მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა და ოჯახი ექს-პრეზიდენტის ციხიდან დახსნის მოტივით ახალ გეგმაზე გადავიდა. ყველა ხერხის და მეთოდის გამოყენების შემდეგ, მათ ახალი შეთქმულების თეორია წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს პუტინის დავალებით წამლავენ. თუმცა სააკაშვილი, არაერთი მცდელობის მიუხედავად, უარს ამბობს ანალიზებზე, რათა დადგინდეს, არის თუ არა ის რელურად მოწამლული. ამ ლეგენდის უფრო გასამყარებლად სააკაშვილის ოჯახი ლობისტების მეშვეობით დასავლურ მედიაში სტატიებს და სიუჟეტებს უკვეთავს და პროპაგანდისტურ სქემაში ცნობილ რუს ბლოგერს და პუტინის კრიტიკოსს მარკ ფეიგინს რთავს. სააკაშვილის წერილის საპასუხოდ, თითქოს ის მოწამლეს, ბლოგერი ამბობს, რომ აქვს გეგმა სააკაშვილის დასახმარებლად, თუმცა ჯერ საქართველოს ხელისუფლების რეაქციას დაელოდება.
„მიხეილ სააკაშვილის წერილის საფუძველზე, რომელიც გუშინ გადმომცეს, და ასევე მისი მოწამვლის შესახებ ტოქსიკოლოგის დასკვნასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს მიხეილის დახმარების გეგმა, მაგრამ ჯერ დაველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას. თუ არაფერი არ მოხდა, მაშინ დავიწყებთ მოქმედებას. მაგრამ! ამ გეგმის განხორციელებაში აუცილებელი იქნება მონაწილეობა მიიღოს ყველამ“, - წერს ფეიგინი ტვიტერზე.
სანამ სპეციალისტები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ მსჯელობენ, ცნობილი ხდება, რომ ამერიკელი ფსიქიატრი ერიკ გოლდ სმიტი მიხეილ სააკაშვილის გარდა, კიდევ ერთ ხმაურიან საქმეში ფიგურირებს. ნიუ-იორკის სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა ამერიკელი ექსპერტის დასკვნა რიჩარდ ჩიჩაკლის საქმეზე, რომელსაც ამერიკის მთავრობა იარაღით ვაჭრობაში მსჯავრდებულ ვიქტორ ბუტის თანამზრახველად ასახელებს. პატიმარს იქაც ორი ფსიქიატრი დაუქირავეს, მათ შორის ერიკ გოლდსმიტი, რომელმაც დაასკვნა, რომ ჩიჩაკლი ადეკვატურად არ აფასებდა თავის ქმედებებს ფსიქიკური აშლილობის გამო, მეორე ექსპერტი კი საპირისპიროს ამტკიცებდა. მოსამართლე უილიამ ფილდმა ყურადღება გაამახვილა გოლდსმიტის გულუბრყვილობაზე, რომელიც თავის შეფასებაში, სავარაუდოდ, ზედმეტად ეყრდნობოდა მხოლოდ დაპატიმრებული ჩიჩაკლის ქალიშვილის მოსაზრებებს. ამიტომ სააკაშვილის ჯამრთელობის საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებები შესაძლოა ეჭქვეშ დადგეს.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ყველა ხერხის გამოყნების მიუხედავად, სააკაშვილის გარემოცვამ ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ აიძულა, რომ დათმობაზე წავიდეს, ამიტომაც ახალი ტაქტიკა შეიმუშავეს, რომლითაც დასავლული საზოგადოების ინტერეს უფრო ადვილად მიიპყრობენ.
„სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ კარგად იცის, რომ ახლა პუტინის გარშემო მთელს მსოფლიოში ძალიან დიდი უარყოფითი აურაა შექმნილი, ამიტომ ყველა ხერხის გამოყენების შემდეგ, რომელმაც არ გაჭრა, ეს ვარიანტი გადაწყვიტეს. ამ თემას ჩაეჭიდნენ და მის კულტივაციას სხვადასხვა ვარიაციებში დაიწყებენ. ამ კამპანიაში ჩართეს ფეიგინი, დიმიტრი გოლდონი, მიხეილ ხადარკოვსკი, რომლებიც მსოფლიოში გარკვეული აზრის შემქმნელები არიან. მათ თავიანთი ხელმომწერები, ფართო აუდიტორია ჰყავთ, ცნობილები არიან, როგორც უფლებადამცველები და პუტინის რეჟიმს გამოქცეული ხალხი. უკრაინაში, მაგალითად, ფეიგინს დიდი აუდიტორია ჰყავს. არესტოვიჩია ხოლმე მისი ხშირი სტუმარი. ფეიგინი ამბობს, რომ მათ მიშას გამოსახსნელად კონკრეტული გეგმა აქვთ, მაგრამ ამაში ყველა უნდა ჩაერთოს. ამ ყველაში, რა თქმა უნდა, გულისხმობს უკრაინას, ზელენსკის და გამორიცხული არაა, სხვა გეგმა ჰქონდეთ.
ახლა სააკაშვილს რაც სჭირდება ისაა, რომ საერთაშორისო რეაქციები კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს. თუ არ ჩავთვლით ევროპარლამენტარებს და მედიაში გასულ რამდენიმე დაკვეთილ სტატიას, დიდი კამპანია მაინც ვერ ააგორეს. ამიტომაც ერთ-ერთი გზა სწორედ საერთაშორისო აზრის მობილიზებაზე გადის. ალბათ, ნახეთ ცალკეული ევროპარლამენტარის მცდელობები, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიაბან. რამდენად გამოუვათ, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ მცდელობა იქნება“,-აცხადებს ანჯაფარიძე.
შესაძლოა თუ არა დასავლეთის მხრიდან სააკაშვილის გასათავისუფლებლად ზეწოლა საქართველოს პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილზე გაძლიერდეს და სწორედ მის რეზიდენციასთან დაწყებული აქციები ამის წინაპირობა იყოს? - ანჯაფარიძე ამბობს, რომ, როგორც ჩანს, ერთ-ერთ გეგმად ესეც განიხილება.
„რა თქმა უნდა, ერთ-ერთი წამყვანი როლი ამ კამპანიაში სალომე ზურაბიშვილს აქვს. როგორც ვხედავთ, ზურაბიშვილზე ზემოქმედების ტალღაა დაწყებული. რამდენი წერილებიც არ უნდა წერონ და რეზოლუციებიც არ უნდა მიიღონ, ამ ყველაფერს მაინც სარეკომენდაციო სახე აქვს. მაინც საქართველოს ხელისუფლების ნებაა საჭირო იმისთვის, რომ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს. ნუ, აქ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება თუ ზურაბიშვილის შეწყალება.
ზურაბიშვილს ხელში შეწყალების სახით რეალური ბერკეტი აქვს. თუმცა აქ არის ერთი გარემოებაც, რომ სააკაშვილს ყველა საქმეზე განაჩენი დამდგარი არ არის. ამიტომ ზურაბიშვილის შეწყალებაც ნაწილობრივი სახის იქნება და ის ციხეს მაინც ვერ დატოვებს, თუმცა მისჯილი წლები შეუმცირდება. როგორც ჩანს, ესეც მათთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვფიქრობ ზურაბიშვილი ორ ცეცხლ შუა იმყოფება. ერთი მხრივ, უნდა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კარიერა ევროპაში გააგრძელოს, ამიტომ მას ამისთვის რაღაცა პოლიტიკური დივიდენდების დაგროვება სჭირდება. მეორე მხრივ, მას არ სურს ქართველი ხალხის გაღიზიანება და მძიმე დამღად მის კარიერას ეს ფაქტი დააჩნდეს“, - ამბობს ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი ამბობს, რომ დასავლეთში არიან პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები, თუმცა არსებობენ რიგითი მოდერატორები, რომლებიც ამ ომის პარტიის უბრალო ხელის ბიჭებად იქცნენ. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ამ პირების დესანტი, საქართველოს წინააღმდეგ თვალსაჩინოდ ევროპარლამენტარების სახით ჩანს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ყოველდღიურ რეჟიმში თავს ესხმიან.
„საქართველოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციის და სასამართლოს უზენაესობის ეჭვის ქვეშ დაყენება არ ხდება გერმანიის კანცლერისგან, საფრანგეთის პრეზიდენტისგან, იტალიის პრემიერ-მინისტრისგან, უნგრეთის პრემიერისგან და სხვა გავლენიანი ლიდერებისგან. თუმცა რამდენიმე აგენტოკრატი, რომლებიც ევროპარლამენტში არიან, ამ მავნებლობას არ ეშვებიან. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენს ხელისუფლებაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ. ვხედავთ, რა დონის ომი მიდის და რა სახის ბრძოლაშია ქვეყანა ჩართული. არ არის გამორიცხული, რომ ეს ევროპარლამენტარები ამ ყველაფერს უსასყიდლოდ არ აკეთებენ, მით უმეტეს ევროპარლამენტში ატეხილ კორუფციული სკანდალის მერე.
ამიტომ ესენი თუ ცდილობენ, რომ რიგითი ევროპარლამენტარების, ე.წ. ექსპერტების თუ მაკკენის ინსტიტუტის რაღაცა პოზიციებით ჩვენი სახელმწიფოებრიობა ეჭვის ქვეშ დააყენონ, ძალიან ცდებიან. სააკაშვილი უამრავი მათი საერთო პროექტის მონაწილეა და უნდათ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანონ. სააკაშვილი, რომელიც არამდგრადი ფსიქიკის მქონეა და ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელია, მათთვის საშიში გახდა. დასავლელ პოლიტიკოსთა ჯგუფს მისი ციხეში ყოფნა აღარ აწყობს. სააკაშვილი უკვე მათთვის ხიფათს წარმოადგენს, მათ არ აქვთ გარანტიები, რომ ადრე თუ გვიან, ის ამ ყველაფერზე არ ალაპარაკდება. დაიწყო სპეცოპერაცია არა მიშას, არამედ საკუთარი თავების გადასარჩენად. ახალი ნარატივი შემოაგდეს, რომ სააკაშვილს ვითომ პუტინის დავალებით წამლავენ“, - ამბობს ქართველიშვილი.
მაგალითი
26 მაისის დარბევის მერე ნაცების ხელისუფლებამ ძაალიან ძალიან რომ გადაიჯვეს თავზე, დარბევის მეთოდებზე და ხალხის სიკვდილზე დასავლეთი ვითომდა ერთხმად რომ აღშფოთდა(ლაითად მაგრამ მაინც) მაშინ ამერიკის ელჩმა ვინუჟდენზე, იმიჯის შესანარჩუნებლად (ბასი იყო მგონი), სააკაშვილს დემოკრატიული ნორმების დარღვევაზე ზრდილობის გამო, ვიმეორებ ზრდილობის გამო, პატარა, ლაითი შენიშვნა მისცა (დაჟე არც კი საყვედური).----------..ცოტა(ცოტათიო) ნორმებს გადახვედითო ...
პასუხად კიდევ მიშამ--- არც აცია და არც აცხელა---- ეგრევე პასუხი გლიჯა ---- მე რა შუაში ვარ, ამ მიტინგის დაშლას შინაგან საქმეთა სამინისტროდან თქვენი ხალხი ხელმძღვანელობდა, თქვენი ხალხი იჯდა იქ, ეგ იმათი გაკეთებულია, მე რა შუაში ვააარო............ეგრევე ჩაუშვა ამერიკელები .
იმის მერე ბასს ეგ მიტინგი საერთოდ აღარ უხსენებია(არადა მე მაშინ ბეწვზე ვარ გადარჩენილი)
და რამდენი მაგისთანები???????
ქართველი ხალხის მორალურად და სულიერად გატეხვის მიზნით, ქუჩაში დემონსტრაციულად ხალხის ხოცვის მეთოდები ...იმათი მითითებებით იყო.
