პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ახალი დაპირისპირება დაიწყო. ისედაც გართულებული ურთიერთობის ფონზე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხელისუფლებას უკვე 2 დღეა საერთოდ გაებუტა და არც ერთ სახელისუფლებო ღონისძიებაზე არ გამოჩნდა. რა არის რეალურად ზურაბიშვილსა და მმართველ გუნდს შორის ახალი კონფლიქტის მიზეზი და არის თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემა, ამაზე საუბარი რთულია.
სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ეჭვობენ, ან კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე იციან, რომ ზურაბიშვილზე დასავლეთიდან გარკვეული ზეწოლა ხდება, რათა სასამართლოს დასრულების შემდეგ მან ექს-პრეზიდენტი შეიწყალოს. რა წნეხის ქვეშ შესაძლოა იყოს პრეზიდენტი და რის სანაცვლოდ აპირებს ის სააკაშვილის შეწყალებას, ჯერ ესეც უცნობია.
ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის ახალი დაპირისპირება საჯაროდ 26 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ელჩების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილი არ მივიდა. მიზეზად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დიპლომატიური პროტოკოლის უხეში დარღვევა დაასახელა. უწყება ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილი არ განსაზღვრეს.
გარდა ამისა, ადმინისტრაცია ამბობს, რომ ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის შეტანიდან 6 თვის თავზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით.
სალომე ზურაბიშვილი პრემიერ ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის მოსმენას არც 27 დეკემბერს დაესწრო. ღარიბაშვილმა 2022 წელი და მისი მთავრობის მუშაობა სასტუმრო „რედისონში“ შეაჯამა. იქ იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, „ოცნების“ დეპუტატები, სასულიერო პირები. უცნობია მიიღო თუ არა პრეზიდენტმა მიწვევა. თუმცა ზურაბიშვილის ადმინისტრაცისი ინფორმაციით, პრეზიდენტი პრემიერის ანგარიშს არასდროს ესწრებოდა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტს შეიწყალებს, ეს მისი იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნება. მანამდე იგივე განცხადება „ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, კახი კალაძემ გააკეთა.
„დღეს პრემიერი საუბრობდა იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას, მე არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინც და მაინც 9 200-დან ერთი პატიმრის ბედი. იმიჯის დაზიანება ხდება თავისთავად და არა ვინმეს დახმარებით. როდესაც საუბარია იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება იქნება დამაზიანებელი იმიჯისთვის, აქ მუქარა არაფერ შუაშია. გახსოვთ, წარსულშიც შეიწყალა კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილმა და ამან დააზიანა მისი იმიჯი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დამაზიანებელი შეიძლება იყოს ასეთი ნაბიჯი მისი იმიჯისთვის“, - თქვა კობახიძემ.
კობახიძის აზრით, მიხეილ სააკაშვილს იმაზე მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ვიდრე იმ პირებს, რომელთა შეწყალებასაც პრეზიდენტის იმიჯის დაზიანება მოჰყვა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და ხელისუფლების დაპირისპირება ახლა არ დაწყებულა და ეს დიდი ხნის კონფლიქტია. საყვარელიძე ფიქრობს, რომ დროთა განმავლობაში ეს პრობლემები უფრო მწვავდება და სწორედ ეს მოხდა ელჩების კონფერენციაზე. მისი აზრით, ზურაბიშვილის პრობლემა ის არის, რომ მას დამოუკიდებელი პოლიტიკოსის იმიჯის შექმნა სურს, რის გამოც კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე მეტი სურს. ამის პარალელურად, დასავლეთის თვალში იგი ცდილობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდეს.
„კი ბატონო, შესაძლოა ითქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ორ ცეცხლს შუა იმყოფება, მასზე ზეწოლა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ხდება. არის ვერსია, რომ მას პრეზიდენტობის შემდეგ პოლიტიკური მოღვაწეობა თუ საქმიანობის გაგრძელება ევროპაში სურს. ამიტომ მას დასავლეთისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს და შესაძლოა, სააკაშვილის შეწყალების თემა გამოადგეს. თუმცა ზუსტი და მკაფიო ინფორმაცია არ გვაქვს იმის თაობაზე, რეალურად, ევროპის მაღალ ეშელონებს სააკაშვილის თემის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ. არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სააკაშვილის შეწყალებას პრეზიდენტს სთხოვენ, თუმცა იმ მაღალი თანამდებობის პირების პოზიცია არ ვიცით, რომლებიც ევროპაში პოლიტიკის განმსაზღვრელები არიან, ვგულისხმობ თუნდაც მაკრონს, რომელსაც სააკაშვილმა წერილი გაუგზავნა, გერმანიის კანცლერს და ა.შ. ეს ხალხი საქართველოსთან ურთიერთობას სახელმწიფოს დონეზე უფრთხილდება. მაგრამ, ვიმეორებ, არსებობენ პოლიტიკური წრეები, რომლებთანაც ლობისტების ზემოქმედება ჭრის. ამიტომ ზუსტად რას აპირებს ზურაბიშვილი და გადადგამს თუ არა ამ ნაბიჯს, პროგნოზის გაკეთება რთულია. ხელისუფლებასთან დაპირისპირების მიზეზი მე მაინც ის მოგნია, რომ ზურაბიშვილს კონსტიტუციით რა უფლებამოსილებაც აქვს განსაზღვრული, იმაზე მეტი ამბიცია აქვს. ის ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში აღარ არის მთავარი ფიგურა. ამიტომაც მას ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში ისე უნდა მონაწილეობის მიღება, რომ კონსტიტუციით აქვს თუ არა ამის უფლება, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინოს“, - ამბობს საყვარელიძე.
