„ევროდეპუტატი არაფრით განსხვავდება საქართველოს პარლამენტის დეპუტატისგან, რომ არა პროვინციალიზმი, უცხოელებისადმი ჩვენი მონური მორჩილება, მათ არანაირი უპირატესობა არ აქვთ“

„ევროდეპუტატი არაფრით განსხვავდება საქართველოს პარლამენტის დეპუტატისგან, რომ არა პროვინციალიზმი, უცხოელებისადმი ჩვენი მონური მორჩილება, მათ არანაირი უპირატესობა არ აქვთ“

ქართველებს საკუთარი პრეტენზია აქვთ ევროპარლამენტარებთან, განსაკუთრებით, იმ ტენდენციურობის გამო, როცა სააკაშვილს თავგამოდებით იცავენ, მისი რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებს კი ვერ ხედავენ. როგორც აღმოჩნდა, ევროდეპუტატებს არც უნგრეთი წყალობს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტის დათხოვნა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ევროპარლამენტი კორუფციულ სკანდალში გახვეული აღმოჩნდა.

„თუ ჩვენ გვსურს, აღვადგინოთ საზოგადოების ნდობა, მაშინ დროა, ევროპარლამენტი დავითხოვით“, - განაცხადა ორბანმა და ახალი ევროპარლამენტის შექმნა მოითხოვა, რომელშიც ეროვნული დელეგატები იქნებიან წარმოდგენილნი.

როგორც ცნობილია, ევროპარლამენტში სკანდალი მაშინ აგორდა, როცა ბელგიის პოლიციამ 9 დეკემბერს ბრიუსელში ბერძენი ევროპარლამენტარი ევა კაილი დააკავა, რომელიც ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ევა კაილის გარდა დააკავეს მისი პარტნიორი, ევროპარლამენტში მომუშავე იტალიელი პოლიტიკოსი, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციისა და პროფკავშირების წარმომადგენლები. მთლიანობაში, საუბარია 5 ადამიანის დაკავებაზე კორუფციაში შესაძლო ჩართულობისთვის. ევა კაილის კატარის სასარგებლოდ დაინტერესებას ედავებიან. მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა კატარისგან რეფორმები მოითხოვა შრომის ბაზარზე არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, ევა კაილიმ რატომღაც პოზიტიურად შეაფასა კატარში შრომის ბაზრის რეფორმა და თქვა, რომ კატარი არაბულ სამყაროს შთააგონებს.

სანამ პოლიცია იმას გაარკვევს, რით იყო „შთაგონებული“ ევროპელი დეპუტატი ევა კაილი, მანამდე ქართველებს უჩნდებათ ეჭვი, რით მოხიბლა სააკაშვილმა ევროპელი დეპუტატები, რომ მათი ნაწილი რეკომენდაციებს რეკომენდაციებს გზავნის სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, რომელსაც წმინდა ჰუმანიტარულ საკითხად განიხილავს. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ევროდეპუტატებს სააკაშვილის მდგომარეობა აღელვებთ და არ აღელვებთ თავიანთი ქალი კოლეგის - ევა კაილის ბედი, რომელიც კატეგორიულად უარყოფს კატარის სასარგებლოდ კორუფციულ ინტერესს.

რა ამოძრავებთ ევროდეპუტატებს საქართველოში, ამის შესახებ საკუთარი ვერსია აქვს ლალი მოროშკინას. ის ამბობს, რომ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დაურიგდათ მიწები კახეთში ევროდეპუტატებს სააკაშვილისგან. მოროშკინას თქმით, სანამ სააკაშვილი დაიწყებდა აბანოთუბნის განახლებას, მანამდე რამდენიმე ასეულ ლარად შეისყიდა კახეთის ძირძველი მოსახლეობისგან მიწები და შემდეგ თავის ევროპელ ფავორიტებს დაურიგა, რომელთა ნაწილმაც იქ სასტუმრო გახსნა, ან რესტორანი.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის ვიქტორ ორბანის ნათქვამში ევროპარლამენტის დათხოვნის თაობაზე, ვინაიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალბათ, ყველაფერი ამოწურავს თავის შესაძლებლობებს და თავის თავს. ევროპარლამენტშიც ისეთი რაღაცები გასკდა, რომ არა მარტო ერთი ევროდეპუტატია პასუხისგებაში მიცემული, არამედ 17 ადამიანის ბინაში მოხდა ჩხრეკა, აქედან 6 ადამიანი ან ყოფილი ევროპარლამენტარია, ან მოქმედი ევროპარლამენტარი.

