რატომ იქცა ქვეყნის სამსახურში მყოფი ჯარისკაცი მკვლელად და რა მიზეზი შეიძლება ამ დანაშაულს წინ უძღოდეს?

რატომ იქცა ქვეყნის სამსახურში მყოფი ჯარისკაცი მკვლელად და რა მიზეზი შეიძლება ამ დანაშაულს წინ უძღოდეს?

საგარეჯოს სისხლიანი თავდასხმის შემდეგ ჯერ კიდევ არავინ იცის პასუხი, რატომ გახდა 49 წლის ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 5 ადამიანის მკვლელი, რომელთა შორის ერთი პოლიციელია. პოლიციელი ადგილობრივებს გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად, მინიმუმ 3 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. შეგახსენებთ, რომ ამ სისხლიანი ტრაგედიის გამო კიდევ 5 ადამიანი დაიჭრა. ჩნდება კითხვები საიდან შეიძლება ყოფილ სამხედროს, იარაღის ამ რაოდენობის არსენალი ჰქონოდა და როგორ მოახერხა მან ამ ყველაფრის სახლში შენახვა? რა გახდა ამ მძიმე ანგარიშსწორების მოტივი და ჰქონდა თუ არა მას პოსტრავმული აშლილობა?

როგორც ცნობილია ის 2006 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგებში ირიცხებოდა; იყო 2008 წლის ომის მონაწილე და ასევე ავღანეთის და ერაყის საერთაშორისო მისიებში იღებდა მონაწილეობას. ჯერ კიდევ უცნობია რა გახდა მისი თავდაცვის სამინისტროდან წამოსვლის მიზეზი და იცოდნენ თუ არა უწყებაში, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა ინფორმაციას მიაწვდის გამოძიებას მისი 19 წლის ვაჟი, რომელმაც სახლიდან გაქცევა და გადარჩენა შეძლო. მანამდე კი ყველა მომხდარის გაანალიზებას და იმ კითხვებზე პასუხის პოვნას ცდილობს, რამ აქცია ქვეყნის სამსახურში მყოფი ჯარისკაცი მკვლელად.

სამხედრო ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძის თქმით, ის, რაც მოხოდა ქვეყნისთვის და მით უმეტეს სამეხდრო პირებისთვის უმძიმესი ფაქტია, რადგან ადამიანმა, რომელმაც წლები ქვეყნის სამსახურში გაატარა, ასეთი საშინელი დანაშაული ჩაიდინა. სალუქვაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ფაქტია, უმძიმესი ამბის ირგვლივ ბევრი კითხვა გაჩნდა, რომელსაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს. პირველ რიგში, კი დასადგენია, რა გახდა ამ სასტიკი დანაშაულის მოტივი და საიდან ჰქონდა ყოფილ სამხედროს ამ დონის შეიარაღება.

„სამხედრო პირის მიმართ ნებისმიერ მოქალაქეს დადებითი ემოცია უნდა ჰქონდეს და ამ სამწუხარო ამბის შემდეგ სიფრთხილეა საჭირო, რათა ჩვენთვის ყველაზე ღირსეული ადამიანები, რომლებიც სამშობლოს სამსახურში იმყოფებიან და იყვნენ, პოტენციურ მკვლელებად არ აღვიქვათ. ეს ადამიანები, რომლებიც თავის პროფესიას ირჩევენ, ძალიან კარგად ათვიცნობიერებენ, რომ ჩვენი სამშობლო სიცოცხლის ფასად აქვთ დასაცავი, შემდეგ კი ჩვენი ხალხი. ამიტომ სამხედროდან ჩვენი მოსახლეობა საფრთხეს და საშიშროებას არ უნდა გრძნობდეს. მიზეზების გარკვევაში ისეთ ზღვარზე უნდა გავიაროთ, რომ არ გადავამლაშოთ.

ყველა პროფესიის ადამიანი შეიძლება მკვლელი იყოს. რაც შეეხება იარაღის მოპოვებას, რა თქმა უნდა, აქაც გამოძიებაა საჭირო და გასარკვევია, როგორ შეძლო ყოფილმა სამხედრომ ამ დონის შეიარაღების შოვნა. მეც სამხედრო ვარ და წარმოდგენა არ მაქვს, სად შეიძლება მსგავსი შეიარაღების ყიდვა. ვნახე იყო გამოთქმული ვარაუდებიც, რომ შესაძლოა, მან ეს იარაღი თავდაცვის სამინისტორდან წამოიღო, თუმცა ეს ძალიან რთულია, რადგან ყველა იქ არსებული იარაღი დათვლილია და მისი ასე, ადვილად გამოტანა წარმოუდგენელია. თუ მან ეს შეძლო, მაშინ ხელს ამაზე არავინ არავის დააფარებს. ამას ვერავინ დამალავს, რადგან სამინისტროში თითოეული იარაღის ნომრით აღწერა ხდება, რაშიც უამრავი ადამიანია ჩართული. ეს არის ძალიან სერიოზული სისტემა, სადაც საწყობის თანამშრომლიდან დაწყებული, გენერალური შტაბის დეპარტამენტით დამთავრებული, უამრავი ადამიანი მონაწილოებს. ძალიან ბევრი ადამიანის ჩარევა იქნებოდა საჭირო, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ, აღწერიდან გაექროთ. რატომ უნდა გაეკეთებინათ თავდაცვის სამინისტროში მსგავსი რამ ერთი კონკრეტული ჯარისკაცის გამო, ეს ხომ წარმოუდგენელია“, - ამბობს სალუქვაძე.

