„ერთი წელია, „კაცი კვდება“, - შეიძლება ასე დროში განგრძობითად სიკვდილი?! ამის საშიშროება რომ იყოს, ხელისუფლება პირველი, რასაც გააკეთებდა, სამკურნალოდ გაუშვებდა“

„ერთი წელია, „კაცი კვდება“, - შეიძლება ასე დროში განგრძობითად სიკვდილი?! ამის საშიშროება რომ იყოს, ხელისუფლება პირველი, რასაც გააკეთებდა, სამკურნალოდ გაუშვებდა“

ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, მუდმივად რებრენდინგი განიცადოს, ხან აცხადებს, რომ ქართული პოლიტიკით აღარ ინტერესდება და მხოლოდ უკრაინულ პოლიტიკას „აღიარებს“, ხან წამების მსხვერპლად და პუტინის ტყვედ ასაღებს თავს, ხან კიდევ მხოლოდ სიტყვა „სიყვარული“ ახსოვს. ყოველ შემთხვევაში, ასეთნაირად იხსენებს სააკაშვილთან 45-წუთიან შეხვედრას მისი ფსიქოლოგი. ფსიქოლოგის თქმით, მას შემდეგ, რაც მან სააკაშვილს ტესტებით გამოკვლევა ჩაუტარა და ჩაეკითხა, რა დაამახსოვრდა მანამდე წაკითხული 10 სიტყვიდან, სააკაშვილმა ერთადერთი სიტყვა - „სიყვარული“ გაიხსენა. ამის გამო სააკაშვილის ფსიქოლოგმა დაასკვნა, რომ პაციენტ სააკაშვილს ფიქსაციის უნარი დაქვეითებული აქვს, მისი კოეფიციენტი 1-ით განისაზღვრება, რაც საკმაოდ დაბალი რიცხვია.

ამასობაში სააკაშვილს ტაქტიკის შეცვლას ურჩევენ. იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტს არ სჭირდება ამდენი აგრესიული რიტორიკა იმის შესახებ, თითქოს მას აწამებენ, მისთვის უკეთესი იქნება, გადავიდეს ციხეში და შეწყვიტოს საავადმყოფოში წოლა, რადგან მუდამ წამოაძახებენ, რომ ის ციხეში კი არ იხდის სასჯელს, არამედ საავადმყოფოს ლუქს პალატაში.

რამდენად მომგებიანი იქნება თავად სააკაშვილისთვის, თუკი ის შეიცვლის ტაქტიკას?

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილი ტაქტიკას ვერ შეიცვლის, რადგან ტაქტიკის შეცვლას სჭირდება საკმაოდ სერიოზული შინაგანი სიძლიერე და ვაჟკაცობა.

„მე ციხე პირადად გამოვცადე და ვიცი, რასაც ვლაპარაკობ. ციხეში მყოფ ადამიანს თუკი არ აქვს შინაგანი ვაჟკაცობა, რომ თავისი სიმართლე დაიცვას ვაჟკაცური ქმედებებით, თუკი ეს სიმართლე მას აქვს, ისე თაგუნია რომ გადააკეთოთ ლომად, მაინც თაგუნიად დარჩება. თუნდაც იგივე ვანო მერაბიშვილი, ის ჩემთვის მტერი და მოძულე ჯალათია, მაგრამ მერაბიშვილი მაინც იჯდა ციხეში, ასევე, ზის გვარამია. თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც ციხეში გაძლება არ შეუძლიათ“, -აცხადებს ვახტანგ მაისაია და განმარტავს, რომ არავინ იცის, რა მოხდება ხვალ, მაგრამ სანამ იქნება ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, სააკაშვილს არავინ გაუშვებს ციხიდან.

უფრო მეტიც, სანამ ეს მმართველი პოლიტიკური ძალა იქნება, სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი არ ჩანს.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ეჭვობს, სააკაშვილმა ტაქტიკა და რიტორიკა შეიცვალოს, მაგრამ ერთი რამ დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ თუ ჩვენს ხელისუფლებას რაიმე არ აძლევს ხელს, არის ის, რომ მიშას სერიოზული გართულება აღმოაჩნდეს და რაღაც დაემართოს ციხეში.

„გულწრფელად გითხრათ, მთელი ამ აურზაურის ნამდვილად არ მჯერა. მთელი წელია, „კაცი კვდება“, ღმერთმა დაიფაროს ამისგან, მაგრამ როგორ შეიძლება ასე დროში განგრძობითად სიკვდილი?! „ქართული ოცნება“ სააკაშვილს ციხიდან სამკურნალოდ გაუშვებს ან გაათავისუფლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალურად არის იმის საშიშროება, სააკაშვილს რამე დაემართოს. თუკი ამას ვერ ხვდება მიშა, დროა, რომ მიხვდეს. არ ვიცი ახლა, აპათია, დეპრესია, დემენცია სჭირს თუ არა სააკაშვილს, მაგრამ იმ ექიმების მიმართაც კითხვები მიჩნდება, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს მიშა კვდება. რამდენ ხანს შეიძლება ადამიანი კვდებოდეს?! არ ვიცი, რა სჭირს მიხეილ სააკაშვილს, შესაძლოა, მართლაც სერიოზულად ავად არის, მაგრამ ის, რომ სასიკვდილო არაფერი სჭირს, ამაში დარწმუნებული ვარ. ციხეში მისი გარდაცვალების საშიშროება მართლაც რომ იყოს, ხელისუფლება პირველი, რასაც გააკეთებდა, მისი სამკურნალოდ გაშვება იქნებოდა“,-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ for.ge-სთან საუბრისას.

მანვე განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს ქართულ პოლიტიკაში ფიგურას აღარ წარმოადგენს. სააკაშვილი დღეს „ნაცმოძრაობაშიც“ კი არ არის ფაქტორი, საზღვარგარეთ კი არა, აქ რომ დატოვო და თბილისში იყოს, ვერაფერს გააკეთებს. დღეს მიშას რეიტინგი, ალბათ, ნულს ქვემოთაა.

Maverick "ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი (იგივე კაშეი-მიხო) ცდილობს, მუდმივად რებრენდინგი განიცადოს"... შეცდომა!

შესწორება: კაშეი-მიხო სააკაშვილი ციხეში არ იმყოფება, იგი სანატორიუმში!

გამოსავალი! კაშეი-მიხოს სანატორიუმში ყოფნის დრო სასჯელის მოხდად არ ჩაეთვალოს!
1 წლის უკან
ლევკოთეა ვფიქრობ, სააკაშვილის ძირითად მიზანს ის წარმოადგენს, რომ სწორედ ციხეზე არ გადაიყვანონ და ამიტომაა მთელი ეს აურზაური.
აქეთ ედავებიან ხელისუფლებას - გარეთ გამოუშვითო და ვიღას ახსოვს, რომ პატიმრობა აქვს მისჯილი და არა ლუქს-პალატაში წოლა.
1 წლის უკან