რუსეთი მეორე ფრონტის ხაზს ბელარუსიდან ხსნის

რუსეთი მეორე ფრონტის ხაზს ბელარუსიდან ხსნის

ომის მოსაგებად მხარეებს საჭირო რესურსები ჯერჯერობით არ აქვთ. უკრაინა ოკუპანტთა იერიშებს რამდენიმე მიმართულებით იგერიებს. მძიმე ბრძოლები გრძელდება დონბასში. კიევი ამ დრომდე არ ადასტურებს ქალაქ სოლედარზე კონტროლის დაკარგვას, თუმცა არსებული ინფორმაციით სულიდარის უდიდესს ნაწილს რუსული ძალები აკონტროლებენ. პარალელურად, რუსული ტერორის შესაჩერებლად უკრაინა მოკავშირეებისგან შეიარაღებას ითხოვს.

ამ კვირაში გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე გაიმართება უკრაინაზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც კოორდინაციას უწევს კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხებს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 12 ძირითად ტანკს, Challenger 2-ს მიაწვდის. კერძოდ, 4 ტანკი ახლავე და 8 ოდნავ მოგვიანებით მიიღებს. დაიწყებს თუ არა „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების უკრაინისთვის მიწოდებას, ამის შესახებ გერმანიის მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს.

ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების მოლოდინი აქვს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ომი გადამწყვეტ ფაზაში არის, ამიტომ, მნიშვნელოვანია, უკრაინას მიეწოდოს ის იარაღი, რომელიც მოსაგებად სჭირდება.

„მძიმე საბრძოლო აღჭურვილობის შესახებ ბოლო დაპირებები მნიშვნელოვანია და მე უფრო მეტს ველოდები უახლოეს მომავალში. ჩვენ ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც მას სჭირდება მოსაგებად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ხანგრძლივი ომისთვის ემზადება რუსეთი, რასაც ვლდიმერ პუტინის მიერ, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რეორგანიზაციისთვის მიღებული ზომები მოწმობს. კერძოდ, რუსეთი საომარ მდგომარეობაში გადასასვლელად ემზადება. ამ ზომების მიზანია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების პოტენციალის გაძლიერება და პირობების შექმნა ოპერაციების ჩასატარებლად, რომელიც ომის დასაწყისში დაიგეგმა, მაგრამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარუმატებლად განხორციელდა.

რუსეთი რომ ფართომასშტაბიანი და გრძელვადიანი ომის გასაგრძელებლად ემზადება, ადასტურებს ოლექსი დანილოვი, რომლის განცხადებით, რუსეთი მამაკაცებისთვის აუცილებლად ჩაკეტავს საზღვრებს. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ამბობს, რომ საზღვრების ჩაკეტვა კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ რუსებს ფრონტზე არც ისე კარგად მისდით საქმეები.

„ისინი აუცილებლად ჩაკეტავენ საზღვრებს, ამაში დარწმუნებულები ვართ, 65 წლამდე მამაკაცებისთვის გასასვლელად, და არა 60 წლამდე, როგორც აქამდე იყო. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათ არც ისე კარგად მისდით საქმეები ფრონტზე. მაგრამ, ის, რომ თანამედროვე ჰიტლერმა - პუტინმა - ფსონად მთელი რუსეთი დადო, ამას კარგად ვხედავთ“, - ამბობს ოლექსი დანილოვი.

მიიღებს თუ არა უკრაინა სამხედრო დახმარებას მოკავშირეებისგან, გენერალ-მაიორის, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩევის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ეს არის ადმინისტრაციული და პოლიტიკური საკითხები. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას ლეოპარდს აძლევს პოლონეთი, რომელიც გერმანული წარმოების ტანკია და რომელიც გერმანიის მთავრობის ნებართვის გარეშე არ გაიცემა. რაც შეეხება ბრიტანეთის მიერ ტანკების გადაცემას, როგორც კაპანაძე ამბობს, ეს უფრო სიმბოლურია და იმის მანიშნებელია, რომ სხვა ქვეყნებიც უფრო აქტიური გახდნენ და დაიწყონ ტანკების გადაცემა.

„ტანკები სჭირდებათ იმიტომ, რომ შეტევითი იარაღი არის. აქამდე მხოლოდ თავდაცვით იარაღს იღებდნენ, მაგრამ რატომ არ ხდება მასიურად და დიდი რაოდენობით, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია. გაზაფხულზე გამოჩნდება გარდამტეხი მომენტი - ეს იქნება ნიშნები და არა გადაწყვეტა ომის დასრულების შესახებ, მაგრამ დამოკიდებულია ვისი ინიციატივა იქნება, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა იქნება უკრაინის მხრიდან. ახლა უკრაინას სჭირდება დამრტყმელი დაჯგუფების შექმნა და ტანკებიც ამისთვის სჭირდება. დარტყმითი დაჯგუფება ვერ შეიქმნება ჯავშანტექნიკის გარეშე.

