„დღეს უკრაინას სათავეში ძალიან დაუნახავი ხელისუფლება ჰყავს, არასწორი დამოკიდებულებით საქართველოს მიმართ“

„დღეს უკრაინას სათავეში ძალიან დაუნახავი ხელისუფლება ჰყავს, არასწორი დამოკიდებულებით საქართველოს მიმართ“

რუსულ-უკრაინული ცხელი ომის პირობებში, იმ ფონზე, როცა უკრაინის პრეზიდენტი მუდმივად იარაღის მიწოდებას ითხოვს ამერიკის და ევროპული ქვეყნებისგან, მისი ხელისუფლების წარმომადგენლები და თავადაც, დროდადრო, იცლის იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკოს. მისი დასაყრდენი პოლიტიკოსები კი შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ მცდელობა არ ჰქონდეთ, როგორმე საქართველო ომში რაღაც დოზით ჩართულად დაფიქსირდეს. თუ არა ეს, სხვას რას უნდა ნიშნავდეს ფრაზა - „ერთი დანა, ერთი ტყვიაც კი არ გამოგიგზანნიათ, რაც რუსეთმა ოკუპაცია დაიწყო“. მოკლედ, ძნელია ომში მყოფ ქვეყანას დააჯერო, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარები და არამხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც საქართველოდან დროულად გიაგზავნა და ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა, უკრაინის მხარისვე განცხადებით, არამედ ოკუპირებულ საქართველოში უკრაინელი ბავშვებისთვის უკრაინულ ენაზე სწავლის შესაძლებლობის მიცემა უკრაინული სკოლების გახსნით, მართლაც რომ უპრეცედენტოა.

ფაქტია, თუ არ უნდა უკრაინულ მხარეს, ამ ყველაფერს არ დაინახავს და ვერ დაინახავს, შესაბამისად, მუდმივად იქნება იქეთა მხრიდან საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებები. მსგავს რიგებში ითვლება კასიანოვის განცხადებაც, რომელმაც ლავროვის განცხადების შემდგომ, უკრაინელების საქართველოდან ევაკუაციაზე გააკეთა აქცენტი. კასიანოვის ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე გაკეთებულ მინიშნებას მოჰყვა, რაზეც მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოუწია განმარტების გაკეთება.

აკადემიკოსი ლადო პაპავა უარყოფითად აფასებს როგორც კასიანოვის, ისე შემდგომში ყოფილი კონგრესმენის - კიზინგერის განცადებას, რომელიც დაინტერესდა, რამდენჯერ დაიბარა ქართულმა მხარემ რუსეთის ელჩი. მისი თქმით, თუ ეს ინფორმაცია მართალია, გამოდის, რომ კიზინგერმა, მისდა სამწუხაროდ, ისიც კი არ იცის, საქართველოში რა სიტუაციაა, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და რუსეთს ელჩი 2008 წლის შემდეგ საქართველოში ვერ იქნებოდა.

რას ნიშნავს, უკრაინის მხარის მუდმივი თავდასხმები, რაზეა გათვლილი უკრაინელების მხრიდან საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებები და რამდენად სწორი ეკონომიკური პოლიტიკა აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის მანძილზე? - ამ საკითხებზე for.ge-ს აკადემიკოსი ლადო პაპავა ესაუბრა.

ბატონო ლადო, საუბარში ლიბერალიზმით მოწამლული ცნობიერება ახსენეთ. აი, ამ მოწამლული ცნობიერების რიგებში შეიძლება ჩავაყენოთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც? ფატქია, უკრაინის ნგრევისა და ამხელა მსხვერპლის პირობებშიც კი, ისინი იცლიან და საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად თავს ესხმიან. ლავროვის განცხადებას მოჰყვა კასიანოვის განცხადებას, თუ ფრენები აღგება რუსეთიდან, უკრაინის მხარე საქარველოში მყოფი უკრაინელების ევაკუაციას დაწყებს. ეს რას ნიშნავს?

- ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია! უბრალოდ, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კიევში რაღაც წრეებისთვის ქულებს იწერს თავისი ანტიქართული გამოსვლებით. სინამდვილეში კი სულ სხვა სურათი იკვეთება. გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო, კონფლიქტი როცა დაიწყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო, როდესაც სომხეთმა პრეტენზიები გამოთქვა, მთლიანი ყარაბაღი ჩემიაო. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ იყო სრულმასშტაბიანი ომი ამ ორ სახელმწიფოს შორის. რამენაირად ეს აისახა საქართველოში აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის ურთიერთობაზე? რაიმე კონფლიქტი, იყო? ღვთის მადლით, არა. საქართველო ისტორიულად იყო და დღემდე ისეთი ადგილია, სადაც დაპირისპირებული ერებიც კი თანაცხოვრობენ და არანაირი პრობლემა არ აქვთ. უფრო მეტიც, გავიხსენოთ, რომ საომარი მდგომარების მიუხედავად, საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე ერთად ისვენებდნენ და ახლაც ისვენებენ აზერბაიჯანელებიც და სომხებიც. თბილისი გარკვეული პლატფორმა იყო ყოველთვის, მაშინაც კი, როცა მთიანი ყარაბაღის გარშემო იყო გაცხელებული დაპირისპირება, რომ თბილისში ხვდებოდნენ სხვადასხვა არასამთვრობოები, ექსპერტები, საკმაოდ მშვიდობიანად ხვდებოდნენ ერთმანეთს სომხებიც და აზერბაიჯანელებიც. ამიტომ, გავიმეორებ, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება არის პროვოკაცია! და რა - რუსები არ შემოდიან საქართველოში, მაინცდამაინც უნდა გადმოფრინდნენ? თუ გადმოფრენა უნდათ, რა, ვერ გადმოფრინდებიან? ძალიან მარტივად დაფრინავს მოსკოვი-ერევანი და ერევნიდან თბილისამდე 25 წუთიც არ უნდა გადმოფრენას, თანაც ისე, რომ თვითმფრინავი არც კი უნდა შეიცვალო. ამიტომ, ეს ავიაკავშირი მაინც არსებობს. რუსები ერევნის გავლით სომხური ავიახაზებითაც შემოდიან საქართველოში და ავტომობილებითაც უშუალოდ კვეთენ რუსეთ-საქართველოს საზღვარს. ამიტომ, ამ პანიკის ატეხვა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, ეს არის იმ სცენარის გაგრძელება, რომლის მიხედვითაც, ისინი მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის წინაშე დამნაშავე პიროვნებას - მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სასჯელს იხდის და რომლის მიმართაც შესაძლო დამატებით დანაშაულებზეც მიმდინარეობს სასამართლოს მიერ განხილვის პროცესი. იმასაც შეგახსენებთ, რომ, როდესაც სააკაშვილი იმუქრებოდა, რომ საქართველოში უნდა ჩამოსულიყო და ამ დროს არაჟნების კონტეინერით შემოდიოდა საქართველოში, უკრაინიდან ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ თურმე, სააკაშვილი ტრუსკავეცში ისვენებდა, ანუ კიევმა ალიბიც კი შეუქმნა.

საუბარი არ არის უკრაინელ ხალხზე, რომელიც დღეს მხოლოდ პატივისცემას და მხარდაჭერას მოითხოვს თავისი სიმამაცისთვის. უფრო მეტიც, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის მეტ-ნაკლებად, კომფორტული იყოს საქართველოში განათლების მიღება - 2 უკრაინული სკოლა გაიხსნა, თანაც ეს სწრაფად გაკეთდა. აღარაფერს ვამბობ დიდი მოცულობის ჰუმანიტარული ტვირთის, თუ ელექტროგენერატორების გაგზავნაზე...

ფაქტია, დღეს უკრაინას სათავეში ძალიან დაუნახავი ხელისუფლება ჰყავს, არასწორი დამოკიდებულებით საქართველოს მიმართ.

ამიტომ, აქ ხალხზე არ არის საუბარი. საუბარია იმ პოლიტიკურ ელიტაზე, რომელიც ყველანაირად ცდილობს სააკაშვილის გათავისუფლებას და გარკვეული ქულების ჩაწერას დასავლეთს იმ ძალებთან, რობლებისთვისაც სააკაშვილი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პიროვნებაა, რამეთუ მისი საქართველოში დაბრუნებით უფრო დიდი შანსი იყო მეორე ფრონტი გახსნილიყო, რასაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი საჯაროდ აცხადებდა.

