„სამარცხვინოა არა მარტო სააკაშვილის, არამედ იმ გარემოცვის ქმედებაც, რომელიც კამოს სუფრას მიუჯდა და კამოსთან ერთად მიირთმევენ იმას, რითაც კამო თავისი თავის გათავისუფლებას ცდილობდა“

„სამარცხვინოა არა მარტო სააკაშვილის, არამედ იმ გარემოცვის ქმედებაც, რომელიც კამოს სუფრას მიუჯდა და კამოსთან ერთად მიირთმევენ იმას, რითაც კამო თავისი თავის გათავისუფლებას ცდილობდა“

„სააკაშვილმა კამოს როლი აირჩია ციხიდან გათავისუფლებისთვის. ბოლშევიკების დროს, როდესაც კამომ ეგ როლი იკისრა, მაშინ ბოლშევიკებსაც კი უჭირდათ კამოსთან გაიგივება და მათაც არ უცდიათ კამოს გათავისუფლების მოთხოვნისთვის პეტიციები ეკეთებინათ, რადგან ყველა გრძნობდა, რომ გათავისუფლების ეს ფორმა სამარცხვინო იყო. ყველა დისტანცირდებოდა მისგან და კამო მარტო იბრძოდა საკუთარი თავის გათავისუფლებისთვის. საინტერესოა, ამ ნჯო-ებს რა ამოძრავებთ, ან კიდევ თინა ხიდაშელს რა ინტერესი აქვს, რომელიც მიშას გათავისუფლებაზე ლაპარაკობს?!“ - აცხადებს for.ge-სთან საუბარში „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

წინასაახალწლოდ გვესმის ერთი შეხედვით ჰუმანურად ნათქვამი ფრაზები, „რა იქნება, რომ ახალი წელი სააკაშვილის შეწყალებით დაიწყოს, ამით რამეს წავაგებთ“? სააკაშვილის ვაჟიც არ მალავს, რომ უცხოეთიდან უკვე ზეწოლა იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე და მიშას შეწყალებას მოითხოვენ, პარალელურად გააქტიურებულია პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძმა - ოთარ ზურაბიშვილი, ისიც ჰუმანურობის და ქვეყნის ღირსების მოტივით სააკაშვილის გადარჩენას მოითხოვს. ეს ყველაფერი შემთხვევითი დამთხვევებია, თუ მართლაც მზადდება ნიადაგი სააკაშვილის შესაწყალებლად?

- რა გზასაც დაადგა სააკაშვილი და მისი გარემოცვა მისი გათავისუფლების მიზნით, ასეთი სამარცხვინო და უღირსი ქმედებები არ უკადრია არც ერთ პატიმარს საქართველოს ისტორიაში, ამას მხოლოდ ბედკრული სააკაშვილი კადრულობს, დაწყებული იქიდან, რომ კამოს როლი აირჩია და თქვა, რომ დემენცია სჭირს, დამთავრებული იმით, რასაც მისი გარემოცვა ამტკიცებს, რომ დემენცია, ანუ ჭკუასუსტობა აწუხებს ადამიანს და ამ ნიადაგზე სურთ მისი გათავისუფლება. ბოლშევიკების დროს კამოს გარდა ეს არავის უკადრია. როდესაც კამომ ციხიდან გამოსვლისთვის ეგ როლი იკისრა და აირჩია, მაშინ ბოლშევიკებსაც კი უჭირდათ კამოსთან გაიგივება და მათაც არ უცდიათ კამოს გათავისუფლების მოთხოვნები და პეტიციები ეკეთებინათ, რადგან ყველა გრძნობდა, რომ გათავისუფლების ეს ფორმა სამარცხვინო იყო. მის ირგვლივ არავინ არ აიგივებდა თავს კამოსთან, ყველა დისტანცირდებოდა მისგან და კამო მარტო იბრძოდა საკუთარი თავის გათავისუფლებისთვის. საინტერესოა, ამ ე.წ. ნჯო-ებს რა ინტერესი ამოძრავებთ, ან კიდევ ამ დღეებში თინა ხიდაშელს ვუსმენდი, რომელიც მიშას გათავისუფლებაზე ლაპარაკობდა, რა გადაუხადეს ამის ფასი, რომ ბოლშევიკებზე უარესი როლი იკისრეს და ისინი უკრაინელი კამოს გათავისუფლებას ითხოვენ? საინტერესოა, რის საფუძველზე ითხოვენ მის გათავისუფლებას? სიმულაციის საფუძველზე, თუ იმის საფუძველზე, რომ რომელიმე პატიმარზე ნაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი? ვფიქრობ, სამარცხვინოა არა მარტო სააკაშვილის, არამედ იმ გარემოცვის ქმედებაც, რომელიც კამოს სუფრას მიუჯდა და კამოსთან ერთად მიირთმევენ იმას, რითაც კამო თავისი თავის გათავისუფლებას ცდილობდა.

ფიქრობთ, რომ ზუსტად იმ ადამიანებს დაემართათ მასობრივი დემენცია, ანუ მეხსიერების დაქვეითება, რომლებიც ერთ დროს სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდნენ და მას დიქტატორს უწოდებდნენ, ახლა კი მის გათავისუფლებას ითხოვენ?

- რა თქმა უნდა, სრულ ჭკუაზე მყოფი ადამიანი მიშას შეწყალებას მოითხოვს? მახსოვს ეს ადამიანები როგორ გამოდიოდნენ და იცავდნენ გირგვლიანის, ვაზაგაშვილების, რობაქიძის, ზერეკიძის და სხვათა უფლებებს და იძახდნენ, რომ სააკაშვილმა ეს ადამიანები მოკლა, აწამა. დღეს რა ნიშნით იძახიან, რომ ეს კამო უნდა გათავისუფლდეს, ჩემთვის გაუგებარია. თუ კამო უნდა გამოუშვან, მაშინ დანარჩენი პატიმრები რატომ უნდა ისხდნენ ციხეში? გაუგებარია, რა სტრატეგია აირჩიეს ერთ დროს სააკაშვილის რეჟიმის მოწინააღმდეგე ადამიანებმა. გასაგებია, რომ სააკაშვილის ოჯახმა საქართველოდან მოპარული ფულებით დაიქირავა ძვირადღირებული ლობისტური კომპანია და მათ ოფიციალურად და, ალბათ, არაოფიციალურადაც უხდიან ისეთ თანხებს, რომ იმ კომპანიას უღირს მიშას დაცვა, მაგრამ ესენი რას იღებენ ამისთანას, რომ ამას კადრულობენ, არ ვიცი.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ირგვლივაც ვიწროვდება წრე, მისი ძმაც მოითხოვს ჰუმანურობის გამოჩენას სააკაშვილის მიმართ, ამას ემატება დასავლეთისგან წამოსული კულუარული და არაკულუარული მითითებები მიშას მიმართ ჰუმანურობის გამოჩენის მოთხოვნით. ეს მოახდენს პრეზიდენტ ზურაბიშვილზე გავლენას? რამდენად მდგრადი აღმოჩნდება ზურაბიშვილი, როცა მისგან „ჰუმანურობას“ მოითხოვენ სააკაშვილის კონტექსტში?

- ვერაფერს ვიტყვი, პრეზიდენტი ზურაბიშვილი იმდენად გასულია მომსახურების ზონიდან და ისეთნაირად იქცევა, რომ მისი საქციელის ადეკვატურობაზე საუბარი გამიჭირდება. ის აღარ ექვემდებარება ლოგიკურ აზროვნებას, მაგრამ თავად ხელისუფლებამ გადასარევად იცის, რომ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება ბოლო წვეთი ქართული საზოგადოებისთვის და სანამ მიშა დატოვებს ციხის, ანუ საავადმყოფოს კარებს, მანამდე ხელისუფლებამ შეიძლება დატოვოს სავარძლები, თუკი ისინი ამაზე წავლენ.

სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებულებს არაფერი დავიწყებიათ. ისინი არ მალავენ, რომ მიშას გათავისუფლების შემთხვევაში ძველი იარები გაეხსნებათ და პასუხს მოსთხოვენ ამ ხელისუფლებას. არც შურისძიებაა გამორიცხული სააკაშვილის მიმართ. ამდენად, სააკაშვილის არჩევანია, უღირს კი ასეთი თავისუფლება უსაფრთხოების დათმობის სანაცვლოდ?

- სააკაშვილის უსაფრთხოებისთვის რა სჯობს, ნაკლებად საინტერესოა, რადგან თავად სააკაშვილს არასდროს აინტერესებდა, რა სჯობდა ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოსთვის. პირიქით, რაც საზიანო იყო, იმას აკეთებდა მუდამ, დღესაც იმავეს განაგრძობს თვითონაც და მისი გარემოცვაც, როგორ დააზიანონ საქართველო და ქართველი ხალხი, ამ როლიდან დღესაც ვერ გამოსულან. მთავარია, რომ ქართულ სახელმწიფოში აღსრულდეს ის, რასაც კანონი მოითხოვს. კანონი მოითხოვს მის პატიმრობას არა იმ სასჯელით, რომელიც მას აქვს მისჯილი, არამედ გაცილებით უფრო მაღალ სასჯელს, ნებისმიერი შეღავათი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს დანარჩენ პატიმრებზე, არ შეიძლება ეხებოდეს სააკაშვილს, რადგან თითოეულ პატიმარს ჩადენილი აქვს კონკრეტული პირის, ან კონკრეტული ოჯახის წინააღმდეგ დანაშაული, სააკაშვილი კი რასაც ჩადიოდა, ეს იყო სრულიად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ასეთი დანაშაულების მიტევება წარმოუდგენელია მაშინ, როდესაც ბოდიშიც კი არ მოუხდია. მისი დემენცია თუ რამეში გამოიხატება, ეს გამოიხატება იმაში, რომ ვერც გრძნობს, რა დააშავა ქართული სახელმწიფოს წინაშე. ამის გამო მთელი ცხოვრება ბოდიშს უნდა იხდიდეს, გათავისუფლებას კი არ უნდა ითხოვდეს, პირიქით, მადლობელი უნდა იყოს, რომ მიეცა საშუალება, რაღაც დოზით პასუხი აგოს საკუთარ დანაშაულებზე.

