„პრეზიდენტი ზიგზაგურ განცახდებებს აკეთებს, რათა ამ სიტუაციიდან თავი დაიძვრინოს“

„პრეზიდენტი ზიგზაგურ განცახდებებს აკეთებს, რათა ამ სიტუაციიდან თავი დაიძვრინოს“

ეშინია თუ არა პრეზიდენტ სალომე ზუაბიშვილს საზოგადოებრივი აზრის და რატომ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მისი შეწყალება ვერ უშველის? „არა და არასდროს“ ზურაბიშვილის ამ სიტყვებმა ისევ აქტუალობა დაიბრუნა. პოლიტიკური მანევრი თუ დიპლომატიური განცახდება, საიდანაც ზურაბიშვილი თავის დაძვრენას ცდილობს?!

მას შემდეგ, რაც მოსამართლე გიორგი არევაძემ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა და პატიმრობაში დატოვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზურაბიშვილს ექს-პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდა. საპასუხოდ კი პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა:

„ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა. რაც თავისთავად შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს, თუ კი რუსეთმა დაიჯერა, რომ დავკარგეთ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერა.

ამგვარი დისკრედიტაცია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია: ერთი მხრივ, ხელისუფლების რიტორიკის, ჯიუტი გადაწყვეტილებების და რუსეთის მიმართ გაუგებარი ლმობიერების, (ზედმეტი სიფრთხილე რუსეთის ხსენების დროს, სანქციების არიდების დაჟინებული რიტორიკა, თუ ფრენების აღდგენის პოზიტიურად შეფასება) რომელიც უპირისპირდება  უკრაინელებისა და ჩვენ პარტნიორების მიმართ მკაცრ და ხშირად შეურაცხმყოფელ კრიტიკას.  მეორე მხრივ, არანაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა, ,,ჰუმანიტარული პოზიციონირების“ მიღმა, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ქვეყნის რეპუტაციის შემლახველი გზავნილები, რომლებიც ბოლო პერიოდში კარგად დაგეგმილ და განხორციელებულ კამპანიაში გადაიზარდა (შერჩეული და გაუმართლებელი გაიგივება პუტინის რუსეთთან და ნავალნის პატიმრობასთან, თუ ოსვენციმის ხსენება).

ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის, რამეთუ ეს მხოლოდ პრეზიდენტის ინდივიდუალური და პერსონალური ნების გამოხატვაა და არა რეჟიმის ახალი მიდგომის ან რეალური დეპოლარიზაციის ნიშანი, რასაც ჩვენგან ითხოვს ევროპა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინებით და მის მიერ არ აღიარებული, არ მონანიებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე მისი ევროპული შანსების“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პრეზიდენტის განცხადება პასუხისმგებლობისგან გაქცევას და თავის არიდებას ჰგავს.

„საქართველოს პრეზიდენტმა ცივი წყალი გადაასხა რადიკალურ ოპოზიციას“, - ასეთია ხელისუფლების შეფასება. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით გამოსავალია, კონცენტრირება იმაზე, რომ სააკაშვილმა კვების რეჟიმი სრულფასოვნად აღადგინოს და ექიმებთან სრულფასოვნად ითანამშრომლოს. მისივე თქმით, მის გარემოცვას არასწორი სტრატეგია აქვს არჩეული, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას აზიანებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი პრეზიდენტმა სააკაშვილის მიმართ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც „ქართველი ხალხის და საზოგადოების ინტერესებს შეესაბამება“.

„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც ჩანს, მან ამ თემის გარშემო საზოგადოების განწყობა კარგად გაიაზრა, საზოგადოებას არეულობა და რადიკალიზმის გაღვივება არ უნდა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ერთ-ერთი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გამოშვების უკან, სწორედ ამ არეულობის წყაროს შექმნაა. როგორც ჩანს, ეს გაითვალისწინა პრეზიდენტმა და ძალიან კარგია, რომ მან ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ყველაზე მეტად ქართველი ხალხის და საზოგადოების ინტერესებს შეესაბამება. ერთი ცუდი ის არის, რომ თავის დროზე მას მკვეთრი განცხადება ჰქონდა: „არა და არასოდეს“, გუშინ, მაგალითად, ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მას სათანადო პოზიცია აქვს, ჩვენ მეტ სიღრმეში არ შევალთ.

