„გამოტვინებული ადამიანი ციხიდან წერილებს იწერება და ყველ პოლიტიკურ გაფაჩუნებაზე საპასუხო რეაქციებს იძლევა?!“

„გამოტვინებული ადამიანი ციხიდან წერილებს იწერება და ყველ პოლიტიკურ გაფაჩუნებაზე საპასუხო რეაქციებს იძლევა?!“

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 3 თებერვალს გაიმართება. მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. ამ ეტაპზე უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე გიორგი არევაძე.

გიორგი არევაძის განაჩენამდე ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილის ანდერძი: „თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის მიმართ ხორციელდება წამება, რადგან, ციხეში იქნა მოწამლული. სააკაშვილის განცხადებით, ის ადეკვატური მკურნალობის საშუალებას ითხოვს.

„მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა... ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი რასაც ვითხოვ, მომეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება. თუ საჭიროა, შევწირავ ჩემს სიცოცხლეს, ალისკა, ნიკუშა, არაფერზე გაგიტყდეთ გული, საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც მისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე მაისური აიწია იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ გამოიყურება ფიზიკურად.

აშკარაა, რომ პატიმარი სააკაშვილი წონაში საკმაოდ დაკლებულია, მაგრამ, როგორც მისი მკურნალი ექიმები აცხადებენ, არა იმიტომ, რომ ავად არის, არამედ არ იღებს საკვებს, იყვენებს თვითდაზიანებას იმ მიზნით, რომ შექმნას სურათი მისი ავადმყოფობის შესახებ. იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, უწყება პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელი ვერ იქნება და მოუწოდებს მის ახლობლებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა და სასჯელის აღსრულების საკითხის პოლიტიზირება.

„როდესაც პატიმარი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა, მას სპეციალური პენიტენციური სამსახური, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შიმშილობის შეწყვეტისაკენ მოუწოდებდა. დაინტერესებული მხარე კი მიხეილ სააკაშვილს ყველა შესაძლო ფორმით უბიძგებდა შიმშილობისკენ, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნური გაუარესებისკენ. შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება შევთავაზეთ, რაზეც მან უარი თქვა.

ის გამოძიებას საშუალებას არ აძლევს, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშები აიღონ. ეს იმის მანიშნებელია, რომ მხარე სიმართლის დადგენით არ არის დაინტერესებული. ჩვენ, ასევე, მას და მის დაცვის მხარეს შევთავაზეთ, რომ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოეყვანათ, თუმცა მხარე ამ შეთავაზებასაც არ გამოხმაურებია. მოვლენათა განვითარების ეს ჯაჭვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამ გზით სასჯელის აღსრულებისგან თავის დაღწევას ისახავს მიზნად“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კილოგრამზე ქვევით ჩამოვა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ ის მოკვდება.

„სააკაშვილის წონის ასეთი ტემპით კლება ძალიან ცუდია. თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და მასის ინდექსი 14-ზე ჩამოვა, ანუ წონა 52 კილოგრამზე ქვევით ჩამოვა, მოკვდება. როდესაც ჩვენ ეს ინდექსი ვნახეთ, 20 თუ 21 იყო. ჩვენ დავთვალეთ კალორაჟი და ვნახეთ, რომ 400 კალორიას იღებდა. სასიცოცხლო ფუნქციები რომ შევინარჩუნოთ, მისთვის 1100 კალორიაა აუცილებელი. თუმცა ზოგადად, მაგ კომპლექციის მქონე ადამიანმა 1800-2000 კალორია უნდა მიიღოს“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი ავად არის და სწორედ ამიტომ იმყოფება საავადმყოფოშიც. მაგრამ არ ეთანხმება განცხადებას, რომ სააკაშვილის საქართველოს საავადმყოფოში ყოფნა დაუშვებელია.

