ქუჩა-ქუჩა მორბენალი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი უკვე მე-4 დღეა საპროტესტო ტალღის აგორებას ამაოდ ცდილობს, თუმცა იმედს არ კარგავს და ამბობს, რომ სტარტი ჯერ ახალი აღებული აქვს და მალე ხალიხიც გამოჩნდება. ამის პარალელურად, ორად გაყოფილ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება ყოველდღე იზრდება - პარტიაში სადეპუტატო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა და ასევე მიაჩნიათ, რომ ხაბეიშვილის გეგმა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, არასწორია. პარტიის წევრების ნაწილი თვლის, რომ ახალი თავმჯდომარე ხალხის მობილიზაციას ვერ ახდენს, რასაც შედეგი არ ექნება და პარტიას კიდევ უფორ დააზიანებს.
ხაბეიშვილის მომხრეები კი მიიჩნევენ, რომ მათი თანაგუნდელები პირადი პოზიციებით ხელმძღვანელობენ და ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას ვერ ეგუებიან.
For.ge-ს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წყარო უყვება, რომ პარტიაში ორ ფრთას შორის დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. ლევან ხაბეიშვილს, ფაქტობრივად, პარტიის პოლიტიკური ელიტა არ ემორჩილება და მის აქციებს მხარს არ უჭერენ. ის გეგმებს მხოლოდ თავის რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად აწყობს და პარტიის დანარჩენი წვერები ამ ყველაფერს მხოლოდ მედიით იგებენ. არც რეგიონალური ხელმძღვანელები ხაბეიშვილს მხარს არ უჭერენ და ისიც იძულებულია დამოუკიდებლად იმოქმედოს. მის მხარდამჭერებში ეჭვი გაჩნდა, რომ ნიკა მელია ხაბეიშვილს საბოტაჟს უწყობს. ხაბეიშვილის აქციები დიდად არც მერაბიშვილს და კეზერაშვილს ანაღვლებთ. მათ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა არც არასდროს ადარდებდათ. ამიტომ თავის დაპირებებთან მარტო დარჩენილი ხაბეიშვილი დილემის წინაშე დგას. უკვე მის ამ დაპირებებს მიშისტებიც ეჭვის თვალით უყურებენ და პარტიაში ხაბეიშვილს საერთოდ არავინ არაფრად აგდებს.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საბოტაჟი და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა „ნაცმოძრაობის“ ხასიათში ზის, მაგრამ ლევან ხაბეიშვილი არის რეკორდსმენი, ვინაიდან ენმ ასეთ მოკლე დროში მსგავსად არავის „გაუბანძებია“.
"მათ ხასიათში ზის საბოტაჟი და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, თორემ დანარჩენი წარმოუდგენელია რამეს აძლევდეს. მე შემიძლია ლევან ხაბეიშვილს მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ის არის რეკორდსმენი, ასე მოკლე დროში თავისი პარტია არავის არ გაუბანძებია მსოფლიოში. რაღაცები დააანონსა, მოუწოდა მთელ საქართველოს და პარტიულ აქტივს, რომ ჩამოდით, დავდგეთო და მივიდა 127 ადამიანი. „ნაცმოძრაობა“ არის სატელევიზიო პროდუქტი, არ არსებობს „ნაცმოძრაობა“, თითოეული კანონის და სიტყვის უკან დიდი შრომა დევს და ეს არსად არ ჩანს. ამ დროს რა კარგია - ავდექი მე, რაღაც არ მომწონს, ზოგადი ფრაზით დავწერე, წავედი და ბოიკოტი ჩავატარე. ვერც ის აქცია ვერ ჩაატარეს მერე, 20 კაცი მიდის თითო აქციაზე რაიონში და გაამარგინალეს თავისი პარტია, მაგრამ მე არ ვწუხვარ ამაზე, პირიქით, ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთა ფიქრობს, რომ ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული აქციების ჩავარდნა ბევრ რამეზე მეტყველებს. საყვარელიძე ვარაუდობს, რომ, პირველ რიგში, ხაბეიშვილის გამარჯვება გაყალბებულია და მას არჩევნები არ მოუგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის დაძახილზე ქუჩაში, მინიმუმ, მხარდამჭერების ის ნაწილი მაინც უნდა გამოსულიყო, რომლებმაც მას ხმა მისცეს.
