„პოლიტიკური თამაშები ცუდად შეიძლება დამთავრდეს-არეულობითა და სამოქალაქო დაპირისპირებით“

„პოლიტიკური თამაშები ცუდად შეიძლება დამთავრდეს-არეულობითა და სამოქალაქო დაპირისპირებით“

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით სუს-ში ათობით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, იყო რიგი დაკითხვებისა, მაგრამ არც ერთი საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის. არც ერთი რევოლუციონერი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არ ყოფილა, მათ შორის გუბაზ სანიკიძე, რომელიც არაერთი სახელმწიფო გადატრიალების მოწოდების ავტორია.

ჯერ კიდევ ჭიკაიძის შს მინისტრობის დროიდან დაიწყო საუბარი რევოლუციაზე და მაშინ მზადდებოდა საბურავების რევოლუცია, შემდეგ იყო აქცია „რუსთავი 2“-ის დასაცავად და პროცესების მეტი რადიკალიზაციისთვის სააკაშვილი ითხოვდა ორსული ქალის მკვლელობას. საერთო ჯამში „ნაციონალურ მოძრაობას“ პროცესების რადიკალიზაციის სურვილი რამდენჯერმე ჰქოდა.

დღეს, გამოძიებისა და ხელისუფლების მიერ გათამამებული „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ღიად საუბრობს ომზე და რევოლუციაზე. საჯარო განცხადება უკვე არის გამოძიების დაწყების საფუძველი, თუმცა სუს-ს ამ ეტაპზე გამოძიება არ დაუწყია, მაგრამ ცხადია, რომ განცხადება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან კეთდება, სახელმწიფოს მხრიდან ადექვატურ რეაგირებას მოითხოვს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე, რომელიც რადიკალური განცხადებებით გამოირჩევა, ხელისუფლებას ღიად ემუქრება და ამბობს, რომ თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ჩალაძე აზუსტებს, რომ ეს არის მუქარა, რადგან სამართლიან პროტესტს ხალხი მართავს და ამას ვერავინ შეაფერხებს.

„ნუ გვეშინია, რევოლუციაც კარგია, მე მომხრე ვარ, რომ უსამართლობა დასრულდეს. ნებისმიერი ფორმა, რაც საჭირო გახდება, უნდა დასრულდეს ეს უსამართლობა. პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში მიიღებენ ქუჩაში ომს, ეს იციან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. პრეზიდენტ სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერების ძალიან ძლიერი, დიდი არმია. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან მონოლითური ჯგუფი, ძალიან მკაცრად გამოხატული ქმედებების სურვილით, იდეოლოგიით და მხარდაჭერის ერთგულებით. ისინი არიან პრეზიდენტ სააკაშვილის ერთგული მხარდამჭერები“, - აღნიშნა გიორგი ჩალაძემ.

ჩალაძის განცხადებას კიდევ უფრო აზუსტებს გიული ალასანია, რომლის განცხადებით, ეს არის რეალურად დანახული სურათი. მისი თქმით, ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას, რაშიც სააკაშვილი აღმოჩნდა.

„მართალი გითხრათ, ისე მაქვს ხელი ჩაქნეული ამ ქვეყანაზე, რომ მგონია, უკვე არაფერი აღარ მოიტანს შედეგს. ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას, რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით. არ ვიცი, რა მოიტანს შედეგს, მაგრამ ყველაფერი უნდა ისინჯოს, ხალხზეა დამოკიდებული, ვინ როგორ დაინახავს. რაც შეეხება ჩალაძის განცხადებას, შესაძლებელია, რა თქმა უნდა. რა არის ამაში მუქარა? ეს არის რეალურად დანახული სურათი, ალბათ, ასეა, რადგან ჩალაძემ თქვა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ ამ რადიკალიზმსს არ ემიჯნება ამას ადასტურებს გიორგი ბოტკოველის განცხადებაც, რომელიც არ მალავს, რომ პარტია პროტესტის ყველა ფორმას გამოიყენებს იმისთვის, რომ პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი

„ამ ქვეყანას სჭირდება რევოლუციური ცვლილებები. პარტია პროტესტის ყველა ფორმას გამოიყენებს იმისთვის, რომ პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იყოს გადარჩენილი. განცხადებებზე მეტად ეს ყველაფერი ჩვენი საქმით უნდა უზრუნველვყოთ და ამიტომ დაელოდეთ. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანას სჭირდება რევოლუციური ცვლილებები, ამ ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი და რუსული რეჟიმი უნდა შეიცვალოს. ამას ყველა კონსტიტუციური ფორმით განახორციელებს ძლიერი ოპოზიცია“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

პროცესების რადიკალიზაციის შემთხვევაში, როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, შესაბამისი იქნება მათი პასუხი. იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, შანტაჟით ბრძენ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ.