„ბატონ თენგიზ წულაძეს დავუსვი კითხვა, რომელმაც თქვა, ამდენი დაავადებები რომ აქვს, მისი მკურნალობისთვის ყველაფერი კეთდება, მაგრამ ადაპტაციური შეუგუებლობის გამო ვერ ეგუება გარემოს. თუ პატიმარი გარემოს ვერ ეგუება და ამის გამო უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის გამო უნდა იყოს ის გათავისუფლებული, ეს პრეცედენტი არ ყოფილა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, ეს სტანდარტი უნდა იყოს გამოყენებული ნებისმიერი სხვა პატიმრის მიმართ, რომელიც ავადაა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება მხოლოდ იმის გამო, რომ ადაპტაცია არ შეუძლია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიტუაციაში, რომელშიც სააკაშვილი არის, მკურნალობა შესაძლებელია და ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ საქართველოში მისი ყოფნა და საქართველოს საავადმყოფოში ყოფნა დაუშვებელი და კანონსაწინააღმდეგოა, ის ხომ არ არის ციხეში“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, ის, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო ხდება, ბოროტული პიარ-გეგმის ნაწილია, რაც იმით უნდა დაგვირგვინდეს, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მოხდეს, ხელისუფლება შეიცვალოს და მეორე ფრონტი გაიხსნას. მისი თქმით, ადამიანი უნდა იყოს ბრმა ან მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომ ეს ვერ დაინახოს. „ქართული ოცნების“ დეპუტატი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არავითარ ფატალურ შედეგამდე არ მივა. ვოლსკიმ აღნიშნა ისიც, რომ თავად სააკაშვილის რეჟიმი რომ ყოფილიყო, იმ დანაშაულებისთვის, რაც სააკაშვილს დაუმტკიცდა, ის 50-წლიან თავისუფლების აღკვეთას მიიღებდა.

„როგორ შეიძლება მკურნალობასთან დაკავშირებით ყველაფერი სწორად მიდიოდეს, როდესაც მთავარი ექიმი აცხადებს, რომ პაციენტი მკურნალობას არ ექვემდებარება - ის უარს აცხადებს არა მხოლოდ მკურნალობაზე, უარს აცხადებს ექსპერტიზაზე და უფრო მეტიც, გაკეთებული აქვს კუჭის რეზექცია, რამდენიმე დღეა შიმშილობს და რასაკვირველია, ნეკნიც გამოჩნდება და შეიძლება სხვა ძვალიც გამოუჩნდეს. მთავარია ის, რომ ეს ყველაფერი ერთ დიდ კალათაში იკრიბება, რომელსაც პიარ-თაღლითობა ჰქვია.

ამაში უშველებელი თანხაა გადახდილი, ხოლო გადახდილი თანხის სანაცვლოდ იბეჭდება სტატიები იმის შესახებ, რომ ადამიანი მოწამლულია. აქედან გამომდინარე, რეალური სურათი შეიძლება აბსოლუტურად სხვა იყოს. მოსამართლის გადასაწყვეტია, რამდენად კომპეტენტურია დასკვნები, რომელიც განსახილველად დევს. აქ პოლიტიკური კარნახი ვერ იქნება. მეშინია კიდეც, რაიმე ისეთი განცხადება არ გავაკეთო, რომ სასამართლოზე ზეწოლა დამაბრალონ, რისი რესურსიც პოლიტიკურ გუნდს არ გააჩნია. თუკი ვაჟკაცია, გაუძლოს დამსახურებულ სასჯელს და პოლიტიკურ ასპარეზზე შემდეგ გამოვიდეს!“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სასამართლოზე პროცესსზე სააკაშვილის ამ ფორმით ჩართვას უკვე გამოეხმაურნენ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ევროპელი პოლიტიკოსები. მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც თვლის, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ვიზიტად მყოფ ავსტრიის პრეზიდენტს სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტო გადასცა.

„ოდესღაც იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ეს ფოტოები დავით არახამიამ გადმომცა. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება. ვთვლი, რომ დღეს საქართველოს მთავრობა მას კლავს. თქვენ იცით, რომ მათ იგი მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა, ბოდიში, კლავენ.

სურვილი მექნებოდა, რომ პრესა ხედავდეს რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. არ განვიხილავ საკითხს - რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამის რა შედეგებია საქართველოს პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის, ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღე საჯაროდ აწამებენ და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ - იგი მოკლან“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტისგან მტკიცებულებას ითხოვს იუსტიციის მინისტრი. რატი ბრეგაძე მიმართავს ზელენსკის, მოიტანოს ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსჯელობა მსგავს განცხადებაზე.

