„როგორც კი შეიწყალებენ, მეორე დღესვე გახდება ძალიან კარგად, იგივე სცენარით იმოქმედებს - დაიხოცება ხალხი, რასაც უნდა მოჰყვეს მთავრობის გადადგომა, მერე უკრაინიდან უნდა ჩამოიყვანონ შეიარაღებული ტიპები“

„როგორც კი შეიწყალებენ, მეორე დღესვე გახდება ძალიან კარგად, იგივე სცენარით იმოქმედებს - დაიხოცება ხალხი, რასაც უნდა მოჰყვეს მთავრობის გადადგომა, მერე უკრაინიდან უნდა ჩამოიყვანონ შეიარაღებული ტიპები“

„არ შეიწყალოთ მიხეილ სააკაშვილი“, - ამ ლოზუნგით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს დაზარალებული ოჯახების წევრებმა ორბელიანის სასახლესთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. პრეზიდენტმა აქციას ხელისუფლების მხრიდან მართული უწოდა და ტრადიცულად უაპასუხოდ დატოვა კითხვა - შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს? აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი აცხადებს, რომ ადამიანი, რომელიც თავის შეცდომას ვერ აცნობიერებს და საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, არ შეიძლება იყოს შეწყალებული.

for.ge თორნიკე მოლაშვილს ესაუბრა.

რატომ გაჩნდა თქვენში მოლოდინი იმისა, რომ შესაძლებელია მეხუთე პრეზიდენტმა შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი?

თორნიკე მოლაშვილი: ამის დიდი ეჭვი არსებობს იმ ზეწოლიდან გამომდინარე, რომელსაც ვხედავთ ევროპარლამენტის მხრიდან. 740-იან ევროპარლამენტში 308 კაცმა მხარი დაუჭირა სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას და ეს კაცი უკვე თვეებია საავადმყოფოშია. არ იციან მხარს ვის და რას უჭერენ? ზეწოლა არ არის მარტო ევროპიდან და ამერიკიდან, არამედ ზეწოლა არის თვითონ საქართველოს შიდა პოლიტიკური ძალებიდან, რომ შეწყალებული იქნას მიხეილ სააკაშვილი.

დავუშვათ სცენარი, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა მსჯავრდებული სააკაშვილი, ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება ქვეყანაში პროცესები განვითარდეს?

- ჩვენ ხომ ვიცით, რატომ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში? - გამოეწვია დესტაბილიზაცია, არეულობა და პირველივე აქციაზე, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჩაატარებდა, გამოჩნდებოდა მიხეილ სააკაშვილი. გინდა, არ გინდა ძებნილი უნდა დააკავო და როგორც კი პოლიცია მივიდოდა, ხალხი არ გაუშვებდა და აქ ორი ხელყუმბარა უნდა გამსკდარიყო, რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპებოდა და დაიჭრებოდა ასეულობით. ამას მერე უნდა მოჰყოლოდა მთავრობის გადადგომა.

იგივე სცენარი მუშავდება დღესაც, როდესაც ოპოზიცია და მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსები ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფებას. როგორც კი ზურაბიშვილი შეიწყალებს სააკაშვილს, მას რა გეგმაც და სცენარი ჰქონა, იგივე სცენარით გაგრძელდება პროცესები. როგორც კი გამოვა ციხიდან, მეორე დღესვე კარგად გახდება. ტანს დაიბანს, ფრჩხილებს მოიჭრის, ოდეკოლონს გაისხამს და გამოვა ქუჩაში. ახლა სპეციალურად ასდის განავლის სუნი! მედიკოსები პალატაში ვერ შედიან, განავლის სუნი დგას, უნიტაზს არ რეცხავს და შეგნებულად ტოვებს საპირფარეშოს კარს. შეგნებულად აკეთებს ამ ყველაფერს. ექსპერტიზის დასკვნაში პირდაპირ წერია ფრჩხილები მოაჭერით და დაბანეთო.

ბევრს ვიცნობ იმ კლინიკის მედპერსონალიდან და ამბობენ, რომ შეგნებულად არ რეცხავს საპირფარეშოს. სპეციალურად ტანი არ დაუბანია, რამდენი ხანია და ფრჩხილებს არ იჭრის სწორედ იმიტომ, რომ თითქოსდა ისე ცუდად არის, სუნი ასდის უკვე. როგორც კი შეიწყალებენ, მეორე დღესვე გახდება ძალიან კარგად, აქციებს ჩაატარებს, დააპირებს მთავრობის სასახლეში შესვლას და იგივე სცენარით იმოქმედებს. დაიხოცება ხალხი, ამას უნდა მოჰყვეს მთავრობის გადადგომა, მერე უკრაინიდან უნდა ჩამოიყვანონ შეიარაღებული ტიპები და ა.შ. ეს არის მათი გეგმა. დიახ, სააკაშვილის გათავისუფლების შემდეგ დაიწყება სერიოზული დესტაბილიზაცია საქართველოში.