50 ბრედლის გადაცემა ამერკიდან, მარდერების გადაცემა გერმანიიდან, იგივე საფრანგეთის დახმარება, ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ უკრაინას აძლევენ იმ იარაღს, რომელიც მას შეტევისთვის დასჭირდება. გასაგებია, რომ რუსეთიც ემზადება, მაგრამ არა მგონია, რომ რუსეთს შეტევის დიდი პოტენციალი ჰქონდეს. ის, რომ 300 ათასი კაცი, პლუს 100 ათასი კაცი, რომელიც მობილიზებულია ახალი მობილიზაციით. მობილიზაცია ისევ გრძელდება, ამ მობილიზებულებს სჭირდებათ მომზადება, აღჭურვა, დანაყოფებში განთავსება და ასე შეყვანა ბრძოლის ველზე.

არა მგონია, რომ დიდი პოტენციალი ჰქონდეთ რუსებს, რომ ისეთი შეტევები დაიწყონ, როგორც დასაწყისში ჰქონდათ. მაგრამ ის, რომ ისინი შეეცადონ მეორე ფრონტის გახსნას ბელარუსიდან, ეს უკვე ადვილად სავარაუდოა, რაც აუცილებლად მიმართული არ იქნება კიევის ასაღებად, მაგრამ მათ შეუძლიათ ეს მოქმედება გააკეთონ იმისთვის, რომ უკრანის სამხედრო ძალები გახლიჩონ და ორ მიმართულებაზე აომონ, რათა დაკავებული ტერიტორიები შეინარჩუნონ“, - აცხადებს კაპანაძე.

მისი თქმით, ახლა მთავარია ვინ უფრო ადრე მოემზადება და ვინ უფრო ადრე ჩაიგდებს ხელში ინიციატივას გაზაფხულზე შეტევითი მოქმედებისათვის. გახდება თუ არა დომინანტი უკრაინა, ეს ვახტანგ კაპანაძის განცხადებით დამოკიდებულია უკრაინაზე, რომელსაც სტრატეგიული ინიციატივა ჯერ კიდევ გააჩნია.

„ტაქტიკური და გარკვეულწილად ოპერატიული ინიციატივა გადავიდა რუსეთის მხარეზე, თუმცა შედეგები ისეთი არაა, რა ძალებსაც რუსეთი ხარჯავს იგივე სოლედარისა და ბახმუტის მიმართულებაზე. შეძლებს თუ არა უკრაინა, ეს მთლიანად დამოკიდებული არის მიწოდებაზე, რაც მათ უნდა მიიღონ. ასევე, მე ვთვლი, რომ უკრაინის მხრიდან სამხედრო თვალსაზრისით არ ღირდა ამდენი ძალების დახარჯვა სულიდარისა და ბახმუტის შენარჩუნებაზე, რომელიც უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან ის რეზერვები, რომელიც ბრძოლებში შეიყვანეს, შეეძლოთ გამოეყენებინათ გაზაფხულის კონტრშეტევის მომზადებისთვის. უკრაინას ჰქონდა იმის საშუალება, რომ რუსებისთვის გარკვეული ზიანის მიყენების შემდეგ დაეხიათ უკან და ძალები შეენარჩუნებინათ. კი, ძალიან დიდ დანაკარგს იღებენ რუსები, მაგრამ ასევე დანაკარგს ღებულობენ უკრაინელებიც“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძემ.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ამ ომში არის უამრავი გაუგებრობა. უკრაინა მოკავშირეებისგან იარაღის მიწოდებისა და მხარდაჭერის გარეშე ომს დიდხანს ვერ შეძლებდა. ომი კი მიმდინარეობს აღმოსავლეთ უკრაინაში. მისი თქმით, აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინას ყოფს მდინარე დნეპრი, სადაც ასევე არის ხიდები, რომლის აფეთქების შემთხვევაში, აღმოსავლეთ უკრაინაში ვერაირი შეიარაღება ვერ შემოვიდა და ამაზე, მისი თქმით, საუბრობს ბევრი რუსი ექსპერტი და რუსულ საექსპერტო წრეში დგას საკითხი - „თუ, ჩვენ ვომობთ, რატომ არ ვაფეთქებთ ხიდებს და რატომ ვაძლევთ საშუალებას დასაველეთს შეიაარაღოს უკრაინა“?

