„პირველი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე გადავაგდეთ, მესამე ქვეყანაში ვეღარ ჩამოდიოდა, მეოთხე რეალობიდან გასულია, ხოლო მეხუთემ გააჩინა ეჭვი, რომ ისიც ისტორიულ ნაგავსაყრელზე აღმოჩნდეს“

„პირველი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე გადავაგდეთ, მესამე ქვეყანაში ვეღარ ჩამოდიოდა, მეოთხე რეალობიდან გასულია, ხოლო მეხუთემ გააჩინა ეჭვი, რომ ისიც ისტორიულ ნაგავსაყრელზე აღმოჩნდეს“

„არა და არასოდეს“ - ეს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვებია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საჯაროდ ჯერ კიდევ ივნისში თქვა, თუმცა 28 დეკემბერს აღმოჩნდა, რომ ის ამ სიტყვების გამეორებას აღარ აპირებს. შეიცვალა თუ არა ეს პოზიცია - სალომე ზურაბიშვილმა, უცნობია, თუმცა მისმა ახალმა ფრაზამ იგივე კითხვაზე „პასუხი იქნება მაშინ, როცა იქნება“ - ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა. ხელისუფლებაში და საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ მას სააკაშვილის შეწყალება გადაწყვეტილი აქვს და ეს მხოლოდ დროის საკითხია. ის უბრალოდ ამისთვის დროს და საბაბს ეძებს, რათა მისთვის პოლიტიკურად დამაზიანებელი არ აღმოჩნდეს. რის სანაცვლოდ აპირებს ის გადაწყვეტილების შეცვლას და ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილებისკენ უბიძგებენ?

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი ექსპრეზიდენტს შეიწყალებს. მელიამ საჯაროდ ისიც თქვა, რომ ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პირადადაც შეხვდა. საუბრის დეტალებს მელია არ აკონკრეტებს, თუმცა არ უარყოფს, რომ პრეზიდენტს უკვე რამდენჯერმე ესაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით კი ზურაბიშვილს სააკაშვილის ყოფილი მეუღლე სანდრა რულოვსი და შვილი ედვარდ სააკაშვილი შეხვდნენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა სამართლიანი ნაბიჯი უნდა გადადგას და პირველ რიგში, სააკაშვილის რეჟიმის შედეგად დაზარალებულთა ინტერესები გაითვალისწინოს. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ სწორედ პრეზიდენტის ორაზროვანი პოზიცია იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც საზოგადოების ნაწილი მის რეზიდენციასთან შეიკრიბა. მათ მიმართ კი ზურაბიშვილის ტონი „ქართული ოცნებისთვის“ კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა.

რიტორიკასთან ერთად, მმართველი გუნდი პრეზიდენტის იმ განცხადებასაც აკრიტიკებს, რომლის თანახმადაც, ზურაბიშვილმა აქცია ზეწოლად შეაფასა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ორმაგი სტანდარტი გამოავლინა, როდესაც რეზიდენციასთან გამართულ შეკრებას ზეწოლა უწოდა, თუმცა მანამდე არაფერს ამბობდა ოპოზიციის მხრიდან ორგანიზებულ აქციებზე.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სამწუხაროდ, ქვეყნის მე-5 პრეზიდენტს ისტორიულად შესაძლოა იგივე ბედი ეწიოს, როგორიც სხვა დანარჩენ მის წინამორბედებს. მისი თქმით, პირველი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე თანამდებობიდან გადავაგდეთ, მესამემ ისეთი სისხლიანი რეჟიმი შექმნა, რომ საკუთარ ქვეყანაში ვეღარ ჩამოდიოდა, მეოთხე პრეზიდენტი საერთოდ ყველანაირი რეალობიდან გასულია, ხოლო მეხუთე პრეზიდენტის ბოლოდროინდელმა ქცევებმა გააჩინა ეჭვი რომ ისიც ისტორიულ ნაგავსაყრელს შეიძლება დაადგეს.