„ჩალაგამოვლებული ნაციონალური ბოლშევიკების პროპაგანდა: „უსამართლობა სამართლიანობაა, უკანონობა - კანონიერება, სისხლისღვრა - მშვიდობა და სამართალი არის ის, რასაც ვიტყვით ჩვენ!“ თქვენი შანტაჟით ბრძენ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ. ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის განხორციელების მცდელობას კი კანონი და სამართალი შესაბამის ადგილს მიუჩენს!“, - აცხადებს რატი ბრეგაძე.

ანალიტიკოსების შეფასებით გიორგი ჩალაძის და გუბაზ სანიკიძის განცხადება არის სისხლის სამართლის აღძვრის საფუძველი. როგროც სამართალმცოდნე დავით ზარდიაშვილი ამბობს, ერთი მხრივ არის სამართლებრივი პრინციპები, ხოლო მეორე მხრივ არის პოლიტიკური კონიუნქტურა. ანალიტიკოსის განცხადებით, პოლიტიკური კონიუნქტურა და მით უმეტეს საერთაშორისო ფორმა ისეთია, რომ გლობალური ომის პარტიიდან აშკარაა პოლიტიკური ზეწოლა საქართველოზე.

„ცხადია, ამ ვითარებაში ჩალაძისთვის და სანიკიძისთვის ბრალის წაყენება სავსებით მართლზომიერი იქნება, რადგან მათ დასჯადი ქმედება ჩაიდინეს - მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობის დამხრობისკენ. რასაკვირველია, ეს საჯაროდ გაკეთებული განცხადებაა და ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება, ეს ფაქტია, მაგრამ მეორე მხრივ არის პოლიტიკური კონიუნექტურა, რომელიც ცხადია, მართლმსაჯულების განხორციელებას და სამართალს აყოვნებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვერ შეაყოვნებს. აუცილებლად მოეკითხებათ, უბრალოდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

ის, რომ ის საქმეები, რომელზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება, ბოლომდე არაა მიყვანილი, არ ნიშნავს, რომ ეს საქმეები არ არსებობს და ამიტომ დღის წესრიგიდან გაქრა. არსებობს პოლიტიკური კონიუნქტურა და საუბედუროდ, გვიწევს ამას ანგარიში გავუწიოთ. მთავარი, რაც ქმნის ამ კონიუნქტურას ქვეყნის შიგნით, ეს არის თავად ამომრჩევლის ნება. ცხადია, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატის პირობებში და დემოკრატიის პირობებში, ბუნებრივია, ამომრჩევლის ნება არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არა გადამწყვეტი. საუბედუროდ, ზოგჯერ ეს სამართალზე მეტიც არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ფაქტია ისიც, რომ ხელისუფლება ცდილობს წამებული გმირები არ შექმნას რადიკალური ოპოზიციისგან და მაქსიმალურად ცდილობს არ გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდი.

„ყველა დაგეთანხმებათ, რომ ჩალაძის და სანიკიძის განცხადება არის გამოძიების დაწყების საფუძველი. საჯაროდ გაკეთდა მოწოდება ომზე, მეტი რაღა უნდა მოხდეს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ წამებული გმირები არ შექმნან მათგან და მაქსიმალურად ცდილობს, არ გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდი. სისხლის სამართლის საქმე რომ აღიძრას, მერე ამას მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები. გვახოვს ანალოგიური სისხლის სამართლის საქმე, როდესაც მელიამ სამაჯური მოისროლა. ანუ, პირიქით, გამოწვევებზე წავიდა. შეიძლება ეშინიათ, რომ ეს სტილი არ განმეორდეს. ამიტომ, არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ ეტაპზე არსებით ნაბიჯებს გადადგამენ.

მაგრამ მაგრამ მეორე მხრივ, თუკი სასამართლო მიიღებს მათთვის მიუღებელ გადაწყვეტილებას და გამოვლენ ქუჩაში, შეიძლება რაღაცა პროცესის იერი გააჩინოს შეძახილებმა ომზე და მაშინაც შეიძლება ჩაერთოს გამოძიება. თუმცა, ესეც გვინახია, მძიმე პროცესის ხასიათი მიუღია მოწოდებას, მაგრამ მაინც არ ჩართულა ძალოვანი სტრუქტურები და ეს ცალკე მსჯელობის საკითხია, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ხელისუფლებას ძალიან აკლია თავდაჯერებულობა“, - ამბობს საყვარელიძე.

პოლიტოლოგის შეფასებით, რადიკალებმა ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს ხალხის აყოლიება და ეჭვობს, რომ ახლა მოახერხონ იმ რაოდენობის ხალხის აყოლიება, რაც საჭირო იქნება იმისათვის, რომ დესტაბილიზაციას მიეცეს უფრო შთამბეჭდავი სახე.