„ასე სვამენ ისინი საკითხს, რომელისაც ახსნა მოეძებნა. იგივე სივკოვი გამოვიდა და განაცხადა - ჩვენ ასე მალე რომ დაგვემთავრებინა ომი, ვერ მოვახერხებდით ქვეყნის გადაყვანას იდეოლოგიურ რელსებზე. ვერ მოვახერხებდით მობილიზაციას როგორც სამხედრო, ასევე იდეოლოგიური თვალსაზრისითო. ასეთი ახსნა მოუძებნა და მკითხველმა განსაჯოს, რამდენად ლოგიკიურია. იგივე სიტუაცია არის დასავლეთის მხრიდან - როდესაც ისმის კითხვა - რატომ არ აწვდიან იარაღს, ამას ხსნიან ისე, რომ დასავლეთი ცდილობს იმგვარად მოგუდოს რუსეთი, რომ არ მიიღოს ატომური პასუხი, რომელსაც ერიდებიან.

სტრატეგია აქამდე ასეთი იყო - აიარაღებდნენ უკრაინას, უკრაინისგან შექმნეს ერთი დიდი სამხედრო ბანაკი და მაქსიმალურ დახმარებას უწევენ, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ ზედმეტად არ გაამწვავონ და ისეთი შეიარაღება არ მისცენ უკრაინას, რომელიც მას მისცემს საშუალებას, რომ რუსეთის სიღრმეში მიაყენოს იმგვარი ზიანი, რომ რუსეთმა ამის შემდეგ გადაწყვიტოს ატომური იარაღის, ან კიდევ სხვა საშუალებების გამოყენება. ასეთი ინსტრუმენტები რუსეთს ბევრი აქვს, ისევე როგორც დასავლეთს“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, რუსეთს შეუძლია თავისი წყალქვეშა გემების მეშვეობით დააზიანოს ბოჭკოვანი კაბელები იგივე ბისკაის ყურეში, ან ფინეთის წყლებში და დატოვოს დასაველეთი ინტერნეტის გარეშე.

„აქიდან გამოდინარე, ეს არის ომი, როდესაც გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები ცდილობენ გარკვეული წესები დაიცვან, წითელი ხაზები აქვთ, რომელიც სულ უფრო და უფრო მკრთალი ხდება. სულ უფრო და უფრო მივდივართ ისეთი დონის დაპირისპირებამდე, სადაც აღარ იქნება არავითარი წითელი ხაზები და წესები. ანუ, გახდება უფრო რადიკალური, ვიდრე აქამდე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

trampi მანჯავიძის გარდა არცერთი არააა აქ ობიექტური
მელას რაც ელანდებოდაო................ ისეა მათი საქმე......რუსებს ტყვია-წამალი უთავდებაო.....
გჯერააათ რო რუსს ტყვია-წამალი უთავდებააათ ??
ამათ რომ კაცმა დაუჯეროს უკრაინელები დღეს თუ ხვალ მოსკოვს აიღებენ...
საკუთარი ტანკი აღარ დარჩა უკრაინას, საკუთარი და იმიტომ არის ზელენსკი ესეთ ამბავში--- გინდა თუ არა ტანკები მომაწოდეთ, ტანკებიო
აღარ ააქვს ტანკები და აბა რა ქნას?? ისინი აომებენ და აბა ვისს ეტყვის ტანკები მომეცითო?
არადა უკრაინა ნადგურდება .....მვენიერი ქვეყანა
როგორც 92--93 წლებში აფხაზების ხელით რუსეთმა ჩვენ გაგვიკეთა, ზუსტად იგივეს უკეთებენ ამერიკელები რუსეთს უკრაინის ხელით
ბუმერანგივით დაუბრუნდა რუსეთს ჩვენზე დატრიალებული ტრაგედია......ძირითადად არც აფხაზი იყო ჩვენი მტერი და არც უკრაინელი კიდევ რუსეთისთვის. მაშინაც და ეხლაც ყველა უბედურება გარედან ჩხიკინის შედეგია--მაშინ რუსი აფხაზს უჩხიკინებდა, ეხლა კიდევ ამერიკა უკრაინას
1 წლის უკან
trampi დათო გამცემლიძე THE NEW YORK TIMES -ის სტატიაზე: მოაზროვნე ადამიანის თვალში არაფერი ისეთ ზიანს არ აყენებს საქართველოში პროდასავლურ ასპირაციას, როგორც ასეთი უსინდისოდ ცალმხრივი და ტენდენციური სტატიები


