სწრაფვა ორმხრივი თანამშრომლობისკენ ჩვენს მიერ არაერთხელ არის დადასტურებული, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ დონალდ ტრამპისადმი მიწერილ წერილთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, „განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა და ჩვენი ფასეულობები, სტრატეგიული ხედვები, მიმართულებები ერთმანეთს ზედმიწევნით დაემთხვა“.
„ამერიკის შეერთებული შტატების რესურსები გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე საქართველოს შესაძლებლობები, მაგრამ რასაკვირველია, ამ რესურსების მქონე ქვეყანასთან ჩვენი თანამშრომლობა არის ჩვენთვის სასურველი მიმართულება. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ უშველებელი საფრთხეები, რომლებსაც მნიშვნელოვანწილად ქმნის „დიფ სთეითი“. სწორედ მათი ბერკეტებია ის, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს.