საზოგადოებრივი პლატფორმა, „დაიცავი მშვიდობა“ პროკურატურისგან პასუხებს ელოდება. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლევან მამალაძის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ ქვეყანას მოუტანა ოკუპაცია, რუსეთთან დანაშაულებრივი გარიგებები. შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სწორედ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის მიმართულებით უნდა დაიწყოს.
for.ge ლევან მამალაძეს ესაუბრა.
თქვენ მიმართეთ პროკურატურას 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების შესახებ. ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამოგიჩნდებათ, რატომ დღეს და არა უფრო ადრე? როგორ ფიქრობთ, ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის პროკურატურისთვის მიმართვა? ცხადია, პროკურატურას ჰქონდა საკმარისი დრო, რომ აგვისტოს ომის გამომწვევ მიზეზებზე და ფაქტებზე დაეწყო გამოძიება...
ლევან მამალაძე: გეთანხმებით, რომ პროკურატურას უნდა დაეწყო გამოძიება და ეს მიზეზები, რატომ არ დაიწყეს გამოძიება, ცალკე შესასწავლი საკითხია. მნიშვნელოვანი დეტალია ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მრავლგზის მივმართე პროკურატურას იგივე ჩემს საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ პროკურატურამ არ მომცა საშუალება, რომ კანონით მესარგებლება და ეს, ალბათ, რაღაცაზე მეტყველებს. არ მინდა პირდაპირი პარალელი გავავლო, მაგრამ არის გარკვეული განცდა იმისა, რომ იქ არიან ისეთი პირები, რომლებიც ან თვითონ მონაწილენი არიან გარკვეული დანაშაულებრივი პროცესის, ან მფრაველობის, ან თვითონ ხელს უშლიან ამ პროცესს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დამარცხების გამომწვევ მიზეზებს.
თქვენ რადგან ითხოვთ გამოძიებას, ალბათ, სიღრმისეულად გექნებათ შესწავლილი ეს საკითხები და შესაბამისად, ისიც, ვის რა დანაშაულებრივი როლი მიუძღვის. როგორ ფიქრობთ, რა იყო ომის გამომწვევი მიზეზი, რატომაც საქართველომ 5 დღეში საშინელი მარცხი განიცადა?
- საერთოდ, ეს საკითხი რამდენიმე ნაწილისგან შედგება - რა ხდებოდა ომამდე, ომის პროცესში და ომის შემდეგ. საკითხი, რომელიც ჩვენ დავაყენეთ, ამისთვის შევქმენით სპეციალური პლატფორმა „დაიცავით მშვიდობა“. მინდა გითხრათ, როგორი პრინციპით ვმუშაობთ - როგორც უკრაინაში მქონდა ჩამოყალიბებული სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრი, ასევე, ჩვენ ყველა მიმართულებით ვაკეთებთ მონიტორინგს მიმდინარე პროცესებზე, ვაფიქსირებთ და ვსწავლობთ იმ საკითხებს, რომელზეც რეაგირებას ხელისუფლება ვერ ახდენს, ან არ ცალია, ან უბრალოდ, ვერ ადევნებს თვალ-ყურს. ვინაიდან სამუშაო პროცესი იმდენად დატვირთულია, რომ მათ ამის შესაძლებლობა შეიძლება არ აქვთ, შემდგომ შეიძლება ეს პრობლემად დაუდგეს სახელმწიფოს. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება არის 2008 წლის ომში საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზები.
ანუ, რომ დავაზუსტოთ, თქვენ არ სწავლობთ უშალოდ ომს, არამედ მარცხის გამომწვევ მიზეზებს?
