ზელენსკი- უკრაინული დემოკრატიის ებრაელი მცველი, თუ პოლიტიკური შულერი?!

ზელენსკი- უკრაინული დემოკრატიის ებრაელი მცველი, თუ პოლიტიკური შულერი?!

არავინ იცის, როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, მაგრამ მსოფლიო ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოს, უშურველი ეპითეტებით ამკობენ. ალბათ, ქვეცნობიერად გრძნობენ, რომ უკრაინელი ხალხის სიცოცხლის ხარჯზე იწყობენ საკუთარ გეოპოლიტიკურ მომავალს.

ბაიდენმა ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა და მიმართა, „პრეზიდენტო ზელენსკი, ჩვენ აქ გვაქვს ასეთი წესი, რომ TIME- ის ჟურნალი წელიწადში ერთხელ ირჩევს წლის ადამიანს, თქვენ აშშ- ში წლის ადამიანი ხართ“.

მართლაც, „თაიმმა“ წლის პიროვნებად დაასახელა არა მარტო ზელენსკი, არამედ უკრაინის სული. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სხვადასხვა დროს „თაიმის“ ვერსიით, წლის ადამიანები გამხდარან სტალინი, ჰიტლერი, გორბაჩოვი, ბუში უმცროსი, ტრამპი, ბაიდენი და ბიზნესმენი ილონ მასკი.

„მე უფრო პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, ვიდრე მამაცი“,- თავმდაბლად გამოეხმაურა ზელენსკი თავის ტიტულს, როცა მის მამაცობაზე მიანიშნეს, იმ მამაცობაზე, რომელიც გადამდებია.

ეს პირველი ტიტული არ არის, რაც ზელენსკიმ მსოფლიო ელიტებისგან დაიმსახურა. „Times of Israel“- მა ზელენსკის „უკრაინული დემოკრატიის ებრაელი მცველი“ უწოდა, „The Atlantic“- მა კი ის მოიხსენია, როგორც „მსოფლიოსთვის ბოძებული ებრაელი გმირი“. მოვლენებს არც ჩეხეთის პრეზიდენტი ჩამორჩა, მილოშ ზემანმა ზელენსკის თეთრი ლომის ორდენი უბოძა მამაცობისა და გამბედაობისთვის.

ბევრად უფრო ადრე, ჯერ კიდევ ბრიტანეთის პრემიერად მყოფმა ბორის ჯონსონმა ზელენსკის ჩერჩილის სახელობის ჯილდო გადასცა წარმოუდგენელი გამბედაობისთვის.

არის თუ არა ზელენსკი წლის ადამიანი, ამაზე პასუხს ყველაზე ობიექტურად ერთადერთი უტყუარი შემფასებელი - დრო გასცემს, მანამდე კი ჩვენს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა უკრაინის პრეზიდენტის მიმართ.

ანალიტიკოსი იგორ კვესელავა მიიჩნევს, რომ ზელენსკი წლის ადამიანი კი არა, პოლიტიკური შულერია. მას ეძებდნენ ამერიკელები სწორედ ამ მიზნით - ომში ჩასართავად, სხვა კანდიდატურებიც იყო, მაგრამ ზელენსკი შეარჩიეს, მილიარდი დაჯდა ეს ამბები და ეს იყო წინასწარ გამიზნული. უფრო კონკრეტულად, ეს ქმედებები მიმართულია ევროპისა და რუსეთისკენ.

„უკრაინის ჩართვა ამ ომში მხოლოდ ბაიდენის გონებაში არ მომწიფებულა. მათ უნდოდათ, ეს ყოფილიყო, ბოდიში ამის თქმისთვის, შუბი საჯდომში, სტალინს აქვს ასეთი მოსაზრება, როგორც ისრაელია არაბულ სამყაროში შუბი, ასევე, უნდა ყოფილიყო შუბი ევროპისა და რუსეთის საჯდომში, ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება და ზელენსკის სახით მონახეს კაცი, რომელიც ამას განახორციელებდა“, - აღნიშნა იგორ კვესელავამ ჩვენთან საუბრისას.

მანვე განმარტა, რომ ექვსი თვე ცხოვრობდა უკრაინაში. დღეს კი ისეთი განადგურებული და მოსპობილია უკრაინა, რომ მის აღდგენას ოცეული წლები დასჭირდება. თანაც, ამერიკა და სხვა ქვეყნები უკრაინას რამეს კი არ ჩუქნიან, არამედ მიჰყიდიან. სხვა დროს რომ მიეცათ ამდენი თანხა, ტრილიონ დოლარამდე, მაშინ უკრაინას დაეტყობოდა, მაგრამ ახლა არაფერი შეეტყობა.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, იგორ კვესელავა ფიქრობს, რომ მოვა ის დრო, როცა ზელენსკი არასწორი მოქმედებების გამო გასამართლდება და არც ბაიდენს ეტყვიან მადლობას, გამორიცხულია, ბაიდენი კვლავაც აირჩიონ პრეზიდენტად. ბაიდენმა რომ ზელენსკი დაასახელა წლის ადამიანად, ეს ბაიდენის პრობლემაა, მაგრამ უკვე თვითონ ბაიდენიც კედელზეა მიყენებული.

ე.წ. მუხროვანის ამბოხის დროს დაღუპული პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი გაოცებულია ზელენსკის არასწორი ქმედებებით. ის მიიჩნევს, რომ ზელენსკიმ თავის ქვეყანას უნდა მიხედოს, ნაცვლად იმისა, სააკაშვილზე იდარდოს.

„ზელენსკიმ თავისი ხალხი რომ ჩაახოცინა უკრაინაში, სხვა სახელმწიფოების ბრძოლა რომ მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე და უკრაინელებს იყენებენ ამ ბრძოლაში საკატლეტე ხორცად, ამას მიხედოს. მოვა დრო და ზელენსკის საკუთარი ხალხი ხეზე ჩამოკიდებს. რაც შეეხება უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, მათაც უკრაინისთვის შეწირულ საზარბაზნე ხორცს ვეძახი, იქ არიან ძირითადად „ნაცების“ მოწოდებით წასული მებრძოლები. კი, ყველა მებრძოლი ვაჟკაცია, რადგან სიკვდილს თვალებში უყურებს, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოდან წასული ბევრი მებრძოლი დაიღუპა იმ ომში“, - აღნიშნა ლია კრიალაშვილმა for.ge- სთან საუბარში.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ფიქრობს, რომ რუსეთ- უკრაინის სამხედრო კონფლიქტი, რომელიც საკუთარ თავზე ნებაყოფლობით აიღო უკრაინამ და აიღო აბსოლუტურად გაუმართლებელი მიზნით, ყოფილიყო პლაცდარმი რუსეთის სახელმწიფოსა და რუსი ხალხის გასანადგურებლად, კარგს ვერაფერს მოუტანს ზელენსკის.

„უკრაინა დაასრულებს ძალიან ცუდად და უკრაინა ვერასოდეს ვერ იქნება ისეთი, როგორიც იყო 24 თებერვლამდე. ზელენსკის გაასამართლებს თვითონ უკრაინელი ხალხი, როცა ყველაფერი გახდება ცნობილი“, - გვითხრა დემურ გიორხელიძემ.

 

merab შულერი და უკრ. ხალხის მტერი!
1 წლის უკან