„თუ ეს ჩანაწერი მელიამ გამოაქვეეყნა, ამით მითი დაანგრია, რომ ენმ პროდასავლური პარტიაა, ხოლო სააკაშვილი ორმაგი აგენტი გამოდის, რომელიც რუსეთიდანაც იმართება“

„თუ ეს ჩანაწერი მელიამ გამოაქვეეყნა, ამით მითი დაანგრია, რომ ენმ პროდასავლური პარტიაა, ხოლო სააკაშვილი ორმაგი აგენტი გამოდის, რომელიც რუსეთიდანაც იმართება“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნებამდე სულ რაღაც 11 დღე რჩება და შიდაპარტიული დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ლევან ხაბეიშვილი და ნიკა მელია რეგიონალურ ორგანიზაციებში ხალხის გადაბირებით არიან დაკავებულები და ბრძოლა წესების გარეშე მიდის. როგორც ცნობილი ხდება, ლევან ხაბეიშვილს მხარს ვანო მერაბიშვილთან და დავით კეზერაშვილთან ერთად, ლევან ვარშალომიძეც უჭერს. ამით კი გამოდის, რომ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელების მხარდაჭერის მიუხედავად, ნიკა მელია აჭარის მოგებას ნაკლებად უნდა ელოდოს.

პარალელურად, პარტიაში ამომრჩეველთა რეგისტრაცია ახალი დაპირისპირების საბაბი ხდება. უკვე ჩანს, რომ შიდა დაპირისპირება არც 30 იანვარს შედეგების გამოცხადებით დასრულდება, პირიქით, პროცესები შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს და პარტიის დაშლამდე ან გაყოფამდეც კი მივიდეს.

თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატს, ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით, პარტიის მენეჯმენტთან პრეტენზიები აქვს. გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს და მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა დარეგისტრირებას ვერ ახერხებს, რაც მისივე თქმით, უნდობლობას იწვევს და არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს. მუმლაძე პროგრამის გაუმართაობაში ნიკა მელიას ადანაშაულებს.

ნიკა მელიას მომხრეები საარჩევნო პროცესის ხარვეზებზე საუბარს კანდიდატების საარჩევნო სტრატეგიას უკავშირებენ. განმარტავენ, რომ ის, რაც მუმლაძისთვის არჩევნებისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველია, რეალურად არა პრობლემა, არამედ პარტიის საარჩევნო კომისიაში შეთანხმებული პროცედურაა.

საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით კითხვები აქვს ლევან ხაბეიშვილსაც, თუმცა ფიქრობს, რომ ნიკა მელიასთან მისი ელექტორალური უპირატესობა არჩევნების გარეშე, უკვე დასტურდება. ამის საზომი ხაბეიშვილის მტკიცებით, რეგიონებში მასთან შეხვედრებზე მისული ხალხის რაოდენობაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის ურთიერთბრალდებები ანალიტიკოსებისთვის დამატებითი საფუძველია, რათა დარწმუნებით ისაუბრონ იმაზე, რომ პარტია შესაძლოა არჩევნების შემდეგ დაიშალოს. ამ პროცესს კი ხელს თავად დაპირისპირებული მხარეები უწყობენ. მათი აზრით, გამარჯვების უფორ მეტი შანი ლევან ხაბეიშვილს აქვს, რომლის უკანაც მერაბიშვილის, კეზერაშვილის და ვარშალომიძის სახით გავლენიანი ფიგურები დგანან. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ ბოლო დღეებში ნიკა მელიას და გიული ალასანიას ფარული აუდიო ჩანაწერები ორივე ჯგუფის მიერ იყოს გავრცელებული. მათი აზრით, ესაა კომპრომატებით ბრძოლა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დამახასიათებელი ხელწერაა.

„რომელ ლევან ხაბეიშვილს უნდა დავუჯერო? რომელიც თავის დროზე პარტიიდან წავიდა და ლანძღავდა მთელს „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ რომელიც გვეუბნება „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ მაქვსო?“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ სატელევიზიო ეთერში.