- სხვადასხვა ინსტანციებში დამთავრდა საქმის შესწავლა. მაგალითად, ჰააგის სასამართლომ, ჰააგის შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით შეისწავლა საკითხი, დადო დასკვნა და აქ კონკრეტულად სამხედრო და ჰუმანიტარული დანაშაულის კითხვით საქართველოს მხარეს პრეტენზიები არ დაუფიქსირდა. რამდენიმე რუსი გენერალი არის დადანაშაულებული, რომლებმაც სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. ჰააგის ტრიბუნალი სწავლობს მხოლოდ სამხედრო და ჰუმანიტარულ დანაშაულს. ეს ერთი საკითხია, რაზედაც ჩვენ გამოძიებას არ ვითხოვთ და ამ საკითხს ჩვენ არ ვაყენებთ, ეს დასრულებული თემაა. ჩვენ ვითხოვთ შევისწავლოთ მარცხის მიზეზები და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რამაც მოგვიტანა უმძიმესი შედეგები.
პირველ რიგში, რა გარიგება ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს როგორც პრეზიდენტს და მთავარსარდალს რუსეთთან და პუტინის რეჟიმთან? რა გარიგება ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს რუსეთის ხელისუფლებასთან? რა იყო იმის გამომწვევი მიზეზი, რომ მათ უბრძოლველად დაუთმეს კოდორის ხეობა და ახალგორის რაიონი? ხელუხლებელი, ასეული მილიონით ღირებულების ნატოს ახალი შეიარაღება გადასცეს რუსებს და პირადად სააკაშვილმა შეუქმნა ყველანაირი ლეგიტიმური პირობა, რუსეთს ეღიარებინა ოკუპირებული ტერიტორიები - ცხინვალის რეგონი და აფხაზეთი.
ეს ფაქტები მყარდება კონკრეტული მტკიცებულებებით?
- პირველი ნაწილია - რა ხდებოდა ომის წინ? ომის წინ ხდებოდა ასეთი სიტუაცია, როცა სააკაშვილის ხელისუფლება დიდი რაოდენობით აწარმოებდა იარაღის შემოტანას უკრაინიდან, შემდგომ ეს იარაღი, ძირითადად, მიედინებოდა სირიაში, სადაც მიმდინარეობდა ისლამური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების ომი. იქ საკმაოდ მაღალ ფასად იყიდებოდა იარაღი, რომელიც საქართველოს ბალანსზე იყო. ანუ, თავდაცვის სისტემაში იყო მოქცეული - ეს ხდება ომის წინ. შემდგომ ეს იარაღი რაღაცით ხომ უნდა ჩამოეწერათ და ამის ერთ-ერთი საშუალება იყო ომის წარმოება, რომ დაეფარათ დანაშაულებრივი კომერციული გარიგება, რასაც იარაღთან დაკავშირებით სააკაშვილი და მისი წარმომადგენლები აწარმოებდნენ.
ბატონო ლევან, საკმაოდ მნიშვნელოვანი ბრალდებაა და, ალბათ, ამის მტკიცებულებაც გექნებათ, რა ფაქტებს ეფუძნება თქვენი განცხადება?
- ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო, მაგრამ ეს არის კონკრეტული მონაცემები და ფაქტები, რომელიც არსებობდა და ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ. თუკი ადამიანს განსაზღვრული აქვს, რომ იმ ტერიტორიიდან რუსები უნდა გაიყვანოს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტი და პიროვნება მოიქცეოდა აბსოლუტურად სხვანაირად. რუსებს აგვისტომდე ორი თვით ადრე დაუმთავრდათ სამშვიდობო ძალების მანდატი და ამ დროს სააკაშვილი უგრძელებს ამ მანდატს ომამდე ორი თვით ადრე. არსებობს ხელშეკრულება, სადაც პირდაპირ წერია, რომ თუკი სამშვიდობი ძალებს რამე საფრთხე დაემუქრათ, რუსეთს ეძლევა საშუალება შეიარაღებული მოქმედება განახორციელოს. ანუ, სამშვიდობოების დაცვის მოტივით განახორციელოს სამხედრო ღონისძიება. ანუ, სააკაშვილმა ლეგიტიმური უფლება დაუტოვა მათ.
როგორ ფიქრობთ, ეს რატომ გააკეთა, რატომ გაუგრძელა მანდატი რუსეთის ე.წ. სამშვიდობოებს?