ნანა კაკაბაძის აზრით, ეს ერთი ფაქტიც კი, რომელიც გამჟღავნდა ამ ეტაპზე, მიუთითებს იმას, რომ ევროპარლამენტი სერიოზულ რეფორმას საჭიროებს, ამიტომ ევროპელებმა უნდა გადახედონ საკუთარ მდგომარეობას, შეაფასონ და დასკვნები გამოიტანონ. თუკი ევროპარლამენტის რეფორმა არ არის შესაძლებელი, მაშინ რაღაცნაირად ახალი სტრუქტურა უნდა შეიქმნას, რომელსაც არ ექნება ასეთი დისკრედიტაციული იმიჯი მსოფლიოს წინაშე.

„არც ის არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის დამცველ ევროპარლამენტარებსაც კორუფციული ინტერესი ჰქონდეთ, იმ რეკომენდაციებიდან გამომდინარე, რასაც ისინი იძლევიან და რა სისულელეებსაც რეზოლუციებში წერენ, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ სერიოზული პრობლემა აქვთ შიდა მმართველობაში, ყოველნაირი მტკიცებულებების გარეშე ვერდიქტები გამოაქვთ ადამიანებზე, ევროპარლამენტში გვარებით და სახელებით ლაპარაკობენ ადამიანებზე, რომელთა მიმართაც არც სასამართლოს უმსჯელია, არც არანაირი თეორიული მტკიცებულება არ გააჩნიათ. ეს ნიშნავს, რომ ევროდეპუტატები სერიოზულ პრობლემებში არიან და უნდა გადახედონ თავიანთ პოლიტიკას“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოს დემურ გიორხელიძის შეფასებით, ევროკავშირი თვითონ არ არის დღეს აქტუალური, ამიტომ მისი ევროპარლამენტარი საერთოდ არაფერს წარმოადგენს. ამდენად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა იფიქრონ, რა არის ამის მიზეზი.

„სააკაშვილის მეხოტბე ევროდეპუტატებიც სერიოზულად აღსაქმელი ხალხი არ არის, თავში ქვა უხლიათ, რამდენი განცხადებაც უნდათ, იმდენი აკეთონ სააკაშვილის მხარდასაჭერად. ჩვენ ჩვენი სახელმწიფო გვაქვს. თუ არ გვინდა, მასხრად ავიგდოთ ჩვენი სახელმწიფო, კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ევროდეპუტატი არაფრით განსხვავდება საქართველოს პარლამენტის დეპუტატისგან, რომ არა პროვინციალიზმი, უცხოელებისადმი მონური მორჩილება. ევროპარლამენტარი იქნება, კონგრესმენი, თუ სენატორი, ეს ერთი კატეგორიის ხალხია და არანაირი უპირატესობა არ აქვთ. მით უმეტეს, მათი გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე არ შეიძლება იყოს არსებითი. ევროპასთან ძალიან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, ამისთვის არსებობს მთავრობა, პარლამენტი, ჩვენ შეგვიძლია კარგი ურთიერთობა ავაწყოთ ევროპარლამენტარებთან, მაგრამ არ არის საჭირო ასეთი ვასალური მდგომარეობა“, - გვითხრა დემურ გიორხელიძემ.

მანვე განმარტა, რომ არაფერში არ სჭირდება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, უბრალოდ, ეს რამდენიმე ათეული კარიერისტის სურვილია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში მოხვდა. გასაგებია, წინა ხელისუფლება რასაც აკეთებდა, მაგრამ ახლანდელებიც იმავე გზის გამტარებლები არიან. თუმცა საბოლოოდ არ შეიძლება დამოუკიდებელი ქვეყნის მომავალი გადავაყოლოთ რამდენიმე ათეული კაცის კარიერისტულ და იდეოლოგიურ ინტერესებს.

 

trampi სათაური ზუსტია

12 წელია სუ მაგას ვამტკიცებ აქ --- ვინ ოხრები არიან ეგენი, რით არიან ქართველზე მეტები???
იყო ერთი ასეთი ვინმე--მარკ მალენი ..... ჩამოვიდა ვითომ ჟურნალისტი(სინამდვილეში ა.შ..შ --ს აგენტი) და აქედან წავიდა 65 მილიონით და კიდევ აქ ბიზნესები აქვს
ეგ თავიდან კმარას ტრენერი იყო........ვარდების რევოლუციას ასწავლიდა და კარგადაც ასწავლა
გრუბად 10 წლის წინ მაესტროზე რამიშვილს მაგის ბიზნესებზე კაი დიდი გადაცემა ჰქონდა
1 წლის უკან