თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა და საქართველოს სახელმწიფო გაამართლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკმარისი მტკიცებულება იმისა, რათა დაესკვნათ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გარდაიცვალა, არ იყო.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა, პროცედურულ ნაწილში, რის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფოს აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისათვის ხელისუფლებამ ვერ შეასრულა.
რაც შეეხება საქმის არსებით ასპექტს (სიცოცხლის უფლება), ამ კუთხით, სასამართლოს დარღვევა არ დაუდგენია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმისა, რათა დაესკვნათ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გარდაიცვალა. გარდა ამისა, სასამართლომ არ მიიღო მომჩივნების საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), დასაბუთების არარსებობის გამო.
„არსებით ნაწილში მთავარ კითხვას ევროპულმა სასამართლომ გასცა პასუხი, რომ სიცოცხლის უფლება არ დარღვეულა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, რითაც გამოეხმაურა „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ძამაშვილის თქმით, ფაქტობრივად, გამოირიცხა ის ვერსიაც, რომელიც საწყის ეტაპზე გახმიანდა, თითქოსდა ხელყუმბარა საქმეში „ჩადებულია“.
„მთავარი, რაზეც ევროპულ სასამართლოს უნდა გაეკეთებინა შეფასება, რამდენად ჩატარდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში 2017 წლის დეკემბერში სოფელ დუისში კონტრტერორისტული ოპერაცია, ამ ნაწილში ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა ევროპული კონვენციის დარღვევა. კერძოდ, სასამართლოს შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს სპეცოპერაციის დროს იარაღის ძალის გამოყენებას, არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან. რაც შეეხება სპეცოპერაციის ჩატარების ფაქტს, ამ ნაწილშიც ხარვეზები ვერ დაინახა ევროპულმა სასამართლომ. მისი შეფასებით, ის ოფიციალური ვერსია, რომელიც გამოძიებამ დაადგინა, კერძოდ, ვერსია, რომ გასროლა განხორციელდა დაკავების ოპერაციის დროს, რადგან სპეცრაზმელმა აუცილებლად ჩათვალა ხელყუმბარის განეიტრალება, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არის სარწმუნო და საქმეში არ მოიპოვება არანაირი სხვა მტკიცებულება, რომელიც საპირისპირო დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. ამით, ფაქტობრივად, გამოირიცხა ის ვერსიაც, რომელიც საწყის ეტაპზე გახმიანდა, თითქოსდა ხელყუმბარა საქმეში „ჩადებულია“. ეს ვერსია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოირიცხა და არსებით ნაწილში მთავარ კითხვას გაეცა პასუხი, რომ სიცოცხლის უფლება არ დარღვეულა“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი კი სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ სასამართლომ დაადგინა გამოძიების დარღვევები. მისი თქმით, სუს-მა თავად გაანადგურა მტკიცებულებები, რომლებიც მათ დააზიანებდათ.
„ნათლად არის აღნიშნული, რომ გამოძიება ძალიან დიდი დარღვევით და არაეფექტურად ჩატარდა. ეს სპეცოპერაცია სუს-მა ჩაატარა, სუს-მა დაიწყო ამ საქმის რამოდენიმე ხნის მერე გამოძიება, ის, რაც მათ ძალიან დააზიანებდათ, ასე ვთქვათ, გაანეიტრალეს, ხელყუმბარა ააფეთქეს, მოაშორეს, მტკიცებულებები გაანადგურეს“, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ერთხელ და სამუდამოდ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამთავრდა იმაზე საუბარი, თითქოს ქართველი სახელოვანი სამართალდამცველები მკვლელები და არაპროფესიონალები არიან. აბაშიძე ფიქრობს, რომ ახლა ამ თემაზე ნებისმიერი ინსინუაციები ძალიან უადგილო და ტრაგიკომიკური იქნება.
„სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ჩვენს პოლიტიკოსებს თუ სამოქალაქო სექტორს, რომელბიც მუდმივად იმაზე აპელირებენ, რომ ქართველი სამარათალდამცველები არაპროფესიონალები არიან, სპეკულაციის საშაულებას აღარ უტოვებს. ისინი ვეღარ შეძლებენ იმაზე საუბარს, რომ სპეცოპერაცია დარღვევით იყო ჩატარებული, ასევე მაჩალიკაშვილის მხრიდან საფრთხე არ მომდინარეობდა. სტრასბურგის სასამართლო ხომ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანოა, რომელსაც ყველანაირი მასალა და საშუალება ჰქონდა ორივე მხრიდან წარდგენელი, რომ ამ საქმის ირგვლივ რეალური დასკვნა გამოეტანა. პოლიციელი ანუ სპეცრაზმელი მსგავს სპეცოპერაციებზე შეცდომას დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაშიც უშვებს. შეიარაღებულ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს და მსგავსი ტიპის, მძიმე სპეცოპერაციაზე მიდის, ასეთი შეცდომა მოსდის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაპროფესიონალია. სპეცრაზმელმა, რომელიც პროფესიონალია, ჩათვალა, რომ მაჩალიკაშვილისგან იმ წუთში საფრთხე მომდინარეობდა, გადაწყვეტილება სპონტანურად და დამოუკიდებლად მიიღო. სწორედ ეს დაადგინა სტრასბურგის სასამარლომ, რომ საფრთხე იმ კონკრეტულ მომენტში არსებობდა და სპეცრაზმელმა იარაღი სიტუაციიდან გამომდინარე გამოიყენა“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ოპოზიცია ამ გადაწყვეტილების დამახინჯებით ინტერპრეტაციას კვლავ ცდილობს და არ სურთ იმის აღიარება, რომ ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალება და მისი ოჯახის მწუხარება პოლიტიკური ქულების დასაწერად მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოიყენეს.