- როგორც კი რუსეთს დაუმთავრდა მანდატი, სახელმწიფოებრივად მზრუნველი ადამიანი მიმართავდა ეუთოს, ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიმართავდა გაეროს შესაბამის სტრუქტურებს, რომ უკვე საერთაშორისო სამშვიდობო ძალები ჩანაცვლებულიყო, რაც აბსოლუტურად სხვა ვითრებას შექმნიდა. არც ერთი მცდელობა ამისი სააკაშვილს არ გაუკეთებიაა. პირიქით, რუსებს მისცა საშუალება, რომ ემოქმედათ და ჯარები შემოეყვანათ. ვიცით, რომ ამას მოჰყვა საომარი მოქმედება და თვითონ სააკაშვილის ხელისუფლებამ მოაწერა ხელი სტრასბურგის რეზოლუციას, სადაც დაფიქსირებულია, რომ საქართველომ დაიწყო ომი.
პრინციპული არაა ვინ დაიწყო ომი, საქართველომ ყოველთვის იცოდა, რომ აგრესია მოდიოდა ჩრდილოეთიდან, მაგრამ აქ რომ თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ყოფილიყო ჩართული, ასეთი ორდღიანი ომი არ იქნებოდა. ჩვენ არც ჯარი გვყავდა, არც იარაღი, მაგრამ წელიწადზე მეტი გავუძელით რუსეთის აფხაზეთში შემოტევას.
2008 წელს ჯარიც იყო, ნატოს შეიარაღება და შესაბამისი სტრუქტურებიც იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ ორ დღეში წავაგეთ. თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი საომარ პროცესში ჩართული არ ჰყადათ. აბსოლუტურად სხვა ხალხი იყო ჩართული. უფრო მეტი მონაცემები მოდის, რომ თვითონ ოფიცრებს და შენაერთების ხელმძღვანელებს რაციები არ უმუშავებდათ და ინფორმაციებს არ აწვდიდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, ანუ მიატოვეს.
როგორ ფიქრობთ, რატომ წაიყვანეს ამ მიმართულებით პროცესი?
- თავდაცვითი პროცესი არ იყო დაგეგმილი. სულ რაღაცა გარიგების ფორმატში იყო. ამას ემატება ერთი საინტერესო დეტალი. ახლა ამბობენ, რომ „ბუკები“ დააყენესო. არა, არანაირი „ბუკები“ არ დაუყენებიათ. თვითმხილველები ამბობენ, რომ „ბუკებს“ საერთოდ არ უმუშავიათ და არც იყო, რადგან გადაყიდული იყო. როდესაც სამხედროები კვადრაცლიკებით მოძრაობდნენ სრულიად შემთხვევით „პეზერკას“ სისტემით ჩამოაგდეს რუსეთის თვითმფრივანი. იმასაც გვეუბნებიან, რომ რადიოგადაცემის საშუალებით რუსები აღშფოთებას გამოთქვამდნენ, საიდან, როცა არავის არ უნდა ესროლა ჩვენთვისო. ანუ, ესეც ხომ დეტალია იმისა, რომ დიდ გარიგებასთან გვქონდა საქმე!
დავაკვირდეთ სააკაშვილის ქმედებას, როგორ ამზადებდა ამ ყველაფერს. კოდორში 2006 წლიდან გამოდევნა ხალხი, კვიციანები და ისინი, ვინც იცავდნენ ხეობას, დევნილებად აქცია და მტრებად გამოაცხადა. კოდორს დაარქვა ზემო აფხაზეთი. ყველას კარგად გვახსოვს, რომ კოდორის ხეობაზე პრეტენზია აფხაზებს არ ჰქონდათ, რუსებიც ვერაფერს აკეთებდნენ. ანუ, ის პლაცდარმი, რომელიც გაგვაჩნდა ზემო აფხაზეთში, პოლიტიკური სახელი მისცა სააკაშვილმა და აფხაზების დაცვის ლეგიტიმური საშუალება მისცა რუსებს. პრინციპში, იგივე გააკეთა ახალგორის მიმართულებით. რა არის ეს, თუ არა სამშობლოს ღალატი და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.
