„სასამართლო პროცესზე სააკაშვილი სპეციალურად გიჟივით თმებგაჩეჩილი და პირგაუპარსავი, დაუბანელი და აქოთებული რომ გამოვიდა, ეს იყო ნორმალური? ვითომ უცხოელი ექსპერტიც რომ გამოიყვანეს მის დასაცავად, ფრჩხილები აქვს დასაჭრელიო, სირცხვილი არ არის? რატომაა ასე გამორჩეული პატიმარი, ნუთუ იმიტომ, რომ ამდენი მძიმე და სასტიკი დანაშაული აქვს ჩადენილი?! ნურავინ იფიქრებს მის შეწყალებას, ჩვენ, გამწარებული და განადგურებული ხალხი, არ ვართ ცოტა, ჩვენ არ დავთმობთ და პასუხს მიიღებენ ამის გამო“, - აცხადებს სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩაცხრილული პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი for.ge-სთან საუბარში.
სააკაშვილის შეწყალებას 600-მდე ქალი ითხოვს. როგორ ფიქრობთ, უნდა დაეკითხონ თუ არა ეს ქალბატონები საკუთარ აზრს დაზარალებულებს, მათ შორის, თქვენც, ვისზეც უშუალოდ გადაიარა იმ რეჟიმმა და, რომლის ძმაც-გია კრიალაშვილი შეეწირა ე.წ. მუხროვანის ამბოხს? სააკაშვილის შეწყალება ის იშვიათი გამონაკლისი ხომ არ არის, როცა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უნდა დაარღვიოს კანონი პატიმართა ერთპიროვნულად შეწყალების შესახებ და დაზარალებულებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება?
- რა თქმა უნდა, დაზარალებულებს უნდა დაგვეკითხონ ეს ქალბატონები, ასევე უნდა დაგვეკითხოს ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში, მე პირადად ვიბრძოლე და ვიშრომე მაგისთვის, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო ქალბატონი ზურაბიშვილი, ამიტომ ჩვენგან უნდა მიიღოს თანხმობა, ჩვენი აზრი გაითვალისწინოს, ჩვენ გვსურს თუ არა სააკაშვილის შეწყალება. იმ ქალბატონებმა კი, რომლებმაც სააკაშვილის შეწყალების თხოვნას მოაწერეს ხელი, ჯერ თავის თავზე იწვნიონ, შვილის დაკარგვა რა არის და მერე მოსთხოვონ დამნაშავის შეწყალება პრეზიდენტს. ძალიან არ მოსწონს ჩემს შვილს, როცა ამას ვლაპარაკობ, მაგრამ მე ასეთნაირად ვფიქრობ. სააკაშვილი არანაირი მოწამლული არ არის და არც არასდროს ყოფილა მოწამლული, თვითონ ეგ წამლავდა და კლავდა ხალხს, თორემ მაგას არავინ არ კლავს. უბრალოდ, ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე თავი დააღწიოს სასჯელს. ის კი არ უნდა იყოს კლინიკაში წამოგორებული, არამედ ზუსტად იმავე პირობებში უნდა იყოს, როგორშიც ამყოფებდა პატიმრებს. მერე რა, რომ პრეზიდენტი იყო, სხვა ქვეყნებსაც ჰყავდათ პრეზიდენტები, მაგრამ ძალიან ბევრი პრეზიდენტი ციხეში იხდის სასჯელს. რასაც სააკაშვილი აკეთებს ციხეში, ეს სიმულაციაა. წონაში დაიკლოო, ჩემი თანამშრომელი იმ სისქე გოგო იყო, კუჭის რეზექცია გაიკეთა და საგრძნობლად დაიკლო. ის დემენციაც, მეხსიერების დარღვევა და ფსიქიკური აშლილობა ცხრა წელი ჰქონდა მაგას, ჩვენ, ხალხი ვართ მოსაკლავი, რომ ცხრა წელი ეგ ავიტანეთ და მაგას ვუყურეთ, მაგრამ ვინც პროტესტს გამოთქვამდა, ყველას კლავდა. დღეს კი ჩვენი ხელისუფლება ჰუმანურია ნაცების მიმართ, ვინც კი ნაცებს რამე აწყენინა, ყველა დაიჭირეს. როგორ, დასაჭერები არ არიან ხოშტარია და დანარჩენები?