„ჩვენ მაქსიმალურად, ყოველთვის ვიკავებთ თავს უკრაინაში გარკვეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული უსამართლო კომენტირების შეფასებაზე, ვინაიდან, ეს სახელმწიფო იმყოფება ომში. როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, მოიტანოს ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსჯელობა მსგავს განცხადებაზე. არც ერთ მტკიცებულებას არ ეფუძნება ეს განცხადება და შესაბამისად, ეს არ იქნება მისაღები“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ევროპარლამენტარის მირიამ ლექსმანის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, რომ დაუყოვნებლივ გაიაროს მკურნალობა საზღვარგარეთ. „ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს ევროპარლამენტში დაუყოვნებლივ დებატებს, რადგან მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება. „ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს ევროპარლამენტის დაუყოვნებლივ პლენარულ დებატებს. მას უნდა მიეცეს უფლება, დაუყოვნებლივ მიიღოს სამედიცინო მომსახურება საზღვარგარეთ. საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ სააკაშვილი არის სიმულიანტი, რომელსაც ძალიან დიდი მხარდამჭერები ჰყავს უცხოეთში, რომლებსაც ქართველი ხალხისგან მოპარული ფულები გადაურიცხა. გვენეტაძე საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს სააკაშვილის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას.

„საქართველოდან მოპარული ფული გაფანტული აქვს. მოქრთამული ჰყავს ლობისტები და დარწმუნებული ვარ, ვისაც ფულები გადაურიცხა, ან ქეშად მისცა, ყველა გადაღებული აქვს და ყველას აშანტაჟებს. ამიტომ, ის კუბილუსიები, ფოტიგეები, კრამონები არიან, თუ კიზინგერები მიშას ლამაზი თვალებისათვის არ იკლავენ თავს. ეს ის ხალხია, რომელიც ამ ავაზაკს ფულის გამო იცავს.

მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე ვამბობ, რომ სახელმწიფომ უნდა ქნას შემდეგი - სააკაშვილი გამოათრიოს იქიდან და შეათრიოს იქ, სადაც საჭიროა, ანუ - ციხეში. პირადად ჩემში და უამრავ ადამიანში ის არავითარ სიბრალულს არ იმსახურებს. თუ ხარ კაცი, კაცი უნდა იყო, მაგრამ თუ ხარ ქაცვი და როგორც ქაცვია, ქაცვად დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, პატიმარი სააკაშვილი არის ღირსებისაგან დაცლილი ადამიანი, რაზეც მეტყველებს მისი ქცევა. მისი თქმით, როდესაც პოლიტიკაში ხარ, მზად უნდა იყო ყველაფრისათვის, მათ შორის დაპატიმრებისათვის და უდიერად მოპყრობისათვის.

„დაწყებული დაპატიმრებიდან დამთავრებული დღევანდელ დღემდე, ყვირის ვაიმე დედიკონა მიშველეთ. ჩემი გადასახედიდან სააკაშვილი არის წმინდა წყლის სიმულანტი, მასხარა და ამავე დროს მსოფლიო დონის აფერისტი. აგრეთვე მასთან მდგომი მისი ახლო გარემოცვა და ის ე.წ. ექიმები რომლებიც ამბობენ, რომ ის ავად არის. აცხადებენ, რომ მას აქვს დემენცია, ანუ გამოტვინება. კი, მაგრამ გამოტვინებული ადამიანი ციხიდან წერილებს იწერება და ყველ პოლიტიკურ გაფაჩუნებაზე საპასუხო რეაქციებს იძლევა?! თუ ასეთ მძიმე სიტუაცუაშია და კვდება ბავშვებს როგორ აკეთებს ციხეში?!

გაგონილა ასეთი რაიმე?! ლოგიკურად რომ შევხედოთ, სააკაშვილმა ციხეში ლიზა იასკოსთან გააჩინა ბავშვი? თუ ასე არ არის, მაშინ ჯორის გაკეთებული ყოფილა ის ბავშვი. 14-დან 15 თვემდე ჯორი მაკეობს ჩემო ბატონო. რაც ციხეში მოხვდა, მას შემდეგ ხან იძახიან, რომ ფაღარათი აქვს და კვდებაო, ხან იძახიან ნერვიული აშლილობა აქვს და გაგიჟებულიაო. ერთი წელია კაცი „კვდება“ და იმავე სიტუაციაშია. ეტყობა ისეთი მრჩევლები ჰყავს, რომლებიც ელაპარაკებიან, რომ არ ჭამო და ასე შეაცოდე თავი, რომ შემდეგ შეიძლება გაგანთავისუფლონო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს არის ღირსებადაკარგული ადამიანი. ამ გაიძვერას ერთი მიზანი აქვს - რამენაირად თავი დაიხსნას და გამოვიდეს თავისუფლებაზე. მას რომ საქართველო ფეხებზე კიდია, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რომ ამას იტყვის - ჩემი გული ამოიღეთ და უკრაინაში დაასაფლავეთო. ჯერ ერთი, რისი გულის ამომღებია, რისი დამსაფლავებელია. ეს არის ადამიანი, რომელმაც თქვა, რას გადამაყოლეთ ამ 150 სოფელს, რა მოხდა მერე, ქვების გროვა თუ დავკარგეთო? აი, ეს არის სააკაშვილი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

