ბოლო სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვამ, მისმა მდგომარეობამ და ანდერძმა: „თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას“ - საზოგადოებაში განსხვავებული დისკუსია გაამოიწვია. განსაკუთრებით კი საკვების იმ კალორაჟმა, რაც ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანისთვისაც საფრთხის შემცველია.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გაოგნებულია კვების იმ რაციონით და კალორაჟით, რითაც დღეს ექსპრეზიდენტს დედა კვებავს. მისი თქმით, 400 კალორია, 3 წლის ბავშვებისთვისაც ცოტაა. შესაბამისად, სააკაშვილს არა მხოლოდ დააუძლურებს, მის სიცოცხლესაც საფრთხის ქვეშ აყენებს.
რა სცენარი წამოიწყო თემურ ალასანიამ სააკაშვილთან მიმართებაში, რა რისკზე მიდის გიული ალასანია ასეთი მცირე კალორაჟით კვებით და რა შემთხვევაში წავა ხელისუფლება სააკაშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე? - ამ საკითხებზე for. Ge-ს ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ესაუბრა.
რა შეგიძლიათ თქვათ, სააკაშვილის მიერ წონის მნიშვნელოვნად კლებაზე, რაც სასამართლოზეც ვნახეთ და მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, თუ რამე მოუვიდოდა, მისი გული უკრაინაში დაეკრძალათ.
- მსგავსი რამ მომხდარა, ახლა გამახსენდა. ვარშავაში არის დაკრძალული შოპენის გული. ის პარიზში ცხოვრობდა ბოლო წლებში და იცოდა, რომ ის პოლონეთში არ დაბრუნდებოდა. ანდერძად დაიბარა - ჩემი გული პოლონეთში დაკრძალეთო. მართლაც, მისმა დამ ჩუმად ამოიღო დაკრძალვამდე გული, გადმოცემის თანახმად, რაღაც სპირტიან სასმელში ჩაუდია და ვარშავაში ჩაიტანა. შოპენის გული დაკრძალულია ვარშავის ერთ-ერთი ეკლესიაში. იქვეა უზარმაზარი აუზი, უამრავი ადამიანი მიდის, შოპენის გულს ნახულობს და მისი მუსიკა იღვრება. რაღაც უცნაურად ამაღელვებელია, როცა იცი, რომ იქ მხოლოდ ადამიანის გულია. მომენტალურად თვალწინ ეს პარალელი დამიდგა, ანუ შოპენის ანდერძის მაგვარი ანდერძი. მართალი გითხრათ, გავშტერდი. სააკაშვილის რომანტიულობაში მე ძალიან ეჭვი მეპარება, მაგრამ ეს პარალელი გამახსენდა.
რაც შეეხება სასამართლოზე ნანახს, გეტყვით როგორც ექიმი: ეს დღეები, როცა უკვე ამბობდნენ, ძალიან მძიმედ არის და 400-500 კალორია საკვებს იღებს და მძიმე მდგომარეობაშიაო, მართალი გითხრათ, სადღაც, გულის სიღრმეში განცდა მქონდა, რომ თუ ამ ადამიანს ასეთ დაბალ კალორიებს აძლევენ, ნებისმიერი შეიძლება ასე იმქვეყნად გაისტუმრო. 400-500 კალორია ძალიან ცოტაა და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მართლა დაიღუპოს. სადღაც იმასაც ვფიქრობდი, რომ ოჯახი არ აწვდის სათანადო კალორაჟს...
საკვები ხომ დედას მიაქვს.