„ზურაბიშვილმა მეორე ტურში ზუსტად იმ ამომრჩევლის ხარჯზე გაიმარჯვა, რომელსაც რეზიდენციასთან მივარდნაში ცილი დასწამა. ეს იყო საკუთარი ამომრჩევლის მიმართ ნასროლი ქვა. სამწუხაროდ, ის ადგას იმ გზას, რომ შესაძლოა, საქართველოს ისტორიაში ყველაზე უსამართლო გადაწყვეტილება მიიღოს. სააკაშვილის შეწყალებით ის ეჭვქვეშ 9-წლიანი რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებს დააყენებს, ასობით და ათასობით, ნაწამები, მოკლული, გაძარცვული ჩვენი მოქალაქეების ტკივილს ხაზს გადაუსვამს. სააკაშვილის მმართველობის დროს მოხდა ყველაფერი ის უბედურება, რასაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია ჰქვია. ამიტომ ზურაბიშვილს არჩევანის საშუალება ჯერ კიდევ აქვს, აჩვენოს ხალხს ვისი პრეზიდეტია - დასავლეთის იმ ძალების, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოებრივობა არაფრად მიაჩნიათ, თუ იმ უბრალო ხალხის, რომლებიც მის სასახლესთან კითხვაზე პასუხის გასაცემად მივიდნენ.

როგორც ჩანს, მას საქართველოზე და ხალხზე მეტად საკუთარი და შვილების მომავალი ადარდებს. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ზურაბიშვილი დასავლეთთან რაღაცების დალაგებას ცდილობს. საფრანგეთში მისი ვაჟიშვილი ბოლო პერიოდია სერიოზულ თანამდებობებს იკავებს. უცბად, მისი ქალიშვილი ამერიკის ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ ჟურნალში კარიერულ წინსვლას აღწევს. არსებობს მოარული ხმები, რომ საპრეზიდენტო ვადის დასრულებისთანავე, ზურაბიშვილი ევროსტრუქტურების სერიოზულ თანამდებობაზე ვიხილოთ. თუ ამ ყველაფერს რაღაცა ზვარაკის შეწირვა ან ხარკის გადახდა სჭირდება, არ მგონია ქართულმა საზოგადოებამ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვა უმტკივნეულოდ აღიაროს. პრეზიდენტი შეიძლება საქართველოს ისტორიას ისეთი შერცხვენილი შემორჩეს, რომ ქვეყანაში ჩამოსვლის შერცხვეს“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, მართალია ხელისუფლებაზე და ზურაბიშვილზე ზეწოლას სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ევროპის წამყვანი ქვეყნის ლიდერები არ ახდენენ, მაგრამ მათ ჰყავთ გავლენის აგენტები, რომლებიც გადამდგარი ჩინოვნიკები არიან და რომელთა მეშვეობითაც, სავარაუდოდ, ზურაბიშვილზე ზეწოლა ხდება. მასთან ახდენენ გარკვეულ კომუნიკაციას და გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების ფასად მას სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ.

მედია ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი ფიქრობს, რომ ათონელის რეზიდენციასთან განვითარებული მოვლენების შემდეგ, ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა და გაჩნდა კითხვა - ვინ გვეყოლება ბოლო ორი წლის მანძილზე პრეზიდენტად. ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი „ოცნების“ უზარმაზარი ძალისხმევით გახდა. მისი დამსახურება ნულია და რეალურად, მას რომ ხელისუფლების მხარდაჭერა არ ჰქონოდა, ბოლო ადგილზეც ვერ გავიდოდა.