კი მაგრამ, ძალიან უარყოფითად აღიქმება ომში მყოფი ქვეყნის ლიდერების სააკაშვილზე და საქართველოს ხელისულებაზე ასე აქტიურად რომ საუბრობენ. ასეთი მნიშვნელოვანი, რატომ არის უკრაინისთვის დღეს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ანუ სისხლის სამართლის დამნაშავე ექსპრეზიდენტის ქვეყნიდან გაყვანა?

- გავიხსენოთ თუნდაც არესტოვიჩი, რომელიც გარკვეული ძალებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო უკრაინის ხელისუფლებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა „გამხმოვანებლის“ როლს ასრულებდა. ჯერ ერთი, უკრაინის ინტერესში რომ არის სადღაც მეორე ფრონტის გახსნა, ეს გასაგებია, რადგანაც ომში მყოფ ქვეყანას ურჩევნია, რომ მოწინააღმდეგეს ჰქონდეს მეორე ფრონტიც, რომ მოხდეს ძალების გადანაწილება. მაგრამ საქართველო ის ქვეყანა ვერ იქნება, რომელსაც შეუძლია მეორე ფრონტი გახსნას. ჯერ ერთი, რუსული სამხედრო ბაზები 2008 წლიდან უკვე საქართველოშია, ჩვენი ტერიტორიები უკვე ოკუპირებულია, თანაც თბილისიდან 25 კილომეტრში არის რუსული სამხედრო ბაზა. ასევე დასავლეთ საქართველოშიცაა რუსული სამხედო ბაზა, კერძოდ, აფხაზეთში. ასე რომ, საქართველოს ჩაბმა რუსეთ-უკრაინის ომში, დიდი ალბათობით, შესაძლოა, საქართველოს სრული განადგურებით დასრულდეს. დარწმუნებული არ ვარ, საქართველო რომ ჩაერთოს ომში, ამით მართლაც სერიოზულად შეუმსუბუქდება მდგომარეობა ისევ და ისევ უკრაინას. რა თქმა უნდა - არა, მაგრამ ხელისფლებას, ხომ შეერყეოდა პოზიციები, რაც სააკაშვილის და მისი ადგილობრივი, თუ უცხოელი მხარდამჭერების ინტერესებშია...

ადამიანის გასაბრიყვებლად, უწინარეს ყოვლისა, მცდარი ინფორმაცია გამოიყენება. მცდარ ინფორმაციაზე საკუთარი ნებით, თუ მოტყუებით გაბრიყვებულები „ენას შეგვაჩვევენ“ და მერე ყველას ჰგონია, რომ ეს მართლაც ასეა. საცოდაობაა, თუ კიზინგერმა მართლა არ იცის, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოში რუსეთის ელჩი არ არის და მას ვერავინ დაიბარებდა. ამ დროს გამოდის საქართველოს კრიტიკით. ეს არის უბრალოდ, რბილად რომ ვთქვათ, ამორალური... არნაკლებ აღმაშფოთებელი იყო ევროპარლამენტარი ქალბატონის, ვიოლა ფონ კრამონის პოზიცია, რომელსაც ეგონა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჯერ კიდევ გიორგი გახარია იყო!

ამ რთულ პირობებში ეკონომიკური პოლიტიკა რამდენად სწორად წარმართა ხელისუფლებამ? ვისმენთ, რომ გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, არის ეკონომიკური ზრდა. მოსახლეობაში კი მაინც არის განცდა, რომ საზოგადოება ამას ვერ გრძნობს. ყველაფერი გაძვირდა.