- მერე რა? ეს შეიძლება თქვა სხვაგან, მაგრამ მე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ვარ და ბევრი რამ მინახავს. არაფერს ვამბობ, მაგრამ დავიჯერო, დედა ვერ აცნობიერებს, რომ 400-500 კალორია, რა არის? მართლა უმძიმესი სანახავი იყო. შეიძლება ასეთი კვებით, ნებისმიერი ადამიანი დაიღუპოს. მართლა მიკვირდა, რატომ არ აცნობიერებს მშობელი, სადამდე შეიძლება მივიდეს ასეთი კვებით. პროცესზე რომ ვნახე, მართლაც არის წონაში კლება, მაგრამ მომაკვდავი ნამდვილად არ არის. ექიმები არ დაუშვებდნენ, უმძიმესი ავადმყოფი ყოლოდათ რეანიმაციის გარეშე. თავისუფლად მოძრაობს. ენცეფალოპათია არ ჩანს, ჩვეულებრივად, კაცი ორ ენაზე საუბრობდა, ანდერძიც კი თქვა და პოლიტიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა. ასე რომ, მე უფრო მძიმე მეგონა და ვფიქრობდი, რამე მართლა არ მოხდეს-თქო. მაგრამ, რომ შევხედე, რაღაც გარკვეული სიმშვიდე, როგორც ექიმს, ჩამესახა. მე რომ ახლა გიულის დიეტაზე დავჯდე, ალბათ, მაგ წონამდე მივალ. აბა, კომბოსტოს სალათა, კიტრი, მჭადი და ერთი კვერცხი რომ ვჭამო მთელი დღის განმავლობაში, გონებას დღეში 3-4-ჯერ დავკარგავ. ასეთი დაბალი კალორაჟი, საოცარი სტრესია. 3 წლის ბავშვისთვისაც ცოტაა ეს კალორაჟი. გონებას დაკარგავს, აბა, რა. ის არის უმკაცრეს დიეტაზე. ასეთი მკაცრი დიეტა გიორგაძეს არ ჰქონდა - 800 კალორია იყო. 14 კილო დავიკელი ერთ თვეში და მერე 3 თვე გონზე მოვდიოდი. ეს არის საოცარი სტრესი.
ამას გიული ალასანია ვერ აცნობიერებს?
- არ ვიცი, ვინ ურჩია, ვინ აძლევს იმის გარანტიას, რომ ეს მის შვილს საბოლოოდ არ დაანგრევს?! 800 კალორიაზე ისეთი ნევროზი დაგემართება და ისეთი დეპრესია, საშინელებაა. მოწამვლაზე უარესია.
როგორ ფიქრობთ, კუჭის ოპერაციიდან გამომდინარე მიაქვთ ასეთი მცირე საკვები, თუ სააკაშვილის ამ გზით დაუძლურებით, მის პატიმრობიდან გათავისუფლებას მიაღწევენ?
- მე ვუსმინე გასტროენტეროლოგს, რომელმაც თქვა, რომ კუჭის ეროზიები ანუ კუჭის ლორწოვანის დაზიანება გამოხატული იყო. იქ საუბარი იყო, შეიძლება კიბოს წინარე გამოხატულებაც იყოსო. მას უნდა ბიოფსიები, მკურნალობა. ლობიოს, კომბოსტოს სალათას და მჭადს რომ მიუტან, ცივს და უხეშ მჭადს, თუ ის კუჭი იმ მდგომარეობაში იყო ეროზიებით, ეს როგორ შეიძლება?! ჩემამდე არ დადის, რა ხდება, მართლა ვერ ვიგებ.
შეთქმულების მსხვერპლია სააკაშვილი? ფაქტებიდან და თქვენი საუბრიდან ასე გამოდის.
- რომელი დავიჯერო, ექიმი ვარ. თუ მას აქვს კუჭის ასეთი მდგომარეობა, რომელზეც ამბობენ, მხოლოდ ამერიკაში უნდა წავიყვანოთ, რომ კიბო არ განვითარდესო - კუჭის ლორწოვანს უნდა სხვანაირი მოვლა. კომბოსტოს სალათა, ლობიო, მჭადი როგორ შეიძლება ასეთ კუჭზე? ინდივიდუალურ დიეტას რომ უნიშნავ, კუჭის მდგომარეობა უნდა გაითვალისწინო. კომბოსტო ყოველ დღე? – 54 წლის კაცია, პატარა ბიჭი ხომ არა, კარგით რა!
ბოლო დღეების ფაქტებმა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე აზრი მნიშვნელოვნად შეგიცვალათ?
