მოქმედებდა თუ არა უკარინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ და რატომ გაჩნდა უკრაინაში მოსაზრება, რომ ის რუსეთის აგენტია? ამის შესახებ ღიად უკრაინის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც მან რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ტელეეთერში თქვა, რომ რუსული რაკეტა, რომელმაც დნეპრში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დაანგრია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, რის გამოც არაერთი ოფიციალური პირის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის უწყებამ ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანს, რომ რაკეტა ჰაერში არ აფეთქებულა. ანუ გამოდის, რომ არესტოვიჩი რუსების სასარგებლოდ ოფიცილურ განცხადებას აკეთებს იმისთვის, რომ რუსები სამხედრო დანაშაულში დადანაშაულებული არ იყოს? ჩნდება კითხვა მოქმედებდა თუ არა ამ განცახდების დროს არესტოვიჩი ვინმეს დავალებით, თუ მან ეს უნებურად გააკეთა?
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ არესტოვიჩი მთელი ომის დაწყებიდან ამ პერიოდში აკეთებდა ისეთ განცხადებებს, რომელიც რუსულ პროპაგანდისტურ მანქანას უკარინის საწინააღმდეგო მასალას აძლევდა. მან კარგად იცოდა, რომ ამ განცახდებით წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამდა, ამიტომაც უკრაინის სპეცსამსახურები არსტოვიჩის ამ განცახდებით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ.
სკანდალური განცხადებიდან 2 დღეში კი ალექსი არესტოვიჩი გადადგა. განცხადების ფოტო პრეზიდენტის აპარატის უკვე ყოფილმა მრჩეველმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. არესტოვიჩის მოთხოვნა რამდენიმე საათში დაკმაყოფილდა.
არესტოვიჩის გადაწყვეტილებამდე მის გადადგომას ითხოვდა რადას ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ წევრი ალექსი გონჩარენკო, რომელიც ხელმოწერებსაც აგროვებდა. პარლამენტარის თქმით, არესტოვიჩის განცხადებაში სახელმწიფო ღალატის ნიშნები იკვეთება და ის უსაფრთხოების სამსახურმა უნდა დაკითხოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არესტოვიჩია ის პირი, როემლიც საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ პირდაპირ მოუწოდებდა და ქვეყნის შიდა საქმეებში აქტიურად ერეოდა.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ალექსი არესტოვიჩის განცხადებები და ქმედება ძალიან ბევრი ეჭვის საფუძველს იძლევა, მოქმედებდა თუ არა ის რუსული სპეცსამსახურების დავალებით. სალუქვაძე გამორიცხავს, რომ არესტოვიჩის განცხადება უნებური შეცდომა იყოს.
„არესტოვიჩი და გონჩარენკო, რომლებიც საქართველოში ბოლო დროს, განსაკუთრებით ე.წ. ოპოზიციურ მედიაში პოპულარული ფიგურები იყვნენ, საკმაოდ საინტერესო წარსულის ხალხია, რომელთა კავშირებიც რუსებთან საჯარო იყო და არც არავის დაუმალია. არესტოვიჩს როცა 2005 წელს დუგინთან გადაღებული ფოტოები გაუსაჯაროვეს, ამბობდა, რომ რუსეთში უკარინის დაზვერვის სამსახურის მიერ ვიყავი ჩანერგილიო. არესტოვიჩს დუგინთან ვინ ჩაანერგინებდა, როცა მთელი სახელმწიფო მანქანა დუგინთან მუშაობს და ეს კაცი კრემლის პროპაგანდისტური მანქანის მთავარი შემქმნელია.
ეს ყველაფერი თეთრი ძაფებით არის ნაკერი. ვინც არესტოვიჩის ყოველდღიურ ეთერებს აკვირდებოდა, კარგად მიხვდებოდა, რომ ეს ადამიანი რასაც ლაპარაკობდა, მიზანმიმართულად და გამიზნულად საუბრობდა. კაცი, რომელიც პრეზიდენტის მრჩევლად ითვლებოდა, ყოველდღიურ გადაცემებში იღებდა მონაწილეობას და გამოდის, რომ სხვა საქმეს არც აკეთებდა. ყველა გადაცემაში პოზიციონირებს თითქოს როგორც პატრიოტი უკრაინელი და პერიოდულად საუბრობს იმაზე, რასაც მთელი ამ ომის დაწყების განმავლობაში რუსები სათავისოდ იყენებდნენ. ბოლოს კი მოხდა ის ინციდენტი, რომელმაც ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა. არესტოვიჩმა ძალიან კარგად იცოდა, რა განცხადებაც გააკეთა. კორპუსის აფეთქება რუსებისთვის საკმაოდ რეზონანსული საქმე იყო. ეს არის სამხედრო დანაშაული, რომელზეც რუსებს პასუხი უნდა მოეთხოვოს. ამ დროს კი გამოდის არესტოვიჩი და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან უშვებს ინფორმაციას, რომ ეს კორპუსის დანგრევა მთლად რუსეთის ბრალი არ იყო, აქ უკრაინის საჰაერო თავდაცვა ჩაერია. ესე იგი გამოვიდა, რომ რუსეთი სხვა სამხედრო ობიექტის დაბომბვას აპირებდა, ხოლო რომ არ ჩარეულიყო უკრაინის საჰაერო თავდაცვა, ის საცხოვრებელ კორპუსს არ მოხვდებოდა. ეს განცხადება მხოლოდ რუსების ინტერესებში შედიოდა“, - ამბობს სალუქვაძე.
