„დასავლეთი აკრიტიკებს სასამართლო ხელისუფლებას და, იმავდორულად, სთხოვს პოლიტიკურ ხელისუფლებას, რომ ჩაერიოს სასამართლოს საქმეში“

„დასავლეთი აკრიტიკებს სასამართლო ხელისუფლებას და, იმავდორულად, სთხოვს პოლიტიკურ ხელისუფლებას, რომ ჩაერიოს სასამართლოს საქმეში“

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის და მისი ჯანმრთელობის შესახებ ხმაური არ წყდება. მედიაში ვრცელდება ინფორმაციები სააკაშვილის მოწამვლის და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რასაც კატეგორიულად გამორიცხავს საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მრავალთვიან სიმულაციაში ამხელს. ხელისუფლების მიმართ სააკაშვილის ოჯახის და მისი ინტერესების დამცველების მხრიდან წაყენებული ბრალდებების ფონზე ჩნდება შეფასებები, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელშიც საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებაა, დღეს სააკაშვილის ლიდერობა აღარ სჭირდება, უფრო სწორედ ექსპრეზიდენტის თანაგუნდელები უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის გამოყენებას ცდილობენ, რათა საკუთარი პოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილონ და რაიმე ფორმით, ხელისუფლებაში მოვიდნენ. გაჩნდა ისეთი ინფორმაციებიც, რომ თუ კი პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს ან ხელისუფლება სასაჯელს გადაუვადებს, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია მოხდეს და ეს უმძიმესი შედეგი ხელისუფლებას დაბრალდეს. სააკაშვილის უსაფრთხოება ხომ სწორედ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ამაზე სახელმწიფო დეპარტამენტშიც გაკეთდა განცხადება.

ვის აწყობს სააკაშვილის სიკვდილი საქართველოში, რატომ ესხმიან თავს უკრაინის და ევროპის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას, რა ინტერესები ამოძრავებთ მათ და რატომ ერევიან ასე უხეშად ქვეყნის შიგა საქმეებში რეპრესიული მმართველის - მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებად? - ამ საკითხების ირგვლივ წლის ბოლოს for.ge-სთან საუბრობს და პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს აკადემიკოსი ლადო პაპავა.

ბატოლო ლადო, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრობლემაზე ვისაუბროთ და შემოტევაზე, რომელიც მასთან მიმართებაში ისმის ევროპელი დეპუტატების მხრიდან. როგორ უყურებთ ამ პროცესს და რა იკვეთება სააკაშვილის დაპატიმრებიდან დღემდე?