- ნამდვილად. ექსპერტებს რომ ვუსმინე, წარმოდგენა ბევრ რამეზე შემეცვალა. მათი ამოცანა იყო, ყველაფერი ძალიან დამძიმებულიყო. ამას პაციენტი ვიზუალურადაც უნდა შეესაბამებოდეს. ამას ვხედავთ კიდეც - როგორმე არ ჭამო, რომ ხალხს თავი შეაცოდო , ეს რაღაც უცნაური დადგმაა. არ გამოვრიცხავ, რომ იქ ანორექსიაა და მართლა ვერ ჭამს. მაშინ უნდა ფისქიატრის მკურნალობა. ამდენი ექსპერტი და ექიმია ჩართული ოჯახის მხრიდან. თან, „ვივამედის“ ექიმები უვიცები არიანო, ჯიშკარიანი ამბობს... ყველა - გერმანელი, ამერიკელი ჭკვიანია, ხოლო ქართველი, უვიცი?! თვითონ ჯიშკარიანი ერთადერთი გამონაკლისია, ბრძენია. ჩამოეყვანათ ექიმები, ვისაც ენდობიან და არ დაეკომპლექსებინათ ჩვენი ექიმები, თქვენ არაფერი იცით, თქვენ წამლავთო, ჩამოეყვანათ და ემკურნალათ. ფსიქიატრი დაჭირდებოდა ანორექსიისთვის? - ფსიქიატრს ემკურნალა. დაჭირდებოდათ გასტროენტეოროლოგი - დაენიშნათ მკურნალობა, ზედამხედველობა გაეკეთებინა - ზედამხედველობა დისტანციურად, ეს არის უადვილესი. დღეს ტელემედიცინაა და პირდაპირ საუბრობენ ექიმები, კონსულტაციებს იღებენ. მაგრამ უკვე ვრწმუნდები, მთელი წელი რომ აკვირდებოდნენ ექიმები, მათ მისი გამოჯანმრთელება კი არ ჰქონდათ მიზნად, არამედ მძიმე სურათის დადება. ნუთუ, ესენი მთელი წელი იმას ელოდნენ, როდის დამძიმდებოდა?! ფაქტია, „ვივამედის“ მკურნალობა მიდის ასე: მოდი, გიმკურნალებ, - არა, არ მინდა. კლინიკა ყველანაირად ცდილობს, ადამიანს შვება მისცეს და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუმჯობესოს, მისი გარემოცვა კი ყველანაირად ცდილობს, რომ ეს არ მოხდეს.
იძულებითი კვება გამორიცხულია? ამაზე კლინიკა ვერ წავა, პაციენტი სიცოცხლის შესანარჩუნებლად?
- ეს არის შიმშილობის დროს. სასჯელაღსრულებისთვის ეს კარგად ნაცნობია. მოშიმშილე პატიმარი, როცა გონებას დაკარგავს, თუნდაც უარს ამბობდეს დახმარებაზე, მერე შეუძლიათ მის გარეშე გადაწყვიტონ, მაგრამ მანამდე, არა. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ თვითონ და მისი გარემოცვა არის ჯანასაღი ფსიქიკის, რაზეც აქ, უკვე ეჭვი მეპარება. სეიოზულად ვამბობ.
მოდით, სააკაშვილის პარტიაში განვითარებულ მოვლენებს და შიდაპარტიულ არჩევნებს შევეხოთ. რას იტყვით ამ პროცესზე, რომლის დირიჟორადაც თემურ ალასანია სახელდება და დატოვა თუ არა ექსპრეზიდენტი მერაბიშვილ-კეზერაშვილის ტანდემმა თამაშგარე მდგომარეობაში?