trampi მე გაუშვებდი მიშას, თანაც აუცილებლად
ვიცი მერე რო გამოყოჩაღდება ხტუნაობას დაიწყებს, მაგრამ მაგან უკვე ისე გაიბანძა თავი, რომ მომავალში მაგისი ფასი ნოლის ტოლი იქნება----შინაურებშიც და გარეულებშიც
რაც მაგან ხალხი დახოცა გაააუბედურა დაააყაჩაღა.(ასეულ ათასობით).....მაგრამ ........ეგეთი ბანძის ყურება მაინც უკვე სირცხვილია
კასტილიანი კაცის გაუპატიურებულს ჰგავს უკვე ...აწი საცა გინდა წავიდეს ამ ბანძობას ყველა წამოაძახებს....ბოლომდე დაჩმორებულია
მაგისთანა ლიდერი ყველას ,,სიკეთეში,, მოახმაროთ----- აქაურებსაც და იქაურებსაც
ისე კი რაღაც ბოლო ხანებში სენტიმენტები გამიჩნდა ნაცების მიმართ...................... რა ვქნა?---- შევიდე იმათ პატრიაში და გავაძლიერო??
არა .......... არ შევალ............ ორხევში რომ პარავოზით გამოგვეკიდნენ, მაშინ კოჭში დიდი ქვა მომარტყეს, ეხლაც მტკივა...
ხოოდა აბა როგორ შევიდე მაგათ პარტიაში......ისევ მტკივა ფეხი...
ხოოდა არ შევალ...ქუნემ მაგათი დირეხტორი ... კოლუმბი
ჰოოო მართლა ......... ეს მიშაზე უარესად გაბანძებული ლენჩი, რატო აქედან აღარ მიეთრევა?? -----აქაური პუტიოვკები ხომ გაუთავდა უკვე??
გიჟი ქორწილს მივიდა ჩემ სახლს აქა სჯობაო....... რომ წავიდეს სად წავიდეს? ვინ სადღა მიიღებს???
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სააკაშვილის ადგილი არის მალდივის კუნძულებზე! სახელმწიფომ უნდა გადაასახლოს მე-3 პრეზიდენტი, თან უნდა გააყოლონ დედიკო და ცოლები (ვისაც მიშა ისურვებს ისინი) დაუნიშნოს შემწეობა, რომ იქ უზრუნველად იცხოვროს - ჭამოს, სვას ... იმრუშოს! ვოტ ი ვსიო!
1 წლის უკან
არაგველი641 "მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე ვამბობ, რომ სახელმწიფომ უნდა ქნას შემდეგი - სააკაშვილი გამოათრიოს იქიდან და შეათრიოს იქ, სადაც საჭიროა, ანუ - ციხეში. პირადად ჩემში და უამრავ ადამიანში ის არავითარ სიბრალულს არ იმსახურებს. თუ ხარ კაცი, კაცი უნდა იყო, მაგრამ თუ ხარ ქაცვი და როგორც ქაცვია, ქაცვად დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე. - მოდი და ნუ დართანხმები!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სათაური - „გამოტვინებული ადამიანი ციხიდან წერილებს იწერება და ყველ პოლიტიკურ გაფაჩუნებაზე საპასუხო რეაქციებს იძლევა?!“ - რა გიკვირთ, მაინცა და მაინც მიშას ამბავს რატომ იკვირვებთ?! - ეგერ ბაიდენი ნახეთ, გამოტვინებული თუა მაგია, მაგრამ ნახეთ ერთი რა დღეშია? მალე მე-3 მსოფლიო ომს გამოკრავს ხელს?!
1 წლის უკან
merab გირჩი ხლე გასიევ "ჯაფარიძე", შენი დედას შ***ცი!
1 წლის უკან