- დავიწყოთ იმით, რომ აქაც ისევ თავის დროზე მოიკოჭლა „ქართულმა ოცნებამ“. 2013-2014 წლებში საქართველოს პარლამენტს უნდა მიეღო დადგენილება და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წელი შეფასებულიყო, როგორც სახელმწიფოს დესპოტიის, როგორც ფაშისტური ორგანიზაციის ხელისუფლებაში ყოფნა. ის ანტიჰუმანურობა, რაც იყო, ყველაფერი უნდა შესაბამისად დაფიქსირებულიყო პოლიტიკურ დონეზე და შემდეგ კარგად გაპიარებულიყო საერთაშორისო არენაზე. „ქართულმა ოცნებამ“, სამწუხაროდ, ეს არ გააკეთა. კოჰაბიტაციამ კი, რომელიც დიდი ალბათობით ისევ დასავლეთის მიერ იყო ინიცირებული, მნიშვნელოვანი ზიანი მოგვიტანა. კოჰაბიატაცია ერთია, რომ შენ უშუალოდ არ დაერიო შენს ოპოზიციურ პილიტიკურ ძალებს, უშუალოდ არ დაუპირისპირდე, მაგრამ პოლიტიკური შეფასების გაკეთება ხომ შეიძლებოდა?! ამიტომ ჩაითვალა, და სააკაშვილიც ხომ ამას აწვებოდა, რომ ის დიდი რეფორმებს აკეთებდა, ამიტომ რეფორმებს ყოველთვის ჰყავს დაპირისპირებული მხარე. აქ საუბარი ხომ რეფორმებზე არ არის, აქ არის საუბარი ანტიჰუმანურ ქმედებაზე, დესპოტიაზე, აგრესიაზე, დიქტატორულთან მიახლოვებულ მართვაზე. სამწუხაროდ, ამაზე შესაბამისი შეფასებები, თავის დროზე არ გაკეთებულა. გავიხსენოთ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გაიმარჯვა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისე დატოვა საქართველო, ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო და მისი ყოფილი მინისტრები თითქმის ყველა გარბოდა ქვეყნიდან. ისინი თანდათან დაბრუნდნენ საქართველოში. სააკაშვილი არაჟნებთან ერთად შემოიპარა საქართველოში. რისთვის? ხომ არ მალავდა პირველ სასამართლო სხდომებზე, როცა გამოდიოდა, ხომ მოუწოდებდა ხალხს მასობრივი გამოსვლებისკენ სახელმწიფო გადატრიალების მიზნით. ეს ხომ მას არც არასდროს დაუმალავს. ახლა მივადექით სიტუაციას, როცა მისი მხარდამჭერები იძახიან, რომ მძიმსდ არისო ავად. გასაგებია, ჯანმრთელად არ არის, მაგრამ, რა დონის ავადმყოფია? დავიწყოთ იმით, რომ მრავალი თვეა ციხეში არ არის. ის არც ციხის საავადმყოფოშია. ის ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაშია, ანუ პრობლემა მისი არის, რომ ის თავისუფალი არ არის და გადაადგილება შეზღუდული აქვს. მართალია, არის კლინიკის ერთ-ერთ საუკეთესო პალატაში, ოროთახიანში, მიუხედავდ ამისა, მისთვის ეს საკმარისი არ არის. ამის გამო რომ ცუდად გახდა, ეს გასაგებია მისი ხასიათიდან გამომდინარე. არის კი ეს მისი ავადმყოფობა იმ დონის, რომ მასზე შესაბამისი კანონის მუხლები გავრცელდეს? ეს არ ვიცით. არ ვიცით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამწუხაროდ, ჩვენთან მედიკოსების გარკვეული ნაწილი პოლიტიზებულია, ანუ პრაქტიკულად მათ თავიანთ პროფესიას უღალატეს და პოლიტიკურ შეფასებებს იძლევიან და იყენებენ სამედიცინო ენას, გარკვეულ სამედიცინო ტერმინებს და რეგულაციებს, რომ პოლიტიკურად მიაღწიონ საწადელს. პოლიტიკური საწადელი რა არის - სააკაშვილი იყოს გარეთ, თუნდაც საზღვარგარეთ. ვნახავთ, თუ ის მართლა გაიყვანეს, ძალიან მალე აღიდგენს ყველაფეერს და იქნება ყოჩაღად. მერე ისევ წამოვა შეტევები საქართველოზე, ეს ხომ დღესავით ნათელია...

წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია დღეს ექსპრეზიდენტი? მოწამვლის ვერსიას რამდენად სანდოდ მიიჩნევთ?

- ძალიან კარგი კითხვაა. როდესაც საუბარია, რომ სისხლის ანალიზი შეუმოწმდეს, რამდენად არის ის მოწამლული, ის ანალიზს არ აბარებს, უნდობლობას უცხადებს. თუ ანალიზს არ აბარებს, მაშინ რაზეა საუბარი. კი ბატონო, მოდით, საქართველოში ნუ გაკეთდება ეს ანალიზები - საზღვარგარეთ გადაიგზავნოს. ესეც ხომ შეიძლება - არა?! ამიტომ ჩვენ საზოგადოებას, რომელიც არა ვართ მიშიზმით დაავადებული, ნამდვილად არ გვჯერა მისი ავადმყოფობის სერიოზულობის, არც იმ ექიმების, რომლებიც სერიოზულ დიაგნოზზე ვერ საუბრობენ. საუბრობენ ზოგადი, არაფრისმთქმელი განცხადებებით. ამიტომ ვიძახი, რომ მედიცინა სამწუხაროდ, აღმოჩნდა იმ ექიმების ხელშიც, რომელიც ცდილობს, სწორედ მედიცინა გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებით. ეს დაუშვებელია.