ზუსტად ამბობს სათქმელს
აბა იმ ქვეყანაზე სადაც ფულის სანაცვლოდ ასეთი ნაგლი ტყუილები და პიდარასტობები იბეჭდება, იმ ქვეყანაზე ქართველ ხალხს რა წამოდგენა დარჩება?? თანაც ცენტრალურ გაზეთში---მსოფლიო რომ კითხულობს
თანაც რამდენჯერ და რამდენი ასეთი?? დაწყებული მიშას ,,შუქურობიდან,,
ის ქვეყანა ჩვენი მეგობარი რომ არააა ეს ხომ კარგად ჩანს? სადაც რო ჩვენს სამტროდ, სიმართლეს ფულზე ყიდიან და თანაც ამას ყველა ხედავს, იმისთანა ქვეყანაზე ჩვენ ხალხს როგორი წარმოდგენა დარჩება --შეექმნება??ეს ქვეყანა რომ ჩვენი მეგობარი არააა ეს ხომ იასნია??
ხოოდა იმისთანა ქვეყნის და იმათი მხარდამჭერების კეთილებიც ქუნემ კოლუმბის თამადობით
მერე იტყვიან პუტინის ფულებით ხდება ანტიდასავლური კამპანიაო...
ბიჯოოოო .......გიჟიაა პუტინი ამისთანა ,,საჩუქრების,, მერე ფულები კიდე დახარჯოს ამ ე.წ. ანტი დასავლურ კამპანიაშიიი?? თვითონ დასავლეთი სახალხოდ თავზე იჯვამს, ხალხს უკვე თავის ნამდვილ სახეს ნაგლად აჩვენებს( რქები უჩანდა, ეხლა სახეც გამოაჩინა) და ქათველი ხალხი კიდევ მათი მომხრეები ვიქნებიით?? ამისთანა სისულელეების და პიდარასტობების შემდეგ, ქართველი ხალხი კიდევ თქვენი მხარდამჭერი რო არ იყოს რატო გიკვირთ?? თუ ქართველი ხალხი დებილები გგონიათ??
დებილები თქვენა ხართ მთელი თქვენი მოდგმა, თქვენი ოხერი დედაც....მარტო ინგლისურის ცოდნა განათლება რო გგონიათ
პუტინის ფულებიო ................... პუტინის ფულები კი არა, თქვენა ხართ დებილები და ვერ გაგიგიათ ვის როგორ უნდა მოეპყრათ
კანეშნა სიტყვა მეგობრის მცნება თქვენ არ იცით და აბა სხვა როგორ მოიქცევით.... თქვენ იცით მარტო სიტყვა მონა, ვასალი...ეგააა სუ თქვენი ბაგაჟი...........
.......ხო დააჯდა უკვე თქვენ ჩათლახ იმპერიას სიკვდილის ბუზი....ხოოოდა ორ წელიწადში დედაც გეტირებათ, მე კიდევ აქედან ხელების ფშვნეტით დაგიწყებთ ყურებას და ბალეშიკობას...
ოღონდ ბარემ ხარჯი ხარჯია--- თქვენთან ერთად ბარემ ეს ოხერი პუტინიც თან გაიყოლეთ...ეგ სიკეთე მაინც გაგვიკეთეთ

და კიდევ------------------ ეს ჩათლახი ქალი რატო არ მიეთრევა აქედან.....მისგან სროკი ხომ გაგვითავდა? რაღაზე არ მიდის??
1 წლის უკან
trampi „უკრაინის ხელისუფლებაში უკვე ღიად ამბობენ, რომ ვითარების „დალაგება“ საქართველოში, მოლდოვასა და სომხეთშიც უნდათ, აცხადებენ, რომ ომის დასრულების შემდეგ, ჩვენც „მოგვხედავენ“ - რეგიონში ახალ „უფროს ძმად“ ჩამოყალიბება სურთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


კურდღელი რომ ტყეში ლომის ტრაკით ქურდად დაჯდა, ისეა უკრაინის საქმე

რასაც ამერიკელები კარნახობებ, იმას ამბობენ ეგენიც........ანუ ფაქტიურად უკრაინელები ამერიკის გეგმებს და სურვილებს ახმოვანებენ....
ხედაავთ........... თურმე მოლდოვაში და სომხეთშიც უნდა ამერიკას საქმეეების აწეწვა
სომხებს ან მოლდოვას მეტი რაღა უნდა აეწეწოთ, მაგრამ ეტყობა ამერიკელებს ეგენი უფრო ,,მაღალ კონდეციამდე დარეფორმირებულები,, სჭირდება (ანუ დაჩმორებულები) რომ რუსეთთან საჩხიკინოდ ეგენი, ჩვენი არ იყოს, უფრო აქტიურად გამოიყენოს....
1 წლის უკან
merab "პუტინმა ფსონად მთელი რუსეთი დადო, ხალხო"!
რა ბრიყვი უნდა იყო, რომ ეგეთი ფორმულირების გჯეროდეს. პუტინი აკავებს დანარჩენ რუსეთს, რომ ყველა იარაღი არ გამოიყენონ და ბოროტების სათავეს არ ხიოსს. მთელი რუსეთი მთავრობას თხოვს მეტი ძალის გამოჩენას. მართლა რომ შეცვალონ პუტინი, მერე ხართ ცოდვა ამერიკა-ევროპა..
1 წლის უკან