ასევე, ნაცვლად იმისა, რომ გაეკეთებინა მოსახლეობის ევაკუაცია, პირიქით, დატოვა, რასაც შეეწირა მშვიდობინი მოსახლეობა, რაც სააკაშვილი პირადი პასუხისმგებლობაა. 2008 წელს ევროკავშირის თავმჯდომარე იყო საფრანგეთი. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლაზ სარკოზი ჯერ მოსკოვში ჩავიდა და შემდეგ საქართველოში. შედგა 7-პუნქტიანი დოკუმენტი ამ პრობლემების დასარეგულირებლად. მას
ეს შვიდპუნქტინაი შეთანხმება გავლილი ჰქონდა რუსებთან. მეშვიდე პუნქტში იყო ასეთი ჩანაწერი - რუსეთი იღებდა ვალდებულებას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის განხილვის გარეშე არანაირ ზომებს არ მიიღებდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით. სარკოზი თავის მემუარებში წერს, რომ პირადად სააკაშვილის დაჯინებული მოთხოვნით ამოიღეს მეშვიდე პუნქტიო. ის მუხლი ამოიღო, რომლის საფუძველზე შემდეგ რუსეთს ყველანაირი საფუძველი შეუქმნეს, რომ ეღიარებინათ ოკუპირებული ტერიტორიები, თავის პლაცდარმად ექციათ და თავისი შენაერთები ჩააყენებინათ.
აგვისტოს ომის შემდეგ გაფორმდა რუსეთთან ხელშეკრულება, რომლის თანახმად ყველა სტრატეგიული ობიექტები აღმოჩნდა რუსეთის ხელში. ეს იყო, ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი რატომ ამოიღო მეშვიდე მუხლი..
- ამას მოჰყვება შემდეგ ის, რომ სააკაშვილი დგას საზღვარზე და ეპატიჟება რუს ტურიტებს. ეხვეწება პუტინს, შემოუშვი ბიზნესმენებიო და მოდის რუსი კომერსანტების ახალი ტალღა, რომლებსაც სააკაშვილი აბსოლუტური შეღავათიანი პირობებით აძლებს სტატეგიულ ობიექტებს. დღესაც, ენერგეტიკის სფერო რუსული კომპანიების ხელშია. აქ ირკვევა კიდევ მათი საინტერესო ბიზნეს ჩანაფიქრი ასე, რომ რუსეთის შემოსვლა მარტივად კი არ ხდებოდა, არამედ ფაქტობრივად, სააკაშვილმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა რუსების სახელით და მათთან ერთად ხელში ჩაიგდეს ეს სტრატეგიული ობიექტები. თუკი მთლიანობაში გადავხედავთ რუსეთთან გარიგებას, რაც სააკაშვილმა გააკეთა, ეს იყო კომერციული პროექტი, რომლის შედეგადაც მილიონრები და მილიარდერები გახდნენ.
ახლა დგება საკითხი, გამოვიძიოთ თუ არა - თუ არ გამოვიძიებთ და წავუყრუებთ, გამოდის ისე, რომ ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმს ჩამოაყალიბებს, შეძლებს ადამიანების ვირტუალურ გარემოში ცხოვრებას, როგორი მაგალითიც დავინახეთ რუსთაველზე დამარცხებული საქართველოს გავიმარჯვეთო აყვირებით. ვიღაცა ასეთი ტიპი რომ მოვიდეს, მას არ ექნება შიში და განცდა იმისა, რომ დაისჯება.
დეტალურად საუბრობთ რა უძღოდა და რა გაგრძელება მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომს. ის, რაც იცის ლევან მამალაძემ, შეუძლებელია არ იცოდეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. როგორ ფიქრობთ, რატომ არ აღძრა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე? სააკაშვილს ამ საქმეზე, ისევე როგორც დავითგარეჯას გასხვისების საქმეზე ბრალი არ აქვს წაყენებული და საქილიკო თემად იქცა მისი ბრალდება, ვგულისხობ პიჯაკების საქმეს. თქვენ როგორი ახსნა გაქვთ?