ევროპარლამენტარები რატომ ითხოვენ ასე დაჟინებით სააკაშვილის განთავისუფლებას და ქვეყნიდან გაყვანას?
- ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არის. არაფერია გამორიცხული, მათ შორის კორუფციული სქემებიც. ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროპარლამენტში, არცთუ დიდი ხნის წინ, ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოადგილე დააკავეს კორუფციული გარიგებებისთვის. ევროპარლამენტისთვის კორუფციული სქემები უცხო არ არის. თუმცა, შეიძლება ის ევროდეპუტატები, რომლებიც გამოდიან სააკაშვილის მხარდაჭერით, სულაც არ იყვნენ კორუფციულ სქემებში მონაწილენი, უბრალოდ, მათ ასეთი ინფორმაცია აქვთ და მათ ამის სჯერათ. რატომ? - იმიტომ, რომ თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ მთელი სიმკაცრით არ შეაფასა ის დიქტატორული 9 წელი.

რა სიგნალია დასავლეთისთვის გიული ალასანიას განცხადება, რომ ექსპრეზიდენტ შვილს უკლავენ საავადმყოფოში?

- ეს ის სიგნალია, რომ გაამწვავონ სიტუაცია. ამას ემატება, რომ თურმე პუტინმა მოწამლა სააკაშვილი და ა. შ. დიდი ალბათობით, ყველაფერი მიდის იქეთკენ, რომ სააკაშვილი ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს შეაცოდონ და მან შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს.

ანუ უფრო შიგა მოხმარებაზეა გათვლილი მსგავსი განცხადებები? ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ევროპაშიც ჩაატრეს სააკაშვილის მხარდამჭერი ბრიფინგი, რათა როგორმე მის გათავისუფლებას მიაღწიონ.

- კი ჩაატარეს და სწორედ ეს არის გათვლა. ასევე დაიქირავეს უცხოეური ლობისტური კომპანია. ეს გათვლაა, როგორც საერთაშორისო დონეზე გარკვეულწოად აგორდეს პრობლემა, ისე, რა თქმა უნდა, რომ ქართულ საზოგადოებაშიც გამოიწვიონ უკმაყოფილება. ქართული საზოგადოება სააკაშვილის მხარდაჭერით რომ არ არის დიდი უმრავლესობით, ეს სახეზეა. მაგრამ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ფაქტორი ძალიან სერიოზული მნიშვნელობის იქნება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისთის.

ქვეყნის ში საქმეებში ჩარევა, კანონის იგნორირება - ამას ხომ პრეზიდენტი ხედავს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამაზე წავა? ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა ხომ უნდა დადგეს სამართლებრივ რელსებზე.

- დიახ აკრიტიკებენ სასამართლოს და სასამართლო ხელისუფლებას მართლაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი მისი გაუმჯობესების მიმართულებით. დასავლეთი აკრიტიკებს სასამართლო ხელისუფლებას, და იმავდორულად, სთხოვს პოლიტიკურ ხელისუფლებას, რომ ჩაერიოს სასამართლოს საქმეში და სააკაშვილზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აბსოლუტურად სწორი პოზიცია დაიკავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომელმაც თქვა, რომ ეს პრობლემა დღეს სასამართლოს კომპეტენციაშია.

რადგან კობახიძე ახსენეთ, ექსპერტები შეფასებებში აფიქსირებენ, რომ კარგია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რომ ასეთი ხისტი პოლიტიკოსია, რომ მართებული იყო მისი გადაძახილი ზელენსკიზე - თქვენ იცოდით, რისთვის მოდიოდა სააკაშვილი საქართველოში - სახელმწიფო გადატრიალებისთვის და მის ქვეყანაში შემოპარვას ხელი შეუწყეთო.