სტრასბურგის განაჩენების შემდეგ, როცა სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილი არაერთი დანაშაული გამოვლინდა, დასავლეთი მაინც ჯიუტად ცდილობს, გაამართლოს სააკაშვილი და დაიხსნას ციხიდან. რით აიხსნება ეს ფაქტი?
- არ ვფიქრობ, ევროპარლამენტარების უმრავლესობა ითხოვდეს მიშას შეწყალებას, ამას ითხოვენ მისი ლობისტები, ვისზეც უამრავი თანხა აქვთ გადახდილი. რად მინდა ისეთი დასავლეთი, რომელიც მიშას „დემოკრატიის შუქურას“ ეძახდა, ამ ხელისუფლებას კი ტირან-დესპოტებს ეძახის?! როგორც მოლაშვილი აწამეს, ასე აწამეს მიშა? იმ დღეს გიჟივით სპეციალურად თმებაჩეჩილი და პირგაუპარსავი, დაუბანელი და აქოთებული რომ გამოვიდა სასამართლო პროცესზე, ეს იყო ნორმალური? ვითომ უცხოელი ექსპერტიც რომ გამოვიდა მის დასაცავად, ფრჩხილები აქვს დასაჭრელიო, სირცხვილი არ არის? ან დედამისი ვერ მიხედავს, თუ ფრჩხილები აქვს მოსაჭრელი? 1300 ვიზიტორი რომ ჰყავს წელიწადში, როგორც ვიცი, პატიმარს წელიწადში სამჯერ აქვს პაემნის უფლება, ეს რატომაა ასე გამორჩეული პატიმარი? ნუთუ იმიტომ, რომ ამდენი მძიმე და სასტიკი დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე? ნურავინ იფიქრებს, რომ მიშა შეიწყალოს. ოდნავადაც კი, თუკი სააკაშვილს შეუმსუბუქდება თავისი მდგომარეობა და მისი შეწყალება მოუნდებათ, ჩვენ, გამწარებული და განადგურებული ხალხი, არ ვართ ცოტა, ჩვენც არ დავთმობთ და პასუხს მიიღებენ ამის გამო. უკვე დავიღალეთ, ათი წლის თავზე მიშას ძახილით, მიშა როგორ დაწვა, მიშამ რა ჭამა, მიშამ ფეხი როგორ გაიქნია... წაიყვანონ ციხის საკანში, იქ იჯდეს და დამთავრდება მიშაზე საუბარი.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ძმა - გია კრიალაშვილი უშუალოდ არ იმყოფებოდა აგვისტოს ომის დროს და ქართველების დასახმარებლად როცა ჩამოვიდა, ნაცებს ეს ომი უკვე დამთავრებული ჰქონდათ, მაინც გია კრიალაშვილის დასჯა გადაწყვიტეს. ეს იმით აიხსნება, რომ ის ჯარში ავტორიტეტი იყო და მან ბევრი რამ იცოდა მეომარი ბიჭებისგან, რაც აგვისტოს ომში იმ ხელისუფლებამ ჩაიდინა?
- უშუალოდ აგვისტოს ომში გია არ იმყოფებოდა, მაგრამ ჩამოვიდა საქართველოში და ცხინვალის რეგიონიდან ცხედრები გამოიტანა. ცხადია, მისი დასჯის მიზეზიც ეს იყო, რადგან გია ბევრ ინფორმაციას ფლობდა, ეს მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე. ისეთ ინფორმაციებს ფლობდა, რაც არ აწყობდა მაშინდელ ხელისუფლებას.
ფაქტია ისიც, რომ 26 მაისის აღლუმისთვის როცა ემზადებოდა სააკაშვილი, ჯარში უარყოფითი განწყობა იყო, რადგან აგვისტოს ომგამოვლილ მეომრებს არ ეზეიმებოდათ.