- როცა ამაზე ანალიზს ვაკეთებ, რამდენიმე ახსნა მაქვს. ერთი - შეიძლება ამას ნაწილობრივ გამართლება ვუპოვო, რომ ჰააგაში მიდიოდა გამოძიება და უნდა დალოდებოდა საქართველო გამოძიების დასრულებას, მაგრამ ეს არანაირად ხელს არ უშლიდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიება ეწარმოებინა საქართველოს მარცხის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით და ამ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში. რატომ არ გააკეთეს, ამას ჩვენ დავუბრუნდებით და ამიტომ შევქმენით ჩვენ ასეთი საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც ამ თემას არ მოეშვება.
რაც შეეხება ბრალდებას, 9 მილიონის პიჯაკი არავის არ უნახავს, რაც სააკაშვილმა ბიუჯეტიდან მოიპარა, მაგრამ ამას პიარმაქინაციებით დაარქვეს ის, რომ პიჯაკების საქმეზე საწყალ სააკაშვილს სჯიან. ამ დროს 2008 წლის აგვისტოს ომი არავის არ გახსენებია. დავმარცხდით, ტერიტორიები წაგვართვეს, ქონება წაგვართვეს, ესენი მილიარდერები გახდნენ, ევროპიდან ჩამოსული 2-მილიარდ ნახევარი დახმარება, რომელიც დევნილებს უნდა მოხმარებოდა, გააქრეს, საკუთარი თავის გამორჩენის მიზნით საქართველო გააუბედურეს და პასუხი არ უნდა აგოს ამაზე არავინ?!
ალბათ, ხელისუფლების მხიდან სისუსტის გამოჩენა იყო და მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ პროკურატურაში არის ზოგიერთი ზონდერი, რომელიც ხელს უწყობდა, ან თანამონაწილე იყო მსგავსი დანაშაულისა, რაც ხელს უშლის გამოძიების დაწყებას. ეს ყველაფერი გამოჩნდება და საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს. სანამ ასეთი დამნაშავეები, რომლებიც ომის შემკვეთი არიან და ჩვენი ხალხის ხარჯზე ახორციელებენ კომერციულ შეკვეთებს, არ დაისჯებიან, მანამ მშვიდობის მოტანა ძალიან ძნელი იქნება. ქვეყანაში ომი წავაგეთ, ლტოლვილები გვყავს, ადამიანები დაგვეხოცა, სტრატეგიული ობიექტები რუსებს საჩუქრად მისცეს, საჯარისო ნაწილები და შეიარაღება რუსეთს აჩუქეს, ოკუპნატი შემოიყვეს და პროკურატურაში საქმე არაა აღძრული. წარმოგიდეგნიათ რა ხდება?
ბატონო ლევან, გაქვთ მოლოდინი, რომ თქვენი განცხადება გახდება საფუძველი იმისა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს და მიხელ სააკაშვილს წარედგინება ბრალი?
- პასუხისმგებელი საქართველოს მარცხზე, რუსეთთან გარიგებაზე და იმ უბედურებაზე, რაც დატრიალდა, პირველ რიგში არის მაშინდელი პრეზიდენტი და მთავარსარდალი. ეს კარგად უნდა ვიცოდეთ. პროკურატურას გამოსავალი არ აქვს. მათ საქმე უნდა აღძრან და დაიწყონ გამოძიება. ჩვენი პირველი მოთხოვნაა, დაიწყოს გამოძიება და გაირკვეს, რა გარიგება ჰქონდა სააკაშვილს პუტინთან.
თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რა გარიგება შეიძლება შემდგარიყო სააკაშვილსა და პუტნის შორის, რომელმაც სხვათა შორის გორდონთან ინტერვიუში თქვა, რომ ორმოცჯერ შევხვდი პუტინისო. ოფიციალურად სულ 7 შეხვედრა შედგა, დანარჩენი იყო არაოფიციალური...
- ამიტომ ვითხოვთ ჩვენ გამოძიების ჩატარებას. ფაქტს ხომ ვხედავთ, რა ჩაიდინა სააკაშვილმა და როგორ შეუქმნა რუსებს ყველანაირი პირობა, რომ ეს ტერიტორიები დაეკავებინა და შემდეგ ეღიარებინა. ეს ხომ ფაქტებია, რომელიც დასტურდება დოკუმენტებით, არსებული ხელშეკრულებებით და გარიგებებით. დანარჩენი, შიგნით რა კომერციული ინტერესები იყო, ეს ყველაფერი გამოძიებით უნდა დადასტურდეს და ეს უნდა გააკეთოს პროკურატურამ.
იმ შემთხვევაში თუ პროკურატურამ არ დაიწყო გამოძიება და არ მისცა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, როგორი იქნება თქვენი შემდგომი სამოქმედო გეგმა?
- მინდა გითხართ, რომ ჩვენ პოლიტიკური პროცესების მართვაში საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. არ მინდა, რომ პროკურატურა წაყრუების ფაზაში ყოფნას დასჯერდეს. ეს ძალიან ცუდად შემოუტრიალდებათ და ძალიან სერიოზულ პასუხისმგებლობას დააყენებს. ჩვენ ვითხოვთ კანონის, კონსტიტუციის და იმ უფლებების შესრულებას, რაც პროკურატურას აქვს განსაზღვრული და თუკი ისინი ამას არ ასრულებენ, მაშინ უკვე სხვა ფორმატი დგება.
ეგ იგივე კითხვაააა რაც ........ უკრაინის ომი ვინ დაიწყო და რატომ ??--რომ იკითხოთ
ჰოოდა რაღას კითხულობთ??
მაგრამ ეგ არაფერია ჩემ კითხვასთან შედარებით--------მე უფრო მაგარი კითხვა მაქვს --- ეს ყავლ გასული ელჩი რატო აქედან აღარ მიეთრევა?????
( ათი ოქრო იმას ვინც ამ კითხვაზე პასუხს გამცემს)
ისე დღემდე მე ეგეთი მაგალითი მარტო საქართველოში ამერიკის პირველ ელჩზე კენტ ბრაუნზე(ტურაშვილის ბრატიშკაზე) ვიცოდი....ოღონდ ის მართლა ჯიგარი კაცი იყო
ამერიკის ერთადერთი დადებითი ელჩი!!!! კაცი აქედან აღარ მიდიოდა, ის მართლა კაი კაცი იყო .... თბილისის ქუჩებში დადიოდა და თავი ზღაპარში ეგონა ....რა დაცვა.....რა ტყემალი ..... რის ატამი.....
დირეხტორ.................................ერთი ტურაშვილს მაგ კაცის ამბები და აქაური პრიკლუჩენიები მოაყოლე...
ჯიგარი კაცი ....... მაგის გარდა აქედან წასულმა ყველა ამერიკის ელჩმა სუ დედა გვაგინა და ,,დემოკრატიაზე,, დაგვიჯვა ..ყველა ფანდარსტი იყო
ისე კომუნისტების დროს სსსრ-ში ამერიკის ბოლო ელჩი მეტლოკი(შევარდნაძის ძმაკაცი) საქრთველოზე მართლა გიჟდებოდა...თავის ბოლო შვებულება ოჯახთან ერთად საქართველოში გაატარა
აუუუუუ ...........ეს დაგნარი კი იქიდან დედას რო შემოგვაგინებს, თქვენ მერე ის უნდა ნახოთ .........სუ ჯუნგლების ძახილს დაგვიწყებს
ჰოოოდა ამიტომ წინასწარ ....მაგისი ყველა კეთილებიც ქუნემ ...........კოლუმბის თამადობით