სააკაშვილის დიეტა უშედეგო აღმოჩნდა

სააკაშვილის დიეტა უშედეგო აღმოჩნდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ  სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - ყოფილი პრეზიდენტი არც სასჯელისგან გაათავისუფლა და არც გადაუვადა, თანაც მიუთითა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია სრულყოფილად იკვებოს. დაცვის მხარეს შეუძლია გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივროს.

სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც, მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობას პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ და როგორც იურისტმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

აბრამიშვილის თქმით, სასამართლოში წარდგენილი დასკვნა სარწმუნო ინფორმაციას არ იძლეოდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმესთან დაკავშირებით და ის ვერ დაედებოდა საფუძვლად სასჯელის მოხდის გადავადების საკითხს. თავის მხრივ, ადვოკატები მოსამართლეს მათი შუამდგომლობის დაკმაყოფილებისკენ და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებდნენ. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მოსამართლის ხელში იყო მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა. როგორც ხაჭაპურიძე აცხადებს, მოსამართლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ველოდით. ვერც კი წარმომედგინა, რომ ჩვენი სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას გამოიტანდა. სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბდა სასამართლო სისტემა, რომელიც ემსახურება ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას - ბუნებრივია, მმართველ ძალას. ხვალ ან ზეგ სხვა ძალა მოვა და იმას მოემსახურებიან. გადაწყვეტილება პოლიტიკურია, ამ გადაწყვეტილებას არაფერი სამართალთან არ ჰქონდა. უფრო მეტიც, ის დასკვნებიც მოსამართლის კარნახით იყო წარმოდგენილი, ვგულისხმობ, სამხარაულის დასკვნას.

მოსამართლის კარნახით მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, განსაკუთრებით, ბოლო პროცესები. ბოლო პროცესებზე აშკარად ნათელი გახდა, რომ მოსამართლე იყო მიკერძოებული და პენიტენციური სამსახურის უფლებებს იცავდა, თუმცა მის ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ სერიოზული გამოცდა სულ რამდენიმე დღეში ელოდება. რადგან სამართალი საქართველოში მკვდარია, ბუნებრივია, მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

არც სხდომას და არც გადაწყვეტილების გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი დისტანციურადაც არ დასწრებია. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ვერაფერი გატეხს, ახლა „გაბრაზების“ და „ბრძოლის“ დროა.

„ყველა ძალის გაერთიანების დროა! ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს! მე, ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი და დავრჩები საპატიმროში ყველა ლეტალური დაავადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც მსოფლიოში არავინ, რუსეთის გარდა, არ აღიარებს. შემთხვევითობა არაა, რომ ლავროვმა შეაქო საქართველოს მთავრობა რამდენჯერმე გასული კვირის განმავლობაში და ასევე თავს დამესხა მე. პუტინმა პირობა დადო, რომ „კვერცხებით ჩამომკიდებდა“ და ეტყობა, თავისი მარიონეტული რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მეშვეობით აკეთებს ამას“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე მოსამართლის უარს, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სასამართლოს ეზოში შეკრებილები სკანდირებენ შემდეგ სიტყვებს: „მონებო“, „მკვლელებო“. დაცვის სამსახურის წარმომადგენლებსა და სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის შეხლა-შემოხლა იყო სასამართლოს შენობაშიც, თუმცა მანდატურის სამსახურმა სააკაშვილის მხარდამჭერებს შენობა დაატოვებინა.

მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს პარტიის ოფისში შეკრებისკენ მოუწოდა პარტიის თავმჯდომარემ. როგორც ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეკრებაზე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი მუმლაძის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო, ბიძინა ივანიშვილი დაკვეთის შესრულება იყო. მისი თქმით, სააკაშვილი უნდა გადარჩეს და ამისთვის უნდა გაკეთდეს ყველაფერი, ყველა ცივილიზებული მეთოდის, მათ შორის აქციების გამოყენებით.

„ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილი დაკვეთის შესრულება, როგორც მოსალოდნელი იყო. სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს ამას. ეს არის ის, რაც, საბოლოო ჯამში, იყო მთელი ამ სპექტაკლის ნაწილი. ბიძინა ივანიშვილმა თითქოს ამ გზით პასუხისმგებლობა აირიდა თავიდან, მაგრამ არა, ის არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოუტანეს, პრაქტიკულად, სასიკვდილო განაჩენი. მიშა უნდა გადარჩეს, ამისთვის ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, ყველა ცივილიზებული მეთოდის გამოყენებით, რაც ცივილიზებული მსოფლიოსთვის არის მისაღები, პროტესტი იქნება თუ სხვა ტიპის მოქმედებები“, - აღნიშნა სასამართლოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გიორგი მუმლაძემ.

მსჯავრდებულის ძმის, გიორგი სააკაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ხარობენ ქართველები, რომლებიც სხედან შუშის სასახლეში და რუსეთში“.

„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მიღებული. მოსამართლემ მოისმინა საბოლოო სიტყვები და არც გასულა სათათბიროდ. ანუ აქედან დასკვნა ასეთია, რომ ეს არის მმართველი პარტიის დაცინვა, ეს ხდება ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დაკვეთით და ახლა ხარობენ ქართველები, რომლებიც სხედან შუშის სასახლეში და რუსეთში. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ამ სირცხვილს საქართველოს ხელისუფლება ვერასდროს ჩამოირეცხავს“, - აცხადებს გიორგი სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მას სხვა მოლოდინი არ ჰქონია.