„სტრასბურის სასამართლომ უკვე არაერთხელ დაარღვია მითები საქართველოს ე.წ. მიტაცებულ მართლმსაჯულებაზე. იქნებოდა ეს „რუსთავი 2“-ის საქმე თუ სხვადასხვა ქეისები. სტატისტიკურად, „ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის განამვლობაში სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა რეკორდულად არის შემცირებული. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მითია, ვითომ საქართვეელოში მართლმსაჯულება არ მუშაობს და მიტაცებულია. გავიხსენოთ „ნაცონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს რამდენი საჩივარია გაგზავნილი. ზოგი კი ახლაც განხილვის პროცესშია. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ რადიკალური ოპოზიციის გზავნილი, თითქოს საქართველოში პოლიცია არ მუშაობს და მართლმსაჯულება მიტაცებულია სიმართელს არ შეესაბამება. სამწუხარო ისაა, რომ შვილმკვდარ მამას დღესაც ატყუებენ და ამბობენ, რომ თითქოს საქმის ირგვლივ ხელისუფლებამ რაღაცა გააყალბა და შეთხზა. ძალიან ბევრ შემთხვევაში, ეს მომჩივანი მხარის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. არ შეიძლება არ გავიხსენო წინა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ გაგზავნილი საჩივარი, თითქოს სააკაშვილს ციხეში აწამებდნენ, რაც სტრასბურგმა განსახილველადაც კი არ მიიღო. ამიტომ არ არის გასაკვირი რადიკალური ფთისგან განცხადებები, რომ თითქოს სტრასბურგს არ ჰქონდა შესაბამის მასალები, რომ ასეთი დასკვნა გაეკეთებინა. არადა გარკვევით წერია გამოქვეყნებულ დასკვნაში, რომ საქმესთან შემხებლობაში და მონაწილე ყველა პირის გამოკითხვა მოხდა“, - ამბობს აბაშიძე.
იურისტი და ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლება გაამართლა იმაში, რომ მან სპეცოპერაცია მაჩალიკაშვილების სახლში კანონის და წესების ყველა დაცვით ჩაატარა. თუმცა მორალური ტანჯვისთვის ოჯახისთვის 10 000-მდე თანხის გადახდა სახელმწიფოს მიანც დააკისრა.
„მართალია სახლემწიფო მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართლდა, მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ თანხის გადახდის დაკისრებით მაინც მიუთითა, რომ შესაძლებელი იყო, სპეცოპერაცია მსგავსი მძიმე შედეგით არ დასრულებულიყო. რაც შეეხება 14 000 ლარის გადახდის დაკისრებას, ეს ოჯახისთვის იმ ხარჯების ანაზღაურებაა, რომელიც მათ ამ ხნის განმავლობაში ადვოკატების და სხვა სამართლებრივი მომსახურებისთვის დახარჯეს. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს სასარგებლო არსებით ნაწილში, ხოლო პროცედურულ ნაწილში გარკვეული მორალური კომპენსაცია ოჯახმა მიიღო.
მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება, რომ უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიების მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დამალა, გაანადგურა და ა.შ. უფორ ემოციური განცხადებაა და არა რაციონლური. როგორც მოვისმინე, მის ადვოკატს მსგავსი შეფასება არ მიუცია. ორივე მხარეს ჰქონდა საშუალება, რომ საქმის ირგვლივ მტკიცებულებები წარედგინათ. სამწუხარო ისაა, რომ ამ ხნის განმავლობაში ამ საქმეს, როგორც პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო სექტორი, რომელიც ამ საქმეს ხელმძღვანელობდა, პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებდნენ. რეალურად, აღმოჩნდა, რომ მამას აჯერებდნენ იმას, რაც საქმის მასალების მიხედვით რეალობას არ შეესაბამებოდა. რა თქმა უნდა, ამ ხნის განმავლობაში, როცა სტრასბურგის გადაწყვეტილების იმედი გაქვს და ის სრულიად სხვა გადაწყვეტილებას იღებს, ოჯახისთვის რთულად მისაღებია“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.