, - აცხადებენ ISW -ში.

ანალიტიკოსების ინფორმაციით, რუსებს კიდევ ორი დივიზია რეზერვში რჩებათ და ბრძოლაში მათი ჩართვაც იგეგმება. ამასთანავე, ყველა ამ ძალისხმევის მიუხედავად, მთელი ლუგანსკის და დონეცკის ოლქების დაკავება ნაკლებად სავარაუდოა. გარდა ამისა, როგორც ISW-ში აცხადებენ, შესაძლებელია შეტევების განხორციელება ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც, თუმცა ექსპერტები მას ყალბ დარტყმებს უწოდებენ, რათა უკრაინელებს ძირითადი მიმართულებიდან იქ ძალების გადასროლა მოუწიოთ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირველი წლისთავის მოახლოებასთან ერთად, შესაძლოა, მსოფლიო უფრო ფართომასშტაბიანი ომის წინაშე აღმოჩნდეს.

„უკრაინის ომში სამშვიდობო პერსპექტივები კვდება და მატულობს შემდგომი ესკალაციისა და სისხლისღვრის შანსები. ვშიშობ, მსოფლიო უფრო ფართომასშტაბიანი ომისკენ მიდის და ამას ფართოდ გახელილი თვალებით აკეთებს. დროა, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა უარი თქვან ყველანაირი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, მათ შორის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე“, - განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არისტოვიჩი, რომლის განცხადებით, ამერიკელებს და დასავლეთს მშვენივრად ესმით საით მიდის ყველაფერი. მისი შეფასებით ისინი ამზადებენ გაცვლას.

„ჩვენ ნაწილობრივ ვკარგავთ დონეცკსა და ლუგანსკს, რადგან 200 ათასი სამხედროს შეჩერებით დავიღლებით. თუ ჩვენ ყურადღებით მოვისმენთ ყველა მათ წამოცდენას: „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მოლაპარაკებების საუკეთესო პოზიციები“, - ყველას ესმის, რომ უკრაინას არ აქვს რესურსი“, - აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის ვერსიას რეალურად მიიჩნევს ვახტანგ კაპანაძე. გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველი მიიჩნევს, რომ რუსეთს არ აქვს შეტევითი პოტენციალი, რომ მთელი უკრაინის კონტროლი განახორციელოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს დაცვიტი პოტენციალი და შეინარჩუნოს დაკავებული ტერიტორიები.

„ნუ დაგვავიწყდება, რომ დონეცკი და ლუგანსკი, ფაქტობრივად, არის დეუკრაინიზებული. ანუ, უკრაინელები არ არიან დარჩენილი. 8 წელიწადი ეს ტერიტორები ეომებოდა უკრაინის ძირითად ნაწილს მთელი თავისი გამაგრებებით და თავდაცვის ზღუდეებით. ასე რომ, რაღაცა გარკვეული ნიშნები ჩანს იმისა, რომ დასავლეთმა მოიფიქრა, როგორ დამთავრდეს ეს ომი და რა უნდა იყოს უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დამარცხება. ის, რომ მოხდეს ვაჭრობა და უკრაინამ დაიბრუნოს ზაპოროჟიე და ხერსონის რაიონი, დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის სანაცვლოდ, ეს ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია“, - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე.

უკრაინა დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის სანაცვლოდ მიიღებს თუ არა ნატოს, ან ევროკავშირში წევრობას და შეიძლება თუ არა, რომ ეს იყოს მოლაპარაკების ერთ-ერთი საგანი, კაპანაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, მოლაპარაკების საგანი შეიძლება ყველაფერი იყოს.

„მოლაპარაკება სწორედ ის არის, რომ იქნება დათმობა და გარკვეული დაპირება. ამ ვითრებაში ყველაფერი შესაძლებელია. არ ვიცი რამდენად დაეთანხმება ამას უკრაინა, მაგრამ ვიცით, რომ უკრაინა მთლიანად დამოკიდებულია დასავლეთის დახმარებაზე. მიღებული დახმარებიდან გამომდინარე იქნება მიღებული მისი შემდგომი ნაბიჯები. დახმარების გარეშე ვერ შეძლებს ომის გაგრძელებს. რა თქმა უნდა, არსებული რესურსით მას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ ეს იქნება დროში გაწელილი პროცესი და ახალი ავღანეთი ევროპაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძემ.

 ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ მისთვის გასაგებია, როდესაც ევროპა აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა დათმოს უკრაინა, მაგრამ ამ განცხადებებში არსად არ ფიქსირდება საზღვრები, რას გულისხმობენ - იმ ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც, ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი საზღვრები იყო, თუ იმ პირობებით, რომლისკენაც იღწვის რუსეთი.

