„გახარიამ თავისი პოლიტიკური მიმზიდველობა გაფლანგა, ასეთი ფიგურა კი არც დასავლეთს უნდა და არც ქვეყნის შიგნით სხვა პოლიტიკურ ძალებს“

„გახარიამ თავისი პოლიტიკური მიმზიდველობა გაფლანგა, ასეთი ფიგურა კი არც დასავლეთს უნდა და არც ქვეყნის შიგნით სხვა პოლიტიკურ ძალებს“

ჩირგვებიდან უეცრად გამომძვრალი ექს-პრემიერი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს: „არავის ეგონოს, რომ პასუხისმგებლობა პერსონალურად არ შეეხება, ხოლო მისი „მარიონეტული“ ბიჭების მეშვეობით ჩადენილ დანაშაულზე პასუხს არავინ მოსთხოვს“.

რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც ქართული პოლიტიკიდან გამქრალმა ყოფილმა პრემიერმა მოულოდნელი გამოჩენა, ბუნებრივია, კითხვებს ბადებს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ გახარია ევროპარლამენტარების თვალში ცდილობს „კაცად“ გამოჩნდეს. არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი მაშინ დაიწყო, როცა ჩათვალა რომ პოლიტიკურად მისთვის მომგებიანი იქნებოდა. ზურგში დანის ჩარტყმა იმ ადამიანისთვის გადაწყვიტა, რომელმაც პოლიტიკაში არსაიდან მოიყვანა და კაცად აქცია.

„ვის რას ემუქრება გახარია? აორთქლებულია ქართული საზოგადოებიდან, გიორგი გახარია რაღაცას წარმოადგენდა, როცა იყო მმართველი ძალის წარმომადგენელი და პრემიერ-მინისტრი, ამით სარგებლობდა და ეგონა, რომ მისი პერსონალური დამსახურება იყო. ამხელა ჯარი ვედექით გვერდში და გადაფარებული ვიყავით. ფაქტია, რომ გაიყიდა, ფასი აღარ აქვს ამ კაცს და ვის ემუქრება?“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, მარტივად შეიკრა აგენტურული ქსელი, პირდაპირ არის დავალება, როგორ გახდნენ ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელები: „გიორგი გახარია, ხელმომწერების სია, CNN- ზე გასული სიუჟეტი, ეს არის ერთიანი სპეცოპერაციის ნაწილი, ყველა აქტორს თავისი ფუნქცია აქვს“.

გახარია კი ივანიშვილის პასუხისმგებლობასა და არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს. მან განცხადება გორში თანაპარტიელებთან შეხვედრისას გააკეთა: „პასუხისმგებლობები პერსონალიზირებული იქნება, გაითვალისწინეთ, მე ყველას ვეუბნები ამას, ჩემ თავსაც. სასჯელიც პერსონალიზირებული იქნება და მაგალითად, ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა, რომ მე წავედი პოლიტიკიდან და რეალურად წავიდა იმიტომ, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და ამ მარიონეტების ხელით, რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება“.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ბოლოს ჩატარებული ყველა კვლევის მიხედვით, გიორგი გახარიას პარტიას პოლიტიკური პულსი აღარ ესინჯება. ამიტომ ცდილობს რამენაირად ყურადღება მიიქციოს, ამით კი დასავლეთის მხარდაჭერა მოიპოვოს. აბაშიძე ვარაუდობს, რომ გახარია ცდილობს ოპოზიციის მიერ წამოწყებულ ფართომასშტაბიან კამპანიას შეუერთდეს და სიმულიანტ სააკაშვილს მხარდაჭერა ამ ფორმით გამოუცხადოს.

„ჩირგვებში ჩამალულმა გახარიამ, ეტყობა, იფიქრა, ახლა სააკაშვილის მხარდაჭერა ჩემთვის მომგებიანი იქნებაო და თავი გამოყო. თუმცა გახარია და მისი თანაგუნდელები საკუთარი განცხადებებით ამტკიცებენ, რომ სააკაშვილის რევანშისტური პარტიის მხარეს არიან. მათი მესიჯბოქსი ნაციონალების დღის წესრიგსაა მორგებული. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან გახარია, როგორც პოლიტიკოსი, „ოცნების“ გუნდმა შექმნა და ამ გუნდს ძალიან მწარედ უღალატა. არა მხოლოდ ხელისუფლებას უღალატა, არამედ მმართველი გუნდის ათიათასობით ამომრჩეველს. საქართველოს პოლიტიკაში ღალატს მიჩვეულები ვართ.

თუმცა გახარიას ქეისი უნიკალურია. კაცი, რომელიც არსაიდან მოვიდა და ამომრჩეველმა შეიყვარა, ბოლო მომენტში, როცა ქვეყანას სჭირდებოდა, უღალატა. გახარია არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია. მას ე.წ. მესამე ძალის რესურსი არა აქვს, ამიტომ ჩათვალა, რომ ახლა სააკაშვილის დაცვა მოდური ტრენდია და თავადაც არ უნდა ჩამორჩეს. მანაც ივანიშვილზე უზნეო თავდასხმა და ხელისუფლების დამუნათება დაიწყო. ეს ყველაფერი გახარიას პოლიტიკურ სიმპათიებს ვერ მოუტანს. პირიქით, როგორც იმედი გაუცრუვდა ხალხს მამუკა ხაზარაძეზე, ასეთივე დღეში არიან გახარიას მიმართაც. მისი პოლიტიკური მომავალი ძალიან საეჭვოა, თუკი საერთოდ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მიაღწევს“.