არიან ადამიანები, რომელთაც სააკაშვილის ახლანდელი მდგომარეობა ლიტვინენკოს აღსასრულს მიამსგავსეს. მათთვის ის არის პოლონიუმით მოწამლული პუტინის პირადი ტყვე. ეს იმუშავებს დასავლეთზე, რომ „დემოკრატიის შუქურა“ ახლა თურმე პუტინის ტყვედ არის ქცეული?

- კარგით რა, პუტინის პირადი ტყვე როგორაა, როცა პუტინს მისცა საქართველოს 20%, მთელი სტრატეგიული ობიექტები, სიტყვით ერთს აკეთებდა და საქმით მეორეს, მთელი მისი ცხრაწლიანი პოლიტიკა რუსეთის მონურ მორჩილებას და მონურ მსახურებას ასახავდა. იმ ომში ჩართვაც, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ომი იყო, არ იყო მისი დემენციით გამოწვეული, დარწმუნებული ვარ, ეს იყო მისი მიზანმიმართული ქმედება. თუკი დემენცია სჭირდა, რას მიდიოდა პრეზიდენტად?! მისი გარემოცვა მაშინვე რატომ არ იძახდა, დემენცია სჭირსო? დაიჭირეს და მეორე დღეს დაემართა დემენცია? ქვეყნის გაუბედურების უფლება ვინ მისცა? ან რისთვის მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომ თურმე საქართველომ დაიწყო ომი და მძინარე ცხინვალი დაბომბა კასეტური ბომბებით, რომელიც გაეროს მიერ არის აკრძალული? თუ მას დემენცია სჭირდა, მის გარემოცვასაც დემენცია სჭირდა, ვინც ასეთ რეზოლუციებზე აწერდა ხელს?

სწრაფად პროგრესირებადი დემენცია, შესაძლოა, ფსევდოდემენციაც, ტუბერკულოზის ნიშნები, 30 კილოს დაკლება, - ეს სააკაშვილის დაავადებების არასრული ჩამონათვალია. გავრცელებული ვიდეოკადრების შემდეგ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, ის სერიოზული ავადმყოფია?

- კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული კაცს მაგ მიზნით, რომ დაეკლო. ელისო კილაძემ რომ დაიკლო, წამების ქვეშაა? ასე იკეთებენ ოპერაციას და წონაში იკლებენ, თუკი ამის სურვილი აქვთ. უბრალოდ, რატომღაც ეს დაამთხვია საქართველოში ჩამოსვლას, ერთი თვით ადრე გაუკეთებია ეს ოპერაცია. მაგ დროს 60-70-80 კილოსაც იკლებენ ადამიანები, წონას გააჩნია. მაგრამ წონის კორექციის გამო მისი გათავისუფლება რომ მოითხოვოს ვიღაცამ, ეს შეუძლებელია. ამ ადამიანებს სჭირთ დემენცია.

ცალკეული სასულიერო პირები ამბობენ, რომ არაფერი შემთხვევით არ ხდება, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ბევრი ადამიანი გაწამდა, მაგრამ შურისძიება ქრისტიანული სათნოება არაა. შეიძლება შურისძიებად და ქრისტიანობისთვის არასათნო ქმედებად ჩაითვალოს პატიმრობა?

- შურისძიება სად არის? შურისძიებაა სამართლის აღსრულება? შურისძიებაა სასამართლოს განაჩენი? თუ ეს შურისძიებაა, მაშინ 9200 კაცია ახლა შურისძიების ქვეშ და გამოვუშვათ საპატიმროებიდან. შურისძიება იქნებოდა სასამართლოს, პროკურატურის და ყოველგვარი გასამართლების გარეშე ლინჩის წესით ადამიანის დასჯა. როდესაც სასამართლოს წესით დადგენილი განაჩენი არსებობს, რომელ შურისძიებაზეა საუბარი?!

merab ათასობით მნახველი შედის, თან საავადმყოფოში. როდის აწამებენ? მნახველსა და შემდეგ მნახველს დროს? რა სისულელეა! დროზე დააბრუნოს ხელისუფლებამ ციხეში ეგ გარეწარი და აღძრას საქმე ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე, სახელმწიფო ქონების და სახსრების მითვისებაზე. ვერ შეაწმინდავს ოცნება პრეზიდენტს ხელს. თუ არ იმოქმედებს, ბუდეა და პასუხს აგებს.
1 წლის უკან
merab დროს მაგივრად შორის
1 წლის უკან
ცუგო- ადმინ. გთხოვთ ეს წერილი დიდხანს არ აიღოთ... კამოს მენიუ გლიჯავს! მაგარია!
1 წლის უკან