"თვითმკვლელი ტერორისტის კატეგორიაში ვერ გაიყვან, რადგან მიზანი არ ჩანს“

ტერორისტული აქტი, თუ მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემა - ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა თავდასხმის მიზეზი. თავდამსხმლს ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, თუ ყოფილი სამხედრო გამოყენებული იყო გარკვეული ძალების მიერ. 6 გარდაცვლილი და 4 დაჭრილი - ასე დასრულდა საგერჯოში სპეცოპერაცია. გარდაცვლილებს შორის არის პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი.

20 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა, მონაწილეობდა ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. ახლა გამოძიებამ უნდა თქვას რა მოხდა საგარეჯოში.

რაც შეეხება ყოფილ სამხედროს ნოდარ ათუაშვილს, რომელიც 2021 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, მის შესახებ ინფორმაცია მწირია, თუმცა ცნობილია, რომ მან შეიარაღებული ძალები საკუთარი სურვილით დატოვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოფილი სამხედრო ყოველთვის კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა და მეზობლებს არ ეკონტაქტებოდა. თავდამსხმელს მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა კი მონაზონია და ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობს. ასევე ჰყავს ძმა, რომელთანაც ურთიერთობა არ ჰქონდა. მას ჰყავს მეუღლე და შვილი, თუმცა მასთან არ ცხოვრობდნენ, რადგან, მეზობლების თქმით, ყოფილი სამხედრო იყო მოძალადე და სისტემატიურად ძალადობა მეუღლეზე.

რაც შეეხება შემთხვევას, თავდამსხმელი ჯერ კორპუსის მესამე სართულიდან, საკუთარი ბინის აივნიდან ხსნიდა ცეცხლს, შემდგომ იყო გარკვეული პაუზა, ხოლო როცა ვინმე ცდილობდა, რომ დაშავებულს დახმარებოდა, კვლავ აგრძელებდა სროლას. ამ პერიოდის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე მოდიოდნენ პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, თუმცა ცეცხლი იყო მათი მიმართულებითაც და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ საჭირო გახდა სპეცრაზმის გამოძახება. სპრეცრაზმის მოსვლის შემდეგ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მაშინ, როდესაც ნოდარ ათუაშვილმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა, სახლში მის სრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სროლამდე მამა-შვილს შორის იყო დაპირისპირება. ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელის შვილი ბინიდან გამოსვლას რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხდება, მას შემდეგ კი, რაც კაცმა თავის მეზობლებს ცეცხლი გაუხსნა, ბიჭმა ბინის დატოვება შეძლო და ყვიროდა, რომ მას არ მიკარებოდნენ, რადგან მას 2000 ვაზნა ჰქონდა. გამოძიებას ჩვენება უკვე მისცეს თავდამსხმელის შვილებმა და ყოფილმა ცოლმა. ამბის მთავრი თვითმხილველი თავდამსხმელის შვილი, რომელიც სროლის დაწყებისას, მამასთან ერთად სახლში იყოფებოდა, კომენტარს არ აკეთებს.

რა გახდა თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური განმარტავს, რა ვითარებაში განახორციელა საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის ბინაში შეიარაღებულმა პირმა თვითლიკვიდაცია. როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, გასროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა სპეცდანიშნულების რაზმმა კარი შეაღო. მინისტრის თქმით, სპეცოპერაციის დაწყებამდე შეიარაღებულ პირს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც მან დამატებითი გასროლა მოახდინა.

„სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყეს ღონისძიება. ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მან დამატებით რამდენიმე გასროლა მოახდინა. როცა სპეცდანიშნულების რაზმმა კარები შეაღო, გასროლის ხმა იყო. საწოლზე იყო გადაწოლილი და ცეცხლსასროლი იარაღი გვერდზე ედო, რაც დააფიქსირეს ჩვენმა თანამშრომლებმა. თავიდან სისხლი მოსდიოდა. იქვე ნახეს ხელყუმბარის რგოლები - რამდენიმე რგოლი. შეიძლება ეს ყოფილიყო დანაღმული. შემდეგ მოვიდნენ გამნაღმველები. შვილი ვერაფერს გვეუბნება. მისი თქმით, რომ გამოვიქეცი სახლიდან, გვამები უკვე ძირს იყო დაგდებულიო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აღსანიშნავია, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც სამსახურიდან წასულ სპეცრაზმელებს იარაღის მთელი არსენალი აღმოაჩნდებათ და გამოძიება მხოლოდ მსგავსი ფაქტების შემდეგ იგებს. ამ ეტპაზე ტერორისტული აქტის ნიშნებზე საუბარი რთულია. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ ასეთი ფაქტები მსოფლიოში არ არის ერთეული და ანალოგიურად ასეთ თავდასხმაში მონაწილეობენ ისეთი პირები, რომლებსაც სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციებში აქვთ მონაწილეობა მიღებული. მისი თქმით, ეს არის ომის შედეგად გამოწვეული სინდრომი, რომლის შემდგომაც შესაძლებელია, რომ გარკვეული ფსიქოლოგიური წონასწორობა აღარ ჰქონდეს იმ პირს, რომელიც სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციებში მოქმედებდა.

