„მარგველაშვილი ჩამოყალიბდა როგორც პოლიტშარლატანი, რომელიც ბოროტად იყენებდა ხელისულებას“

„მარგველაშვილი ჩამოყალიბდა როგორც პოლიტშარლატანი, რომელიც ბოროტად იყენებდა ხელისულებას“

130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ უცხოეთში, ეს არის ზეპარტიული მიზანი. განცხადები ავტორები თვლიან, რომ ასეა სწორი ისტორიის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის, ჰუმანიზმისა და ცივილიზებულობის პრინციპებიდან გამომდინარე.

ექს-პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას სერიოზული დამნაშავეები ყავს გაშვებული, გადავადებული, თუმცა იმ ადამიანების სიკვდილი ერის ისტორიულ პერსპექტივაზე არ იმოქმედებდა, სააკაშვილის სიკვდილი კი მისი თქმით, ისტორიაში ჩაწერს ფურცელს, ქვეყნის პრეზიდენტი მოვკალით. მარგველაშვილი თვლის, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს ბრალი უნდა გადაუვადდეს იმ მდგომარეობამდე, როცა ის შეძლებს, რომ იტვირთოს განაჩენი.

„მე ასეთი გადაწყვეტილება მიმიღია. იყვნენ პატიმრები, რომელთა თაობაზეც იყო სამედიცინო დასკვნები, რომ მათ ჰქონდათ ძალიან მძიმე ჯანმრთელობის პრობლემა და მე მათთვის ბრალი გადამივადებია. მე არ შემიცვლია პოზიცია, ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ყველა პატიმარი თანაბარია და რადგან ყველა თანაბარია, ამიტომ მიგითითებთ, გადახედოთ ჩემს ბიოგრაფიას, მართლა სერიოზული დამანშავეები მყავს გაშვებული, გადავადებული.

თუმცა იმ ადამიანების სიკვდილი ერის ისტორიულ პერსპექტივაზე არ იმოქმედებდა, მაგრამ მე მაინც გადავუვადე მათ. ამ ადამიანის სიკვდილი ჩვენ ისტორიაში ჩაწერს ასეთ ფურცელს - მეორედ უკვე მიზეზი ვიპოვეთ და ქვეყნის პრეზიდენტი მოვკალით. ვფიქრობ, ძალიან მძიმე ფურცელი იქნება საქართველოს ისტორიაში, თუ უკვე მეორე პრეზიდენტი იქნება, რომელსაც ჩვენ ძალადობრივად მოვაკვდინებთ“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

მარგველაშვილს წარსული შეახსენა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ, როდესაც მარგველაშვილს შეეძლო შეეწყალებინა სააკაშვილი, რაც არ გააკეთა. როგორც დეკანოიძე აცხადებს, მარგველაშვილმა ეს შანსი ხელიდან გაუშვა.

„გიორგი მარგველაშვილის წერილზე, მინდა, ვთქვა, რომ გიორგი მარგველაშვილისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილი შეეწყალებინა და ეს ბერკეტი გამოეყენებინა, ამიტომ ახლა მესმის ამ წერილის შინაარსი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მან ეს შანსი გაუშვა ხელიდან“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ყოფილი თანამდებობის პირების ერთობლივი განცხადება არ წაუკითხავს, რადგან მას ხელს გიორგი მარგველაშვილი და დავით კეზერაშვილი აწერენ. მისი თქმით, კეზერაშვილთან ერთად განცხადების ხელმოწერა მარგველაშვლის მხრიდან განსაკუთრებით საწყენია.

„განცხადება არ წამიკითხავს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ორი გვარი თქვეს, მარგველაშვილი და კეზერაშვილი. მარგველაშვილი და კეზერაშვილი როცა რაიმე განცხადებას აწერენ ხელს, მის შინაარსში ჩაღრმავებას აზრი არ აქვს. ეს ყველაფერი ძალიან საწყენია, განსაკუთრებით, მარგველაშვილის მხრიდან, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია და თავს უფლებას აძლევს, კეზერაშვილთან ერთად რაიმეს ხელმომწერი იყოს. ადამიანთან ერთად, რომელსაც პრეზიდენტობის დროს თვლიდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი დიდი უბედურების დამტრიალებელი იყო, ახლა განცხადებას ხელს ერთად აწერენ. პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ეს არც ადამიანობაში და არც არანაირ პრინციპებში არ ჯდება. შეიძლება, დაინტერესება აქვს, შეიძლება, გადაიბირეს. რა შეიცვალა ორ-სამ წელში, გაკეთილშობილდნენ, ფაქტები აღარ არსებობს, თუ ამ კაცმა რაიმე ახალი გაიგო, რატომ აწერს ხელს განცხადებებს კეზერაშვილთან ერთად?“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ავადმყოფია, რომელიც შეპყრობილია ძალადობრივი ბერკეტების მოპოვების სურვილით. როგორც ხუნდაძე აცხადებს, საზოგადოება ახლა თვალს ადევნებს მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი მეთოდით გათავისუფლების სპეცოპერაციას.

„მსგავსი ტიპისა და შინაარსის სპეცოპერაცია უშედეგოდ დასრულდა, როცა სააკაშვილი დიდი სცენარის გათვალისწინებით, საქართველოში კონტეინერით შემოიყვანეს, რათა ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო და ეს არეულობა ხელისუფლების ცვლილებით დასრულებულიყო - ეს იმ ხელისუფლების, რომელიც არავის მიმართ მორჩილი არ არის და პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებს.