სხვაგვარად ფიქრობს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე. მას მიაჩნია, რომ სიტუაცია იმაზე რთულად არის, ვიდრე ეს საჯაროდ ჩანს. გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ზურაბიშვილი დასავლეთში მყოფი იმ პოლიტიკური წრეების ერთ თითს წარმოადგენს, რომლებიც ჩვენს სახელწმიფოს ემუქრებიან, ქვეყნის შიდა საქმეებში ცხვირს ყოფენ და დამნაშავე სააკაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვენ.
„სალომე ზურაბიშვილმა დაიჯერა, რომ ის თითქოს პოლიტიკოსია. არადა ის ხელისუფელბაში უბრალო საქართველოს მოქალაქე პატრიოტებმა მოიყვანეს. ზურაბიშვილს ახლა ამბიციები გაუჩნდა და პრეტენზია პოლიტიკოსობაზე აქვს. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველო როგორც სატელიტი სახელმწიფო დასავლეთზე ისე უნდა იყოს დამოკიდებული. ამიტომ ის ასრულებს იმ დავალებებს, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ჯგუფი ავალებს. ზურაბიშვილი დასავლელი უბნელესი ძალების ქვეშვრდომია. ამიტომ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მე, მაგალითად, ველოდები, რომ ის სააკაშვილს შეიწყალებს. თუმცა, ეს შეწყალება, ალბათ, განუხორციელებელი იქინება, რადგან მის წინააღმდეგ სასამართლო არ არის დასრულებული და ბუნებაში არ არსებობს ისეთი პრეცედენტი, რომ დაუსრულებელ სასამართლო საქმეზე ვინმე გაათავისუფლონ. დარწმუნებული ვარ, ზურაბიშვილი ისეთი ზეწოლის ქვეშ არის, რომ მისი პირადი ამბიციებიდან გამომდინარე, ვერ გაუძლებს. მეტიც მინდა გითხრათ, გარკვეული საუბრები მიდის იმაზე, რომ დასაველთის ამ უბნელესმა ძალებმა, მისი შვილები დააწინაურეს, სანაცვლოდ კი, ალბათ, რამე სურვილი უნდა შეუსრულოს. რა ისეთი ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო ორბელიანების სასახლეში, რომ ვინმესთვის ხელი შეეშალა და ამის გამო პრობლემები შეექმნა? ელჩების კონფერენციაზეც ამხელ თანამდებობის ადამიანი სკამის გადადგმის გამო გაიბუტა, ხომ აბსურდია. ფაქტია, რომ მან ეს საჩვენებელი რევანში მოაწყო და ამით ვიღაცას ასიამოვნა. სჯობია სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება სასამართლოს დასრულების შემდეგ არ მიიღოს, თორემ ისეთი კუდამოძუებული შეიძლება თანამდებობიდან წავიდეს, რომ თაობებს სლაპარაკო ჰქონდეთ“, - ამბობს გვენეტაძე.
დიდება სტალინს!
დიდება ლავრენტი პავლეს ძე ბერიას!
სააკაშვილის მოშორება, ყველაზე ძალიან ოცნებას სურს. ოღონდ, ისე უნდა მოისაქმოს სააკაშვილი, ოცნების ამომრჩეველი რომ არ გაღიზიანდეს.
ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადის ბოლოსკენ, უკვე დასრულებული იქნება პრეზიდენტყოფილის პროცესები და ზურაბიშვილი შეიწყალებს იმ უნიჭო სიმულიანტს.
ოცნებაც (შედარებით) მშრალად გამოვა საკუთარი ამომრჩეველის თვალში სააკაშვილის ციხიდან (საავადმყოფოდან) გაშვებით და ზურაბიშვილიც ახალ დანიშვნას მიიღებს ევროსტრუქტურებში. რაც გინდა თქვი და ,,ექსპრეზიდენტი" მაინც სოლიდურად ჟღერს ახალი ევროკარიერის დასაწყებად.
ზურაბიშვილი ორ ცეცხლ შუა იმყოფება. ერთი მხრივ, უნდა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კარიერა ევროპაში გააგრძელოს, ამიტომ მას ამისთვის რაღაცა პოლიტიკური დივიდენდების დაგროვება სჭირდება.
აი ზუსტად ამას ვამბობ მეც ---წასვლისას გამოუშვებს, შეიწყალებ........კოჭებში ემჩნევა..
------------------------------------------------
არა ისე კი იმ პერიოდში ეგ მართლა აქტიურობდა ...მიტინგს თითქმის არ აცდენდა...ნამეტნავად იმ სამთვიანი მიტინგების დროს
ნაგვის მანქანებით კოდუას ხალხი რომ დაგვედევნა.............. იქ ვიყავი.
მაშინ ჩემისთანა გიჟები კიდევ 70--100 მდე კაცი მაინც იყო..
არა ისე კი ძააან საინტერესოა .......................ბიძო როგორ ირჩევს ამ კადრებს--მარგველაშვილი ......ან ეს პარიჟანკა??
მილიარდელიაო ...... ესაო...... ისაო და მაშ კადრებბში ვერ ერკვევაააა???
ეს პარიჟანკაც ამერიკელებმა დააანიშნინეეეს??.....ის ძველი ნაფრონტალი ხალხი გაუშვა და ეს დებილები დაიყენა გვერდით
მაშ კახიშვილის გადამალვა შეიძლებოდაააა??
და რამდენი კიდევ ასეთი??
ისე ეს ქალბატონი უკვე თავქვე დაეშვა--- დაგორდა......უკვე რამსები აერია .............................................აწი უარესებსაც იზამს, შეიძლება წყევლაზეც გადავიდეს.....