მიხეილ სააკაშვილისგან დანაშაულების აღიარება ნიშნავს სრულ კაპიტულაციას და ამას ის არ გააკეთებს, ჩვენ ვიცით, რომ მას აქვს კონკრეტული მიზნები. მისი მიზანია პოლიტიკაში დაბრუნება, აქედან გამომდინარე, ის ამას არასოდეს გააკეთებს“, - ამბობს კობახიძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იმის ნათელი მაგალითია, რომ ის დიპლომატია, რომელიც შექმნილი სიტუაციიდან დიპლომატიურად გამოსვლას ცდილობს. ხოლო სააკაშვილისთვის შეთავაზებული წინადადება რომ მან დანაშაული მოინანიოს, ბოდიში მოიხადოს და პოლიტიკიდან წავიდეს, რეალობად ვერ იქცევა. სააკაშვილს მსგავსი რამის გაკეთება რომ სდომოდა, აქამდე იზამდა.

„მიხეილ სააკაშვილზე გულუბრყვილო წარმოდგენა უნდა გქონდეს, რომ ასეთი რამ შესთავაზო. სააკაშვილს დანაშაულის აღიარება და მონანიება რომ უნდოდეს, აქამდე იზამდა. ამით მისი გათავისუფლებისთვის ერთ ნაბიჯს გადადგამდა. არარეალურია რომ სააკაშვილი დანაშაულს მოინანიებს, ან კიდევ პოლიტიკიდან წავა. მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთხელ გნაცხადა, ჩემი გული უკრაინას ეკუთვნის და ახლა უკრაინის ამბებზე ვარ გადართულიო, ერთი სიტყვა არ უთქვამს ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. ის ამას თავად არ იძახის, ამას მხოლოდ მისი გარემოცვა ამბობს და ახლა ამაზე საუბარი საერთოდ შეწყვიტეს.

შესაბამისად, ხელისუფლების და საზოგადოების ეჭვები რომ ის ამის გამკეთებელი არ არის, რეალურია. ეს რომც თქვას, მაინც არავინ დაუჯერებს. ამიტომ სალომე ზურაბიშვილის ეს შეთავაზება არარეალისტურია. რაც შეეხება მის პოზიციას, რომ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ის კარგი დიპლომატია. დიპლომატის ერთ-ერთი გამოვლინება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საჩოთირო მდგომარეობიდან რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გამოძვრე. ზურაბიშვილიც თავისი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე, სწორედ ამას აკეთებს - არც საერთაშორისო წრეების წინაშე გამოჩნდეს პირშავად და ქვეყნის შიგნით მის ამომჩეველსაც კრიტიკის საფუძველი არ მისცეს. ამიტომ ასე ზიგზაგურ განცახდებებს აკეთებს, რათა ამ სიტუაციიდან თავი დაიძვრინოს“, - აცხადებს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, სამართლებრივად სალომე ზურაბიშვილი მართალიც არის, რადგან სააკაშვილის, სულ ცოტა, 3 საქმეზე პროცესები ჯერ კიდევ მიდის. შესაბამისად, თუ სხვა საქმეებზეე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, მან რომც შეიწყალოს, ის ციხეს ვერ დატოვებს. ხელისუფლებას თუ უნდა, ამ საქმეებითაც ისევ ციხეში უკან დააბრუნებს.

„მე არც ის მგონია, რომ ევროკავშირი საქართველოსთან სააკაშვილის გაშვებით ევროკავშირის სტატუსით ვაჭრობას აპირებს. სასწორზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მომენტები დევს, ვიდრე სააკაშვილის საკითხია. საკაშვილის თემა დასავლურ მედიაში და თუნდაც ზოგიერთ დასავლელ პოლიტიკოსში ინტერესის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც მისი ოჯახი მილიონებს ხარჯავს, პიარ და ლობისტურ კომპანიებს ძალიან დიდ თანხებს უხდიან. სანამ ოჯახი ამ კომპანიებს დაიქირავებდა, დასავლეთის დღის წესრიგში სააკაშვილი მოხსნილი იყო. ეს საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ეს კომპანიები ჩაერთვნენ. მიუხედავად ამისა, მაინც არ ვფიქრობ, ევროკავშირი იმ დონეზე ჩამოვიდეს საქართველოსთან ურთიერთობაში, რომ სააკაშვილის გამო სტატუსზე უარი თქვას. მათ კარგად იციან ასეთი გადაწყვეტილება ქართველ ხალხში რა განწყობებსაც გააჩენს და ვის პოზიციებს გააძლიერებს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” (GSAC) წევრი და დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრობლემა კარგად აღწერა, მაგრამ პრობლემიდან გამოსავალი შემოთავაზებული არ არის. არადა საზოგადოების რაღაცა ნაწილი ზუსტად ამას ელოდებოდა. ჩეჩელაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ზურაბიშვილსაც ეკისრება, მიუხედავად იმისა, რომ არსებული ვითარება მისი ბრალი არ არის.