ის, რომ სააკაშვილის შეწყალების შედეგ იგეგმება უკრაინიდან შეიარაღებული ჯგუფის ჩამოყვანა, ეს არის თქვენი ვერსია, თუ ფლობთ ამის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას?

- ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მოსაზრება და პარტიიდან გამოჟონილი ინფორმაცია.

რაც შეეხება აქციას, რომელიც თქვენ გამართეთ, პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს იყო მართული აქცია და პრინციპში, არც უარყო და არც დაადასტურა სააკაშვილის შესაძლო შეწყალება, მაგრამ თქვენ გამოკვეთილად გიწოდათ ხელისუფლების მხრიდან მართული. რა კავშირი ჰქონდა თქვენს აქციას ხელისუფლებასთან?

- ჯამბულ გამცემლიძემ დადო 200 ლარი, ია მეტრეველმა 280 ლარი, 140 ლარი მე დავდე, რომ გვექირავებინა დინამიკები და მიკროფონი. მთავრობის მიერ მართული რომ ვყოფილიყავით, ჩვენ არ მოგვიწევდა ფულის დადება და მთავრობა მოგვაწვდიდა ტექნიკას. შემიძლია მოგცეთ იმ ადამიანის კოორდინატები, ვისგანაც ვიქირავეთ დინამიკები.

ვისგან მართული უნდა ვყოფილვიყავით?! მე დავუკავშირდი ია მეტრეველს, რომელმაც თქვა, მოდი დაველაპარაკოთ სალომე ზურაბიშვილსო. განა აგრესიულად მივედით? - არა. სპეციალურად ავირჩიეთ ჩიხი, ანუ გვერდითა ქუჩა, რადგან გვეგონა, რომ 100 კაცზე მეტი არ შეგროვდებოდა. მოედანი გადაიჭედა. ჩვენი მიზანი არ იყო ხალხმრავლი აქცია, გვინდოდა შეგვეხსენებინა მისი სიტყვები, როდესაც ამბობდა, რომ ირინა ენუქიძის თვალები მიდგას თვალწინო და გვინდოდა გვეთქვა, რომ არ შეიწყალოს სააკაშვილი, რასაც შეიძლება მოჰყვეს ქვეყანაში სისხლისღვრა.

მაგრამ, გამოდის და გვეუბნება რას მომიხტით თქვე მართულებოო. ხალხი, რომელიც მასთან მივიდა საკუთარი სიტყვის შესახსენებლად, ეუბნება რატომ მომივარდით ამდენი ხალხიო. ვის ეუბნება მართულს?! ბუტა რობაქიძის დედას, რომლის 18 წლის ბიჭი მატლების საჭმელი გახადეს? იმას ეუბნები რატომ მომივარდიო?! მე, მეუბნება 2007 წელს სად იყავიო?! 2004 წლიდან მე სად ვიყავი და თავად სად იყო?! მე, ოპოზიციაში ვიყავი, ჩემი ძმა, სულხან მოლაშვილი ციხეში და ეგ სად იყო? - მინისტრობისთვის ემზადებოდა და გახდა კიდეც.

პრეზიდენტმა საკამოდ ვრცელი განმარტება გააკეთა, მაგრამ არ იყო პასუხი, რას აპირებს სააკაშვილთან მიმართებაში. თქვენი აქციის შემდეგ რა მოლოდინი დაგრჩათ, რას იზამს ზურაბიშვილი?

- ჩვენს აქციამდე 70% მჯეროდა, რომ არ შეწიყალებდა, მაგრამ ახლა 50-50-ზე ვარ. შეიძლება შეიწყალოს. არც ისაა გამორიცხული, რომ ვიღაცის ჯინაზე შეიწყალოს.

დავუშვათ, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა სააკაშვილი, რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი?

- შეწყალების შემდეგ რაც მოხდება, ამას ნახავს.

მუქარანარევი განცხადებაა...

- არავითარი მუქარა. თვითონ გვითხრა: გეტყვით, როცა გეტყვითო. მეც ვამბობ, რომ ნახავს, როცა ნახავს. საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რადგან შეწყალების შემთხვევაში აქცია აქციებზე იქნება და სერიოზული პრობლემები შეექმნება საქართველოს, არამარტო იმას, ვინც აწამა და დახოცა, საქართველოს შეექმნება პრობლემები. სააკაშვილი, რომელიც საქართველოში სისხლისღვრისთვის არის ჩამოსული, მისი შეწყალება იქნება საბედისწერო შეცდომა.

 

რომანი ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ.
1 წლის უკან
Maverick მიშმაკი შესაწყალებელი არ არის!

ერი და ბერი ითხოვს მის მიერ ჩადენილი მიშმაკობების, იმდროინდელ საჯარო სამსახურში მყოფი მაღალი და საშუალო რგოლის ხელისუფალთა, პარლამენტართა დანაშაულის ქართული სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ შეგნებულად ჩადენილი ღალალატის სრულყოფილ გამოძიებას!
1 წლის უკან
Maverick უკაცრავად შესწორება: ქართველი ერი და ბერი, მატიერ უკანონოდ დასჯილი, მოკვდინებული ადამიანების სული ითხოვს...
1 წლის უკან