- დიდი ალბათობით, ეს სულაც არ არის გამორიცხული, იმიტომ, რომ როდესაც სააკაშვილმა პირველი ვიდეოკადრები გაავრცელა, ის მართლაც ბათუმში იყო. იმ დროს რამდენჯერმე შეკითხვა გაიგზავნა იგივე უკრაინის ხელისუფლებაში სააკაშვილის შესახებ, და იქედან მოვიდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ამ დროს, ვითომ უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში იყო. მაშასადამე, ვიღაცამ უკრაინის ხელისუფლებიდან ალიბი შეუქმნა, რომ სააკაშვილი ტრუსკავეცში იყო, როცა ის უკვე ბათუმში ბრძანდებოდა.

დასავლეთი რატომ იყენებს ორმაგ სტანდარტს მცირე ქვეყანა საქართველოსთან მიმართებაში? ასეთი „მძიმე ავადმყოფი“, პატიმარი სააკაშვილი, რამდენად სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქვეყანას?

- რა თქმა უნდა, სააკაშვილი საკმაოდ არყევს ქვეყანას იმიტომ, რომ დასავლეთში ძალიან ბევრია მის მხარდასაჭერად განწყობილი. ამისთვის ძალისხმევას არ იშურებენ. ევროპარამენტიც ქმნის და ქმნის ახალ დოკუმენტებს საქართველოში სწორედ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას მხარდაჭერის მიზნით. თვლიან, რომ ეს შესაძლოა გახდეს გარკვეული წინაპირობა იმ 12 პირობასთან ერთად, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს კი, რა თქმა უნდა, ქვეყანას გარკვეულწილად არყევს. ყველაზე მეტად დღეს ვის უნდა, რომ საქართველომ მიიღოს ევროკაშირის კანდიდატის სტატუსი? - რა თქმა უნდა, ხელისუფლებას. ნათელია, რომ ხელისუფლება დღეს აშკარად უფრო მეტი ამომრჩეველი დაუჭერს მხარს, ვიდრე რადიკალურ ოპოზიციას. ხოლო, თუ ხელისუფლებამ მიაღწია დადებითი პასუხის მიღებას ბრიუსელიდან კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ის 2024 წლის არჩევნებსაც დიდი უპირატესობით მოიგებს. რა უნდა ამ დროს რადიკალურ ოპოზიციას, ის კი არა, რომ საქართველომ არასდროს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, უნდა მიიღოს, ოღონდ, მაშინ, როცა თვითონ იქნებიან ხელისუფლებაში. ხოლო ამ ეტაპზე „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხოს კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც გამოყენებული იქნება რადიკალური ოპოზიციის მიერ ერთი - სახელმწიფო გადატრიალებისთვის და თუ აქამდე საქმე ვერ მივიდა, სულ ცოტა იმისთვის, რომ 2024 წელს ბევრად უკეთესი შედეგი დააფიქსიროს, ვიდრე წინა არჩევნებზე. აი, ეს არის დღეს გეგმაში.

დაბოლოს, რამდენად სწორია შეფასება - „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს აწყობს მკვადრი სააკაშვილი. რამდენად სახიფათოა ამ სიტუაციაში სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა, თუნდაც სამკურნალოდ?

- ჩემი აზრით, რადიკალურ ოპოზიციას მკვდარი სააკაშვილი აწყობს უწინარეს ყოვლისა იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება საქართველოში. აი, ეს არის მთავარი რამ, რაც მათ ყველაზე მეტად აწყობთ. თუ საქართველოს ფარგლებს მიღმა მოხდა, იქ, რა თქმა უნდა, ითქმება, რომ საქართველოში რომ მოწამლეს, იმიტომ მოკვდაო, თუმცა ამას ნაკლები ეფექტი ექნება. ამიტომ ნაციონალებისთვის, უფრო სწორედ, მთლიანად რადიკალური ოპოზიციისთვის ყველაზე მთავარია, რომ მიშას რამე თუ მოუვა, ღმერთმა დაიფაროს, ეს მოხდეს საქართველოში. ამას ისინი არც მალავდნენ და ამ თემაზე ღიადაც კი საუბრობდნენ, როცა სააკაშვილმა „უვადო“ შიმშილობა ჯერ კიდევ პირველად გამოაცხადა...