- ის, რომ საქართველოარ გაება „ომის მახეში“, არ აჰყვა პროვოკაციებს, არ აჰყვა თუნდაც ემოციებს და შეინარჩუნა ჯანსაღი გონება და ქვეყანა არ ჩართო ომში, ამან გამოიწვია ის, რომ საქართველო გახდა საკმაოდ მიმზიდველი ბიზნესისთვის, მათ შორის იმ ბიზნესისთვის, რომელიც ადრე ბაზირებული იყო უკრაინაში, ბელორუსსა თუ რუსეთში. ბიზნესის ნაწილი გადმოდის საქართველოში. ამიტომ სწორედ მშვიდობა გახდა გარკვეულწილად გარანტია ამ ბიზნესისთვის. რაც მთავარია, გაჩნდა ახალი, შუადერეფნის პროექტი. ეს პროექტი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ცნობილი იყო „ახალი აბრეშუმის გზის“ სახელით, სულაც არ არის სრულიად ახალი. ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს განხორციელდა კასპიური ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირება საქართველოზე გავლით დასავლეთის მიმართლებით. მაშინ გაკეთდა მილსადენები, ორი ნავთობსადენი და ერთი გაზსადენი. ეს უკვე შემდგარი პროექტებია. მოგვიანებით გაკეთდა რკინიგზა, რითაც ბაქო დაუკავშირდა ყარსს. კერძოდ, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის რელიეფურად რთული მონაკვეთი იყო გასაკეთებელი. ეს პროექტები ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ახლა ეს სატრანზიტო დერეფანი კვლავ აქტუალური გახდა, რადგანაც ტვირთები, რომელიც ცენტრალური აზიიდან თუ ჩინეთიდან მიდოდა ევროპაში, რუსეთზე გავლით ვეღარ გადის ამ ომისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო. ომი რომც დასრულდეს მალე (და ღმერთმა ქნას ეს უკრაინის გამაჯვებით მოხდეს), არა მგონია, რომ რუსეთს სანქციები ადვილად და სწრაფად მოეხსნას. ამიტომ საჭირო გახდა სხვა, ალტერნატიული გზის გამოყენება. ეს გზა გადის საქართველოზე. მაგრამ მთავარი ის არის, რომ დღეს უკვე საუბარია არა უბრალოდ სატრანსპორტო დერეფანზე, არამედ ეკონომიკურ დერეფანზე, ანუ საქართველო უნდა იყოს არა უბრალოდ გამტარი ენერგეტკული რესურსების, არამედ საქართველო თვითონ უნდა იყოს გარკვეული მწარმოებელი ამ ენერგეტიკული რესურსების. როცა საუბარია შავ ზღვაზე გამავალ ელექტროკაბელზე და ამაზე უკვე ხელი მოწერილი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რუმინეთის და უნგრეთის პირველ პირებს და ევროკომისიაცაა ჩართული, ეს უკვე იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს პროექტი რეალისტურია და ნამდვილად განხორციელდება. აქ უკვე საქართველო უნდა გახდეს ელექტროენერგიის გენერაციის მნიშვნელოვანი წყარო, დაიწყოს ელექტროენერგიის გამომუშავება, როგორც ჰიდრორესურსების, ისევე ენერგიის არატრადიციული წყაროების გამოყენების გზით. მაშასადამე, საქართველო უნდა გახდეს მწარმოებელი ქვეყანა, რაც ნიშნავს, რომ ეს იქნება არა უბრალოდ სატრანსპორტო დერეფანი, არამედ ეკონომკური დერეფანიც. ეკონომიკური დერეფანი აუცილებლად დადებითად აისახება საქართველოს მთელ ეკონომიკაზე.

