საქართველოს სახელმწიფოებრიობის შიდა და გარე მტრების აქტიურობა ზედა ზღვარს აღწევს. მიზეზი დამოუკიდებელი, პატარა საქართველოს ინტერესების ხელყოფა და გლობალური გადანაწილების ფონზე, დიდი სახელმწიფოების მხრიდან, საკუთარი პოლიტიკურ-სამართლებრივი, აგრეთვე უსაფრთხოების ხაზის გატარებაა. აქ ნაკლებია იმაზე ფიქრი, რის ფასად დაუჯდება პატარა მართლმადიდებელ საქართველოს დიდი ქვეყნების დაპირისპირებაში, თუნდაც უმცირესი დოზით მონაწილეობა. ქვეყანა, რომელმაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული არაერთი ომი გადაიტანა და რომლის ტერიტორიის 20%-ც რუსეთის მიერ ოკუპირებულია, დღესაც არნახულ წნეხს განიცდის. ზეწოლას ქვეყანაში უხვად მყოფი გავლენის აგენტურიდან, დაემატა ევროპული და ამერიკული პოლიტიკური წრეებიდან გაკეთებული განცხადებებიც, რომელიც დღეს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. ევროპელი პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტის წევრები, საქართველოს სისხლიანი მმართველის ჰუმანიტარული მიზნით, ქვეყნის გარეთ გაყვანას აქტიურად ითხოვენ, თუმცა იგივე პოლიტიკოსები დუმდნენ იმ წლებში, როცა ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ გზით მოსული „ნაციონალური მოძრაობა“, მისი მმართველი ელიტა, სისხლით რწყავდა თბილისის ქუჩებს. მიზეზი? - დემოკრატიული პროტესტის ჩახშობა, სიტყვის თავისუფლების იგნორი, ხალხის დამონება-დაშინება, უფლებებზე უარის თქმა და ნებისმიერის გაკულაკება, ვინც ისე არ ფიქრობდა, როგორც სააკაშვილს და მის პარტიას აწყობდა! მოკლედ, „დემოკრატი“ სააკაშვილისთვის, მიუღებელი იყო ყველაფერი ის, რაც დემოკრატიულ ქვეყნებში ყოველდღიურობას წარმოადგენს. ასე, თანდათან რევოლუციონერი სააკაშვილი „პატარა დიქტატორად“ იქცა. მისი პოლიტიკის შედეგი, საქართველოს მეზობლების: რუსეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილება, ადგილზე კი ხელისუფლების მიერ უუფლებო ქართველობის მიღწევა იყო.
ამ მძიმე ყოფაში ქვეყანამ 9 წელი განვლო - ე.წ. დემოკრატმა მმართველმა ქართული ციხეები კონცლაგერებად აქცია. სწორედ დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით ხსნიდა ციხეებში წამებას და მამაკაცების გაუპატურებას!
საერთაშორისო რეაქცია? - დუმილი დასავლეთიდან და დღემდე შემორჩენილი ლობისტები. დასავლეთი დუმდა სააკაშვილის მმართველობის დროს იქამდე, ვიდრე ციხეებში გაუგონარი წამების და ღირსების შემლახავი მოპყრობის კადრებმა ევროპა და ზოგადად, დასავლეთი არ მოიარა. ამ ყველაფრის მცოდნე დასავლეთის და ევროპის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები რატომ ითხოვენ ექსპრეზიდენტის მიმართ კანონის დარღვევას და ზუსტი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის არარსებობის პირობებში მის ქვეყნიდან გაყვანას, ეს ძალზედ საინტერესოა. თანაც, ეს ყველაფერი რის ფასად ხდება, ცალკე საკითხია. საეჭვოა, ევროპელი პოლიტიკოსების - მიხეილ სააკაშვილის ლობისტების ინტერესის საგანი, მხოლოდ სოლიდური ფინანსები და კორუფციაა, თუ საკუთარი გავლენის აგენტურის მართვის სადავეებიდან ჩამოცილების არდაშვება. ეს აზრი საქართველოში სულ უფრო და უფრო ბევრ ადამიანს უჩნდება და ღიად კეთდება განცხადებები, იგივე ამერიკასთან მიმართებაშიც: ამერიკა ცდილობს მისი ინტერესების გამტარებელი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანოს.
როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენ ხანს გაუძლებს საქართველოს ხელისუფლება ამ საკმაოდ სერიოზულ წნეხს, უახლოეს პერიოდში გაირკვევა. ფაქტია, მთავრობის პარალელურად აქტიური მუშაობა იგრძნობა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაშიც, რომელმაც სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით უკვე ორჯერ განაცხადა მყარი უარი. „არა და არასოდეს!“ - სალომე ზურაბიშვილის ეს ფრაზა იმედს აძლევდა ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, რომელიც მიიჩნევს, რომ კლინიკა „ვივამედში“ ოროთახიან პალატაში მოთავსებულმა ექსპრეზიდენტმა სისხლის სამართლის წესით უნდა აგოს პასუხი იმ ჩადენილი დანაშაულისთვის და გაუგონარი სისასტიკის დამკვიდრებისთვის, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში დაახლოებით მოსახლეობის ნახევარმა საკუთარ თავზე იწვნია.
სალომე ზურაბიშვილის პოზიცია სააკაშვილის არშეწყალებასთან დაკავშირებით ცნობილია, როგორც ევროპელი ლიდერებისთვის, ისე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, რომლის პოზიციებსაც ადგილზე ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ახმოვანებს. დეგნანმა უკვე განაცხადა, რომ შეშფოთებით აკვირდება სააკაშვილის მიმართ განვითარებულ მოვლენებს და ეს შეშფოთება იმის ნიშანიცაა, რომ ზესახელმწიფო ეცდება, თუნდაც იგივე ევროპელი ლიდერების გამოყენებით, როგორმე პასუხისმგებლობას ააცილოს ერთ დროს მისი საყრდენი ლიდერი, რომელმაც ვერ შეძლო უკრაინის ხელისუფლების დახმარების მიუხედავად, საქართველოში შემოპარვით დესტაბილიზაციის შექმნა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა.
რუსეთი რომ ოკუპანტია, ეს საქართველომ ძალიან კარგად იცის, რადგან ჯერ კიდევ ახალია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისას გაჩენილი იარები. ჯერ კიდევ ახალია ტკივილი იმ დედებისა, რომელთა შვილებიც სამშობლოს თავისუფლებას შეეწირნენ და რომელთა ცხედრებიც, რომ არა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, არავინ იცის, როგორ და რა ვითარებაში დაუბრუნდებოდა ოჯახებს. ასე რომ, ამაოდ ნუ შეეცდებიან ქართველების დამუნათებას, თითქოს ჩვენ არ ვიცოდეთ, რუსეთი რას წარმოადგენს და როგორ უნდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დაცვა.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მცდელობებიც, თავის მხრივ, გასაგებია - უნდათ ოკუპანტების მიერ დაღვრილი სისხლი გაუყონ, რომელიმე მეზობელს და ამიტომ მცდელობას არ აკლებენ. მაგრამ საწყენია, რბილარ რომ ვთქვათ, როცა ქვეყანა, რომელსაც საკმაოდ სოლიდურ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს 3 მილიონიანი საქართველო და ომის ცეცხლგამოვლილ ბავშვებს უკრაინული სკოლებიც კი გაუხსნა, ასეთ დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს საქართველოსთან მიმართებაში და თავს ესხმის ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს.
უკრაინელი მავნე პოლიტიკოსების პარალელურად, საქართველოში მყოფი გავლენის აგენტურის დამაზიანებელი საქმიანობის შედეგებიც სახეზეა. ლამის ყოველდღიურად კეთდება ევროპარლამენტის დეპუტატების ნაწილის მხრიდან განცხადებები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და უცხოეთში სამკურნალოდ გაშვების მოთხოვნით. ეს „ობიექტური“ ევროდეპუტატები იქამდეც კი მივიდნენ, რომ თითს უქნევენ საქართველოს და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების გზაზე ამუნათებენ - კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთ, თუ სააკაშვილს ციხიდან არ გაუშვებთო.