„ბრავო, ბრავო, არაჩვეულებრივია, აღფრთოვანებული ვარ პირდაპირ. არანაირი სხვა მოლოდინი არც მე მქონია და არც ჩემს შვილს, იმიტომ, რომ ამ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სხვა გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა ყოფილიყო. არანორმალურები უნდა ვიყოთ, რომ სხვა მოლოდინი გვქონოდა. მშვენივრად ვიცით, რა პირობებშიც გვიხდება ცხოვრება. ერთადერთი მოკავშირე ამ ხელისუფლებას ჰყავს რუსეთში, ეს არის დღეს რეალობა. მთელი პროგრესული კაცობრიობა არის ჩემი შვილის მხარეს. ახლა იქნება სტრასბურგი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

როგორც ირკვევა გიული ალასანიამ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანია „გლობალ პოინტთან“ მორიგი ხელშეკრულება გააფორმა. ახალი კონტრაქტი 17 იანვარს დაიდო და 16 თებერვლამდეა ძალაში. მომსახურება 20 000 დოლარი ღირს. ხელშეკრულება კომპანიის სხვადასხვა პოზიციაზე მყოფთათვის საათობრივ ანაზღაურებას მოიცავს, საათში 125-დან 400 დოლარამდე. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია უზრუნველყოფს კლიენტს სტრატეგიული კონსულტაციებით, მედიასთან ურთიერთობით და წვდომით. დოკუმენტს კლიენტის მხრიდან ხელს აწერს გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის სახელით. აღსანიშნავია, რომ პირველი ხელშეკრულება „გლობალ პოინტთან“ სააკაშვილის დედამ ნოემბერში გააფორმა.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამდენ მოწოდებებს და დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლობისტები დაიქირაონ, სჯობს, რომ ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს, მოუწოდონ საჭმელი შეჭამოს. როგორც მდინარაძე განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად უარყოფდა საქართველოს ომში ჩართვის სურვილს, ამავდროულად იმუქრებიან ქვეყნის შიგნით სამოქალაქო ომით და სისხლისღვრით. მისი თქმით, ნებისმიერი ერთი არასწორი ნაბიჯის გადადგმა პასუხგაცემული იქნება კანონის ყველა მოთხოვნით.

„ნება მათია, აირჩიეს ხაბეიშვილი, პოლიტსაბჭო. ახმოვანებენ ომის მოწოდებებს. ყველაზე მთავარია ის კოორდინაცია, საერთო და დალაგებული მესიჯი, ასევე ის, თუ ვინ ახმოვანებინებს ამ მესიჯებს. იმუქრებიან ქვეყნის შიგნით სამოქალაქო ომით და სისხლისღვრით. პირდაპირი მუქარა აქვთ, რომ ომი იქნება საქართველოში, ქართველებს ემუქრებიან ომით. ის კოორდინაცია და მასშტაბი, რა კოორდინაციითაც ისინი ამ მესიჯებს ალაგებენ, ყურადსაღებია, მაგრამ ამის აღსრულების რესურსი საბედნიეროდ მათ არ გააჩნიათ. საყურადღებოა რადიკალური და სიძულვილით სავსე რიტორიკა, რაც პირდაპირ ომისკენ მოწოდებებს შეეხება. საზოგადოება ამასთან დაკავშირებით დასკვნებს გამოიტანს. შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ნებისმიერი ერთი არასწორ ნაბიჯის გადადგმა პასუხგაცემული იქნება კანონის ყველა მოთხოვნით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

trampi დიეტა გაგვიმხილოს .........ძალიან მოგვწონს .............. გვჭირდება
1 წლის უკან
trampi ხალხი გასახდომად, მსოფლიოში თუ რამე დიეტააა ყველგან ეძებენ და თურმე მაგარზე მაგარი, თანაც ნაღდად შედეგიანი, დიეტა აქ სცოდნიააათ?? გაგვიმხილონ მაინც
1 წლის უკან
trampi გინესის რეკორდების წიგნში მაინც დაარეგისტრირონ ....ან .პატენტი აიღონ და ა. შ..
ლობისტების ფულს ნაღდად აიღებენ, დაჟე გაცილებით მეტსაც
აუუუუუუუუუუუუუუუუუ..................... რასაც ბიონსე, მადონა, შაკირა, ლოპესი, ბრიტნი, გადაიხდიან ..................აუუუუუუუუ .....მილიონები მოუგროვდებათ, მაყუთს გააკეთებენ
ვსოოოო.გადავწყვიტე ...............მეც უნდა გავხდე, სხვა გზა არაა და მერე მე ჩემ დიეტას დავაპატენტებ................დამეცემა ტუზი
1 წლის უკან
merab ნაც საპიდარასტეთის ხელში ჩავარდნას, რუსეთის ხელში ჩავარდეს , ჯობია საქართველო.
1 წლის უკან
trampi მერაბ
ზუსტად მაგ ლოგიკისავარ მეც, მაგრამ მე ნაცებს აუცილებლად ამერიკელებსაც ზედ მივაყოლებდი, ეგენი სინამდვილეში მაინც ერთნი არიან
ისე კი ............ თუ შანსია ორივემ, არა სამივემ,..... თავი დაგვანებონ
უარეს მდგომარეობას კიდევ დღევანდელი დღე მირჩევნია...
ვემხრობი ღარიბაშვილის გაშუალებულ პოლიტიკას ესე სჯობია...
1 წლის უკან