მისივე თქმით, პოლიტექნოლოგიურად რომ შევხედოთ, თუნდაც ვარდების რევოლუციამდე და შემდეგაც, დასავლეთის პოლიტიკური აქტორები და ცნობილი სოციოლოგიური კვლევები აძლიერებენ იმ ადამიანს, რომელიც მათთვის სასურველია. თუმცა აბაშიძე ფიქრობს, რომ გახარიას დასავლეთიდან ამ დონის მხარდაჭერა არ აქვს, რადგან მას არ ჰყავს ის ქარიზმატული გუნდი, რომელიც თავის დროზე ნაციონალებს ჰყავდათ. ასევე არ არის ისეთი გუნდი და ლიდერი, როგორიც 2012 წელს „ოცნებას“ ჰყავდა. ამიტომ გახარიაზე დასავლეთში ფსონი არ დაიდება და ეს მხოლოდ ყურადღების მისაქცევი განცხადება იყო, რადგან ვიღაცამ ურჩია, რომ რეიტინგი უვარდება და სჯობს რამე თქვას.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც ვარაუდობს, რომ გიორგი გახარიას ეს განცხადება მხოლოდ იმისთვის იყო გაკეთებული, რომ საზოგადოების და მედიის ყუარდღება მიიქციოს. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ გახარიამ მის ხელთ არსებული პოლიტიკური რესურსი ტყუილად და არაფერში გაფლანგა, ამიტომ ახლა გასაკვირია რისი იმედი აქვს, მით უმეტეს მისი მხარდამჭერები ანტიმიშისტები არიან, რომლებიც გახარიას ამ განცხადების შემდეგ მხარს აღარ დაუჭერენ.

„გიორგი გახარია დასავლეთიდან მხარდაჭერით რომ სარგებლობდეს, მაშინ უფრო ხშირად იაქტიურებდა. ქართულმა პოლიტიკამ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პერიოდი გაიარა და გახარიამ ეს დრო სრულიად არაფერში გაფლანგა. გახარია პიროვნულად მომგებიანი ტიპაჟია, მაგრამ მიკვირს თავად ეს შესაძლებლობა რატომ არ გამოიყენა. მისი ეს უცნაური გაუჩინარება, დუმილი და პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირება აზიანებს. მან თავისი პოლიტიკური მიმზიდველობა გაფლანგა, ამიტომ ასეთი ფიგურა არც დასავლეთს უნდა და არც ქვეყნის შიგნით სხვა პოლიტიკურ ძალებს სჭირდება. მით უმეტეს მას ე.წ. მესამე ძალის შექმნის პრეტენზია ჰქონდა.

 ჩემთვის სრულიად გაუგებარი მოვლენაა გახარიას ფენომენი ქართულ პოლიტიკაში და სრულიად მიუღებელი, რადგან მან მესამე პოლიტიკური ძალის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. მან საკამოდ მაღალი რეიტინგით დაიწყო, მაგრამ მალევე გაანიავა და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს განვითარების საშუალება მოუსპო. ძლიერი პოლიტიკური ძალები ქვეყანაში რაც უფრო მეტი იქნება, პოლიტიკური ცოხვრება მით უფრო გაჯანსაღდება - გახარიას ერთ-ერთი ცოდვა სწორედ ეს არის. გახარიას ნათქვამი სიახლეს არ შეიცავს, ის ნაციონალების ნარატივს იმეორებს, რაც „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. ხელისუფლებას უადვილდება იმის დაჯერება ამომრჩევლისთვის, რომ ის ნაცების ფიგურა იყო“, - ამბობს საყვარელიძე.

 

ცუგო- ჩემი აზრით, გახარია საერთოდ არ არის პოლიტიკოსი, არ ვიცი ვინ არის იგი, მაგრამ მავრივით კი შემოიარა ქართულ პოლიტიკაში. საინტერესოა ვინ მიაგზავნა გახარია ივანიშვილთა, რა ძალები დგას მის უკან?
რაც შეეხება რეიტინგს, რაც მას დასაწყისში ქონდა, მისი დიდი ნაწილი ქართული ოცნებიდან გამოყოლილი, შემცდართა ტალღა იყო, რომელიც მალე ისევ უკან მიიქცა და მასთან მხოლოდ მცირე, თავისი წარსულით საკმაოდ საინტერესო, ნაწილი დარჩა.
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ივანიშვილთან მიიყვანა ხუხაშვილმა!
1 წლის უკან
ცუგო- ეგ კი ვიცი, ხუხაშვილის რომელმა ხმამ ჩასძაზა, ასე რომ მოიქცა? :)
1 წლის უკან
ცუგო- ხუხაშვილს ვინ ჩასძახა?
1 წლის უკან
merab ადამიანი - ნული, გახარია.
1 წლის უკან