„ომი ქუჩაში“ - ეს დესტაბილიზაციის მოწოდებაა, აბა, რა არის? მაგრამ ნუ შევაფასებთ მარტო იმით, რასაც ისინი ლაპარაკობენ. ჩვენ გარკვეულ საგარეო პროცესებთან გვაქვს საქმე. ახლა იძახიან, რომ სააკაშვილს თუ არ გაათავისუფლებთ, დაგვეკეტება გზა ევროპისკენო და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამათ ევროპისკენ გზა აწუხებთ და აღელვებთ. მაგრამ მეორე მხრივ, დესტაბილიზაციის ასეთი გამოძახებით სწორედ, რომ აკეთებენ რუსეთის საქმეს.

რუსეთს ახლა სჭირდება საქართველოში დესტაბილიზაცია, რომ ის სატრანზიტო ხაზები, რომელიც საქართველოზე გაივლის, ჩაიშალოს. ამისთვის საჭიროა დესტაბილიზაცია და ამის შემსრულებლები არიან სწორედ ნაციონალები. აცნობიერებენ თუ არა, არ ვიცი. კეთილი სურვილით მაქვს ეჭვი, რომ ვერ აცნობიერებენ და ბრმა იარაღი არიან. მაგრამ იარაღი ბრმა იქნება თუ არა, თუკი გავარდება შეიძლება ვინმე შეიწიროს. ამ შემთხვევაში, ესენი ქვეყანას წირავენ. თუ მიხვდებიან ამას, ძალიან კარგს იზამენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე თვლის, რომ როგორი კომიკური პერსონაც არ უნდა იყოს გუბაზ სანიკიძე, მას ეს განცხადება არ უნდა გაუტარონ. მისი თქმით, იმის ფონზე, როდესაც გარშემო მძიმე სიტუაცია არის შექმილი, პოლიტიკური თამაშები ცუდად შეიძლება დამთავრდეს.

„არც ჭიჭე ვაშაძის და მისი ტრიოს რევოლუციური მოწოდებები უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. კეთილი ინებონ შესაბამისმა ორგანოებმა და დაიბარონ გამოკითხვაზე. თქვან, კერძოდ, უკრაინაში რომელ მებრძოლებთან ერთად აპირებს სახელმწიფო გადატრიალებას.

ასევე უნდა აღიძრას საქმეები იმათზე, ვინც უკრაინიდან იმუქრება და ნერვები დააწყვიტა აქ ხალხს. ზოგადად, ასეთი მოწოდებების გამო პასუხისმგებლობა უნდა იყოს სწრაფი და მკაცრი. ამოვიდა ყელში ამათი პარპაში, ისევე როგორც მათი გამოყენება პოლიტიკური მიზნებით. მძიმე სიტუაციაა გარშემო, პოლიტიკური თამაშები ცუდად შეიძლება დამთავრდეს-არეულობითა და სამოქალაქო დაპირისპირებით. ამიტომ არავის არ აქვს რისკის უფლება“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

merab ქართველი ხალხის წინააღმდეგ უკანონო დაპატიმრებას და უკანონო განაჩენს არ მორიდებით ხელისუფლება. 5 ივლისის საქმეზე დაკავებულები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ჰყავთ ციხეში დიდი ვადით .
რატომღაც, ნაც დამნაშავეების მიმართ სხვა კანონი და სამართალია.
1 წლის უკან
merab გირჩი ხლე გასიევ "ჯაფარიძე", შენი დედას შ***ცი!
1 წლის უკან
trampi მიეცით მილიონი ამ გასიებულს და ჩვენც დაგვასვენებს და თვითონაც დაისვენებს ....
1 წლის უკან
ლევკოთეა ამის გასიებულ თავს და ფაშვს რომელი მილიონი გააძღობს.
1 წლის უკან
რომანი სანიკიძე და ჩალაძე მოუწოდებენ სამოქალაქო ომისკენ სააკაშვილის პრეტორიანული გვარდიის გამოყენებით. დანაშაული სახეზეა, მოსახლეობა დაშინებულია, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას საშიშროება დაემუქრა. რა ხდება?
1 წლის უკან
merab ვინც უნდა დაიბადოს, ვინც უნდა საქმე ღძრას, ვინც უნდა გაასამართლოს, ყველა უწყებას ამერიკის საელჩო აკონტროლებს და ვინ იზამს ამ ყველაფერს? თავის თავს ხომ არ დაიჭერენ?!
1 წლის უკან
merab დაიბადოს უნდა იყოს
1 წლის უკან
merab დაიბაროს
1 წლის უკან