„ეს ქალბატონი იმ იდეოლოგიის მატარებელი აღარ არის, რითაც პრეზიდენტი გახდა და ამ თანამდებობაზე მოვიდა. ის ნელ-ნელა, ნაცკლასტერისკენ მიიჩქარის. რეალურად 28 დეკემბერს გამიჩნდა განცდა, რომ ზურაბიშვილი კრიმინალ სააკაშვილის შეწყალებას აპირებს და ეს მხოლოდ დროის ამბავია. მის რეზიდენციასთან, ძირითადად, სააკაშვილის დროს დაზარალებული ინტელიგენტი ხალხი მივიდა. მივიდნენ იმ იმედით, რომ პრეზიდენტი ეტყოდა, რომ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს, ეს მისი მყარი პოზიციაა, არაფერი შეცვლილა და ხმებს არ აჰყვეთო. რაც მოხდა ამას მეც კი ვერ წარმოვიდგენდი, მით უმეტეს იქ მისული გაუბედურებული ხალხი, რომელთაც შვილები და ოჯახის წევრები დაუხოცეს.

2-3 ათასი კაცი, რომელმაც აგირჩია, სასახლესთან კითხვით რომ მოვა და შენ ასეთ შეურაცხყოფას მიაყენებ, არ ვიცი ამას რა შეფასება შეიძლება მივცე. ვფიქრობ, რომ უკვე დროის ამბავია და სააკაშვილის შეწყალება გადაწყვეტილი აქვს. ჩვენ ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე, სააკაშვილი თუ გათავისუფლდება, სინამდვილეში სად გადაიყვანენ - აეროპორტში თუ პირდაპირ ნაცების ოფისში მიიყვანენ? ამ ქალს რომ თავში დაარტყას, შესაძლოა, ის ნახევარ საათში გარეთ გამოვიდეს. იმ საქმეზე რაც საზღვრის უკანონ გადმოკვეთაზე სასამართლო მიდის, შესაძლოა, მოსამართლემ პატიმრობის შეფარდება გადაწყვიტოს. თუ პროკურატურამ გაასაჩივრა და ისევ ციხეში ყოფნა მიუსაჯეს, ახლა იმაზე უნდა დაიწყოს ძიძგილაობა, თვითმფრინავიდან ჩამოხსნან თუ ოფისიდან გამოიყვანონ. მთელი ეს ისტერიკები და უბედურება სულ ხელახლა უნდა გადავიტანოთ“, - ამბობს ახვლედიანი.

merab ქართველ ხალხს ნუ აბრალებთ პირველი პრეზიდენტის მკვლელობას. ხალხმა რაც შეეძლო, გააკეთა. ხალხი დახოცეს პირდაპირი მიბჯენით. იგივე ძალაა ახლაც დამნაშავის გაშვებას და მეორე ფრონტს რომ ითხოვს-დასავლეთი.
1 წლის უკან
trampi მერაბ

შარაზის მკვლელობის მერე მეც სუ მაგას ვამტკიცებ....დასავლეთმა, დასავლეთმა...
ვინც მისი სიკვდილით იხეირა იმის დაგეეგმილი იყო მისი მკვლელობა
დღევანდელ დღეს ზვიადი რომ ცოცხალი ყოფილიყო და დაეძახა ------------- ქართველნო, მამულიშვილნო..... ვის ინტერესებს დაერხეოდა ???
ხოოდა .... სამწუხაროდ გვინ მივხვდი მაგეეებს (რაღა დროს)
შევარდნაძე მხოლოდ ერთერთი მთავარი ჭანჭიკი იყოო.-- იმიტომაც არ შეუშალა იმ ჩათ ლახებს ხელი და იმიტომაც გაააკეთა ნე ვიჟუ
აუუუუჰ................ რა წლები გავიდა და რადენი ჭირი, უბედურება გავიარეთ....
რომ მახსენდება............
და ამ ყველაფრის მერე --------------- უკაააან?
არადა არა!!!!!!!!!!!!!!...მაშ ის ყველაფერი რისთვის?????????????????????
ყველას დედაც ქუნემ, ვისაც დამოუკიდებელი და სუვენერული საქართველო არ არ უნდა
...
1 წლის უკან