მისი თქმით, პარტიას უნდა მართავდნენ ის ადამიანები, ვისაც პარტიის მხარდამჭერები დაუჭერენ მხარს და არა ვინმე კულისებიდან მართული პოლიტიკოსები.

„რომელ ლევან ხაბეიშვილს დავუჯერო, რომელიც დავით კეზერაშვილს რა სიტყვებითაც მოიხსენიებდა ყველას გვახსოვს, თუ დღეს ჩემი პარტნიორიაო რომ გვეუბნება? მე რომელ ლევან ხაბეიშვილს უნდა დავუჯერო, რამდენიმე თვის წინ ბათუმის ქუჩებში ერთად რომ ვხვდებოდით მოსახლეობას და კითხვას რომ სვამდა, სად არის ლევან ვარშალომიძეო, ამაზე დიდი რა უნდა მოხდეს ქვეყანაში მისი უახლოესი მეგობარი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში ზის და კაცი ქვეყანაში არ ჩამოსულაო, თუ დღეს რომ ამბობს ლევან ვარშალომიძეს ვინც ახსენებთ, პირში წყალი გამოივლეთო?“ - დასძინა მირდატ ქამადაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ენმ მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, არჩევნების გამარჯვების მეტი შანსი ლევან ხაბეიშვილს აქვს. For.ge-სთან საყვარელიძე ვარაუდობს, რომ ხაბეიშვილის შანსები მის უკან მდგომი საკმაოდ გავლენიანი ფიგურების საშუალებით იზრდება. მას მხარს ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ლევან ვარშალომიძე უჭერენ. ეს არის როგორც ფინანსური, ასევე გავლენების საკმაოდ დიდი რესურსი. ეს კი გამოქვეყნებული ფარული აუდიო ჩანაწერების შედეგად უკვე გამოჩნდა.

„ამ დროის მანძილზე, რასაც ენმ დაპირისპირებას და კომპრომატებით ომს თვალს ვადევნებ, ფაქტია, ლევან ხაბეიშვილს მოგების მეტი შანსი აქვს. ეს ბოლო დროს ჩატარებული აქციებითაც გამოჩნდა და ასევე იმ ფარული აუდიო ჩანაწერითაც, რომელიც მელიას წინააღმდეგ გამოაქვეყნეს. ვანო მერაბიშვილი ამ ბრძოლის მოგებას აპირებს და არც ძველი ჩვევების გამოყენებაზე ამბობს უარს. ამ კაცს აქვს უნარი, რომ მოწინააღმდეგის განეიტრალება შეძლოს. ფაქტია, პარტიაში ერთმანეთს უსმენენ და ყველაფერზე არიან წამსვლელები. ამიტომ ხაბეიშვილის მხარეს მგონია უფრო ოდიოზური ფიგურები არიან, რომელთაც ყველა რესურსი და შესაძლებლობა აქვთ იმისთვის, რომ ხაბეიშვილმა გაიმარჯვოს. სავარაუდოდ, სიტუაცია არჩევნების მოახლოვებასთან ერთად დაიძაბება.

