შინაგან საქმეთა სამინისტრო მარიამ კოჩილაძის მკვლელის დასაკავებლად თურქ კოლეგებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"22 ივლისს ბათუმში მომხდარი, 16 წლის მარიამ კოჩილაძის მკვლელობის გამოძიების მსვლელობისას დადგენილია სავარაუდო მკვლელის ვინაობა.
გამოძიებისთვის ცნობილა, რომ აღნიშნული პირი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ რუინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისი 19.22 საათზე საქართველოს ტერიტორია ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა.
აღნიშნული პირის დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს თურქ კოლეგებთან უკვე აწარმოებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.