იყენებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საკვებზე უარის თქმით თვითდაზიანებას და ვისი მითითებით აკეთებს ამას? ექს-პრეზიდენტის ჯამრთელობის ირგვლივ ურთიერთბრალდებები არ წყდება. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი სწორედ იმ რეკომენდაციებს ასრულებს, რომელსაც არა მისი მკურნალი ექიმები, არამედ „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფი გასცემს. ზურაბ ჩხაიძე სწორედ ცენტრის ექიმებს ადანაშაულებს ყოფილი პრეზიდენტისთვის არასაკმარისი კვებითი კალორაჟის მიწოდებაში. გარდა ამისა, ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მკურნალობაზე, კლინიკის მხრიდან არაერთი შეთავაზების მიუხედავად, უარს საკუთარი სურვილით აცხადებს.
პატიმრის ჯანმრთელობაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი, თუმცა, თუკი მსჯავრდებული თვითდაზიანებას იყენებს და მკურნალობასა და კვებაზე საკუთარი სურვილით ამბობს უარს, მმართველი გუნდის თქმით, პასუხისმგებლობა თავად პატიმარზე გადადის. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგვაძე კი აცხადებს, რომ შესაძლოა სააკაშვილის საქციელმა ზეგავლენა სხვა მსჯავრდებულებზეც მოახდინოს და მსგავს თვითდაზიანებას მათაც მიმართონ.
სააკაშვილი პოზიციას ამ დრომდე არ ცვლის. უცვლელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ოჯახის მოთხოვნაც - პატიმრის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით. გიული ალასანია შვილის ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
ამის პარალელურად, სააკაშვილი უკრაინის ხაზის გავლით, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელმწიფოს დაზიანებას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ის ამტკიცებს პოლიტიკისგან დისტანცირებულია, მისი ყველა განცხადება და ქცევა, ქვეყნის იმიჯის დაზიანებისკენ არის მიმართული. ერთ-ერთი ამის მაგალითი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებაა. უკრაინა საქართველოსგან საკუთარი მოქალაქის გადაცემას ითხოვს. საგარეო უწყების განცხადებაში მიზეზად მიხელ სააკაშვილის უფლებების უხეში დარღვევა, მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობაა დასახელებული. ოფიციალურ მოთხოვნამდე წამებაზე, მოწამვლასა და სააკაშვილის მიზანმიმართულ მკვლელობაზე უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ ბრიფინგზე, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით ხელში დასვა კითხვაც - ვისკენაა საქართველო და მისი ხელმძღვანელობა?!
ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით განცხადება ზელენსკიმ „ტვიტერშიც“ გაავრცელა, რასაც სოციალურ ქსელში საქართველოს მოქალაქეების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ქართველმა მომხმარებლებმა უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე 2003-2012 წლებში მოკლული და ნაწამები პირების ფოტოები გამოაქვეყნეს და ის საქმეები გაიხსენეს, რომელთა გამოც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მსჯავრდადებულია. კომენტარების ნაწილი პოსტიდან უკვე წაშლილია.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეამინაციაში გადაყვანის შემდეგ, მისი გარემოცვა უარესი ვაი-ვიშის ატეხვას აპირებს. ევროპარლამენტში და უკრაინაშიც უფრო მეტი ხელჩასაჭიდი ექნებათ იმის სათქმელად, რომ ის „კვდება“. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილის „ვივამედის“ ექიმებთან და სახელმწიფოსთან საკუთარი ჯამრთელობით ვაჭრობს.
„ვივამედის“ ექიმები ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობა იმ დონემდე არ არის, რომ ის რეამინაციაში იქნას გადაყვანილი. ეს არის მისი და მისი გარემოცვის პიარხრიკი, რათა ლობისტებს თავი შეაცოდოს, ის გადახდილი ფული წყალში არ ჩაეყაროს. მისი მხარდამჭერები მის ტყუილებს აღარ იჯერებენ. ეს ხალხიც კი მიხვდა რა დონის შარლატანთან აქვთ საქმე - რაღაცა პატარა მცირერიცხოვან სოლიდარობის აქციას ხომ უნდა აწყობდნენ, მაგრამ ენმ-ს ასეთი პატარა აქციის მოწყობაც კი სახვეწარი აქვს. რა მნიშვნელობა აქვს კლიმატურ პირობებს, როცა მჯერა, რომ ჩემს მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკოსს კლავენ.