რაც შეეხება იმ ეჭვს, რომ შესაძლოა გიული ალასანიას ჩანაწერის გამოქვეყნების უკან ნიკა მელია იდგეს, ლოგიკას მოკლებული არაა. შესაძლოა, მელიამ ამ ჩანაწერის გამოქვეყნებით შური სააკაშვილზე და მის ოჯახზე იძია, რადგანაც ეჭვობს, რომ ოჯახი ხაბეიშვილის მხარეს იხრება. ბოლო აქციაზე სააკაშვილის ერთ-ერთი ძმა ხაბეიშვილის აქციაზე იყო მისული. ამ ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ კი, ალბათ, ოჯახს მელიას მიმართ დიდი სიყვარული არ უნდა ამოძრავებდეს. ეს ჩანაწერი თუ მელიამ  ნამდვილად გამოაქვეეყნა, მაშინ მან გათვლა კიდევ უფრო დიდ რამეზე გააკეთა. ამით ზიანი პარტიასაც მიაყენა და მითი დაანგრია იმაზე, რომ ენმ პროდასავლური პარტიაა. სააკაშვილი ფაქტობრივად ორმაგი აგენტი გამოდის, რომელიც რუსეთიდანაც არის მართული. შესაძლოა, მელია ფიქრობს, რომ თუ მე ვერ გავიმარჯვებ ენმ-საც თან ჩავიყოლებო. ამიტომ ეს აზრი საფუძველს მოკლებული არ არის“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, მერაბიშვილს და კეზერაშვილს ლევან ხაბეიშვილის თავიდან მოშორება თუ დასჭირდათ, ეს არ გაუჭირდებათ. ამიტომაც ისინი ფიქრობენ, რომ ხაბეიშვილის მართვა ყველაზე მარტივი იქნება და არჩევანიც მასზე ამ კუთხით შეაჩერეს. თუმცა საყვარელიძე მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მაინც სააკაშვილის პოზიცია იქნება. რეალურად ის ვის მხარეს დაიკავებს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილის და ნიკა მელიას უკან მდგომი ფიგურები, რომლებიც წინა ხელისუფლების რეჟიმის შემქმნელები არიან, ერთი ერთმანეზე ოდიოზური ფიგურები არიან. ნათლად გამოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დადებითი იმიჯის მქონე არც ლიდერი და არც ის ხალხი დარჩა, რომლებიც მხარს ამ კანდიდატებს უჭერენ. ამიტომ აუხსნელი რჩება ასეთი დაზიანებული და დისკრედიტირებული ადამიანური რესურსის მქონე პარტია ჯერ კიდევ არჩევნებზე იმ პროცენტების მოგროვებას როგორ ახერხებს, რასაც აგროვებს.

„დიდი ალბათობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებული კრიზისი შესაძლოა არჩევნების შემდეგ ფატალურად დასრულდეს და, დიდი ალბათობით, დამარცხებული ჯგუფი პარტიას დატოვებს. ეს კი ენმ-ისთვის საკმაოდ მძიმე დარტყმა იქნება, რადგანაც ეს ამომრჩეველში უნდობლობას, ნიჰილიზმს და საერთოდ პარტიის ელექტორალურად გაკოტრებას გამოიწვევს. უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ელექტრონული წესით ჩატარებული არჩევნები სანდოობის მხრივ საეჭვოა. ეს კი პარტიის პოზიციებს პოლიტიკურ ველზე კიდევ უფრო დააზიანებს. ის პატარა პარტიები, რომლებც ენმ-ს ადრე გამოეყვნენ, ამ დაპირისპირებას მუშტრის თვალით უყურებენ. არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების პარალელურად, ეს პარტიები ნაციონალების ამომრჩეველზე ნადირობას დაიწყებენ.

რაც შეეხება ჩანაწერებით და კომპრომატებით ბრძოლას, ფაქტია, რომ ძველ წესსაა და ჩვეულებას ეს ხალხი არ ღალატობს. მიხეილ სააკაშვილის ოჯახის პოზიცია როგორია, ამ შემთხვევაში, რთული სათქმელია. ვის შეიძლება ისინი მხარს უჭერდნენ, ღიად არ ჩანს. თუმცა, ვფიქრობ, ნიკა მელიას ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არ მგონია, რომ ოჯახის მხარდაჭერა ჰქონდეს. ასეთი რამის გატარება ძალიან რთულია და პრაქტიკულად შეუძებელია“,-ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

არაგველი641 ერთი ნაცბოზბანდის მაგიერ იქნება ორი ნაცბოზბანდა! ამით რამე შეიცვლება?
1 წლის უკან
merab ორმაგი აგენტი კი არა, ყველას აგენტია, ვისაც საქართველოსთვის რამის წაგლეჯვა უნდა. გვარგადაკეთებულების დივერსიაა ნაც-ნაწყლ-საპიდარასტეთი.
1 წლის უკან