„პრეზიდენტმა განცახდებაში ქვეყანაში არსებული პრობლემები ზუსტად აღწერა. თუმცა ამ პრობლემების მოგვარებაში გვითხრა რომ არაფრის გაკეთებას არ აპირებს. იცის, რომ პრობლემა მოსაგვარებელია, მაგრამ მისგან არა. იგი იმთავითვე საუბრობდა, რომ სააკაშვილს „არა და არასდროს“ შეიწყალებდა. მერე თითქოს რიტორიკა შეცვალა. ვფიქრობ, ეს იმიტომ გააკეთა, რომ მიხვდა დიპლომატი ასეთი ხისტი ენით არ უნდა საუბრობდეს. მან საგარეო პლატფორმაზე სულ სხვა ლექსიკა აირჩია, ხოლო ქვეყნის შიგნით ისევ დაუბრუნდა იმ ლექსიკას, რაც მანამდე ჰქონდა. მე ვფიქრობ, რომ ეს ორი სიტყვა კარიერული დიპლომატის ბაგეებიდან საერთოდ არ უნდა აღმოცენდებოდეს. მან თქვა, რომ მესამე პრეზიდენტს ორი ძირითადი არგუმენტის გამო ვერ შეიწყალებს. პირველი ის, რომ ეს შეუწყობს ხელს შემდგომ პოლარიზაციას საზოგადოებაში, რაც არის ძალიან საკამათო არგუმენტი, ვინაიდან, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდ უმრავლესობასაც არ სურს, რომ მესამე პრეზიდენტმა დაასრულოს საკუთარი სიცოცხლე საპყრობილეში და ამის გამო ქვეყანა დაზარალდეს. მეორე არგუმენტი სამართლებრივად უფრო გამართული იყო, რომ შეწყალებას არ აქვს მაინც და მაინც დიდი აზრი, რადგან სასამართლო არ არის დასრულებული. თუმცა მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის არც სასამართლოების დასრულების შემდეგ არ აპირებს სააკაშვილის შეწყალებას“, - ამბობს ჩეჩელაშვილი.

 

ლევკოთეა ერთი-ორი წლით ადრე, მაგარ სისულელებს აბრეხვებდა ზურაბიშვილი ოფიციალურ ტექსტებშიც კი (ვერბალურად ხომ, იცოცხლე). ეხლა კი, აშკარად, ვიღაც კვალიფიციური მრჩეველი ჰყავს ზურაბიშვილს შტატში, ვინც ტექტებს უდგენს.
თორემ, ასე გამართული ქვეწყობილი აზროვნება, ქართულ ენაზე კი არა, მის მშობლიურ ფრანგულ ენაზე არ შეუძლია ქალბატონ პრეზიდენტს.
1 წლის უკან
merab ვის რა სურს არ ვიცი, მაგრამ საქართველოში მოვა ეროვნული ხელისუფლება და ჩატარდება გამოძიება. დორბლიანი სამუდამო პატიმარი იქნება. ბევრი ნაც პიდარასტი მავნებელი მიუჯდება გვედით.
1 წლის უკან
trampi რატო აღარე მიეთრევა საქართველოდან ეს ................. ყავგასული დაგნარი
1 წლის უკან
trampi
1 წლის უკან
Maverick პაპა, სულ შენი "ბრალია" ყველაფერი, ისე "შეაყვარე" თავი კოლუმბს აღარ მიყავს, იქნებ შენ უშუამდგომლო, აბაააააააა!
1 წლის უკან
merab ქალმა ადამიანის სახე დაკარგა. გააფთრებული იბრძვის ქართველი ხალხის და საქართველოს წინააღმდეგ. თან რა მენტორული ტონი აქვს.
დროებით ხარ ქალო პრეზიდენტის სავარძელში და დროებით ხარ ამ ქვეყანაზე!
ამ ქვეყანაზე ხომ გაგინებენ და იმ ქვეყანაშიც არ დაგადგება კარგი დღე გარყვნილი დასავლეთის ინტერესების გატარებისთვის საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ!
1 წლის უკან