როგორც ჩანს, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა ის, რომ არეულობა აუცილებლად მისაღწევია, მაგრამ სცენარის ავტორების მხრიდან სადარდებელია ის, რომ თუკი ისინი სააკაშვილის გათავისუფლებას ვერ მოახერხებენ, შესაძლოა, ის ცუდად ალაპარაკდეს და მან ბევრ საკითხზე ისაუბროს, რომელიც შეეხება ავტორებსაც და შემსრულებლებსაც. რიგი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების გამალებული მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს ხომ არ არის განპირობებული ძველი თუ ახალი ერთობლივი დანაშაულების გადაფარვისთვის? ამ კითხვებს პასუხები სჭირდება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება განცხადების შინაარსს და გიორგი მარგველაშვილის ხელმოწერას, ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ მარგველაშვილი ჩამოყალიბდა როგორც პოლიტშარლატანი, რომელიც ბოროტად იყენებდა ხელისულებას.

„თუკი ვინმე ახლო ნათესავი ჰყავდა, ვინც კი ნარკოდანაშაულში იყო შემჩნეული, ყველა გაანთავისუფლა და თანაც რამდენჯერმე. პირადი ინტერესებისთვის იყენებდა უმაღლეს თანამდებობას. ერთი უმთავრესი - მარგველაშვილმა გააკეთა სამარცხვინო განცხადება, როდესაც თქვა - მარტო ერთი ზარი კმარა ვაშინგტონიდან, რომ გაანთავისუფლონ სააკაშვილიო. ე.ი. თვითონ ეს კაცი არის მონა, ჩამოყალიბებული მონური სულით. მიკვირს, როგორ შეიძლება ასეთი კაცი ყოფილიყო ქვეყნის პირველი პირი. პირადად მეც მაქვს ხმა მინაცემი ამ კაცზე. მრცხვენია, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ლაპარაკობს ვაშინგტონიდან ერთი ზარის სანაცვლოდ შეიძლება ყველა ჩვენთაგანისთვის ყელი გამოეჭრა. აი, ეს კაცი გვყავდა პრეზიდენტად“, - აცხადებს გვენეტაძე.

ანალიტიკოსის განცხადებით, სწორედ მარგველაშვილის მსგავსი ადამიანები უტეხენ სახელს დასავლურ მიმართულებებს, კულტურას და იდენტობას. მისი თქმით, მარგველაშვილის პრეზიდენტობა სამარცხვინო ფურცლად შევა საქართველოს ისტორიაში.

„მეტიც, ეს 130 კაცი, ვინც ხელს აწერს განცხადებას, არიან კუბში აყვანილი ყვარყავრეები. ბევრი მათგანი იყო ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც ესენი გამოათრია პოლიტბორდელიდან და ეცადა ადამიანებად ექცია და ქვეყნის სამსახურში ჩაეყენებინა, მაგრამ როგორც კი ოდნავ სიტუაცია შეიცვალა, ისევ პოლიტბორდელისაკენ გაიხედეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ესენი აკეთებენ მხოლოდ ფულისათვის.

სააკაშვილიზე მეტად სახელმწიფო დამნაშავეებად ვთვლი ამ ადამიანებს, იმიტომ, რომ ესენი ითხოვენ, მანიაკის, მკვლელის, სადისტური სისტემის შემქმნელის, გაიძვერას, სიმულანტის და თაღლითის ციხიდან გათავისულებას. რაც ყველაზე მეტი უბედურებაა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ისინი ფიქრობენ სააკაშვილის და მისი ხროვის ხელისუფლებაში დაბრუნებას. ეს იმას ნიშნავს, ვინმეს მოეთხოვა, სამხედრო დამნაშავეების გებელსის და გერინგის გათავისუფლება და შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნება. ამიტომ, სააკაშვილზე მეტად დამნაშავეებად მიმაჩნია ისინი, ვინც ითხოვს ამ სახელმწიფო დამნაშავის, კრიმინალის ციხიდან გათავისუფლებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

ცუგო- გადახედეთ სიას, ერთ ადამიანს ვერ აღმოაჩენთ, ვისაც თავი არ შეურცხვენია!
1 წლის უკან
მიშა რომც ყოფილიყო ხელმომწერებში ეგეთი ვინმე, უკვე ამ სიაში ყოფნაა დიდი სირცხვილი.
1 წლის უკან
მიშა ერთადერთი, ვისაც ხმა მივეცი და ვნანობ, მარგველაშვილია. განა მხოლოდ იმიტომ ავირჩიე, რომ ნაცებს არ გაემარჯვათ. მართლა მჯეროდა, რომ ღირსეული კანდიდატი იყო.
1 წლის უკან
ცუგო- მარგველაშვილი საოცარი თაღლითი აღმოჩნდა, არაფრისგან პრეზიდენტი გახდა, დიდი მიღწევაა ამ პროფესიაში!
1 წლის უკან
merab ივანიშვილმა მოახერხა ნულების პრეზიდენტად(მარგველაშვილი)და პრემიერ-მინისტრად(გახარია) დასმა.
1 წლის უკან