რაც შეეხება მოსახლეობის უკმაყოფილებას, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იქნება იმიტომ, რომ ჯერჯერობით სტატისტიკურად ასეა, რომ ეკონომიკის 10%-იანი ზრდა გავქვს, მაგრამ ინფლაციაც თითქმის 10%-იანია, ანუ, პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ინფლაციამ „შეჭამა“ ეკონომიკური ზრდა. ეს ინფლაცია კი ნამდვილად არ არის ქართული ფენომენი. ის გლობალური ფენომენია. მთელი მსოფლიო არის ინფლაციური წნეხის ქვეშ. ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული, თუნდაც, ჩვენი რეგიონით დამთავრებული. თანაც საქართველოში კიდევ არ არის ისეთი მაღალი ინფლაცია, როგორიც ჩვენ მეზობელ თურქეთშია, სადაც საერთოდ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ინფლაცია გამოწივია იმან, რომ ჯერ კიდევ კოვიდ-19-ის პანდემიის დროს მოხდა მიწოდების გლობალური ჯაჭვების წყვეტა. შემდეგ ცხელმა ომმა უკრაინაში, რომელმაც ცივი ომის ისეთი გამოვლინება გამოიწვია, როგორის არის „ნავბთობის ომი“ და „სურსათის ომი“, გააღრმავა ეკონომიკური არასტაბილურობა. შედეგად მთელ მსოფლიოში ფასების მატებაა სახეზე. თანაც, ხსენებული მიწოდების გლობალური ჯაჭვებიც ბოლომდე არ არის აღდგენილი, და არც ახალია შექნილი. უმთავრესად, აი, ეს მიზეზები განაპირობებენ მთელ მსოფლიოში მაღალ ინფლაციას. გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებული შუადერეფანი, ანუ სატრანსპორტო და, განსაკუთრებით, ეკონომიკური დერეფანი, რომელიც საქართველოზე უნდა გავიდეს, ქმნის მიწოდების მნიშვნელოვან, ახალ გლობალურ ჯაჭვს.

სანამ მიწოდების პრობლემა გლობალურად არ აღდგება, ინფლაცია იქნება მაღალი და ის არ არს უშუალოდ ქართული პრობლემა, ეს პრობლემა გლობალურია.

როგორი ეკონომიკური ზრდაც არ უნდა გქონდეს, როცა ინფლაცია თითქმის იმდენივეა, რაც ზრდა, მისი დადებითი ეფექტები როგორ უნდა იგრძნონ ადამიანებმა? თუმცა ამ პირობებშიდაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა პენსიების, სოციალური დახმარებების, საბიუჯეტო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს ზრდა ვერ მოახდენს იმის სრულ კომპენსირებას, რაც გამოწვეულია ინფლაციით და არც უნდა მოახდინოს, რადგანაც ეკონომისტებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ მოხდა ინფლაციით გამოწვეული ფასების ზრდის სრული კომპენსირება, მაშინ ახალი ინფლაციური ტალღა წარმოიქმნება და ამას „ინფლაციური სპირალი“ ჰქვია...

merab ნწ, ნწ, ნწ! "ომში მყოფ ქვეყანას"! თითქოს, ომში ყოფნა რამე ინდულგენცია იყოს.
და თითქოს უკრ. ხელისუფლება თავისით წყვიტავდეს რამეს.
ამერიკის შნირების სიცილს უკრ. ხელისუფლებას ვეძახით?
ხო, წმინდა ამერიკა-დასავლეთზე რამე ცუდი არ წამოგვცდეს.
საწყლები, ომში არიან და ეპატიებათ. გონება აქვთ არეული-ვითომ.
სინამდვილეში, კარგად დაგეგმილი შეტევაა საქართველოს გასანადგურებლად.
1 წლის უკან
merab სიცილის მაგივრად, წივილი უნდა იყოს
1 წლის უკან
trampi აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ ამერიკული სახსრების არამიზნობრივად გამოყენების ნიშნები ვერ აღმოაჩინა


თქვე ჩათლახებო ეგააა თქვენი პრავერკააა??
თან ვითომ და სამი ამერიკული უწყება ამოწმებდა
კანეშნა............ აბა თავის შვილს კუდს ხო არ მოაჭრიდა..............
..ან ატკატებს რო გაჰყოლოდნენ, ისევ თავიაანთ თავთან არ მივიდოდნეენ ??
ჰოოოდა დაწერეს........................... ყველაფერი კარგადაააო
აბა ის 8 კაცი რაღაზე გადადგა-=- გადააყენეს???
აი დარდიიიც .................სულაც მოგტყვნიათ პატრონ --კოლუმბი
დაიცათ თქვენ.........კუდიც ჩქარა გამოგიჩნდებათ.....
იძახეთ მერე ის შავი კაცი ჩვენ არა ვაართ-თქო .....ნახავთ თუ გიშველით მაგის ძახილი.....
1 წლის უკან