რაც შეეხება იმას, იცოდა თუ არა არესტოვიჩმა რა რეაქცია შეიძლება მის განცხადებას მოჰყოლოდა და რეალურად რას ემსახურებოდა მისი ეს ნათქვამი, სალუქვაძე ამბობს, რომ არესტოვიჩს საკმაო ცოდნა აქვს იმისთვის, გაეაზრებინა რას ამბობდა. მან კარგად იცოდა, რომ ამ განცხადებით წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამდა.
„მე მაქვს არესტოვიჩის ორი პოსტი შენახული, პირველი დაახლოებით ოქტომბერში აქვს გამოქვეყნებული და მეორე, რომელიც სულ ახლახანს დაახლოებით ერთი კვირის წინ აქვს დაწერილი, დნეპრის ამ ტრაგედიამდე. ის უკრაინის მოსახლეობას მოუწოდებს, არ გამოაქვეყნონ რუსების მოქმედებების შედეგები და ასევე, რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგები - ზუსტად მოარტყეს რაკეტა, ბომბი თუ სხვა. ამას ის უკრაინის მოსახლეობას აბსოლუტურად სწორად მოუწოდებდა. შესაბამისად, როცა რამდენიმე დღით ადრე ის უკრაინელებს მოუწოდებდა, რომ მსგავსი რამ არ გაეკეთებინათ, ზუსტად იგივეს თავად რამდენიმე დღეში აკეთებს. თან თავისი ცინიკური ტონით ყვება, რომ ეს რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუს მოხვდა და ამხელა უბედურება დატრიალდა, უკრაინის საჰაერო ძალების მიერ იქნა ჩამოგდებული. ასევე საინტერესოა არესტოვიჩის 13 იანვრის ეთერი, სადაც ის უკრაინის ხელისუფლებას ძალიან მწვავედ აკრიტიკებს. მათ უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს. აქ პრობლემა კრიტიკა კი არ არის, პრობლემა ისაა, თუ რაზე საუბრობს. არსტოვიჩი შიდა ნაციოანლურ პოლიტიკაზე, რელიგიასთან მიმართებაში უკრაინის ხელისუფლების პოზიციაზე და რუსებისთვის საკუთარ ენაზე საუბრის აკრძალვაზე საუბრობდა. შესაძლოა არესტოვიჩი სწორად მსჯელობდეს, მაგრამ რუსეთმა ომი გარკვეული მოტივებით დაიწყო, ხოლო მთავარი არგუმენტი რუსი ხალხის ზელენსკის ხელისუფლების მიერ შევწიროვება იყო. 2014 წლის პრობლემები კი სწორედ ენის საკითხით დაიწყო. ერთია, როცა შენ მსჯელობ ომამდე ან ომის შემდეგ, ხოლო მეორეა, როცა რუსეთს ეხმარები საკუთარი პროპაგანდის განვითარებაში. ანუ გამოდის, რომ არესტვოვიჩი რუსეთის მხრიდან ომის დაწყებას ამართლებს. აი, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ არესტოვიჩი უნებურად არაფერზე საუბრობდა“,-ამბობს სალუქვაძე.
რაც შეეხება არესტოვიჩის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და საქართველოსთვის მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებას, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ არესტოვიჩი ამას გამიზნულად აკეთებდა და ყველაფერს ცდილობდა იმისთვის, რომ საქართველო - უკარინის ურთიერთობა გაეფუჭებინა.
„არესტოვიჩს ეგონა, რომ ესეც გაუვიდოდა, როგორც წინაზე ბევრი რამ გაუვიდა, მაგრამ შეცდა. ის თავისივე ნაღმზე აფეთქდა. არ ვიცი, მისი განცახდება იყო გამიზნული და მოქმედებდა თუ არა რუსული სპეცსამსახურების დავალებით თუ უნებურად წამოსცდა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეს ადამიანი საკმაოდ გონიერი პირვონებაა, რომელიც შემთხვევით არაფერს ლაპარაკობს. ამიტომ მგონია, რომ მისი ამ განცახდების შემდეგ უკრაინის სპეცსამსახურები უნდა დაინტერესდნენ - რატომ აკეთებს პრეზიდენტის მრჩეველი უკრაინისთვის დამაზიანებელ განცახდებას და რუსეთის პროპაგანდისტურ მანქანას მოქმედებას უადვილებს? მისი არაერთი განცახდება რუსებს უკრაინელების წინააღმდეგ ბევრჯერ გამოუყენებიათ.
ეს კი სრული კატასტროფა იყო. გამოდის, რომ რუსებს სამხედრო დანაშაულის გაპრავებაში დაეხმარა. რატომ? - ეს უკრაინის სპეცსამსახურებმა უნდა გაარკვიონ. რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებულ მის განცხადებებს, ეს იყო მცდელობა, რომ საქართველოს ხელისუფლება რამეზე წამოეკიდებინათ. არსტოვიჩი ძალიან საეჭვოდ და აქტიურად ცდილობდა, რომ საქართველო ომში ჩათრეული ყოფილიყო. ეს კი ამყარებს იმ ვარაუდს, რომ შესაძლოა, არესტოვიჩი რუსების სპეცსამსახურების წარმომადგენელი იყოს. არესტოვიჩი საკუთარ ნაღმზე აფეთქდა. დნეპრის მერმა სწრად თქვა, რომ არესტოვიჩი თავის თავზე შეყვარებული პირუტყვი და აყროლებული პირია“,-ამბობს ქართველიშვილი.
არესტოვიჩი რომ რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს ეს ნაღდია და არახამიას რატომ არ აქცევენ ყურადღებას უკრ. სპეცსამსახურები, ესაა გასაკვირი.
საინტერესო კი ისაა, რომ ყველა ეგენი მიშას "ძმაკაცები" არიან.