„ვფიქრობ, რომ აუცილებელია ასეთი პირები გარკვეულ კონტროლზე იყვნენ აყვანილი, მას შემდეგაც კი, როდესაც ისინი სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავს ანებებენ. ვფიქრობ, გარკვეულწილად, გადასახედია კანომდებლობა ცეცხლსასროლი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით სახელწმიფოს რაღაცის გადახედვა მოუწევს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საომარ მოქმედებებში მონაწილე პირების მხრიდან ასეთი ქმედებები მსოფლიო სხვადასხვა კუთხეში ხდება და შეგიძლიათ ამის უამრავი მაგალითი ღია წყაროში მოიძიოთ.

თუმცა, მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ ამ შემთხვევაში არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია. შესაძლებელია არსებობდა რაიმე ფაქტორები, რომელმაც აღნიშნული პიროვნება ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. ასეთი ადამიანები არამარტო სამედიცინო კონტროლის ქვეშ უნდა იყვნენ, არამედ ვფიქრობ, რომ სპეცსამსახურებმა ასეთ ადამიანებზე განსაკუთრეული აქცენტი უნდა გააკეთონ“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.

მისი თქმით, ზოგადად, საბრძოლო და სამშვიდობო მისებში მონაწილე პირების სისტემური კონტროლის აუცილებლობა დგას, ვინაიდან სადაზვერვო საქმიანობის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირად ეს პიროვნებები გამოიყენებებიან როგორც ტერორისტული აქტის განმხორციელებლები.

„ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი. გარკვეული მასალების გამოქვეყნების მერე შეიძლება ვიფიქიროთ, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად შეიძლება გამოყენებული იქნას. მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ თვითმკვლელობაზე, ამ შემთხვევაში მას თვითმკვლელი ტერორისტის კატეგორიაში ვერ გაიყვან, რადგან მიზანი არ ჩანს.

ამიტომ, ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, ეს არის ომის სინდრომიდან გამოწვეული ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ასეთი სინდრომი, სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის დროსაც თავს იჩენდა ხოლმე. ამიტომ სპეცსამსახურებს განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავდათ აყვანილი ავღანათეში ნაბრძოლი სამხედრო მოსამსახურეები. ეს არის მიღებული პრაქტიკა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

ტერორისტული აქტის კვალიფიკაციაზე ვერ საუბაროს სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაიასაია, რომლის განმარტებით, ტერორიზმი გაირჩევა სხვა ძალადობრივი და კრმინიალური ქმედებისგან, მას გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური, ან პოლიტიკურ-რელიგიური მოტივი, საფუძველი, ან მიზნები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იკვეთება.

„ტერორიზმს უნდა ჰქონდეს პოლიტიკური შიგთავსი, მოტივაცია. ბადრი ესებუას შემთხვევაში, როდესაც თავდასხმა მოხდა „საქართველოს ბანკზე“ იქ პოლიტიკური მოტივი იკვეთებოდა. აქედან გამომდინარე, არ ვიცით რა პოლიტიკური ამოცანები და მიზნები ამოძრავებდა ამ სამხედრო პირს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მიჭირს ამაზე დეტალურად საუბარი. როგორც ჩანს, მას ფსიქიკასთან ჰქონდა პრობლემა და ფსიქიკური აშლილობის გამო გადადგა ეს ნაბიჯი.

შესაძლოა ამის კატალიზატორი იყო რაღაცა ინფორმაციის მიღება. როგორც ირკვევა შვილი იყო მისული, შეიძლება მათ შორის მოხდა რაღაცა, რამაც გამოიწვია მისი სულიერი და ფსიქიკური მდგომარეობის გამწვავება. ამიტომ, გამოძიებამ უნდა თქვას, რა მოხდა. ამ ეტაპზე ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას გამოვრიცხავ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.

 

merab ყველა ვარიანტს განიხილავენ. ფსიქიკური ავადმყოფის სტატუსი მისცეს დაუსწრებლად და სამეზობლოში რა მოხდა, არავინ ფიქრობს. შუაღამისას, უმიზეზოდ რაღაც ნივთების სროლა დაიწყო. მერე, მოლოტოვის კოქტეილი, მერე იარაღი და - უმიზეზოდ თურმე.
მძრეველა ბირჟავიკებზე რამე არ წამოგცდეთ ცუდი, დედა ენაცვალოთ!
1 წლის უკან