ცუგო- ძნელია არ დაეთახმო.
1 წლის უკან
არაგველი641 იმედია მთელი ქართული ინტელიგენცია პაპავას აზრზეა!
1 წლის უკან
merab ამას ჰქვია - ტრაკის თამაში! გაამართლეთ როგორმე დამნაშავის გაDვება!
1 წლის უკან
მირონ ტუღუში ძალიან საინტერესო და ლოგიკურ მსჯელობაზე დაფუძნებული ანალიზია. გამგები გაიგებს რაშია საქმე, ვისაც სიმართლის გაგება არ სურს, მაშინ რა უნდა ვქნათ - იძახოს ,,მიშა მაგარიაო" და იყოს თავისთვის. . . დღეს, როცა მავანისა და მავანის უნამუსო ქცევის გამო ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია დაძაბ ულია, ასეთ სტატიებს (მითუმეტეს ბატონი ლადოს დონის მეცნიერის მიერ შემოთავაზებულს), საზოგადოებისათვის დიდი მიშვნელობა აქვს. დიდი მადლობა, ბატონო ლადო!
1 წლის უკან
trampi მოსკოვს არასდროს, არც ერთი წამით არ შეუხედავს სნგ-ს ქვეყნებისთვის, როგორც თანასწორი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ის მათ უყურებს, როგორც უმცროს ძმებს, როგორც დაქვემდებარებულ აქტორებს




ვეთანხმები................ მაგრამ ამის მთქმელს ამერიკა არ გაუგიააააა???

ეს კვირის პალიტრაში გტამოქვეყნებული სტატიიდან არის................... ვიღაც ახლად გამომცხვარ ექსპერთთან ჩაწერილ ინტერვიუდან არიას



ამერიკა რააა... მსოფლიოში სუ გოზინაყით და შაქარყინულით დაბრძანდებააა ახალი წლის მისალოცაააად??????
ეს ტვინგაყინულები ცალი თვალით ბრმები არიაააან და ამერიკის ნამოქმედარს იმიტომ ვერ ხედავეეეენ??
თუ ამერიკისთვის ყველაფერი შეიძლება?????
ჰოოოდა ამერიკისთვის რომ ყველაფერი შეიძლება იმიტომაცაააა უკრაინის ომი....
და მანამ ესე ცალმხრივად იქნება საუბარი რუსეთ --ამერიკაზე(ამერიკა კაია, რუსეთი ცუდი) მანამდე ეს მსოფლიო სუ ესე არეული იქნება.......
იძახეთ ეხლა არა ---- ამერიკა დემოკრატიას ამყარებსო......
არ გაიშვას მაგათი დამყარებული დემოკრატია.....

ან ის სირცხვილი არაააა, რომ ამტკიცებენ რუსეთს ნიღაბი ჩამოუვარდაოოო??---როდის ეკეთა რუსეთ ნიღაბი, როდის, რო ის ჩამოვარდნოდა???
რუსეთი რაცააა 250 წელია ვიცით
ნიღაბი ვისაც ჩამოუვარდა კი ვხედავთ ძალიან კარგად....
1 წლის უკან
trampi მაგათ საერთოდ სიტყვა მეგობრის მცნება...მცნებაც კი არ იციან რააარი(არამც თუ მნიშვნელობა) და მაგათგან რა მეგობარი გამოვა???
1 წლის უკან
trampi ავღანეთში ომი 10 წელს გაგრძელდა, საბოლოოდ კი საბჭოთა კავშირი არა მარტო იძულებული გახდა ჯარი გამოეყვანა, არამედ ამას დიადი საბჭოეთის დაშლაც მოჰყვა.


აი მეორე შედევრი(ძაბირაძის)
კი მაგრამ რუსეთის ათი წელი ათი წელია და ამერიკის ოცი წელი არაფერიაააა????

ხალხი რომ სამალიოტიდან ცვიოდა ეგ სად იყო???
1 წლის უკან