რაც შეეხება ჯარისკაცის ფსიქოლოგიურ და მძიმე სოციალურ მდგოამრეობას, სალუქვაძე ამბობს, რომ ჯარში ჯარისკაცს კვალიფიციური ფსიქოლოგების ჯგუფი ამოწმებს. ეს სისტემა უკვე წლებია არსებობს და გამორიცხულია, რომ თუ ამ ადმიანს მსგავსი პრობლემები ჰქონდა, ეს ექიმებს არ შეემჩნიათ. თუმცა თადარიგის პოლკოვნიკი არც იმას გამორიცახვს, რომ შესაძლოა მას ეს პრობლემები ჯარიდან წამოსვლის შემდეგ დასწყებოდა.

„რა გახდა ამ საშინელი დანაშაულის მოტივი, ალბათ, ამაზე გამოძიებამ ძალიან ამომწურავად და გამჭვირვალედ უნდა იმუშაოს. არ გამოვრიცხავ, რომ მას პოსტრავმული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. როგორც ვიცი, ის 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა. ეს არ არის მარტივი და ადვილი პროფესია. ადგილობრივები და მეზობლები ყვებიან, რომ ის იყო ჩაკეტილი, გამარჯობას არ ამბობდა და ა.შ. ამაზე აპელირება და აქცენტების გაკეთება სწორი არ არის. ჩვენ ვიცით ჯარი რასაც ნიშნავს და რა სახის პროფესიაა. მას, ჯერ ერთი, რომ სამსახურიდან გამომდინარე ბევრი საუბრის უფლება არ აქვს, მით უმეტეს ის სნაიპერი ყოფილა, რომელიც ფაქტია იუმორისტი ვერ იქნებოდა და ვერც კომუნიკაბელურობით იქნებოდა გამორჩეული, ამაში უცნაური არაფერია, რადგან ის ისეთი პროფესიის ადამიანი იყო, რომ ადამიანებთან ნაცნობობას მოერიდებოდა. რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა, თუმცა რაღაც ხომ იყო მაპროვოცირებელი. ფაქტია, რაღაცა პატარა ნაპერწკალმა ეს ტრავმა გაამწვავა. შესაძლოა, ეს ოჯახური კონფლიქტი ყოფილიყო, ან მეოზბლებთან ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ამდენ ადამიანს ქუჩაში ღამის პრველ საათზე რა უნდოდა, ხომ არ მოხდა რამე კონფლიქტი და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხები მნიშვნელოვანია“,-ამბობს სალუქვაძე.

თავდაცვის და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი, შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ამ მძიმე ტრაგედიამ ნათლად აჩვენა ის პრობლემა, რაც ყოფილ ჯარისკაცებს და სამართალდამცველებს აქვთ, იქნება ეს მენტალური თუ მატერიალური პრობლემები, რის გამოც მათ შემდგომ სამოქალაქო ცხოვრებასთან ადაპტაცია უჭირთ. ლორთქიფანიძე for.ge-სთან ამბობს, რომ დასავლეთშიც და ნატოშიც ამ პრობლემებს მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ და ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით სისტემა ჩანასახის პერიოდშია. ამიტომ ხელაღებით საუბარი იმაზე, რომ პრობლემებს ვინმე არ აღიარებს, არ შეიძლება.

