„მესამე მსოფლიო ომის პირდაპირი ნიშნები ჩანს“

„მესამე მსოფლიო ომის პირდაპირი ნიშნები ჩანს“

უკრაინა დამატებით 1.85 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს მიიღებს, რომელიც „პეტრიოტის“ თავდაცვით სისტემებსაც მოიცავს, რომელსაც უკრაინა პირველად მიიღებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ეს მილიარდი დოლარი უკრაინას უზრუნველყოფს გაფართოებული საჰაერო თავდაცვისა და ზუსტი დარტყმების შესაძლებლობებით ისევე, როგორც დამატებითი საბრძოლო მასალითა და კრიტიკული აღჭურვილობით, რომელსაც უკრაინა ეფექტურად იყენებს ბრძოლის ველზე თავის დასაცავად.

„უკრაინისთვის დამატებით 850 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების შესახებ განცხადებას პენტაგონიც გააკეთებს. აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება, რათა კიევმა შეძლოს თავდაცვის გაგრძელება და მტკიცე პოზიციებით იყოს წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან, როდესაც ამის დრო მოვა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

მაშ ასე, რუსეთ-უკრაინის ომიდან თერთმეტი თვის თავზე ამერიკამ უკრაინას თანამედროვე ამერიკული სარაკეტო სისტემა „პეტრიოტი“ გადასცა, რომლის მეშვეობით უკრაინა რუსულ რაკეტებთან და უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლას უფრო ეფექტიანად შეძლებს. ომის დაწყებიდან უკრაინამ დასავლური წარმოების საკმაოდ ბევრი საჰაერო თავდაცვის სისტემა მიიღო, გადასატანი საზენიტო კომპლექს Stinger-ით დაწყებული, უფრო მოწინავე სარადარო და სითბური მართვის რაკეტები.

თუმცა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის ოფიციალური პირები შეერთებულ შტატებს „პეტრიოტების“ მიწოდებისკენ საჯაროდ მოუწოდებდნენ, თუმცა ვაშინგტონში თავს იკავებდა „პეტრიოტის“ მიწოდებისგან. უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია უახლესი გერმანული საზენიტო-სარაკეტო სისტემა IRIS-T , ასევე რამდენიმე ამერიკულ-ნორვეგიული კომპლექსი, NASAMS. თუმცა, განსხვავებულია „პეტრიოტის“ სისტემები, რომელიც ანალიტიკოსების განცხადებით, ძალიან ეფექტურია, ამასთანავე, ძალიან ძვირია, მაგრამ მას შეუძლია უკრაინის საჰაერო თავდაცვის ყველა პრობლემის გადაჭრა. „პეტრიოტის“ ერთი რაკეტა დაახლოებით 3 მილიონი დოლარი ღირს - ის სამჯერ ძვირია, ვიდრე NASAMS-ის საზენიტო სისტემის რაკეტა.

თანამედროვე ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებამ რუსეთში უკმაყოფილება გამოიწვია. ოფიციალურმა მოსკოვმა „პეტრიოტების“ განლაგების ნებისმიერ გეგმას და უკრაინის ომში აშშ-ის სამხედრო ჩართულობის შემდგომ გაფართოებას პროვოკაცია უწოდა.

„იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა კიეველ ფანატიკოსებს „პეტრიოტის“ კომპლექსებს მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ გახდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე“, - აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა.

„პეტრიოტს“ შეუძლია იმუშაოს რუსული ბალისტიკური რაკეტების, ჰიპერბგერითი თვითმფრინავის რაკეტების და ჰიპერბგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების წინააღმდეგ. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ უკვე განაცხადა, რომ „პეტრიოტის“ სისტემები შეიძლება ეფექტურად იყოს ინტეგრირებული ეროვნულ საჰაერო თავდაცვის სისტემაში. სისტემის ღირებულებისა და ეფექტურობის გათვალისწინებით, ის, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება დიდი ქალაქების ან კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა მალე მიიღებს „პეტრიოტის“ პირველ ბატარეას, რაც არის ცის დაცვის სრულიად ახალი დონე. უკრაინელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ თეთრი სახლის გადაწყვეტილება შორ მანძილზე მოქმედი „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთი ბატარეის გადაცემის შესახებ შესაძლებელს ხდის ამ სისტემების გადაცემას სხვა დასავლელი პარტნიორებისგანაც.

„პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი იყო არა სიმბოლური, არამედ უკავშირდებოდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებს უკრაინის დაცვას და დაეხმარება მას ოკუპანტების დამარცხებაში. უკრაინა მალე მიიღებს ამ ულტრათანამედროვე სისტემების პირველ ბატარეას და ეს არის ცის დაცვის სრულიად ახალი დონე. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, პრეზიდენტ ბაიდენის ეს გადაწყვეტილება კარს უხსნის სხვა „პეტრიოტებს“, - აღნიშნა დიმიტრო კულებამ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი თვლის, რომ რუსთის ფედერაციას სავარაუდოდ ჰქონდა ინფორმაცია ზელენსკის ამერიკაში ვიზიტისა და სავარაუდო შედეგების შესახებ. ანალოგიურად, რუსეთი ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ უკვე ეძებს გარკვეულ რესურსებს. მისი თქმით, ამერიკის გადაწყვეტილება, „პეტრიოტების“ უკრაინისათვის გადაცემა ნიშნავს იმას, რომ სამწუხაროდ, გადავდივართ კონფლიქტის უფრო მაღალ ფაზაში.

„ვფიქრობ, რომ გადავდივართ ახალ ფაზაში. საომარმა მოქმედებამ მიიღო განგრძნობითი ხასიათი. ეს იმას ნიშნავს, რომ მესამე მსოფლიო ომის პირდაპირი ნიშნები ჩანს. რას შეცვლის „პეტრიოტი“ ახლა ძნელია თქმა. თუ, რუსეთი ამ მიმართულებით მზად არის, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, გარდამავალი ეფექტი ამას არ ექნება. თუ რუსეთი ამისთვის მზად არ არის, ასეთ შემთხვევაში უკრაინის მდგომარეობა გაუმჯობესდება“, - აცხადებს კუხალაშვილი.

მისი თქმით, აქ საინტერესოა ერთი დეტალი, უკრაინა თავდაცვას შეძლებს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ახლა კონტროლს ახორციელებს, თუ მთლიანად უკარაინის ტერიტორიაზე?

„თუ ისე მოხდა, რომ ის ვერ აღადგენს უკრაინაში ტერიტორიულ მთლიანობას, ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან წერტილს ვიღებთ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ბუფერული ზონის სახით და ეს არის ძალიან კარგი საშუალება რუსეთის ფედერაციისთვის, რომ მან აქტიური სადაზვერვო საქმიანობები განახაორციელოს ამ ბუფერული ზონების მეშვეობით. ვსაუბრობ სეპარატისულ რეჟიმებზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ „პეტრიოტი“ სერიოზული სისტემაა. თუმცა, ამ ეტაპზე უკრაინას გადაეცემა მხოლოდ ერთი ცალი კომპლექსი.

„ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის ცა იყოს დაცული და ყველა ზონაზე წინააღმდეგობა გაუწიოს „პეტრიოტებმა“, ანუ ჰაერსაწინააღმდეგო ქოლგა რომ შექმნას. თუმცა, ეს ქოლგა, ცხადია, არ გულისხმობს 100%-იან დაცვას, ამისთვის საჭიროა 10-12 სარაკეტო კომპლექტი „პეტრიოტი“. მაგრამ ის ერთი ცალი სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც გადმოსცემენ, ესეც სერიოზული რამ არის. რაც შეეხება კითხვას - შეცვლის თუ არა ეს საერთო ძალთა განლაგებას? - ცხადია, ვერ შეცვლის რადიკალურად, თუმცა დამატებითი არგუმენტი იქნება“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

 

trampi სადაც წვრილია იქ გაწყდეს ...დასცხონ ერთმანეთს
აგე წყნარი ოკანე... გავიდნენ იქ და ................ დავაი წავიდაა.................
ჩვენ მაინც ქათმისა არ იყოს .......ისეც.... ესეც..... ასეც ....... დედა გვაქ ნატირები
ჰოოდა ნიაზისა და ქართლოს კასრაძისა არ იყოს-----ნიაზი ტუფლს რო ახეთქებდა ხოლმე პოლზე და ქართლოსი კიდე სუ რო ელოდებოდა..აი ეხლა, აი ეხლაო) ზუსტად ეგრე----- ბარემ დასცხონ ერთმანეთს, მაგათი ოხერი დედაც ქუნემ
აბა ესე როდემდე??
და კიდევ............. მაგათი გამშველ;ებლის დედაც ...
1 წლის უკან