„თუ ევროპა საუბრობს იმ ტერიტორიების რუსეთის კონტროლზე, რომელზდაც, ალბათ, განსაკუთრებული აქცენტი აქვს რუსეთის ფედერაციას, ამ შემთხვევაში, საქართველოს, დნესტრისპირეთისა და ყარაბაღის კონფლიქტიდან გამომდინარე, ყველგან ინარჩუნებს ისეთ წერტილებს, რომლიდანაც ყოველთვის ექნება იმის საშუალება, რომ სხვადასხვა სახის მადესტაბილიზებელი ღონისძიებები განახორციელოს კონკრეტული სახელმწიფოების მიმართ და ამასთან ერთად, უფრო აქტიურად შექმნას და გააძლიეროს ბუფერული ზონები, რომელიც რეალურად მოემსახურება კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივ რღვევას იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომლის ხელისუფლება მიუღებელი იქნება რუსეთის ფედერაციისთვის“, - ამბობს კუხალაშვილი.

ექსპერტი ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაციის ძირითადი მიზანი არ არის დაიპყროს მთლინად უკრაინა. მისი ძირითადი ამოცანა არის კონკრეტული გეოგრაფიული მონაკვეთები, რომელიც მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში სადავო არ უნდა ჰქონდეს ევროპასთან.

„აქ უკვე მეორე საკითხია, რას იღებს ევროპა და ევროპული სახელმწიფოები რას ინაწილებენ. ცალსახად და მარტივად იმის მოსმენა, რასაც ევროპა ამბობს, რომ რუსეთმა უკარაინა უნდა დათმოს, ვფიქრობ, რომ არ იკვეთება უკრაინის ინტერესები. თუ მოვლენები ასე განვითარდება, ვფიქრობ, რომ ზელენსკის მოუწევს გარკველი პასუხისგება და ვფიქრობ, რომ უკრაინელი ხალხი მას თავის ე.წ. განაჩენს გამოუტანს.

რაც შეეხება არესტოვიჩის განცხადებას, მომიტევეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ასე ჩანს მოვლენათა განვითრება, რომ მოლაპარაკება დაწყებულია ჯერ კიდევ აქტიური საომარი მოქმედებების დაწყებამდე და სავარუდოდ, გარკვეულმა ჩიხმა, რომელიც შეიქმნა ამ მოლაპარაკებებეში, რომელმაც ფაქტობრივად, სახელმწიფოების დაპირისპირება გამოწვია, წარმოშვა სწორედ ის კონფლიქტი, რომელზედაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ.

ასე რომ, მოლაპარაკებები გადანაწილებაზე, კონტროლზე, მათ შორის სადაზვერვო კოორდინაციაზე, დიდი ხნის დაწყებულია. უბრალოდ, ამ მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულებამ გამოიწვია სწორედ ეს საომარი კონფლიქტები. ვსაუბრობ ფარულ მოლაპარაკებებზე, რომელიც მიღებულია საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოებს შორის და რომლებიც სისტემატიურად მიმდინარეობს იმისათვის, რათა სახელმწიფოებმა სხვადასხვა ალიანსით მიიღონ სარგებელი ამა თუ იმ სახელმწიფოზე კონტროლის დამყარებით. არ ვფიქრობ, რომ ახლა რაღაცა განსაკუთრებული და ახალი ხდება“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

მისი თქმით, ვეროპის და აშშ-ის ინტერესში, სავარაუდოდ, კვლავ შედის რუსეთის ერთიანობისა და მთლიანობის შენარჩუნება. ერთადერთი, რაც ამ წუთში საზრუნავს წარმოადგენდეს, ეს არის უშუალოდ პირველი პირის და ხელისუფლების ცვლილება. შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლებაში, რომელიც ამ შემთხვევაში კონტროლს არ ექვემდებარება, შეიძლება რაღაცა აქტივობა განვითარდეს.

trampi კაცო........... ამ რუსებს ტყვიები გამოელიათო, ბობმბებს ჩინელებისაგან სესხულობსო და ამ კიევს ყოველდღე როგორღა ბომბავს? რა ისესხა ასეთი?? მე დღედღეზე მოსკოვიოს აღებას ველოდებოდფი და პირიქით .............რუსეთი იქით უტევსო...
ნიჩეო ............ ნიჩეო .................... კარგა ბლომად უსესხებია ჩინეთს რუსეთისთვის ბომბები...
ვააააა .....................ისე რა დებილი უნდა იყოს ადამიანი, რომ ასე ფიქრობდეს
აი იმ ნასესხები ბომბებით რუსეთი ბერლინში რო ჩავა, მერე ზუსტად გავიგებთ რამდენი ბომბი ასესხა ჩინეთმა რუსეთს
ფუუუ ...................... დაქნეულები
ღმერთს უნდა ლოცულობდნენ, ღმერთს, რო პუტინია ეხლა რუსეთში და არა სხვა ვინმე თორე მტრისას..........ეგენი უკვე ბერლინს გაცილებული და პარიზს მიახლოებულები იქნებოდნენ........უკვე მთელ ნატოს პანიკა შეჰყარა და თანაც ვინ??--- ერთმა რუსეთმა!!!
ხალხი ტრუსიკებიდან ხტებიან გინდა თუ არა დავცხოთო.................ესენი კიდევ ცირკებს დგამენ
1 წლის უკან
merab რაო? პირველი პირის ცვლილებაო?
ეგ პირველი პირია, რომ აჩერებს დანარჩენ რუსეთს და პირდაპირ ვაშინგტონს და ლონდონს არ წვავს.
არ გცოდნიათ რუსეთი, ბიძია, თქვენ!
1 წლის უკან