„თუკი გაყალბების მექანიზმს დავუშვებთ, ეს შეიძლება რეალური მიზეზი იყოს იმის, აქციაზე ხაბეიშვილი ხალხს რატომ ვერ აგროვებს. ხაბეიშვილს ფაქტია, რომ იმაზე ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ეს ციფრებში იყო ასახული. მეორე მიზეზი კი შესაძლოა ის იყოს, რომ ის თანხები, რაც კეზერაშვილმა არჩევნების დროს გაიღო, არაა ამ ხალხისთვის დამაკმაყოფილებელი და ახლა აქციებზე გამოსვლა ამ ფასად აღარ სურთ. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილს რეალურად სააკაშვილის ციხიდან დახსნა არ ანაღვლებთ. უბრალოდ, ეს საწყალი ახალგაზრდა კაცი დაპირდა და იძულებულია ეს დაპირება შეასრულოს. ხაბეიშვილს, ფაქტია, რომ პარტიაშიც არავინ ემორჩილება და თავისთვის დარბის ქუჩაში, ისინი კიდევ შორიდან უყურებენ და იცინიან.
ფაქტია, საკმარისი იყო სიტუაცია რაღაცა სხვა მიმართულებით შეცვლილიყო, რომ ხაბეიშვილს ეს ხალხი უცბად განუდგა. მერაბიშვილი და კეზერაშვილი გაუჩინარებულები არიან. მათ ხაბეიშვილის დაპირება და სააკაშვილის ციხდან დახსნა სულაც არ ანაღვლებთ, პოლიტიკაში შემოსვლა უნდოდათ და შემოვიდნენ. ის კაცია პარტიის სათავეში, რომლის მართვაც უპრობლემოდ შეიძლება. მათი პრობლემა ახლა ისაა, რომ ხაბეიშვილს როგორმე პარტიის სხვა წევრებიც დაემორჩილონ. აი, ესაა ამ ადამიანების მთავარი დილემა, დანარჩენი - სააკაშვილის ციხეში ყოფნა სულაც არ ადარდებთ და მის გათავისუფლებას არც აპირებენ“, - აცხადებს საყვარელიძე.
მისივე თქმით, შესაძლოა ლევან ხაბეიშვილი თავის თავთან მარტო რომ რჩება, უკმაყოფილოა იმ დაპირებით, რაც სააკაშვილთან დაკავშირებით თქვა და მალევე მიხვდება, რომ მისი საქმე ძალიან ცუდად არის. ის, უბრალოდ, კეზერაშვილ - მერაბიშვილის ინსტრუმენტია, რომლებსაც პარტია კონკრეტული მიზნებისთვის სჭირდებათ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილს და მის მხარდამჭერებს ჰქონდათ ილუზია, თითქოს ხალხი რომ ქუჩაში არ გამოდიოდა, ნიკა მელიას ბრალი იყო. ძაბირაძე ამბობს, რომ თუკი ხალხს ქუჩაში გამოსვლის სურვილი არა აქვს, მას ვერავინ გამოიყვანს.