„თავდაცვის სამინისტროში 2017 წელს სოციალური დახმარების და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი შეიქმნა. ეს დეპარტამენტია უშუალოდ პასუხისმგებელი მოქმედი სამხედროების და მათი ოჯახების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მათ შორის და განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც ერაყის, ავღანეთის სამშვდობო მისიებში იღებდნენ მონაწილეობას. ასევე ჩვენს გვაქვს ვეტერანების სახელმწიფო სამსახური, რომელიც ახალი სტრუქტურაა და ის ვეტერანებთან დაკავშირებით შეძლებისდაგვარად მუშაობს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ აქ არის ასევე საკანონმდებლო საკითხები, რადგან ბევრ საერთაშორისო მისიაში ნამყოფ ადამიანებს სტატუსი არა აქვთ. ხოლო თუ ვეტერანის სტატუსი არა აქვს, ის ბუნებრივია, იმ სოციალური დახმარებით თუ მხარდაჭერით, რასაც ფსიქოლოგთან ვიზიტები ჰქვია, ვეღარ სარგებლობს. მე რაც ვიცი, ამ პირს ვეტერანის სტატუსი ჰქონდა და ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის სიებში ირიცხება. მას ბევრი ჯილდოც აქვს მიღებული. მსახურობდა, როგორც ავღანეთში ასევე ერაყში და 2008 წლის ომის მონაწილეა. ეს მძიმე პოსტრავმული სტრესი და აშლილობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჯარისკაცს, რომელიც მსგავს მისიებში მონაწილეობას იღებს, აღენიშნება, მით უმეტეს ომის მონაწილეებს. შესაძლოა ამ ყველაფერმა თავი მაშინვე არ იჩინოს და ეს რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდეს. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ამასთან დაკავშირებით სერიოზული სტიგმა არსებობს და ასევე არ ვიცით ასეთ დროს რა უნდა ვქნათ. ადამიანები და არც მისი ოჯახის წევრები საჭიროდ არ მიიჩნევენ, რომ ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს მიმართონ. ჩვენთან მიდის იმაზე მუშაობა, რომ ამ კუთხით ყოფილმა სამხედროებმა დაიწყონ აქტიურობა და მსგავსი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფოს დახმარება სთხოვონ“, - ამბობს ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, ქვეყანაში 80 000-მდე ვეტერანია, რომელთაც სახელმწიფო შემწეობა სჭირდებათ. თუმცა ამ რიცხვში არ შედიან ადამაინები, რომელთაც ეს სტატუსი არა აქვთ, მაგრამ მძიმე ბრძოლები აქვთ გამოვლილი. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროში ამ კუთხით მუშაობა აქტიურად გრძელდება და რეფორმები მიმდინარეობს, რათა ყოფილმა სამხედროებმა ფსიქოლოგიური დახმარება მოითხოვონ. თუმცა მიმართვიანობა ძალიან მცირეა.

merab მეზობელი ქალის ინტერვიუს ვუსმინე და ისეთი ტონით უარობდა "არა, ვისთან შეიძლება რომ კონფლიქტი ჰქონოდა?! არავისთან", თითქოს დასანახად მალავდა.
გამოძიებას თუ უნდა, გაარკვევს.
1 წლის უკან
merab და საერთოდ: მკვლელად ქცევის პროვოცირებაზე კანონი უნდა მიიღონ.
პროვოკატორები ისე ვატარებთ ყოველთვის, თითქოს, მერე რა მოხდა. შედეგს ვებრძვით.
გააგიჟებენ კაცს და უიმე, გამარჯობას არ გვეუბნებოდა.
1 წლის უკან
merab პროვოკატორებს უნდა იყოს
1 წლის უკან
ლაზი ის, რაც მოხდა შეიძლება სულაც არ იყოს კავშირში სამხედრო ნამსახურობასთან, მაგრამ ერთი რამ ძალიან კარგად ვიცი. დიდ სამამულო ომში ნაბრძოლი ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე და არასოდეს გამიგონია, რომ რომელიმე მათგანს, ომში ნამყოფობის გამო, რაიმე ფსიქიკური პრობლემა ჰქონოდა. იმიტომ რომ ისინი სამშობლოს იცავდნენ. ვიეტნამში ნაბრძოლებისაგან კი უმისამართო სისხლისღვრები ძალიან ხშირად მომხდარა.
რა უნდოდა ქართველ სამხედროს ავღანეთში! არ დაიწყოთ ახლა, მსოფლიო დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და საქართველოს მომავალს იცვდაო. ორივე თაობის "ავღანელები"-ს ცოდვა იმათ კისერზეა, რომელი სახელმწიფოს ჯარების შემადგენლობაშიც ისინი, საცოდავი გროშების გამო, მსახურებოდნენ.
1 წლის უკან
merab არ ყოფილა გიჟი, ფსიხი და ავადმყოფი-თურმე.
გამოიყვანეთ წყობიდან, გააგიჟეთ და არაფრის გამო გვესროდაო.
პროვოცირებაზე უნდა იყოს სასჯელი, როგორც თვითმკვლელობამდე მიყვანაზე.
დედა ენაცვალოთ! ბოვშებმა დალიეს ორი ჭიქა. დღესასწაული აღნიშნეს. ბულბულებდნენ და ჟღურტულებდნენ თავისთვის.
ეს მხეცი, ნაომარი ავღანეთში, გამოყო იარაღი და უმიზეზოდ სროლა დაუწყო ჩიტებს.
არ აცალა ჟღურტული.


შეურაცხყოფას როცა ვინმეს აყენებთ, პასუხს უნდა ელოდეთ.
ეგრე სადაა?! ვაგინებ დედას, ცოლს, შვილებს და შეგრჩება.
ერთხელაც არ შეგრჩება.
ერთხელაც მომენტი იყო ეს.
1 წლის უკან