- დიახ, სააკაშვილი აღლუმისთვის ემზადებოდა ომის შემდეგ, თანაც, მომიტინგეთა დარბევა სურდა. მოგეხსენებათ, მაშინ კარვების ქალაქი იყო თბილისი. სამხედროებმა, რეინჯერების ბატალიონმა მაშინ გამოთქვეს პროტესტი, აღლუმზე გასვლა არ უნდოდათ, რადგან ძალიან ბევრი ახლობელი, თანამებრძოლი დაეღუპათ აგვისტოს ომში. სულ არ ეზეიმებოდათ და, თანაც, უარი თქვეს ხალხის დარბევაზე. ამას მოჰყვა მიშას სპექტაკლი მუხროვანის ე.წ. ამბოხის თაობაზე.
თქვენ დღესაც ეროვნულ გვარდიაში მუშაობთ. იმ პერიოდში რეალურად ამბოხის განწყობა იყო ჯარში? ან მაინცდამაინც მუხროვანი რატომ ამოიღეს მიზანში?
- ზუსტად მუხროვანის ნაწილში დადგა მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს სპექტაკლი. თანაც, გიას მართლაც ჰქონდა ადრე ე.წ. მუხროვანის ამბოხი ჩატარებული ბატონი ედუარდის დროს, როდესაც წელიწადნახევარი ხელფასები გაყინული იყო ჯარში და სამხედროები, რიგითები თოვლში შლოპანცებით დადიოდნენ. არ იყო მაშინ საკვები, მშივრები ჰყავდათ ოჯახის წევრები. გია სამხედროებს ნებას რთავდა, სახლში თითო პური მაინც წაეღოთ და თავისი ხარჯებით ყიდულობდა სამხედროებისთვის საკვებს, როგორც მაშინდელი მეთაური.
მაგრამ შევარდნაძისდროინდელი მუხროვანის „ამბოხი“ არ ყოფილა გადატრიალება, ეს იყო სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნა სამხედროებისთვის.
- დიახ, იქ სოციალურ პირობებზე იყო საუბარი. უბრალოდ, ყოველთვის სხვის გამო ეწირებოდა გია. ოფიცერი გარდაგვეცვალა ტუბერკულოზით, რომელიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, საკვები აკლდა იმ ბავშვს, 29-30 წლის იყო მაშინ. ეს გახდა საბაბი, რომ გიამ მუხროვანის ამბები მოაწყო და სოციალური მოთხოვნები წამოაყენა. შესაძლოა, ბევრი უარყოფითი ჰქონდა ედუარდს, მაგრამ მიშას არც შევადრი, ედუარდი იყო გაბედული და ვაჟკაცი ადამიანი, სააკაშვილს კი კაცობის არაფერი აქვს. ეს არის ერთი მხდალი, ლაჩარი პიროვნება, რომელიც პატარა ბავშვივით ღნავის და დედას ითხოვს ლუქს პალატაში, სადაც კოტრიალობს. მუხროვანში მობრძანდა ბატონი ედუარდი, მეც იქ ვიყავი, დაცვასთან ერთად ამოვიდა, დაილაპარაკეს და გიამ აუხსნა, რომ სოციალური პირობები ძალიან მძიმე იყო. ბატონმა ედუარდმა უთხრა, დატოვეთ დისლოკაციის ადგილი და ყველაფერი მოწესრიგდებაო. გია გაუშვა უკრაინა-მოლდავეთის ატაშედ და ხელფასებიც მოაწესრიგა ჯარში და კვებაც.
ამით შევარდნაძემ გია დააწინაურა, თუ ჩამოაშორა ჯარს?
- საქართველოს ჩამოაშორა და გაუშვა უკრაინაში. გია იქაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, უკრაინაში ყველა ქვეყნის ელჩთან ჰქონდა კავშირი.
ხშირად ახსენებენ მერაბიშვილის „ისტორიულ ფრაზას“ – „ორი გვამი მინდა“, მერაბიშვილს ზუსტად ჰქონდა გათვლილი, თუ ვის მოიაზრებდა ორ გვამში, გია კრიალაშვილს და კობა ოთანაძეს?