„ხაბეიშვილს 25 ათასმა კაცმა არჩევნებში მხარი დაუჭირა, ხოლო 5 ათასი კაციც კი არ აღმოჩნდა ამ მხარდამჭერებიდან მზად, რომ აქციაზე გასულიყვნენ. მისი აქციები 1000 კაცზე ზემოთ ვერ ადის. დღეს მოსახლეობაში ქუჩაში გამოსვლის მოთხოვნა არ არის. ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ და ვერც სხვა პარტიის ამომრჩევლები ვერ ხედავენ ისეთ ლიდერს, რომელიც ქვეყანაში რაღაცას შეცვლის. ტყუილია, რომ სააკაშვილის გამო ქუჩაში ხალხის დიდი ტალღა გამოვა. ამას უნდა გათვითცნობიერება და ეს ვერ გაიგეს. ხაბეიშვილი სიტუაციას ვერ ათვითცნობიერებს, ან, უბრალოდ, იტყუებოდა და პიარისთვის სააკაშვილის მხარდამჭერების გადაბირება უნდოდა. მერაბიშვლმა და კეზერაშვილმა ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარედ გახდომით თავიანთი საქმე გააკეთეს. მათ ახლა ქუჩაში სააკაშვილის გამო ხალხის გამოყვანა ნამდვილად არ უნდათ. მათ პოლიტიკურ ველზე შემოსვლა უნდოდათ და შემოვიდნენ. ახლა მათი მთავარი მიზანია როგორმე ნაციონალების ის მეორე ბანაკი ჩამოიშორონ, რომელიც ხაბეიშვილს არ ემორჩილება - ისეთი პირობები შეუქმნან, რომ მელია თავისი გუნდით პარტიიდან წავიდეს. ამიტომ ხაბეიშვილმა რაც არ უნდა ირბინოს ზევით-ქვევით, არაფერი არ გამოვა“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სრულად გაშიშვლდა და ხალხისთვის ძალიან ბევრი რამ უკვე ხელისგულზე დევს. ძაბირაძე ამბობს, რომ სააკაშვილი აცხადებს უფულო კაცი ვარ და ლობისტურ კომპანიებს მილიონამდე თანხას უხდის. იქით უგულავას საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების დანაშაული მის დაკავებასთან დაკავშირებით ვერ დაინახა. ხალხი ამ ყველაფერს ძალიან კარგად ათვიცნობიერებს და თავის მოტყუებას არავინ აპირებს.
„საქმე ისაა, რომ ლევან ხაბეიშვილის კი არა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილის ლეგიტიმაციაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მთელი ოპოზიციური მედია და ექსპერტები გაჰყვიროდნენ, რომ სააკაშვილი კვდებაო, მაგრამ მისი მხარდამჭერები სასამართლოსთანაც კი არ მივიდნენ. ნელ-ნელა სააკაშვილმა პოლიტიკური რეიტინგი და საკუთარი თავის კონტროლიც კი დაკარგა. სააკაშვილი ქართველი ხალხის თვალში უკვე ტრაგიკომიკურ ფიგურად გადაიქცა. მასზე მითები და წარმოდგენები გაქრა. ეს პროცესი უფრო შორს წავა და უარესი მოხდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლა და პოლიტიკაში დაბრუნება სულაც არ აწყობთ. მერაბიშვილს და კეზერაშვილს სულაც არ აწყობთ სააკაშვილის გამოსვლა. მათ უნდათ პარტიას ის მინიმალური ამომრჩეველი დარჩეს, რომლითაც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. ესეც მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური რეანიმაციისთვის სჭირდებათ. ეს არის რეალობა და სრულად ასახავს იმ განწყობას, რაც ჩვენს საზოგადოებაშია“, - ამბობს ძაბირაძე.
არ შეიძლება ტოლობის ნიშანი დასვა კომპიუტერთან და ტელეფონთან მჯდარ ხაბეიშვილის ამომრჩეველსა და ამ სიცივეში, უპერსპექტივო
საქმეზე (სააკაშვილის განთავისუფლება) ქუჩაში დამდგარ აქციის მონაწილეთა შორის.
რაც არ უნდა იდიოტები იყვნენ ნაცების პარტიის წევრები, უმეტესობა ხომ მიხვდა გულის სიღრმეში, თუ რა კურდღელს და არაკაცს აღმერთებდა. და რომ, მთლად უსამართლოდაც არ ზის მათი ბელადი.
არც კი იხდის სასჯელს. წამოწოლილია პალატაში ფადიშაჰივით.