მოკლედ, რას გაუგებ ამ დასავლურ სამართლიანობას, დემოკრატიასა და ღირებულებებს. არადა, ჩვენ ვითვლებით განვითარებად ქვეყნად და რეალურად ჩვენგან ითხოვენ კანონგარეშე მოქმედებას - ბრალდებული ექსპრეზიდენტის ციხიდან გაშვებას.
სახეზეა დასავლელი პოლიტიკოსების ორმაგი სტანტარები და არა მხოლოდ ამ მიმართულებით. იმედია, ევროპელი პოლიტიკოსები იმდენს არ იზამენ, მთლად წაუხდინონ ქართველ ხალხს შეხედულებები და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ის ღირებულებები, რის გამოც საქართველოს კურსი მისი ბუნებრივი ადგილისკენ, ევროპისკენ არის მიმართული.
რაც უფრო მეტი განცხადება კეთდება, მათ შორის იგივე ამერიკელი ექსპერტისა თუ სააკაშვილის ადვოკატის მხრიდან, მით უფრო დიდია ინტერესი, ხომ არ მოექცევა საქართველოს პრეზიდენტი დასავლეთის ზეწოლის ქვეშ და ხომ არ გადათქვამს ქართველი ხალხისთვის, ფაქტობრივად, პირობად მიცემულ სიტყვას - „არა და არასოდეს“!
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლეობისთვის, ვისაც პირდაპირ თუ ირიბად შეეხო სააკაშვილის ფაშისტური მმართველობის ხელი, მიუღებელია არაერთ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული ექსპრეზიდენტის შეწყალება.
მიხეილ სააკაშვილის შეწყალების წინააღმდეგ გამოდიან რეჟიმის მიერ მოკლული ახალგაზრდების მშობლები და 28 დეკემბერს აქციას გეგმავენ პრეზიდენტის რეზიდენციასთან. როგორც მედიასთან საუბარში განაცხადეს, მათთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებას აპირებს და მოითხოვენ მსგავსი აქტი არ დაუშვას.
რა დრო დადგა, შვილმკვდარ მშობლებს საკუთარი მიცვალებულების უფლებების დაცვა პრეზიდენტისგან უწევთ! - ამ შინაარსის არაერთი განცხადება გავრცელდა სოციალურ ქსელში იმ იმედით, რომ სალომე ზურაბიშვილი გაითვალისწინებს სამართლიანობის პრინციპს და არ დაუვებს სასჯელს თავი აარიდოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელმაც არაჟნების კონტეინერით საქართველოში შემოპარვით, კიდევ ერთხელ სცადა ამ ქვეყანაში სახელისუფლო გადატრიალების მცდელობა. თუმცა არ გამოუვიდა, რადგან პოლიციამ კონსპირაციულ ბინაში დროულად დააკავა.
პასუხად კიდევ მიშამ--- არც აცია და არც აცხელა---- ეგრევე პასუხი გლიჯა ---- მე რა შუაში ვარ, ამ მიტინგის დაშლას შინაგან საქმეთა სამინისტროდან თქვენი ხალხი ხელმძღვანელობდა, თქვენი ხალხი იჯდა იქ, ეგ იმათი გაკეთებულია, მე რა შუაში ვააარო............ეგრევე ჩაუშვა ამერიკელები .
იმის მერე ბასს ეგ მიტინგი საერთოდ აღარ უხსენებია(არადა მე მაშინ ბეწვზე ვარ გადარჩენილი)
და რამდენი მაგისთანები???????
ქართველი ხალხის მორალურად და სულიერად გატეხვის მიზნით, ქუჩაში დემონსტრაციულად ხალხის ხოცვის მეთოდები ...იმათი მითითებებით იყო.