- რა თქმა უნდა, ამ ორ გვამში პირველი გია უნდა ყოფილიყო, რადგან მერაბიშვილიც კარგად იცნობდა გიას, გივი თარგამაძეც და ყველაც, იცოდნენ გიას ავტორიტეტი, გიას განწყობა მათ მიმართ, რადგან გია საქართველოში რომ ჩამოდიოდა, ყოველთვის წუხდა ხალხზე და ყოველთვის ამბობდა, ძალიან ცუდ დღეშია ხალხი და არჩევნებით როგორმე სააკაშვილის ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო. კარვები რომ იყო გაშლილი, ისიც კი უთქვამს, გვეყოფა, ბანანების სახელმწიფო ხომ არ ვართო. ეს იმას ნიშნავს, რომ გადატრიალება არანაირად არ იყო მის ინტერესში.
შევარდნაძისდროინდელ მუხროვანის ამბებში რომ არ ეაქტიურა, ალბათ, არც გაახსენდებოდათ გია კრიალაშვილის დაკავშირება სააკაშვილის დროინდელ ე.წ. მუხროვანის ამბოხთან?
- დიახ, ეს ასე იყო. გადატრიალების მცდელობები ძალიან ბევრი ჰქონდა წინა ხელისუფლებას ამ ხელისუფლების დროს, მაგრამ რატომღაც დღემდე დაუსჯელები დადიან. სწორედ ეს არის ამ ხელისუფლების მინუსი, რომ ეს მკვლელები, სამშობლოს მტრები, ხალხთმოძულეები ჯერ კიდევ გარეთ დადიან დასავლეთის დირექტივით.
მერაბიშვილმა მაინც მოიხადა სასჯელი და, როდესაც პარალელებზეა საუბარი, მერაბიშვილმა, ახალაიამ უფრო ნორმალურად გაძლეს ციხეში. ამის მიუხედავად, თქვენ გაქვთ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მერაბიშვილთან მიმართებით.
- განსხვავებით მიშასგან, მერაბიშვილი, ახალაია, ნაძირალა გვარამიაც კი ნორმალურად იხდის სასჯელს, მაგრამ მერაბიშვილს ჩემი ძმის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხი არ უგია. ძალიან გული მწყდება, რადგან გიას დაცხრილვა იყო შეკვეთილი მკვლელობა, რის გამოც მერაბიშვილს პასუხი უნდა ეგო. უფრო მეტიც, გია კრიალაშვილის მოკვლის შემდეგ დიდი ოდენობით პრემიებიც გასცა მკვლელებზე. გული მწყდება ჩვენს პროკურატურაზე ამის გამოც, მაგრამ პროკურატურაც, ეტყობა, ვერაფერს აკეთებს, თუ არ იქნება ხელისუფლების ნება. საქმე კვლავ თაროზეა შემოდებული. გიას გამო არავინ დასჯილა, ისე ჩაიარა ამ ამბავმა, ვითომ ჩიტი მოკლეს და არა ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა საქართველოსთვის.
გია სახლიდან გაიტყუეს. ახლა თუ დაადგინეთ იმ ადამიანის ვინაობა, ვინც გაიტყუა?
- დღესაც არ ვიცით, ვინ იყო ის ადამიანი. ვიცი, რომ ვიღაცამ დარეკა. ისიც კი არ მჯეროდა, რომ გია იმ ტრაგიკულ ადგილას იყო. როგორც გავიგე, გია მართლაც ყოფილა მუხროვანში არა იმის გამო, რომ გადატრიალება მოეხდინა, არამედ დაურეკავთ და უთხოვიათ, ბატალიონი დაუმორჩილებლობას აცხადებს და რამე რომ არ მოხდეს და ბიჭები არ დაიღუპონ, იქნებ, ამოხვიდე და ჩააწყნაროო.
მერაბიშვილის მიერ მოთხოვნილი „მეორე გვამი“ - კობა ოთანაძე სასწაულებრივად გადარჩა.