როცა ვიცი, რომ პირობითად ჩემს ბელადს აწამებენ, სოლიდარობას მაინც არ გამოვხატავ?! ნიკა მელიამ და მისმა მხარდამჭერებმა ეს ვერ შეძლეს. მოლოდინი აქვთ, რომ ამას ხაბეიშვილი და მისი ფლანგი შეძლებს, მაგრამ ესეც ძალიან სასაცილოა. კაცს საკუთარ პარტიაში არავინ არაფრად აგდებს და საერთოდ, პოლიტიკოსად ვერ აღიქვამენ და პარტიის ელექტორატის გამოყვანას შეძლებს? პარტიას უკვე NDI-ის კვლევის მიხედვით 6% აქვს და ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ კიდევ დაუვარდებათ. ხილ-ფაფის დიეტამ ვერ გაამართლა და ახლა სააკაშვილი კიტრის და სალათის ფურცლების დიეტაზე გადავიდა. უცხოელი ექიმებიც ხომ საქმეში ჩართეს და როგორც ჩანს, ეს ვერაგული გეგმა ურჩიეს. სააკაშვილის გამოსვლა და განცხადებები კატასტროფა იყო. კაცს ვერ გაუგია რეალურად სადაურია - ხან უკრაინელია, ხან ქართველია და რა ვიცი, როცა სადაური მოუნდება იქაური იქნება. არაა გამროიცხული, ისიც კი თქვას ვენესუელაში დამკრძალეთო“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, სააკაშვილის კლოუნადა უკვე ყველამ გაშიფრა. საწოლიდან ვითომ გადმოვარდნა, მერე შესუნთქვა, რომ ძალიან გამხდარი გამოჩნდეს. აბაშიძე ფიქრობს, რომ სააკააშვილს საღი აზროვნება საერთოდ გამქრალი აქვს და მის ვაჟკაცობაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია.
„როგორ შეიძლება კაცმა საქმე ისე გაიხადო, რომ მერაბიშვილი და ახალაიაც კი კაცობით გჯობდეს! ეს ხალხი ციხეში ისე იჯდა, მათი არსებობაც კი აღარავის ახსოვდა, ზედმეტი ხმა არავის ამოუღია. ნიკა გვარამიას უფორ მეტი კაცობა აქვს, რომ სიტყვას არ ძრავს. კაცი ისტერიკაში და წივილ-კივილშია. სააკაშვილი, ფაქტობრივად, ლუქსის ტიპის სასატუროში ცხოვრობს და აწამებენო იძახიან. ამას ხომ ქართველი ხალხი ხედავს და სასაცილოდ აღარ ჰყოფნით, მით უმეტეს ვინც მისი რეჟიმის დროს ციხეში იჯდა და იცის რეალურად წამება რას ნიშნავს. სააკაშვილი უკრაინული ხაზის გავლით ცდილობს, რომ მსოფლიოს ყუარდღება მიიქციოს. ამით ქვეყანას და მის იმჯს ანგრევს. საცოდვი უკრაინა, ამხელა ომშია ჩაბმული და ავსტრიის ლიდერთან ერთად პრესკონფერენციაზე არის და უცბად სააკაშვილი გაახსენდა, როცა საწყალ, უკრაინელი ხალხის დახმარებაზე უნდ ილაპარაკოს“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, სააკაშვილი ფიზიკურ თვითდაზიანებაშია გადასული, უკრაინის ხელისუფლება კი მორალურ თვითდაზიანებას აგრძელებს. მისი გარემოცვა და ხელისუფლების წევრები კორუფციაში იხრჩობიან, ის კი საქართველოს ხელისუფლებას პატიმრის ე.წ. წამებაში სდებს ბრალს.
ანალიტიკოსი ზაალ აჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ ის სპექტაკლი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე ჩართვის დროს პალატიდან დადგა, ქართულ საზოგადოებაში დიდი ეფექტის გამომწვევი არ ყოფილა. თუმცა ანჯაფარიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ამან ეფექტი ქვეყნის გარეთ გამოიწვია. ჩვენ სააკაშვილის სურათებით ხელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ვიხილეთ და ზოგიერთი ევროპარლამენტარი. ამიტომ ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ ეს პერფორმანსი ზუსტად ამ აუდიტორიაზე იყო გათვლილი.
