ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ სააკაშვილი კვდება. თუმცა, წინასწარ დაანონსებული სასიკვდილო განაჩენი რომ მსჯავრდებულის საპატიმრო დაწესებულებიდან გამოყვანის მიზეზია, ეს უკვე აშკარაა და ამასვე ადასტურებს პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები, სადაც ნათლად ჩანს „მომამკვდავი“ და „აყროლებული“ მიხეილ სააკაშვილი. გეგმა, მსჯავრდებულის მოსალოდნელ სიკვდილთან დაკავშირებით არ გამართლდა, ახლა, როგორც ჩანს, დაცვის მხარე ახალ სტრატეგიაზე აგებს სააკაშვილის გათავისუფლების გეგმას.
„ხალხის ძალა“ ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმად სააკაშვილის პატრონებს რჩებათ გეგმა B - მისი, როგორც ოქროს მოწმის მოშორება, სააკაშვილის სიკვდილის ხელისუფლებისთვის დაბრალება, ამ საბაბით კი ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააკაშვილის პატრონებმა სულ უფრო მოუხშირეს საუბარს იმაზე, რომ ციხეში სააკაშვილის შესაძლო სიკვდილმა საქართველოს მომავალი შეიძლება განსაზღვროს, რაზეც საჯაროდ ბოლოს მაიკლ მაკფოლმა ისაუბრა. „ხალხის ძალა“ ამბობს, რომ იგივე მესიჯი აქვთ დალაგებული სააკაშვილის პატრონებს ხელისუფლების ლიდერებთან შეხვედრებზეც, რომლებიც დახურულ კარს მიღმა იმართება.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული მესიჯი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სააკაშვილი თავის პატრონებს კონკრეტული თემებით აშანტაჟებს. სააკაშვილი პატრონებს ემუქრება, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით არა მხოლოდ ყველაფერს მოყვება, არამედ შესაბამის მტკიცებულებებსაც გაასაჯაროებს. იგივე ეხება რევოლუციის მოსაწყობად სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციასაც, რაზეც ის პატრონებს ასევე მტკიცებულებების დადებით ემუქრება.
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სააკაშვილის „პატრონები“, რომლებსაც მისი ლიკვიდაციის გეგმა შეიძლება ჰქონდეთ, ევროპარლამენტარები, აშშ-ს ყოფილი თანამდებობის პირები და გარკვეული ძალები არიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის პატრონებს აშანტაჟებს და ემუქრება, რომ თუ არ გაათავისუფლებენ, ალაპარაკდება, როგორც „ოქროს მოწმე“ 2008 წლის ომსა და მის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით, ამიტომ მისი პატრონები ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ.
„როცა მათ დაინახეს, რომ ნულოვანია იმის შანსი, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს უკანონო პროცესს, რასაც ჰქვია სასჯელისგან სააკაშვილის გათავისუფლება, დადგა დღის წესრიგში ის, რომ როგორმე ეს „ოქროს მოწმე“ პატიმარი სააკაშვილი გააჩუმონ. გაჩუმების ბევრი ხერხი არსებობს, ამიტომ გვინდა ხელისუფლებას მოვუწოდოთ სიფრთხილისკენ. თუ „პატრონები“დაინახავენ საფრთხეს, რომ „ოქროს მოწმე“ შეიძლება ალაპარაკდეს, შეიძლება იქნას მიღებული გადაწყვეტილება მის მოშორებაზე, რითაც 2 კურდღელს დაიჭერენ - ერთი ის, რომ ოქროს მოწმე იქნება მოშორებული და საფრთხე თავიდან აცილებული, რომ როგორც 2008 წლის ომთან, ისე მისი შემოყვანის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით რაიმე თქვას და მეორე ის, რომ შეეცდებიან ეს ყველაფერი დააბრალონ ხელისუფლებას და საქმე მივიდეს მეორე ფრონტამდე“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, მოწამვლაც ამიტომ მოხდა. შესაბამისად, მისი თქმით, „ხალხის ძალა“ ეს ის ხალხია, რომელიც განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით არ გამოირჩევიან.
„დიახ, რა თქმა უნდა, ამას ცდილობენ, მაგრამ რაც შეეხება ამ პროგნოზებს, მე არ მგონია „ხალხის ძალა“ ეს ის ხალხია, რომელიც განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩევიან. ჩემი შვილის შესაშინებლადაა და იმ ამერიკელებს უქნევენ თითს, როგორც ჩანს. პატრონები ჩვენ ვართ და ჩვენ რომ ვერ გვიგულისხმებენ ამ კონტექსტში, ეს ხომ ნათელია“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
თუ მიხეილ სააკაშვილისგან მოსალოდნელი რისკები მისმა პატრონებმა რეალურად დაინახეს, ცხადია, რომ იზრდება ალბათობა ოქროს მოწმის მოცილების პერსპექტივის თაობაზე. თუმცა, „ხალხის ძალის“ განცხადებას არ იზიარებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი და აცხადებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“.
„ოცნება“ თითოეული განცხადებით, რომლითაც თავს ესხმის დასავლეთს და მოკავშირეებს, ქვეყანას აზიანებს და კიდევ უფრო დაუცველს ხდის მას რუსული აგრესიის წინაშე. როცა ქვეყანას ჰყავს მტერი და ოკუპანტი, ამ დროს „ოცნება“ ებრძვის მთავარ მოკავშირეებს, რომლებიც ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მთავარი გარანტორები არიან.