ციხეებში ხალხის ხოცვა წამება ეგეც მაგათი იყო .....აქაური გუანტანამო მაგათი შექმნილია
გლდანის ეგკლესიის დანგრევა და საერთოდ საპატრიარქოზე შეტევა მაგათი მოთხოვნით იყო
განათლების სისტემის მიზანმიმართული განადგურებაც მაგათი მოთხოვნა იყო
სასჯელის შეკრებითობის კანონიც მაგათი იყო
კიდევ ბევრი მასეთი....ვინ ჩამოთვლის....
მოკლედ მაგათ გრეხები აქვთ ჩვენს წინაშეეეეეეეეეეეეე............ კაცი ვერ დაითვლის...ვერც მისისიპი ჩამორეცხავთ მაგათ ნამუსს და ვერც ......... მტკვარი ტემ ბოლე რო მაგათ ნამუსი საერთოდ არ გაააჩნიათ!!!!!!!!!!!!!!!!!!
და კიდევ.............. მეგობარიო.
~ ღმერთო დაგვიფარე მაგათნაირი მეგობრებისაგან . და საერთოდ მაგათ სიტყვა მეგობარის მნიშვნელობა კი არა, დაჟე საერთოდ მეგობრის მცნებაც კი არ იციან,.... მცნებაც და ეგენი რა ჩვენი მეგობრები არიან?? მაგათ თავიააანრი ისტორიიდან იციან მხოლოდ სიტყვა მონის მნიშვნელობა და ვასალის.... ვსოოო... ეგააა მაგათი ბაგაჟი
ჩვენი იუზერი ვასო ამბობდა ხოლმე----------------- ცოტნეს ქველობა მონგოლმაც კი დაააფასა, იმათაც რაღაც ფასეულობები ააქვთ და ესენი საერთოდ ვინ არიან, რა ფასეულობები აააქვთო??? ეგრეა ამათი ფასეულობა ისააა .............. ბილეთი შენი ნაყიდია, შენ უნდა იჯდეო
ცეერუს უფროსი რომ ჩამოვიდა აქ 2012 წელს ზუსტად მაგისთანა ფანდარასტობების მოსაგვარებლად იყო აქ ჩამოსული.
პანკისის ამბავი, (რუსები ატრაკებდნენ მაშინ ძააან),..... ნარკოტიკები რომ დაიჭირეს აქ, სახალხოდ დიდი რაოდენობით და მესამე იარაღის კონტრაბანდაზე --- ამერიკელების იარაღი ,,ფეჩიდან გუშინ გამოსული,, აავღანელებთან რომ აღმოჩნდა...
მაშინ მაგარი ამბები რომ არ ყოფილიყო ცეერუს უროსი ლიჩნად არ ჩამოვიდოდა აქ, ცეერუს უფროსი ესე ჰაი--- ჰარალოზე არ დადის
ცეერუს უფროსი ისტორიაში საქართველოში მეორედ ჩამოვიდა--- პირველად რუსებმა რომ ვუდფორდი მოუკლეს მაშინ იყო
ამ თემებზე ჩვენი ამერიკელი როა---- სილვერმანი--ის წერდა ხოლმე ბევრს ...ეხლა ნორვეგიელი როა (როგორ გახდა ნორვეგიელი ეგ ცალკე თემააა)
ხოოოდა ხალხნო წარმოიდგინეთ ..... ჩვენ რომ ამდენი ვიცით, მიშას რამდენი-ღა ეცოდინება?? უთვალავი!!!!!!!!!!
ჰოოოდა იმიტომაც დასტრიალებენ გარშემო, იქნება როგორმე გადარჩნენ, თორე მიშა მაგათ ნამუსს არ შეუნახავთ --- 26 მაისივით ეგრევე დააამღერებს ყველაფერს... კამოსავით არ გაჩუმდება და არც კიდე ქაქს არ შესჭამს
ჰოოდა ეშინოდეთ მაგის პატრონებს............
აი ზუსტად ამას ვამბობ მეც ---წასვლისას გამოუშვებს, შეიწყალებს