„მე პირადად კითხვა მიჩნდება, სადამდე შეიძლება სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესი გაგრძელდეს? დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის გარდაცვალება არ სურს. შესაბამისად, ამ თვითდაზიანების პროცესს, რასაც ის შეგნებულად აწარმოებს, წერტილი სადღაც უნდა დაესვას. წითელი ხაზი ხომ არსებობს, რომლის იქითაც რისკზე წასვლა უკვე აღარ შეიძლება? ვფიქრობ, სააკაშვილი უბრალოდ ცდილობს, საკუთარი შესაძლებლობის ზღვარზე იაროს და სადამდეც შეძლებს, ეს პორცესი გააგრძელოს, იქნებ, როგორმე საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად, საქართველოდან გაყვანა მოახერხოს. იუსტიციის მინისტრმა საინტერესო მინიშება გააკეთა, რომ სააკაშვილი თავისი ამ საქციელით ძალიან საშიშ პრეცედენტს ქმნის. შესაძლოა ამ ყველაფერმა სხვა პაციენტებზე გავლენა მოახდინოს და მას მიბაძონ. შესაძლოა, ჩათვალონ, რომ ეს მეთოდი თვითდაზიანების კარგად მუშაობს და რატომაც არ შეიძლება ჩვენც გამოვიყენოთო. სააკაშვილი ამას მანამდე გაგარძელებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისთვის ეს შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს. ჯერჯერობით, როგორც ჩვენ ვნახეთ, მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია და მისი რეამინაციაში გადაყვანაც კი საჭირო არაა. ნებისმიერ ადამიანს თვითგადარჩენის ინსტიქტი კარგად აქვს გათვიცნობიერებელი, ამიტომ, თუ სააკაშვილი ნანობს, რომ ამ ყველაფერს არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური შედეგი არ მოაქვს, გაჩერდება. საღმა აზრმა, ლოგიკურად, მას უნდა უკარნახოს, რომ ის ჩვეულებრივ რეჟიმში დაბრუნდეს“, - ამბობს ანჯაფარიძე.
იმ ანდაზისა არ იყოს ეგ სიკვდილის მერეც აგვაოხრებს ჩვენ აქ
ეგ მაინც უკვე გაპიდარასტებულია, კასტილიანი კაცის გაპატიურებულს დაემსგავსა,... უკვე მაგის ლიდერობა და რევოლუციონერობა აღარ გაიშვას
მე ვიტყოდი................. გაუშვან და მოგვშორნენ ყველანი თავიდან. პრიჩინას გამოვაცლით ამ სპეკულიანტ ევრო--ამერიკელებს
მოკლედ ეს ევრო ამერიკელები თურმე რა კეთილებ მიქინძულები ყოფილან........
ვალიკო არ გვინდა ბინოკლი არა ................... ..არ გვინდაააა
შორს თქვენი ბინძური ხელები თურქეთისგან - აშშ-ის ყველა ელჩი, როგორც კი აქ ჩამოდის, ცდილობს გაერკვეს, როგორ შეიძლება გადატრიალების მოწყობა
ყოჩაღი და ტრაკიანი ხალხი
ამ მართალა ჩათლახ ამერიკელებს რომ ბინძურებს დაუძახებ მართლა მაგარია
მთავარი ..
....ეგ ინფორმაცია საქართველოში სხვამ არავინ დაბეჭდა --- ე მანდ მეგობრებს არ ვაწყენინოთო
რაზე უნდა აწყენინოთ??.............მართალია ეგენი მაგაზე უარესების ღირსები არიან, მაგრამ თქვენ ეგ მაინც გაიმეორეთ, სხვისი ნათქვანმია, თქვენ ხომ არ ამბობთ, რისი გეშინიათ? ბოლო ბოლო თუქეთის შშს მინისტრი ამბობს, თქვენ რა შუაში ხართ??
მაგრამ .......შუაში კი არა თავში ხართ, თავში.
ვინც არ დაბეჭდეთ ყველა ჩათლახი და საქართველოს მტრები ხართ ....... თქვენც ჩათლახები ხართ, ,
აბა ამ საიტის პატრონს თავი რკინისა ააქვს? საააკაშვილის დროს (დაჟე მერეც) რა ამბები გამოატარეს......
თქვენ კიდევ დანარჩენო დემოკრატებო შეუძვერით ამერიკას, შეუძვერით
აკი სიტყვის თავისუფლებააო??
აკი ცენზურა არაააო??
ქუნემ თქვენი თავისუფლებაც.....