- კობაც გადარჩა და ლევან ამირიძეც. კობას გულზე მიბჯენით აქვს ნასროლი და აცდენილია. ყველაზე დიდი სიმწარე კიდევ ისაა, რომ გადმოუგდიათ გარდაცვლილი გია „მარშრუტკიდან“, წიხლებით შემდგარა სპეცრაზმი, რათა ეამებინათ თავიანთი ბოსებისთვის. არადა, ისინი ისხდნენ მარშრუტკაში, თბილისისკენ მოდიოდნენ, ოთხი სპეცრაზმელი მარშრუტკაში იმყოფებოდა ტომრების ქვეშ დამალული, ზევიდან კარტოფილი და რაღაცები ეყარათ, ამათ ვერ შენიშნეს ეს სპეცრაზმელები. მე კობა ოთანაძისგან გამიკვირდა და ვუსაყვედურე კობას, როგორ, შენ წლების მანძილზე სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყავი, ეგ როგორ შეგეშალა და ვერ მიხვდი, რომ მახე ჰქონდათ დაგებული-თქო, ჩვენები მშივრები ყოფილან, წყალიც სდომებიათ, გავაჩეროთო, ლევანს, თუ კობას უთქვამს, მანქანა რომ უნდა შეეჩერებინათ, წინ გადაუდგა პატრულის მანქანა და იმ მომენტში, პატრულის მანქანა რომ გადაუდგა, დამალული სპეცრაზმელები ამომხტარან და პირდაპირ სროლა დაუწყიათ გიასთვის და ბიჭებისათვის. ამათ იარაღი არ ჰქონიათ. უბედურება ის არის, პროკურატურაში ნივთმტკიცებად დევს ავტომატი, რომელიც ვითომ გია კრიალაშვილს ეჭირა ხელში. მტკიცებულება რომ მოვთხოვე, პირდაპირ მითხრა გამომძიებელმა, რა მტკიცებულება უნდა იყოს, როცა იარაღი ჩადებულიაო.
არა....... ისე რესპუბლიკელებს კოლუმბის მხარდაჭერისთვის, კულტურულად რო ვთქოთ......გრანტები ერგოთ.......................... გრანტები!
ამერიკელები ...... მიშას თამადობით იმ ჩათლახი ხალხის ჩქარა უკან ისევ ხელისფლებაში დაბრუნებას გეგმავდნენ და იმ ხალხზე ხელის ხლება ამათ
იმიტომ აუკრძალეს... ასე ვთქოთ----------- კარგი რეფრმატორები იყვნენ, კარგად გამობრძმედილები............დედას უტ......ნავდნენ საქართველოს ამერიკულად და ხელისუფლებაში კოლუმბის ხალხის დაბრუნების შემთხვევაში, ის გამობრძმედილი ხალხი მავანთ აუცილებლად დასჭირდებოდათ
ეს დებილები კიდევ ვერ დახვდნენ იმათ მედგრად, როგორც საჭირო იყო ისე და იმიტომაც იმკიან იმ კოხაბიტაციის შედეგებს დღემდე. ხალხი იმკის თორემ ამააათ რაააა......... ესენი ბუებად იყენებ ნაცებს და ორი სამი კაცის გარდა ყველა გრიალებს....
წლებია ვიმეორებ................... კოლუმბის წარმომადგენლებმა საქართველოში ზუსტად ის დათესეს, რის და როგორი მოსავალიც უნდოდათ რომ მიეღოთ, თორემ მიშა ვინ იყო და გრიშა გასარევად იცოდნენ და ისიც კარგად იცოდნენ ვინ რისი გამკეთებელი იყო
პლიუს ქართული მენტალიტეტიც გამოიყენეს (თამადობისკენ ,,მიდრეკილება,, ფული) და ზუსტად ისე მოგვექცნენ როგორც მათ საქმეს სჭირდებოდა.
არა რააა..... კოლუმბისადმი ჩემ დიდ სიყვარულზე ლაპარაკს სუტკები არ ეყოფა.... წლების მანძილზე ბევრი სატრფიალო სტროფები მივუძღვენი
ასე რომ აწი სუ თქვენთვის დამითმია ..
მაინც უკვე ჩქარა მაგათ დედა აღარ ეყოლებათ.....
.მაქს სამ წელში იქაურ მხედრიონს ველოდები ....
თქვენც აქ იქნებით და მეც