- ხდება ის, რომ სააკაშვილის რესურსი აღარ არსებობს. სააკაშვილის ლიდერობა დასრულებულია. რაც ახლა ვნახეთ - მაისური აიწია, ფერდქვეშა მიდამო აჩვენა... როცა კაცი თავის შეცოდებაზე მიდიხარ, იქ უკვე ლიდერობა გამორიცხულია. მან თვითონ გადახაზა თავის თავი აი, ამ დაუვარცხნელი და ასეთ ფორმაში წარმოჩენით. მაგრამ, მას აქვს დიდი ინფორმაცია. ამ ინფორმაციას ის დედის და ბიძის გარეშე ან გასცემს, ან არა. თუ მას დამოუკიდებელი მოქმედების უნარი შერჩენია, მაშინ შეიძლება. ჩემი აზრით, თავისუფალებაზე რომ აღმოჩნდეს, ერთადერთი ვარიანტია საპროცესო. რაც ნაკლებად გაიპამპულებს თავს, უკეთესია. საპროცესო გარიგებაზე წავიდეს, თქვას, რა მოხდა - კოდორის ამბავი, სამაჩაბლო... ყველაფერი გაამხილოს და მაშინ კი, ბატონო, შეიძლება მართლა აღმოჩნდეს თავისუფლებაზე. მეორე, დღეს სააკაშვილი მათთვის იგივეა, რაც ბოლშევიკების დროს ლენინი, რომელიც ეტლში იჯდა, გონზე არ იყო, მაგრამ, ვითომ წერილებს წერდა, გზავნიდა. ვამბობთ პარტიას, ვგულისხმობთ ლენინსო. მხოლოდ სამ სიტყვას ამბობდა, ერთი - რევოლუცია იყო. ლენინი იყო ლოგო კომუნისტური პარტიისთვის. ფაქტობრივად, სააკაშვილი დღეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო. მერე რა, რომ ურესურსოა, ის არის ლოგო. არ ვიცი, ახლა ეს ლოგო იმ მხარდამჭერების შესანარჩუნებლად არის, თუ სააკაშვილის დასამშვიდებლად, რომ მან ლაპარაკი არ დაიწყოს. აი, ეს ორო ვარიანტია. მაგრამ პარტია დაიშალა, დარჩა ბრიგადა. ხაბეიშვილმა პირდაპირ განაცხადა, როცა დეკანოიძის პრეტენზიებს უპასუხა - აქ პირველი კაცი მე ვარ, მოდით, სულ კარგად იყავითო. გამოჩნდა ინტელექტუალური ნამცეცები, მაგალითად, ბაჩო დოლიძე, რომელიც ნამდვილად ინტელექტუალური ადამიანია, მაგრამ ეს ადამიანები რომ იქ ვერაფერს გააკეთებენ, ფაქტია. დროის ამბავია, ცალკე როდის წავლენ, ან „ხებე“ როდის გააგდებს. იმიტომ, რომ „ხებეს“ მიზანია და დეკლარირებულია მისი განცახდება რევოლუციაზე. მის უკან დგანან მერაბიშვილი, კეზერაშვილი, შაშკინი, პეტრე ცისკარიშვილი, ლორთქიფანიძე ანუ ისინი, ვინც რევოლუციაზე წასვლას განიხილავს.
სააკაშვილმა გერმანულ „შპიგელთან“ ინტერვიუში თქვა, რომ მისი საქართველოში შემოყვანა, შემოტყუება რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდება. მისი ბიძაც ხომ იმავე სპეცსამსახურების წარმომადგენელია, ეს შედეგი ვერ გათვალა?
- იქ არის, ელემენტარულად, „ეფესბე“ და „გრუ“. ძველი „გრუ“-შნიკები, ანუ სამხედრო დაზვერვა ვისი ხაზია?! ესენი გადავიდნენ ამერიკულ ხაზზე და ეს რუსეთში ცნობილია. იარაღით ვაჭრობა და ეს ყველაფერი მაგათია. ჰოდა, ამიტომ, რუსულს რომ იტყვი, იქ ერთი სპეცსამსახური არ არის. იმის შიგნით, ძალიან ბევრი განშტოებაა. МГУ ხოშტარიამ რომ დაამთავრა, ნეოლიბერალების ბუდე იყო. ოფიციალური რუსეთი ახლა მოდის აზრზე და ახლა იწმინდება ამ ლიბერალებისგან. ნაწილი გაქიცა, ნაწილი დარჩა და ნაწილი ჩარჩენილია. იქაურ ლიბერალებს ყოველთვის ჰქონდათ კავშირი, ამ ძველ „გრუ“-შნიკებთან, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ. მათ რუსეთთან კავშირი არ გაუწყვეტიათ და იქ მყოფ სპეცსამსახურებთან. ძალიან ბევრი რამ აქ შეთანხმებულად მოდიოდა ამერიკელი და რუსი ლებერალებისგან. ივანოვის ჩამოსვლა, რა იყო? ამერიკული პროექტი, რომელშიც რუსი ლიბერალები მონაწილეობდნენ. მეორე პროექტი - 2008 წლის ომი, დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი იყო. როგორც ჩვენი ნაცები და „უკრანაცები“, ერთი „პაროდაა“, ზუსტად იგივეა - რუსი ლიბერალები და ამერიკელი ლიბერალები, მით უმეტეს, ეს გადასულები. მათ თავისი კავშირები აქვთ. დღეს ეს ნეოლიბერალები, რუსეთში მოღალატეებად მიიჩნევიან, მაგრამ ისინი იქ არიან და მუშაობენ. ჩვენთან ნაცები ხომ არიან თანამდებობებზე ჯერ კიდევ შერჩენილები, იქაც ზუსტად ასევეა. რუსეთს რომ ვამბობთ, ამ შემთხვევაში ასე გავიგოთ - ეს არის რუსეთის ის ნაწილი, რომელსაც ბიძამისიც მიეკუთვნება.