ციხეებში ხალხის ხოცვა წამება ეგეც მაგათი იყო .....აქაური გუანტანამო მაგათი შექმნილია
გლდანის ეგკლესიის დანგრევა და საერთოდ საპატრიარქოზე შეტევა მაგათი მოთხოვნით იყო
განათლების სისტემის მიზანმიმართული განადგურებაც მაგათი მოთხოვნა იყო
სასჯელის შეკრებითობის კანონიც მაგათი იყო
კიდევ ბევრი მასეთი....ვინ ჩამოთვლის....
მოკლედ მაგათ გრეხები აქვთ ჩვენს წინაშეეეეეეეეეეეეე............ კაცი ვერ დაითვლის...ვერც მისისიპი ჩამორეცხავთ მაგათ ნამუსს და ვერც ......... მტკვარი ტემ ბოლე რო მაგათ ნამუსი საერთოდ არ გაააჩნიათ!!!!!!!!!!!!!!!!!!
და კიდევ.............. მეგობარიო.
~ ღმერთო დაგვიფარე მაგათნაირი მეგობრებისაგან . და საერთოდ მაგათ სიტყვა მეგობარის მნიშვნელობა კი არა, დაჟე საერთოდ მეგობრის მცნებაც კი არ იციან,.... მცნებაც და ეგენი რა ჩვენი მეგობრები არიან?? მაგათ თავიააანრი ისტორიიდან იციან მხოლოდ სიტყვა მონის მნიშვნელობა და ვასალის.... ვსოოო... ეგააა მაგათი ბაგაჟი
ჩვენი იუზერი ვასო ამბობდა ხოლმე----------------- ცოტნეს ქველობა მონგოლმაც კი დაააფასა, იმათაც რაღაც ფასეულობები ააქვთ და ესენი საერთოდ ვინ არიან, რა ფასეულობები აააქვთო??? ეგრეა ამათი ფასეულობა ისააა .............. ბილეთი შენი ნაყიდია, შენ უნდა იჯდეო
ცეერუს უფროსი რომ ჩამოვიდა აქ 2012 წელს ზუსტად მაგისთანა ფანდარასტობების მოსაგვარებლად იყო აქ ჩამოსული.
პანკისის ამბავი, (რუსები ატრაკებდნენ მაშინ ძააან),..... ნარკოტიკები რომ დაიჭირეს აქ, სახალხოდ დიდი რაოდენობით და მესამე იარაღის კონტრაბანდაზე --- ამერიკელების იარაღი ,,ფეჩიდან გუშინ გამოსული,, აავღანელებთან რომ აღმოჩნდა...
მაშინ მაგარი ამბები რომ არ ყოფილიყო ცეერუს უროსი ლიჩნად არ ჩამოვიდოდა აქ, ცეერუს უფროსი ესე ჰაი--- ჰარალოზე არ დადის
ცეერუს უფროსი ისტორიაში საქართველოში მეორედ ჩამოვიდა--- პირველად რუსებმა რომ ვუდფორდი მოუკლეს მაშინ იყო
ამ თემებზე ჩვენი ამერიკელი როა---- სილვერმანი--ის წერდა ხოლმე ბევრს ...ეხლა ნორვეგიელი როა (როგორ გახდა ნორვეგიელი ეგ ცალკე თემააა)
ხოოოდა ხალხნო წარმოიდგინეთ ..... ჩვენ რომ ამდენი ვიცით, მიშას რამდენი-ღა ეცოდინება?? უთვალავი!!!!!!!!!!
ჰოოოდა იმიტომაც დასტრიალებენ გარშემო, იქნება როგორმე გადარჩნენ, თორე მიშა მაგათ ნამუსს არ შეუნახავთ --- 26 მაისივით ეგრევე დააამღერებს ყველაფერს... კამოსავით არ გაჩუმდება და არც კიდე ქაქს არ შესჭამს
ჰოოდა ეშინოდეთ მაგის პატრონებს............