როგორც წარმოგიდგენიათ - დავუშვათ, რომ გარკვეული პერიოდი საერთაშორისო იზოლაციაში მოვექეცით, რუსულ აგრესიას და ოკუპაციას რა შეიძლება დავუპირისპიროთ?! ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ეს აგრესია და ოკუპაცია დღეს არსებულ სტატუს-კვოზე გაჩერდება? რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ამიტომ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მსგავსი განცხადებებით, როცა „ოცნება“ თავს ესხმის მოკავშირეებს, ამით ასუსტებს ჩვენს ქვეყანას“, - ამბობს მიხეილ დაუშვილი.
„ხალხის ძალის“ განცხადებაში პრორუსულ კვალს ხედავს „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია, რომლის განცხადებით, ეს არის რუსული პარტია, რომელიც „ალტ-ინფოსა“ და სხვა მსგავსი პარტიების კუთვნილი, პრორუსი ამომრჩევლის ხმების მოპოვებას ცდილობს. როგორც ხვიჩია ამბობს, „ხალხის ძალას“ პრორუს ამომრჩეველზე მუშაობა არ გამოუვა.
„ამ ადამიანებს მიზანი ანტიევროპული განცხადებების კეთებაა, მაგრამ მგონია, რომ წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ, რადგან თავისი შინაარსით პრორუსები და ანტიამერიკელები არ არიან, არც სოზარ სუბარი, არც დიმიტრი ხუნდაძე და არც მიხეილ ყაველაშვილი. ამიტომ, პრორუს ამომრჩეველზე მუშაობა არ გამოუვათ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ განცხადება არის დადასტურება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს - რუსული სცენარია, მოკლან და სხვას დააბრალონ.
„ჯერ თქვეს თვითდაზიანებას იყენებს, სუიციდისკენ აქვს მიდრეკილებაო, მერე თქვეს ღმერთის ნებაა, ჩვენ რა ვიცითო, ამ დროს გავიგეთ, რომ თურმე დარიშხანით არის მოწამლული. მერე თქვეს, ჩვენ კი არ მოვკლავთ, დასავლეთის სპეცსამსახურები გააკეთებენ, რადგან ბევრი ინფორმაცია აქვს სააკაშვილსო.
ეს არის რუსული სცენარი, რომ მოკლან ადამიანი და დააბრალონ სხვას. ჰქონდათ სცენარი თავად სააკაშვილისთვის დაებრალებინათ, მერე ღმერთის ნებისთვის უნდოდათ დაბრალება და ახლა გადავიდნენ დასავლელი პარტნიორების დადანაშაულებაზე. ეს არის რუსული სპეცსამსახურების სცენარი და სამწუხაროა, რომ ამ სქემის მონაწილეები არიან ესენი“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ოპოზიციისგან განსხვავებით მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ გარკვეულ ძალებს ხელს აძლევს მსჯავრდებულ სააკაშვილის ლიკვიდაცია. „ქართული ოცნების“ დეპუტატის გიორგი კახიანის განცხადებით, სავარაუდოდ, იქნებიან ძალები, ვის ინტერესშიც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ან რაიმე უფრო მძიმე შედეგის დადგომა იყოს, რაც შემდგომში დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის, ხელისუფლების ცვლილებისთვის იქნება გამოყენებული. მისივე თქმით, თუკი რისკები არსებობს, სახელმწიფო და მისი შესაბამისი სამსახურები სათანადო ზომებს მიიღებს, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.
„ჩემი აზრით „ხალხის ძალის“ განცხადება საკმაოდ ყურადსაღებია. მოცემულობა ასეთია - თუკი ვინმეს ინტერესშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი და მისი უსაფრთხოება დაცული იყოს, ეს პირველ რიგში, არის ხელისუფლება. ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. როგორც ჩანს, არიან ძალები, რომელთა ინტერესში ეს არ შედის. პირიქით, მათ ინტერესში შეიძლება იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან რაიმე მძიმე შედეგი, რათა ამას შემდგომ არეულობა, დესტაბილიზაცია და ხელისუფლებია ცვლილება მოჰყვეს.
ცხადია, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული. თუკი რაიმე რისკები არსებობს და შესაძლებელია ასეთი რისკები არსებობდეს, მისი უსაფრთხოების ნაწილში სახელმწიფო ყურადღებას კიდევ უფრო გაამკაცრებს და გააძლიერებს. შესაძლოა ვინმეს ასეთი სურვილები ჰქონდეს, მაგრამ რისკები გამორიცხული იქნება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
არადა აუუუ ............................. მაგან რო პირი მოაღოოოოოოოოოოოოს..... კაი ცირკი დატრიალდება
ჯერ მარტო ხალხმა ისედაც რამდენი იცის მაგათი ჩათლახობები და ეგ რომ ოფიციალურად დააადასტურებს, აი მერე ნახეთ გამიშვი---დამიჭი
ისე ამერიკელები ეხლა უკვე მაგრად დატრიალდებიან.............. ან კიდევ მიხოს გიჟად გამოაცხადებენ და იტყვიან ---- მაგას რას უჯერებთ გიჟიაო
მიხო ჯერ ლაით ამბებს იტყვის და მერე ნელნელა მამალ მამალ ინფორმეციებით ჩაუშვებს ხალხს
თავიდან წვრილ-წვრილ ხალხს ჩაუშვებს, ანუ მსხვილ თევზებს მოსაფიქრებელ დროს მისცემთ.....
ან კიდევ სულაც შეიძლება თვითონვე გაააგორონ და მართლა მოწამლონ