დაბოლოს, თქვენ საპროცესო შეთანხმება ახსენეთ. თქვენი აზრით, კონკრეტულად, რა უნდა თქვას სააკაშვილმა, რომ პროკურატურა და ხელისუფლება საპროცესო შეთანხმებაზე წავიდეს?
- სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა თქვას. მას არავინ მოსთხოვს თავის გაწირვას და სასიკვდილო ჩვენებას, რომ დადაგეს და ამერიკელ ლიბერალებზე, იგივე მაკ კეინით დაიწყოს და ბაიდენით დაამთავროს. აქ ყველაზე მეტად, რაც საქართველოს სჭირდება, ეს არის 2008 წლის ომი, როგორ დაიწყო; როგორ მოხდა კოდორის ხეობის დაკარგვა. აი, ეს რომ თქვას, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. აგრეთვე, ბადრი პატარკაციშვილის პროექტი რა იყო. ეს ყველაფერი უნდა თქვას, რაც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი. ამერიკამ თავის თავს მიხედოს. ამერიკაში კი კონსერვატორებმა მიხედონ თავიანთ ლიბერალებს.
ვიცი მერე რო გამოყოჩაღდება ხტუნაობას დაიწყებს, მაგრამ მაგან უკვე ისე გაიბანძა თავი, რომ მომავალში მაგისი ფასი ნოლის ტოლი იქნება----შინაურებშიც და გარეულებშიც
რაც მაგან ხალხი დახოცა გაააუბედურა დაააყაჩაღა.(ასეულ ათასობით).....მაგრამ ........ეგეთი ბანძის ყურება მაინც უკვე სირცხვილია
კი....ძალიან, ძალიან ბევრი დაუშავა საქართველოს და ქართველებს, მაგრამ ეგ უკვე ისეა გაბანძებული, რო ეგ მდგომარეობა მაგისთვის სახალხოდ
სიკვდილის ტოლფასია----არის კიდეც
არადა რა ძალიან ბევრი აქვს დაშავებული...... ამერიკული კანონმდებლობით მაგას ერთი 200 წელი მაინც ეკუთვნის.... საწყალ პატარა ბიჭს 3 ცარიელი
შტოფის მოპარვისთვის 12 წელი მისცეს და იმასთან შედარებით მაგისთვის 200 წელიც - ცოტააა
..... კაცი ბოზებთან ერთად ლამის პრიცეპკიანი სამალიოტით დაფრინავდა და ეხლა რას ჰგავს? სიკვდილია მაგისთვის აბა რააარი??
ფრუნზიკასი და მიმინოსი არ იყოს ---- კაცი იშტოიანი ვიდალ...... ბუშთან ხიკალს მიირთმევდა, ......... მასაჟისტკები....კიდევ.....(რა ჩამოთვლის) და ეხლა კიდევ რა მდგომარეობაშია???
ბანძი.......კაცობის ნატამალი არა სცხია....
.თან ლუქპალატაშია....25 კაციან კამერაში უნდა იჯდეს ეგ, ჭკვას მერე ისწავლიდა, ხალხი რიგრიგობით რო სუნთქავდა, ძილს ვინღა ჩიოდა
კასტილიანი კაცის გაპატიურებულს ჰგავს უკვე ...აწი საცა გინდა წავიდეს ამ ბანძობას ყველა წამოაძახებს....ბოლომდე დაჩმორებულია
ხოოდა მაგისთანა ლიდერი ყველას ,,სიკეთეში,, მოახმაროთ----- აქაურებსაც და იქაურებსაც
მე კიდევ მართლა ჯაფარიძე მეგონა
სვანი კაცი და ასეთი ქაჯი მეთქიი ---- მიკვირდა
არადა სვანი კაცი ზედმეტად ორ სიტყვას არ ამბობს
ეს კიდევ ................. ქაჯი................... წავიდა და ტრუსიკი ჩაიხადა
ვინ იცის რამდენ ჩამნაირს გონია ეგ ეხლა სვანი...
ფუუუ ................. შენი